საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფონდი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს გმირებს თანადგომას უწევს
ფონდი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს გმირებს თანადგომას უწევს

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას ბევ­რი თავ­გან­წირ­ვი­სა და გმი­რო­ბის ამ­ბა­ვი ახ­სოვს, რო­მელ­საც თა­ო­ბებს ვუ­ნა­ხავთ. ამას­თა­ნა­ვე, ჩვენ შო­რის ცხოვ­რო­ბენ გმი­რე­ბი, რო­მელ­თაც თა­ვი­ან­თი ჯან­მრთე­ლო­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის დაც­ვას შეს­წი­რეს.

ხში­რად შე­იძ­ლე­ბა არც კი ვიც­ნობთ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც დღეს სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბას გმი­რუ­ლად იცა­ვენ და მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში.

იმი­სათ­ვის, რომ რო­გორც კერ­ძო, ისე სა­ჯა­რო სექ­ტორ­მა კი­დევ უფრო კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად აღ­მო­უ­ჩი­ნოს მხარ­და­ჭე­რა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის მებ­რძოლ გმი­რებს და ამ პრო­ცეს­ში თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს მი­ე­ცეს სა­კუ­თა­რი წვლი­ლის შე­ტა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, 2018 წელს კომ­პა­ნია „სილ­ქნეტ­მა“ „დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონ­დი“ და­ა­ფუძნა. ფონ­დი თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და ვე­ტე­რა­ნე­ბის საქ­მე­თა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­თან არ­სე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე წარ­მარ­თავს. გა­ცე­მუ­ლი დახ­მა­რე­ბე­ბის ნა­წი­ლი სწო­რედ მთავ­რო­ბას­თან ერ­თობ­ლი­ვი თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წლე­ბის მან­ძილ­ზე ბევ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია და ცალ­კე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­მო­წი­რუ­ლე­ბე­ბით შე­უ­ერ­თდა ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბას. „სილ­ქნე­ტი“ ფონ­დის მთა­ვა­რი დო­ნო­რია და მას ყო­ველ­წლი­უ­რად 30 000 ლა­რით აფი­ნან­სებს. კერ­ძო სექ­ტო­რი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვი­თა და მთავ­რო­ბის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით, დაჭ­რი­ლი ვე­ტე­რა­ნე­ბი­სა და სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს დღე­ი­სათ­ვის 2 500 000 ლა­რამ­დე თან­ხა მოხ­მარ­და.

და­არ­სე­ბი­დან დღემ­დე ფონ­დი 370-მდე ბე­ნე­ფი­ცი­არს და­უდ­გა მხარ­ში. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ვე­ტე­რა­ნე­ბი და სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი. მათი ნა­წი­ლი აფხა­ზე­თი­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს ომებ­ში იბ­რძო­და, ნა­წი­ლი კი - სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნის სა­ხე­ლით. მათ მი­ღე­ბუ­ლი აქვთ მრავ­ლო­ბი­თი მძი­მე ჭრი­ლო­ბე­ბი და ესა­ჭი­რო­ე­ბათ მუდ­მი­ვი მკურ­ნა­ლო­ბა, რაც მო­ი­ცავს ოპე­რა­ცი­ებს, სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვებს, პრო­თე­ზი­რე­ბას, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურ­სებს და მე­დი­კა­მენ­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. ყო­ვე­ლი­ვე ამას ფონ­დი აფი­ნან­სებს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით. 2018 წლი­დან დღემ­დე ფონ­დის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია:

  • 101 ოპე­რა­ცია. მათი დიდი წილი სა­ზღვარ­გა­რეთ ჩა­ტარ­და და ჯამ­ში გა­წე­უ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა 1 700 000 ლა­რამ­დე აღ­წევს;
  • 25 სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურ­სი, რო­მელ­თა სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 40 500 ლარ­ზე მე­ტია;
  • 3 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა, ასე­ვე, სას­წავ­ლო კურ­სე­ბი უცხო ენი­სა თუ IT და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­მაც ჯამ­ში 154 000 ლარი შე­ად­გი­ნა;
  • 136 000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 52 სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა;
  • 86 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის მე­დი­კა­მენ­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა 114 500 ლა­რით;
  • ცხო ენის სას­წავ­ლო კურ­სე­ბი, ასე­ვე სხვა­დას­ხვა ხე­ლო­ბი­სა და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მის სა­ფა­სუ­რი (ყო­ვე­ლი­ვე ეს ემ­სა­ხუ­რე­ბა ვე­ტე­რა­ნე­ბი­სა და სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის პრო­ფე­სი­ულ გა­დამ­ზა­დე­ბას და მათ უკეთ ინ­ტეგ­რა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში);
  • ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი პრო­თე­ზი­რე­ბე­ბი 28 000 ლა­რი­თა და 30 000 აშშ დო­ლა­რით;
  • გარ­და ამი­სა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის ადაპ­ტი­რე­ბა, ეტ­ლი­სა თუ სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ვენ­ტა­რის შე­ძე­ნა და სხვა, რა­ზეც ჯამ­ში 30 000 ლა­რამ­დე თან­ხაა და­ხარ­ჯუ­ლი;
  • ფონ­დის მიერ ასე­ვე, და­ფი­ნანსდა ომის ვე­ტე­რან­თა ჰოს­პიტ­ლის­თვის სა­ჭი­რო თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის შე­ძე­ნა 121 000 ლა­რით.

ფონდმა, ასე­ვე, ბრი­ტა­ნულ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ „Invictus Games Foundation“-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა გუნ­დის­თვის შე­ი­ძი­ნა მჯდო­მა­რე კა­ლათ­ბურ­თის 10 ეტლი.

მიმ­დი­ნა­რე წელს უკვე 75 000 ლარი და­ი­ხარ­ჯა და­მა­ტე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის­თვის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­ტრი­ბუ­ცია ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ფონდს, აფხა­ზე­თი­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს ომებ­ში მებ­რძოლ, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­სა და ვე­ტე­რა­ნებს, ვინც მძი­მე ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო, აღ­მო­უ­ჩი­ნოს მხარ­და­ჭე­რა და და­ა­ფი­ნან­სოს მათ­თვის სა­ჭი­რო სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურ­სე­ბი, ოპე­რა­ცი­ე­ბი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის ადაპ­ტი­რე­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის სას­წავ­ლო კურ­სე­ბი და სხვა.

რო­გორც ფონდში გან­მარ­ტა­ვენ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას და­სა­წყი­სი­დან დღემ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 100-მდე კერ­ძო პირი შე­უ­ერ­თდა. ამას­თან, 2018 წლი­დან დღემ­დე 65 კომ­პა­ნია შე­უ­ერ­თდა ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბას. მათ მიერ შე­მო­წი­რუ­ლი თან­ხე­ბის ჯამი დღე­ის­თვის მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტია.

„ნე­ბის­მი­ე­რი თან­ხის დო­ნა­ცია ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ საქ­მის ირ­გვლივ გა­სა­ერ­თი­ა­ნებ­ლად. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­მო­წი­რუ­ლე­ბე­ბის ჯამი 400 000 ლა­რია. ფონ­დის გზავ­ნი­ლია, გა­ერ­თი­ან­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ფონ­დის ირ­გვლივ ვი­საც რო­გორ შე­უძ­ლია და თუნ­დაც ერთი ლარი გა­და­ი­ხა­დოს ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა ამ სა­კი­თხის ირ­გვლივ ნიშ­ნავს იმას, რომ სა­თა­ნა­დოდ ფას­დე­ბა სამ­შობ­ლოს დამ­ცველ­თა ღვაწ­ლი ქვეყ­ნის წი­ნა­შე, რომ­ლებ­მაც ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი - თა­ვი­ან­თი ჯან­მრთე­ლო­ბა გა­ი­ღეს ქვეყ­ნის­თვის. ბევ­რი გმი­რუ­ლად იბ­რძო­და და სამ­წუ­ხა­როდ, და­ე­ცა ბრძო­ლის ველ­ზე. ბევ­რი კი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს ჩვენს გვერ­დით არი­ან, თუმ­ცა მათ ფი­ზი­კურ და სუ­ლი­ერ ტრავ­მებ­თან ერ­თად უწევთ ცხოვ­რე­ბა, რაც დიდ გა­მოწ­ვე­ვებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მათ თა­ნად­გო­მა და მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბათ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან. ამი­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა, რათა არა მხო­ლოდ ბიზ­ნე­სი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­და­ნაც იყოს სა­თა­ნა­დო ცნო­ბი­ე­რე­ბა, იმი­სათ­ვის, რომ სრულ­ფა­სოვ­ნად უზ­რუნ­ველ­ვყოთ ყვე­ლამ ერ­თად სამ­შობ­ლოს დამ­ცვე­ლი დაჭ­რი­ლი მებ­რძო­ლე­ბის ღირ­სე­უ­ლი ყოფა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ასე­ვე, სხვა­დას­ხვა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რა, რო­გო­რე­ბიც არი­ან საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო, დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩო, თბი­ლი­სის სამ­ხედ­რო ატა­შე­თა ასო­ცი­ა­ცია, ნა­ტოს არ­სე­ბი­თი პა­კე­ტის ძი­რი­თა­დი ჯგუ­ფი და ნა­ტოს სა­მე­კავ­ში­რეო ოფი­სი. მათ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, კონ­ცერ­ტე­ბი, სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი და აუქ­ცი­ო­ნე­ბი ფას­და­უ­დე­ბე­ლი მხარ­და­ჭე­რაა ფონ­დის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონდში.

ფონ­დი თა­ნამ­შრომ­ლობს მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ საქ­ველ­მოქ­მე­დო ბრი­ტა­ნულ ფონდ Invictus Games Foundation-თან. აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში „დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონდმა“ ბრი­ტა­ნუ­ლი ფონ­დის­გან მი­ი­ღო გრან­ტი, რი­თაც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ შე­ი­ძი­ნა მჯდო­მა­რე კა­ლათ­ბურ­თის ეტ­ლე­ბი დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა გუნ­დის­თვის, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად მო­ნა­წი­ლე­ობს ძლი­ერ­თა თა­მა­შებ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს, ფონდში გან­მარ­ტა­ვენ, რომ სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან იგეგ­მე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ასე­ვე, აქ­ტი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მოდ­გე­ნილ დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­სი­ებ­თან და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან პარტნი­ო­რო­ბა.

„გარ­და ამი­სა, „დაჭ­რილ მებ­რძო­ლა თა­ნად­გო­მის ფონ­დი“ აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას დაჭ­რილ­თა მე­უღ­ლე­ე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რი პრო­ექ­ტის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად, რომ­ლის მი­ზა­ნია ქალ­თა ეკო­ნო­მი­კუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბა. ამ სა­კი­თხებ­ში „დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონ­დი“ თა­ნამ­შრომ­ლობს გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან - UN Women. ასე­ვე, ფონდმა გა­სულ წელს და­ა­ფი­ნან­სა სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მა ვე­ტე­რან­თა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის. მიმ­დი­ნა­რე წელს ფონ­დი გა­ნი­ხი­ლავს ამ სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მის შე­დე­გებს და იმუ­შა­ვებს სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პროგ­რა­მე­ბის და­ნერგვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი მე­ტად კომ­პლექ­სუ­რია და ფი­ნან­სურ სახ­სრებ­თან ერ­თად, პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა ჩარ­თუ­ლო­ბას მო­ი­თხოვს. „დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონ­დის“ გამ­გე­ო­ბა­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია მრჩე­ველ­თა საბ­ჭო, რო­მელ­საც წარ­მო­ად­გე­ნენ ვე­ტე­რან­თა მენ­ტა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ამე­რი­კე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი. მათი დახ­მა­რე­ბით ფონ­დი გეგ­მავს ვე­ტე­რან­თა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას“, - გან­მარ­ტეს დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა ფონდში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თვა და ქვეყ­ნის­თვის მებ­რძო­ლი გმი­რე­ბის­თვის მხარ­და­ჭე­რის გა­წე­ვა თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს შე­უძ­ლია.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ფონდი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს გმირებს თანადგომას უწევს

ფონდი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს გმირებს თანადგომას უწევს

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას ბევრი თავგანწირვისა და გმირობის ამბავი ახსოვს, რომელსაც თაობებს ვუნახავთ. ამასთანავე, ჩვენ შორის ცხოვრობენ გმირები, რომელთაც თავიანთი ჯანმრთელობა ჩვენი ქვეყნის დაცვას შესწირეს.

ხშირად შეიძლება არც კი ვიცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს საქართველოს თავისუფლებას გმირულად იცავენ და მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში.

იმისათვის, რომ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორმა კიდევ უფრო კოორდინირებულად აღმოუჩინოს მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის მებრძოლ გმირებს და ამ პროცესში თითოეულ მოქალაქეს მიეცეს საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა, 2018 წელს კომპანია „სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ დააფუძნა. ფონდი თავის საქმიანობას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან არსებული მემორანდუმების საფუძველზე წარმართავს. გაცემული დახმარებების ნაწილი სწორედ მთავრობასთან ერთობლივი თანადაფინანსებებით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე ბევრი ორგანიზაცია და ცალკეული მოქალაქე მნიშვნელოვანი შემოწირულებებით შეუერთდა ფონდის საქმიანობას. „სილქნეტი“ ფონდის მთავარი დონორია და მას ყოველწლიურად 30 000 ლარით აფინანსებს. კერძო სექტორისა და მოქალაქეების საერთო ძალისხმევითა და მთავრობის თანადაფინანსებით, დაჭრილი ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებს დღეისათვის 2 500 000 ლარამდე თანხა მოხმარდა.

დაარსებიდან დღემდე ფონდი 370-მდე ბენეფიციარს დაუდგა მხარში. ეს ადამიანები არიან ვეტერანები და სამხედრო მოსამსახურეები. მათი ნაწილი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში იბრძოდა, ნაწილი კი - საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდა საქართველოს, როგორც მოკავშირე ქვეყნის სახელით. მათ მიღებული აქვთ მრავლობითი მძიმე ჭრილობები და ესაჭიროებათ მუდმივი მკურნალობა, რაც მოიცავს ოპერაციებს, სამედიცინო კვლევებს, პროთეზირებას, სარეაბილიტაციო კურსებს და მედიკამენტებით უზრუნველყოფას. ყოველივე ამას ფონდი აფინანსებს შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. 2018 წლიდან დღემდე ფონდის მიერ დაფინანსებულია:

  • 101 ოპერაცია. მათი დიდი წილი საზღვარგარეთ ჩატარდა და ჯამში გაწეული დაფინანსება 1 700 000 ლარამდე აღწევს;
  • 25 სარეაბილიტაციო კურსი, რომელთა საერთო ღირებულება 40 500 ლარზე მეტია;
  • 3 ბენეფიციარის არასრულწლოვანი შვილის სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება, ასევე, სასწავლო კურსები უცხო ენისა თუ IT და სხვა მიმართულებით, რამაც ჯამში 154 000 ლარი შეადგინა;
  • 136 000 ლარის ღირებულების 52 სამედიცინო მომსახურება;
  • 86 ბენეფიციარის მედიკამენტებით უზრუნველყოფა 114 500 ლარით;
  • ცხო ენის სასწავლო კურსები, ასევე სხვადასხვა ხელობისა და საუნივერსიტეტო პროგრამის საფასური (ყოველივე ეს ემსახურება ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეების პროფესიულ გადამზადებას და მათ უკეთ ინტეგრაციას საზოგადოებაში);
  • ძვირადღირებული პროთეზირებები 28 000 ლარითა და 30 000 აშშ დოლარით;
  • გარდა ამისა, საცხოვრებელი ფართის ადაპტირება, ეტლისა თუ სამედიცინო ინვენტარის შეძენა და სხვა, რაზეც ჯამში 30 000 ლარამდე თანხაა დახარჯული;
  • ფონდის მიერ ასევე, დაფინანსდა ომის ვეტერანთა ჰოსპიტლისთვის საჭირო თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა 121 000 ლარით.

ფონდმა, ასევე, ბრიტანულ საქველმოქმედო ფონდ „Invictus Games Foundation“-თან თანამშრომლობით დაჭრილ მებრძოლთა გუნდისთვის შეიძინა მჯდომარე კალათბურთის 10 ეტლი.

მიმდინარე წელს უკვე 75 000 ლარი დაიხარჯა დამატებით სამედიცინო მომსახურებისა და სხვადასხვა საჭიროებებისთვის.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოების კონტრიბუცია ყოველწლიურად იზრდება, რაც საშუალებას აძლევს ფონდს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში მებრძოლ, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს, ვინც მძიმე ფიზიკური დაზიანება მიიღო, აღმოუჩინოს მხარდაჭერა და დააფინანსოს მათთვის საჭირო სარეაბილიტაციო კურსები, ოპერაციები, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის ადაპტირება, პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსები და სხვა.

როგორც ფონდში განმარტავენ, ორგანიზაციის საქმიანობას დასაწყისიდან დღემდე დაახლოებით 100-მდე კერძო პირი შეუერთდა. ამასთან, 2018 წლიდან დღემდე 65 კომპანია შეუერთდა ფონდის საქმიანობას. მათ მიერ შემოწირული თანხების ჯამი დღეისთვის მილიონ ლარზე მეტია.

„ნებისმიერი თანხის დონაცია ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმის ირგვლივ გასაერთიანებლად. ინდივიდუალური შემოწირულებების ჯამი 400 000 ლარია. ფონდის გზავნილია, გაერთიანდეს საზოგადოება ფონდის ირგვლივ ვისაც როგორ შეუძლია და თუნდაც ერთი ლარი გადაიხადოს ფონდის საქმიანობისთვის. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ამ საკითხის ირგვლივ ნიშნავს იმას, რომ სათანადოდ ფასდება სამშობლოს დამცველთა ღვაწლი ქვეყნის წინაშე, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი - თავიანთი ჯანმრთელობა გაიღეს ქვეყნისთვის. ბევრი გმირულად იბრძოდა და სამწუხაროდ, დაეცა ბრძოლის ველზე. ბევრი კი, საბედნიეროდ, დღეს ჩვენს გვერდით არიან, თუმცა მათ ფიზიკურ და სულიერ ტრავმებთან ერთად უწევთ ცხოვრება, რაც დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. მათ თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ საზოგადოების მხრიდან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ინდივიდუალური პირების ჩართულობა, რათა არა მხოლოდ ბიზნესისა და სახელმწიფოს მხრიდან, არამედ საზოგადოების მხრიდანაც იყოს სათანადო ცნობიერება, იმისათვის, რომ სრულფასოვნად უზრუნველვყოთ ყველამ ერთად სამშობლოს დამცველი დაჭრილი მებრძოლების ღირსეული ყოფა. ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, სხვადასხვა დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერა, როგორებიც არიან საფრანგეთის საელჩო, დიდი ბრიტანეთის საელჩო, თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაცია, ნატოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფი და ნატოს სამეკავშირეო ოფისი. მათ მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო ღონისძიებები, კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები და აუქციონები ფასდაუდებელი მხარდაჭერაა ფონდისთვის“, - აღნიშნავენ დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში.

ფონდი თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ საქველმოქმედო ბრიტანულ ფონდ Invictus Games Foundation-თან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ბრიტანული ფონდისგან მიიღო გრანტი, რითაც ორგანიზაციამ შეიძინა მჯდომარე კალათბურთის ეტლები დაჭრილ მებრძოლთა გუნდისთვის, რომელიც მუდმივად მონაწილეობს ძლიერთა თამაშებში.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ფონდში განმარტავენ, რომ სხვადასხვა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციასთან იგეგმება თანამშრომლობა. ასევე, აქტიურად გაგრძელდება საქართველოში წარმოდგენილ დიპლომატიურ მისიებთან და ორგანიზაციებთან პარტნიორობა.

„გარდა ამისა, „დაჭრილ მებრძოლა თანადგომის ფონდი“ აქტიურად აგრძელებს მუშაობას დაჭრილთა მეუღლეების მხარდასაჭერი პროექტის გასავითარებლად, რომლის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება. ამ საკითხებში „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ თანამშრომლობს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან - UN Women. ასევე, ფონდმა გასულ წელს დააფინანსა საპილოტე პროგრამა ვეტერანთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის. მიმდინარე წელს ფონდი განიხილავს ამ საპილოტე პროგრამის შედეგებს და იმუშავებს სრულფასოვანი სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვის მიმართულებით. აღნიშნული საკითხი მეტად კომპლექსურია და ფინანსურ სახსრებთან ერთად, პროფესიონალთა ჩართულობას მოითხოვს. „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ გამგეობაში ჩამოყალიბებულია მრჩეველთა საბჭო, რომელსაც წარმოადგენენ ვეტერანთა მენტალური მხარდაჭერის სფეროში მომუშავე ამერიკელი პროფესიონალები. მათი დახმარებით ფონდი გეგმავს ვეტერანთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მიმართულებით აქტიურ მუშაობას“, - განმარტეს დაჭრილ მებრძოლთა ფონდში.

აღსანიშნავია, რომ ფონდის საქმიანობაში ჩართვა და ქვეყნისთვის მებრძოლი გმირებისთვის მხარდაჭერის გაწევა თითოეულ ჩვენგანს შეუძლია.

(R)