საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკავებულია პირი, რომელმაც ქუთაისი-ბარსელონას რეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება განახორციელა
დაკავებულია პირი, რომელმაც ქუთაისი-ბარსელონას რეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება განახორციელა

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა და­ა­კა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­მაც ქუ­თა­ი­სი-ბარ­სე­ლო­ნის ავი­ა­რე­ი­სის ბორტზე ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის არ­სე­ბო­ბის ფაქ­ტზე ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სუს-ი ავ­რცე­ლებს.

"სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 15 თე­ბერ­ვალს ქუ­თა­ი­სი-ბარ­სე­ლო­ნის ავი­ა­რე­ი­სის ბორტზე ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის არ­სე­ბო­ბის ფაქ­ტზე ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მიზ­ნით გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი, სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს ერთი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვა.

  • აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა უნ­გრეთ­ში მდე­ბა­რე ავი­ა­კომ­პა­ნია „ვი­ზე­ა­რის“ სა­თა­ვო ოფის­ში, სხვის სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რი­დან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი კონ­კრე­ტულ ბორტზე ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ.

მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ფრე­ნის რე­ჟიმ­ში მყო­ფი რე­ი­სი ნომ­რით W66417 ქუ­თა­ი­სი-ბარ­სე­ლო­ნა, დაბ­რუ­ნე­ბულ იქნა ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად, ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა პრო­ტო­კო­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­ჭი­რო და გა­და­უ­დე­ბე­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა. აღ­ნიშ­ნულ რე­ის­ზე ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა ან ნივ­თი­ე­რე­ბა აღ­მო­ჩე­ნი­ლი არ ყო­ფი­ლა.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტულ ცენ­ტრში, გა­მო­ძი­ე­ბა ტე­რო­რიზ­მის შე­სა­ხებ ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბის ფაქ­ტზე, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 331-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 3-დან 6 წლამ­დე ან 6-დან 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გარ­და ამი­სა, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა სხვა­დას­ხვა ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბის ფაქ­ტზე. ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლია, რომ შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია უცხო ქვეყ­ნე­ბი­დან. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და ფა­რუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­დე­გად, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არი­ან კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი და ჯგუ­ფე­ბი რო­გორც ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ასე­ვე ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ.

რაც შე­ე­ხე­ბა ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლია ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბა საფრ­თხე­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და რის­კე­ბის მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნის მიზ­ნით.

და ბო­ლოს, გვსურს ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნოთ, რომ მსგავს ფაქ­ტებ­ზე, კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის რე­ა­გი­რე­ბა იქ­ნე­ბა ძალ­ზე მკაც­რი“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოი
0

დასაჯეეთ მკაცრად,რამდენ ადამიანს შეუქმნა საფრთხე თვითმფრინავის მობრუნებით!

გიგი
2

წარმატებები უშიშროების მუშაკებს, მათ რთულ და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საქმიანობაში! მაგრაბი ხართ გაიხარეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

დაკავებულია პირი, რომელმაც ქუთაისი-ბარსელონას რეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება განახორციელა

დაკავებულია პირი, რომელმაც ქუთაისი-ბარსელონას რეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება განახორციელა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე ცრუ შეტყობინება განახორციელა.

ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე ცრუ შეტყობინების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით გატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.

  • აღნიშნულმა პირმა უნგრეთში მდებარე ავიაკომპანია „ვიზეარის“ სათავო ოფისში, სხვის სარგებლობაში არსებული ქართული მობილური ოპერატორიდან განახორციელა სატელეფონო ზარი კონკრეტულ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ.

მიღებული შეტყობინების შესაბამისად, ფრენის რეჟიმში მყოფი რეისი ნომრით W66417 ქუთაისი-ბარსელონა, დაბრუნებულ იქნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ოპერატიულად განახორციელა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო და გადაუდებელი სპეციალური ღონისძიება. აღნიშნულ რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში, გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ან 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აქტიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება სხვადასხვა ცრუ შეტყობინების ფაქტზე. ამ ეტაპზე დადგენილია, რომ შეტყობინებების უმეტესობა განხორციელებულია უცხო ქვეყნებიდან. გამოძიების ფარგლებში გატარებული ოპერატიული და ფარული ოპერაციების შედეგად, იდენტიფიცირებული არიან კონკრეტული პირები და ჯგუფები როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

რაც შეეხება ცრუ შეტყობინებებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებულია ყველა შესაბამისი ღონისძიება საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

და ბოლოს, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მსგავს ფაქტებზე, კანონის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეაგირება იქნება ძალზე მკაცრი“,- ნათქვამია განცხადებაში.