მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე მსხვილი სტუდენტური AI ჰაკათონის გამარჯვებულები ცნობილია
ყველაზე მსხვილი სტუდენტური AI ჰაკათონის გამარჯვებულები ცნობილია

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ჰა­კა­თო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და და­ჯილ­დო­ე­ბა გა­ი­მარ­თა.

BTU-ს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ მას­შტა­ბურ ჰა­კა­თონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს 22 უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის­გან და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი 116 გუნ­დი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ჯამ­ში 350 ზე მეტი სტუ­დენ­ტი.

მე­ო­რე ტურ­ში კი 18 გუნ­დი და 65-მდე სტუ­დენ­ტი გა­და­ვი­და.

ჰა­კა­თო­ნის ფარ­გლებ­ში სტუ­დენ­ტებ­მა შექ­მნეს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც შემ­დეგ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სექ­ტორ­თან და­ა­კავ­ში­რეს და იდე­ე­ბი და შექ­მნი­ლი გა­და­წყვე­ტე­ბი ჟი­უ­რის და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის წი­ნა­შე წა­რად­გი­ნეს.

ჰა­კა­თო­ნის საპ­რი­ზო ფონ­დი 20 000 ლარს შე­ად­გენ­და, რო­მე­ლიც 3 გა­მარ­ჯვე­ბულს შო­რის გა­ნა­წილ­და.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დი TeachAid გახ­და - TeachAid არის პლატ­ფორ­მა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის და ლექ­ტო­რე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მათ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ზედ­მე­ტი ძა­ლის­ხმე­ვის გა­რე­შე, და­ა­გე­ნე­რი­რონ ისე­თი სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა გაკ­ვე­თი­ლის/ლექ­ცი­ის გეგ­მა, პრე­ზენ­ტა­ცია, ქვი­ზე­ბი და სხვა მნიშნ­ვე­ლო­ვა­ნი მა­სა­ლე­ბი.

მე­ო­რე და მე­სა­მე ად­გი­ლე­ბი, Edubot და 3Threads-მა გა­და­ი­ნა­წი­ლეს.

Edubot - ჰა­კა­თო­ნის ფარ­გლებ­ში გუნ­დის წევ­რე­ბა შექ­მნეს AI რო­ბო­ტი, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ STEAM-ით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ად­მი­ა­ნებს ამ დარ­გის შეს­წავ­ლა­ში ეხ­მა­რე­ბა.

3Threads - AI პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც აბი­ტუ­რი­ენ­ტებს და­ეხ­მა­რე­ბა დის­ტან­ცი­უ­რად და­წე­რონ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ანა­ლო­გი ტეს­ტე­ბი, შე­ას­წო­რონ თა­ვი­ან­თი ნაშ­რო­მე­ბი, მი­ი­ღონ ადეკ­ვა­ტუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი და ნა­ხონ გა­მოს­წო­რე­ბის გზე­ბი.გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სამი გუნ­დის გარ­და, ჰა­კა­თო­ნის ფარ­გლებ­ში და­სა­ხელ­და და­მა­ტე­ბით ორი რჩე­უ­ლი გუნ­დი, რომ­ლე­ბიც BTU-ს სტუ­დენ­ტურ პრე­აქ­სე­ლე­რა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დე­ბი ჟი­უ­რის წევ­რებ­მა გა­მო­ავ­ლი­ნეს:

  • ზაალ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე - Pulsar AI თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, AI Lab თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი;
  • რატი სხირტლა­ძე - მო­ნა­ცემ­თა ანა­ლი­ზის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი;
  • იო­სებ ხუ­ციშ­ვი­ლი - MaxinAI - თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი;
  • მა­რი­ამ ჩახ­ვა­ძე - Machine Learning / Software Engineer | Quantori
  • მი­ხე­ილ რუ­ხა­ია - BTU-ს პრო­ფე­სო­რი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი | ხელ­მძღვა­ნე­ლი
  • თორ­ნი­კე სუ­ლა­ბე­რი­ძე - ბიზ­ნეს გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი | Lineate

ჰა­კა­თო­ნის სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ებს მენ­ტო­რო­ბას სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უწევ­დენ:

  • მარ­თა მე­ლია - მო­ნა­ცემ­თა მეც­ნი­ე­რი | სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი
  • ან­ზორ გო­ზა­ლიშ­ვი­ლი - ML Engineer | Quantori
  • ანა კოლ­ხი­დაშ­ვი­ლი - R&D გუნ­დის ლი­დე­რი | Impel
  • გრი­გოლ სამ­ხა­რა­ძე - Startup Advisor / Mentor

AI ჰა­კა­თო­ნის მთა­ვა­რი პარტნი­ო­რი და ოფი­ცი­ა­ლუ­რი სპონ­სო­რი აშშ-ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ტუ­სის მქო­ნე აიტი კომ­პა­ნია Lineate Georgia იყო. ჰა­კა­თო­ნის პარტნი­ო­რი­ე­ბი არი­ან გლო­ბა­ლუ­რი ციფ­რუ­ლი IT სერ­ვი­სე­ბი­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის კომ­პა­ნია Quantori და სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია Devexperts.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ყველაზე მსხვილი სტუდენტური AI ჰაკათონის გამარჯვებულები ცნობილია

ყველაზე მსხვილი სტუდენტური AI ჰაკათონის გამარჯვებულები ცნობილია

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის ჰაკათონის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართა.

BTU-ს მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ ჰაკათონში საქართველოს 22 უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 116 გუნდი მონაწილეობდა, ჯამში 350 ზე მეტი სტუდენტი.

მეორე ტურში კი 18 გუნდი და 65-მდე სტუდენტი გადავიდა.

ჰაკათონის ფარგლებში სტუდენტებმა შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებები, რომელიც შემდეგ საგანმანათლებლო სექტორთან დააკავშირეს და იდეები და შექმნილი გადაწყვეტები ჟიურის და ტექნოლოგიური კომპანიების წინაშე წარადგინეს.

ჰაკათონის საპრიზო ფონდი 20 000 ლარს შეადგენდა, რომელიც 3 გამარჯვებულს შორის განაწილდა.

გამარჯვებული გუნდი TeachAid გახდა - TeachAid არის პლატფორმა მასწავლებლებისთვის და ლექტორებისთვის, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, დააგენერირონ ისეთი სასწავლო მასალები, როგორიცაა გაკვეთილის/ლექციის გეგმა, პრეზენტაცია, ქვიზები და სხვა მნიშნველოვანი მასალები.

მეორე და მესამე ადგილები, Edubot და 3Threads-მა გადაინაწილეს.

Edubot - ჰაკათონის ფარგლებში გუნდის წევრება შექმნეს AI რობოტი, რომელიც რეგიონში მცხოვრებ STEAM-ით დაინტერესებულ ადმიანებს ამ დარგის შესწავლაში ეხმარება.

3Threads - AI პლატფორმა, რომელიც აბიტურიენტებს დაეხმარება დისტანციურად დაწერონ ერთიანი ეროვნული გამოცდების ანალოგი ტესტები, შეასწორონ თავიანთი ნაშრომები, მიიღონ ადეკვატური შეფასებები და ნახონ გამოსწორების გზები.გამარჯვებული სამი გუნდის გარდა, ჰაკათონის ფარგლებში დასახელდა დამატებით ორი რჩეული გუნდი, რომლებიც BTU-ს სტუდენტურ პრეაქსელერაციის პროგრამაში ჩაერთვებიან.

გამარჯვებული გუნდები ჟიურის წევრებმა გამოავლინეს:

  • ზაალ გაჩეჩილაძე - Pulsar AI თანადამფუძნებელი, AI Lab თანადამფუძნებელი;
  • რატი სხირტლაძე - მონაცემთა ანალიზის ლაბორატორიის დამფუძნებელი და დირექტორი;
  • იოსებ ხუციშვილი - MaxinAI - თანადამფუძნებელი;
  • მარიამ ჩახვაძე - Machine Learning / Software Engineer | Quantori
  • მიხეილ რუხაია - BTU-ს პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი | ხელმძღვანელი
  • თორნიკე სულაბერიძე - ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი | Lineate

ჰაკათონის სამუშაო პროცესში მონაწილეებს მენტორობას სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები უწევდენ:

  • მართა მელია - მონაცემთა მეცნიერი | საქართველოს ბანკი
  • ანზორ გოზალიშვილი - ML Engineer | Quantori
  • ანა კოლხიდაშვილი - R&D გუნდის ლიდერი | Impel
  • გრიგოლ სამხარაძე - Startup Advisor / Mentor

AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და ოფიციალური სპონსორი აშშ-ში დაფუძნებული, საერთაშორისო სტატუსის მქონე აიტი კომპანია Lineate Georgia იყო. ჰაკათონის პარტნიორიები არიან გლობალური ციფრული IT სერვისებისა და გადაწყვეტილებების კომპანია Quantori და საერთაშორისო კომპანია Devexperts.

R