საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინტერიერის დიზაინის 3 აქტუალური ტრენდი 2024 წლისთვის
ინტერიერის დიზაინის 3 აქტუალური ტრენდი 2024 წლისთვის

ყო­ველ წელს ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­ში სა­კუ­თა­რი, უნი­კა­ლუ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბი მკვიდ­რდე­ბა, რომ­ლე­ბიც ით­ვა­ლის­წი­ნებს გე­მოვ­ნე­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბას, ტექ­ნო­ლო­გი­ებს და სო­ცი­ო­კულ­ტუ­რულ გავ­ლე­ნას. 2024 წელს დი­ზა­ი­ნე­რე­ბი და არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი ეძე­ბენ გზებს, რომ შექ­მნან სივ­რცე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თდრო­უ­ლად, ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი და ელე­გან­ტუ­რი იქ­ნე­ბა და ინო­ვა­ცი­ებს ტრა­დი­ცი­ულ მიდ­გო­მებ­თან გა­ა­ერ­თი­ა­ნებს.

გთა­ვა­ზობთ სამ მიმ­დი­ნა­რე ტენ­დენ­ცი­ას, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინს 2024 წელს:

1. ეკო­ლო­გი­უ­რი სა­კი­თხი და ბუ­ნებ­რი­ვი მა­სა­ლე­ბი

2024 წელს უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­ში ბუ­ნებ­რი­ვი მა­სა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. ხის, ქვის, ბამ­ბუ­კის, ბამ­ბის და სხვა ბუ­ნებ­რი­ვი მა­სა­ლე­ბი უპი­რა­ტე­სო­ბა ხდე­ბა ინ­ტე­რი­ე­რის გა­ფორ­მე­ბა­ში. ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა სა­ღე­ბა­ვე­ბი, ტექ­სტი­ლი და ეკო­ლო­გი­უ­რი წე­სით წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბი 2024 წლის ტრენ­დია. თეთ­რი, კრე­მის­ფე­რი და სპი­ლოს ძვლის ფერი კედ­ლე­ბი, ხის, ბამ­ბუ­კის ავეჯ­თან კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში, სადა და მშვიდ გა­რე­მოს შექ­მნის. აქ­ცენ­ტი ასეთ დი­ზა­ინ­ში ოთა­ხის მწვა­ნე მცე­ნა­რე­ე­ბია.

2. აღ­მო­სავ­ლუ­რი და და­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რე­ბის სინ­თე­ზი

აღ­მო­სავ­ლუ­რი და და­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რის სინ­თე­ზი სახ­ლის ინ­ტე­რი­ერ­ში წარ­მო­ად­გენს უნი­კა­ლურ და შთა­მა­გო­ნე­ბელ მიდ­გო­მას სივ­რცის დე­კო­რა­ცი­ის­თვის, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რის, ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და სტი­ლის ელე­მენ­ტებს. ეს მიდ­გო­მა სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ შექ­მნათ მყუდ­რო და ჰარ­მო­ნი­უ­ლი სივ­რცე, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ეს­თე­ტი­კას და ფუნ­ქცი­უ­რო­ბას, უნი­კა­ლურ ტექ­სტუ­რებ­სა და ფე­რებს და ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სამ­ყა­როს სულს.

ფე­რე­ბის პა­ლიტ­რა: აღ­მო­სავ­ლურ ინ­ტე­რი­ერ­ში ხში­რად იყე­ნე­ბენ ნა­თელ და გა­ჯე­რე­ბულ ფე­რებს, რო­გო­რი­ცაა წი­თე­ლი, ნა­რინ­ჯის­ფე­რი, ლურ­ჯი და მწვა­ნე, ხოლო და­სავ­ლურ­ში უფრო ნე­იტ­რა­ლუ­რი და პას­ტელ ფე­რე­ბია. მკვეთ­რი აქ­ცენ­ტე­ბის შერ­წყმამ ნე­იტ­რა­ლურ ბა­ზებ­თან შე­იძ­ლე­ბა შექ­მნას სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ტრას­ტი თქვენს ინ­ტე­რი­ერ­ში.

აღ­მო­სავ­ლუ­რი ინ­ტე­რი­ე­რე­ბი ხში­რად იყე­ნე­ბენ ბუ­ნებ­რივ მა­სა­ლებს, რო­გო­რი­ცაა ხე, ბამ­ბუ­კი, აბ­რე­შუ­მი და კო­ტო­ნი. ასე­ვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მინა, ლი­თო­ნი და პლასტმა­სა. მა­სა­ლე­ბის ეს სინ­თე­ზი სა­ინ­ტე­რე­სო ტექ­სტურ კონ­ტრას­ტებს ქმნის და ინ­ტე­რი­ერს სით­ბო­სა და ბუ­ნებ­რი­ო­ბის გან­ცდას მა­ტებს.

3. ჰიბ­რი­დუ­ლი სივ­რცე­ე­ბი

ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბით და ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის სტი­ლის ცვლი­ლე­ბით, ჰიბ­რი­დუ­ლი სივ­რცე­ე­ბი პო­პუ­ლა­რო­ბას 2024 წელს მო­ი­პო­ვებს. სახ­ლი ხდე­ბა ად­გი­ლი, სა­დაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ფუნ­ქცი­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, სა­მუ­შაო, და­სას­ვე­ნე­ბე­ლი და გა­სარ­თო­ბი. ბევ­რი ინ­ტე­რი­ე­რი მო­ი­ცავს მოქ­ნილ სივ­რცე­ებს, რომ­ლე­ბიც ად­ვი­ლად გარ­და­იქ­მნე­ბა მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. სა­მუ­შაო კუ­თხე­ე­ბი, სა­ძი­ლე ად­გი­ლე­ბი, და­სას­ვე­ნე­ბე­ლი და კრე­ა­ტი­უ­ლი კუ­თხე­ე­ბი ჰარ­მო­ნი­ულ მთლი­ა­ნო­ბა­ში მო­დის, რაც ცხოვ­რე­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის­თვის კომ­ფორ­ტულ სივ­რცეს ქმნის.

წიგ­ნი ინ­ტე­რი­ე­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჟურ­ნალ ინ­ტე­რი­ე­რის მიერ შექ­მნი­ლი ფოტო-კო­ლექ­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იქ­მნა. ჟურ­ნა­ლი 2016 წლი­დან გა­მო­ი­ცე­მა და სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ინ­ტე­რი­ე­რებს ასა­ხავს.

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია, გა­მორ­ჩე­უ­ლად კარ­გად იკი­თხე­ბა ქვეყ­ნის ეს­თე­ტი­კა­ში, რო­მე­ლიც ასე­ვე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სივ­რცე­ე­ბის­თვის. ქვე­ყა­ნა ევ­რო­პი­სა და აზი­ის გზა­გა­სა­ყარ­ზე მდე­ბა­რე­ობს და ამი­ტომ, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე თავი მო­უ­ყა­რა არა­ერთ სტილ­სა თუ არ­ქი­ტექ­ტუ­რულ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას. არტ-ნუვო, საბ­ჭო­თა ვინ­ტა­ჟი, ნეო ბა­რო­კო, ბო­ჰე­მუ­რი ბურ­ჟუ­ა­ზია, სპარ­სუ­ლი თუ ფსევ­დო-მავ­რი­ტა­ნუ­ლი სტი­ლე­ბი - ეს მხო­ლოდ მოკ­ლე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ტრენ­დე­ბის, რო­მე­ლიც წარ­მო­ა­ჩენს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლო­ბას აღ­მო­სავ­ლუ­რი აქ­ცენ­ტე­ბით.

თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­სა თუ ბა­თუმ­ში, იქა­უ­რო­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ძვე­ლი და ახა­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის სინ­თე­ზის მიღ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სივ­რცე­ე­ბი იმა­ლე­ბა, სა­დაც სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი კონ­ტრას­ტე­ბი თა­ნა­ცხოვ­რო­ბენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ქმნის ექ­სტრა­ვა­გან­ტურ და არ­ტის­ტულ გა­რე­მოს - ეკ­ლექ­ტი­კის დო­მი­ნი­რე­ბას. თუმ­ცა, შეხ­ვდე­ბით მი­ნი­მა­ლის­ტურ ელე­გან­ტუ­რო­ბა­საც, სა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა დე­ტა­ლებს ეთ­მო­ბა.

ეს წიგ­ნი გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სივ­რცე­ე­ბი მო­ვი­ნა­ხუ­ლოთ და შე­ვიგ­რძნოთ მათი არ­ტის­ტიზ­მი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი და ის­ტო­რია, რაც მოგ­ვცემს ინ­სპი­რა­ცი­ას, სახ­ლის ინ­ტე­რი­ე­რის მო­სა­წყო­ბად.

ავ­ტო­რი თეა ინა­სა­რი­ძე

ინტერიერის დიზაინის 3 აქტუალური ტრენდი 2024 წლისთვის

ინტერიერის დიზაინის 3 აქტუალური ტრენდი 2024 წლისთვის

ყოველ წელს ინტერიერის დიზაინში საკუთარი, უნიკალური ტენდენციები მკვიდრდება, რომლებიც ითვალისწინებს გემოვნების ცვალებადობას, ტექნოლოგიებს და სოციოკულტურულ გავლენას. 2024 წელს დიზაინერები და არქიტექტორები ეძებენ გზებს, რომ შექმნან სივრცეები, რომლებიც ერთდროულად, ფუნქციონალური და ელეგანტური იქნება და ინოვაციებს ტრადიციულ მიდგომებთან გააერთიანებს.

გთავაზობთ სამ მიმდინარე ტენდენციას, რომელიც განსაზღვრავს ინტერიერის დიზაინს 2024 წელს:

1. ეკოლოგიური საკითხი და ბუნებრივი მასალები

2024 წელს უფრო მეტი ადამიანი აქცევს ყურადღებას ინტერიერის დიზაინში ბუნებრივი მასალების გამოყენებას. ხის, ქვის, ბამბუკის, ბამბის და სხვა ბუნებრივი მასალები უპირატესობა ხდება ინტერიერის გაფორმებაში. ეკოლოგიურად სუფთა საღებავები, ტექსტილი და ეკოლოგიური წესით წარმოებული სარემონტო მასალები 2024 წლის ტრენდია. თეთრი, კრემისფერი და სპილოს ძვლის ფერი კედლები, ხის, ბამბუკის ავეჯთან კომბინაციაში, სადა და მშვიდ გარემოს შექმნის. აქცენტი ასეთ დიზაინში ოთახის მწვანე მცენარეებია.

2. აღმოსავლური და დასავლური კულტურების სინთეზი

აღმოსავლური და დასავლური კულტურის სინთეზი სახლის ინტერიერში წარმოადგენს უნიკალურ და შთამაგონებელ მიდგომას სივრცის დეკორაციისთვის, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კულტურის, ტრადიციებისა და სტილის ელემენტებს. ეს მიდგომა საშუალებას გაძლევთ შექმნათ მყუდრო და ჰარმონიული სივრცე, რომელიც აერთიანებს ესთეტიკას და ფუნქციურობას, უნიკალურ ტექსტურებსა და ფერებს და ორი განსხვავებული სამყაროს სულს.

ფერების პალიტრა: აღმოსავლურ ინტერიერში ხშირად იყენებენ ნათელ და გაჯერებულ ფერებს, როგორიცაა წითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და მწვანე, ხოლო დასავლურში უფრო ნეიტრალური და პასტელ ფერებია. მკვეთრი აქცენტების შერწყმამ ნეიტრალურ ბაზებთან შეიძლება შექმნას საინტერესო კონტრასტი თქვენს ინტერიერში.

აღმოსავლური ინტერიერები ხშირად იყენებენ ბუნებრივ მასალებს, როგორიცაა ხე, ბამბუკი, აბრეშუმი და კოტონი. ასევე გამოიყენება მინა, ლითონი და პლასტმასა. მასალების ეს სინთეზი საინტერესო ტექსტურ კონტრასტებს ქმნის და ინტერიერს სითბოსა და ბუნებრიობის განცდას მატებს.

3. ჰიბრიდული სივრცეები

ტექნოლოგიების განვითარებით და ადამიანების ცხოვრების სტილის ცვლილებით, ჰიბრიდული სივრცეები პოპულარობას 2024 წელს მოიპოვებს. სახლი ხდება ადგილი, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა ფუნქციები, როგორიცაა საცხოვრებელი, სამუშაო, დასასვენებელი და გასართობი. ბევრი ინტერიერი მოიცავს მოქნილ სივრცეებს, რომლებიც ადვილად გარდაიქმნება მაცხოვრებლების საჭიროებიდან გამომდინარე. სამუშაო კუთხეები, საძილე ადგილები, დასასვენებელი და კრეატიული კუთხეები ჰარმონიულ მთლიანობაში მოდის, რაც ცხოვრებისა და მუშაობისთვის კომფორტულ სივრცეს ქმნის.

წიგნი ინტერიერები საქართველოში, ჟურნალ ინტერიერის მიერ შექმნილი ფოტო-კოლექციის საფუძველზე შეიქმნა. ჟურნალი 2016 წლიდან გამოიცემა და საქართველოში არსებულ ინტერიერებს ასახავს.

საქართველოს ისტორია, გამორჩეულად კარგად იკითხება ქვეყნის ესთეტიკაში, რომელიც ასევე დამახასიათებელია საცხოვრებელი სივრცეებისთვის. ქვეყანა ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს და ამიტომ, საუკუნეების მანძილზე თავი მოუყარა არაერთ სტილსა თუ არქიტექტურულ მიმდინარეობას. არტ-ნუვო, საბჭოთა ვინტაჟი, ნეო ბაროკო, ბოჰემური ბურჟუაზია, სპარსული თუ ფსევდო-მავრიტანული სტილები - ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია იმ არქიტექტურული ტრენდების, რომელიც წარმოაჩენს საქართველოს ევროპულობას აღმოსავლური აქცენტებით.

თბილისში, ქუთაისსა თუ ბათუმში, იქაურობისთვის დამახასიათებელი ძველი და ახალი არქიტექტურის სინთეზის მიღმა, განსაკუთრებული საცხოვრებელი სივრცეები იმალება, სადაც სრულიად მოულოდნელი კონტრასტები თანაცხოვრობენ. ეს ყველაფერი ქმნის ექსტრავაგანტურ და არტისტულ გარემოს - ეკლექტიკის დომინირებას. თუმცა, შეხვდებით მინიმალისტურ ელეგანტურობასაც, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დეტალებს ეთმობა.

ეს წიგნი გვაძლევს შესაძლებლობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქის საცხოვრებელი სივრცეები მოვინახულოთ და შევიგრძნოთ მათი არტისტიზმი, ინდივიდუალიზმი და ისტორია, რაც მოგვცემს ინსპირაციას, სახლის ინტერიერის მოსაწყობად.

ავტორი თეა ინასარიძე