საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეკანოზი გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ პენიტენციური დაწესებულება არანაირი შეთანხმების საფუძველზე არ დაუტოვებია
დეკანოზი გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ პენიტენციური დაწესებულება არანაირი შეთანხმების საფუძველზე არ დაუტოვებია

ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე აცხა­დებს, რომ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არა­ნა­ი­რი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე არ და­უ­ტო­ვე­ბია.

აღ­ნიშ­ნულ წე­რილს სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში“ დე­კა­ნო­ზის ძმა, თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძე აქ­ვეყ­ნებს.

სა­სუ­ლი­ე­რო პირი წე­რილ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ, სი­მარ­თლეს და­ამ­ტკი­ცებს.

"მინ­და სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გი­თხრათ, რომ სა­პყრო­ბი­ლე არა­ნა­ი­რი შე­თან­ხმე­ბი­სა და გა­რი­გე­ბის მი­ზე­ზით არ და­მი­ტო­ვე­ბია. სა­ბუ­თებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მი­ზე­ზი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაა, თუმც, ყვე­ლას­თვის კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი, რომ მე უკვე ხუთი წე­ლია ასე­თი და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი და პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ვარ. ამ ეტაპ­ზე ჩემი უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია ჯან­მრთე­ლო­ბის აღ­დგე­ნა. ამის შემ­დეგ კი, იქ­ნე­ბა სი­მარ­თლე - არა სა­ნა­ხა­ო­ბა, არა­მედ - სი­მარ­თლე. რო­გორც მა­ცხო­ვა­რი ბრძა­ნებს: "არა­რაი არს და­ფა­რუ­ლი, რო­მე­ლი არა გა­მოს­ცხად­ნეს და და­მა­ლუ­ლი, რო­მე­ლი არა საც­ნა­ურ იყოს”, - აცხა­დებს მა­მა­ლა­ძე.

წე­რილ­ში მა­მა­ლა­ძე გვერ­დში დგო­მის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის ოჯა­ხის წევ­რებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს, ად­ვო­კა­ტებს, პო­ლი­ტი­კო­სებს, ემიგ­რან­ტებ­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს.

ცნო­ბის­თვის, ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე ე.წ. უდოს კო­მი­სი­ამ 14 თე­ბერ­ვალს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

სა­სუ­ლი­ე­რო პირი თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში 2017 წლის 10 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს. ის სა­მი­ვე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით ცი­ა­ნი­დის გა­მო­ყე­ნე­ბით შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ და 9-წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო.ხო
0

გაიგე ახლა რა ხდება აქ.მოკლედ სრული ქაოსია

გოგ
4

გამოხვედი ახლა დაგვასვენე და მიხედე შენ ცხოვრებას როდმდე უნდა იმასხარაო თავი ოპოარხებზე??რას გიხდიან ასეთს???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

დეკანოზი გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ პენიტენციური დაწესებულება არანაირი შეთანხმების საფუძველზე არ დაუტოვებია

დეკანოზი გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ პენიტენციური დაწესებულება არანაირი შეთანხმების საფუძველზე არ დაუტოვებია

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ პენიტენციური დაწესებულება არანაირი შეთანხმების საფუძველზე არ დაუტოვებია.

აღნიშნულ წერილს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“ დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე აქვეყნებს.

სასულიერო პირი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენის შემდეგ, სიმართლეს დაამტკიცებს.

"მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ საპყრობილე არანაირი შეთანხმებისა და გარიგების მიზეზით არ დამიტოვებია. საბუთებში აღნიშნულია, რომ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, თუმც, ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ მე უკვე ხუთი წელია ასეთი დაუძლურებული და პარალიზებული ვარ. ამ ეტაპზე ჩემი უმთავრესი მიზანია ჯანმრთელობის აღდგენა. ამის შემდეგ კი, იქნება სიმართლე - არა სანახაობა, არამედ - სიმართლე. როგორც მაცხოვარი ბრძანებს: "არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოსცხადნეს და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს”, - აცხადებს მამალაძე.

წერილში მამალაძე გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის ოჯახის წევრებს, ჟურნალისტებს, ადვოკატებს, პოლიტიკოსებს, ემიგრანტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. უდოს კომისიამ 14 თებერვალს გაათავისუფლა.

სასულიერო პირი თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.