საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Data Bootcamp-ის რჩეული მონაწილეები, თიბისის Data აკადემიაში, გადამზადებას გადიან
Data Bootcamp-ის რჩეული მონაწილეები, თიბისის Data აკადემიაში, გადამზადებას გადიან

თი­ბი­სის Data აკა­დე­მი­ა­ში, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტის Data BootCamp-ის ბა­თუ­მის და თბი­ლი­სის რჩე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, თი­ბი­სის პრო­ფე­სი­ო­ნალ ჯგუფ­თან ერ­თად, მო­ნა­ცემ­თა მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით ორ კვი­რი­ან კურსს გა­დი­ან.

Data აკა­დე­მია თი­ბი­სი­ში 2023 წელს და­არ­სდა. აკა­დე­მი­ის მთა­ვა­რი ფო­კუ­სი Data-ს და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის შე­სა­ხებ ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბა და Data Literacy-ს გაზ­რდაა; ასე­ვე, Data-ს მი­მარ­თუ­ლე­ბით ახა­ლი ტა­ლან­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და მათ კა­რი­ე­რულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვაა.

„თი­ბი­სის­თვის Data & AI ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. შე­სა­ბა­მი­სად აქ­ტი­უ­რად ვცდი­ლობთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თვას და ამ სფე­როს ტა­ლან­ტე­ბის­თვის თა­ვის გაც­ნო­ბას. Data Bootcamp ერთ-ერთი ასე­თი ინი­ცი­ა­ტი­ვაა. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ჩვენს გუნდში გა­დი­ან ორ კვი­რი­ან სტა­ჟი­რე­ბას რაც მათ აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას რე­ა­ლუ­რად ნა­ხონ თუ რო­გორ ხდე­ბა მო­წი­ნა­ვე კომ­პა­ნი­ა­ში მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა, გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­გო­რია მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კა და აქვთ იმის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ ამ დარ­გის სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან გა­ა­ტა­რონ დრო. ვფიქ­რობ, რომ ეს მათი კა­რი­ე­რის გან­სა­ზღვრის­თვის საკ­მა­ოდ გარ­დამ­ტე­ხი პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა“ - ნუცა აბა­ზა­ძე, თი­ბი­სის სტრა­ტე­გი­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი მო­ნა­ცემ­თა ანა­ლი­ზის და მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტში.

Data Bootcamp-ი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც თი­ბი­სის გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის მხარ­და­ჭე­რით და სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს (GITA) ორ­გა­ნი­ზე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, 15 წელს ზე­ვით, პროგ­რა­მი­რე­ბა­ში გა­მოც­დი­ლი და Data Science-ით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი.

თი­ბი­სის მხარ­და­ჭე­რით, Data Bootcamp-ებმა სტარ­ტი გურ­ჯა­ა­ნის ტექ­ნო­პარკში აიღო, ბა­თუ­მი­სა და ზუგ­დი­დის შემ­დეგ, თბი­ლი­სის ტექ­ნო­პარკში დას­რულ­დე­ბა. ბა­ნა­კებ­ში ჯამ­ში 400-მდე ახალ­გაზ­რდამ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რომ­ლებ­მაც 7 დღი­ან ინ­ტენ­სი­ურ სას­წავ­ლო კურ­სზე გა­ი­ა­რეს ტრე­ნინ­გე­ბი, მენ­ტორ­შიფ სე­სი­ე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის (AI) და მან­ქა­ნუ­რი სწავ­ლე­ბის (ML) მი­მარ­თუ­ლე­ბით.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

Data Bootcamp-ის რჩეული მონაწილეები, თიბისის Data აკადემიაში, გადამზადებას გადიან

Data Bootcamp-ის რჩეული მონაწილეები, თიბისის Data აკადემიაში, გადამზადებას გადიან

თიბისის Data აკადემიაში, ტექნოლოგიური პროექტის Data BootCamp-ის ბათუმის და თბილისის რჩეული მონაწილეები, თიბისის პროფესიონალ ჯგუფთან ერთად, მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ორ კვირიან კურსს გადიან.

Data აკადემია თიბისიში 2023 წელს დაარსდა. აკადემიის მთავარი ფოკუსი Data-ს და ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცნობადობის ამაღლება და Data Literacy-ს გაზრდაა; ასევე, Data-ს მიმართულებით ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათ კარიერულ განვითარებაზე ზრუნვაა.

„თიბისისთვის Data & AI ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად აქტიურად ვცდილობთ ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტებში ჩართვას და ამ სფეროს ტალანტებისთვის თავის გაცნობას. Data Bootcamp ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა. პროექტის ფარგლებში ჟიურის რჩეული მონაწილეები ჩვენს გუნდში გადიან ორ კვირიან სტაჟირებას რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად ნახონ თუ როგორ ხდება მოწინავე კომპანიაში მონაცემების დამუშავება, გამოყენება, როგორია მუშაობის სპეციფიკა და აქვთ იმის საშუალება რომ ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტებთან გაატარონ დრო. ვფიქრობ, რომ ეს მათი კარიერის განსაზღვრისთვის საკმაოდ გარდამტეხი პერიოდი იქნება“ - ნუცა აბაზაძე, თიბისის სტრატეგიული პროექტების მენეჯერი მონაცემთა ანალიზის და მართვის დეპარტამენტში.

Data Bootcamp-ი ტექნოლოგიური პროექტია, რომელიც თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით განხორციელდა. პროექტში მონაწილეობდნენ, 15 წელს ზევით, პროგრამირებაში გამოცდილი და Data Science-ით დაინტერესებული პირები.

თიბისის მხარდაჭერით, Data Bootcamp-ებმა სტარტი გურჯაანის ტექნოპარკში აიღო, ბათუმისა და ზუგდიდის შემდეგ, თბილისის ტექნოპარკში დასრულდება. ბანაკებში ჯამში 400-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც 7 დღიან ინტენსიურ სასწავლო კურსზე გაიარეს ტრენინგები, მენტორშიფ სესიები ხელოვნური ინტელექტის (AI) და მანქანური სწავლების (ML) მიმართულებით.

R