მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავდექი და მოსკოვში წავედი, საიდანაც არაერთი შემოთავაზება მივიღე" - რას ჰყვება ბესო ზანგური, რომლის თქმითაც რობერტ სტურუასთან ურთიერთობა "ბოროტმა ხმებმა" გაუფუჭეს?
"ავდექი და მოსკოვში წავედი, საიდანაც არაერთი შემოთავაზება მივიღე" - რას ჰყვება ბესო ზანგური, რომლის თქმითაც რობერტ სტურუასთან ურთიერთობა "ბოროტმა ხმებმა" გაუფუჭეს?

"ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია და ყვე­ლა მოქ­მედ მსა­ხი­ობს ახა­სი­ა­თებს ასე­თი რამ - გული უჩ­ქარ­დე­ბა და წნე­ვა ეწე­ვა სპექ­ტაკ­ლის და­წყე­ბის, სცე­ნა­ზე გას­ვლის წინ და რო­დე­საც ამ ყვე­ლა­ფერს ხე­ლოვ­ნუ­რად გი­ჩე­რე­ბენ, შენს წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბუ­ლი ტალ­ღის გამო ში­ნა­გა­ნი ბრა­ზი ერ­თვის და წნე­ვა ისე­დაც გაქვს. რო­დე­საც შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნი ხე­დავ, რომ უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ერთ ად­გი­ლას დგა­ხარ, სხვა გზა არ გრჩე­ბა, უნდა იმოქ­მე­დო. მეც ავ­დე­ქი და მოს­კოვ­ში წა­ვე­დი, სა­ი­და­ნაც არა­ერ­თი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე, "ფე­ის­ბუ­კჯ­გუფ­ში" და­წე­რი­ლი ჩემი პოს­ტის შემ­დეგ", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი ბესო ზან­გუ­რი, რო­მელ­მაც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სულ ცოტა ხნის წინ მი­ი­ღო და სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი გახ­და. მოს­კო­ვუ­რი გეგ­მე­ბის გარ­და, ბესო ზან­გუ­რი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სპექ­ტაკ­ლებ­სა და რო­ბერტ სტუ­რუ­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა, რო­მელ­თა­ნაც ორი ათე­უ­ლი საქ­მი­ა­ნი წელი და უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რო­ბა, ნა­თელ­მი­რო­ნო­ბა აკავ­ში­რებს, თუმ­ცა რო­გორც ამ­ბობს, "ბო­როტ­მა ენებ­მა" რე­ჟი­სორს მას­ზე რა­ღა­ცე­ბი "უჩურ­ჩუ­ლეს"...

- ბესო, რა­ტომ აირ­ჩი­ეთ მა­ინ­ცდა­მა­ინც მოს­კო­ვი? თქვენც იცით, რომ ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პირ­და­პირ იწ­ვევს აგ­რე­სი­ას, რად­გან რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია. მზად ხართ ამ შე­მო­ტე­ვის­თვის?

- არც ამ­ცდა კრი­ტი­კა... ახლა შე­მო­თა­ვა­ზე­ბა საფ­რან­გე­თი­და­ნაც მაქვს, მაგ­რამ რო­დე­საც მე და ჩემ­მა აგენ­ტმა როლი გან­ვი­ხი­ლეთ, არ მო­მე­წო­ნა. ერთი ცნო­ბი­ლი ფრან­გი რე­ჟი­სო­რი იღებს ფილ­მს და მე ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის გან­სა­ხი­ე­რე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, რო­მე­ლიც აფე­რის­ტია - იქ სა­ვაჭ­როდ ჩა­აქვს ჩურ­ჩხე­ლა, ღვი­ნო და ვი­ღა­ცე­ბი უნდა გა­და­აგ­დოს... რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სეთს, დავ­ფიქ­რდი, სად გვჭირ­დე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად ურ­თი­ერ­თო­ბის დათ­ბო­ბა, მე რაში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვად­გე ჩემს ქვე­ყა­ნას - ისევ ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და სად არ უნდა მი­ვაქ­ციო ყუ­რა­დღე­ბა ხალ­ხის აზრს. გავ­თი­შე სა­კუ­თარ თავ­ში ყვე­ლა­ფე­რი, ჩემი წარ­სუ­ლი, ჩემი ამ­ბი­ცი­ე­ბი, და წა­ვე­დი. მე ისევ ჩემი პრო­ფე­სი­ით ვეც­დე­ბი ფეხ­ზე ავა­ყე­ნო ადა­მი­ა­ნი და ტაში და­ვაკ­ვრე­ვი­ნო, რო­გორც ეს ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბო­და.

მოს­კოვ­ში ძა­ლი­ან დიდი ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რაა და მას ბა­ტო­ნი და­ვით ცე­ცხლა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი კე­თი­ლი ნე­ბით, ენ­თუ­ზი­აზ­მით აკე­თებს და არა ვი­ღა­ცის და­ფი­ნან­სე­ბით. იქ უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი დამ­ხვდნენ, რო­მელ­თაც სა­ხე­ზე ეწე­რათ, ჩვენ გვიყ­ვარს და გვე­ნატ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იქი­დან ჩა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის, ოღონდ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ასა­ხე­ლოს. მე ჩა­ვი­ტა­ნე ჩემი მი­ზა­ნი, ჩემი სი­ტყვა. თა­ვი­დან გა­და­ღე­ბა­ზე იყო სა­უ­ბა­რი - ალექ­სან­დრე ინ­შა­კო­ვი, რო­მელ­მაც "ბრი­გა­და" გა­და­ი­ღო, ახლა სხვა სე­რი­ალ­ზე მუ­შა­ობს, სა­დაც მთა­ვარ როლს კვლავ სერ­გეი ბეზ­რუ­კო­ვი შე­ას­რუ­ლებს, მე კი მი­მიწ­ვი­ეს იტა­ლი­ე­ლი პერ­სო­ნა­ჟის გან­სა­სა­ხი­ე­რებ­ლად... იქ რომ ჩა­ვალ, სულ გა­და­ღე­ბე­ბი ხომ არ იქ­ნე­ბა, მე კი უქ­მად ჯდო­მა არ შე­მიძ­ლია, ამი­ტომ ასე­თი აზრი მო­მი­ვი­და - თბი­ლის­ში ხომ გვაქვს გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რი, რუ­სეთ­ში კი ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი არ არის და შევ­თა­ვა­ზე, გა­ვა­კე­თოთ-მეთ­ქი. ეტა­პობ­რი­ვად, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ და­ვი­წყეთ და გავ­ხსე­ნით სტუ­დია "არ და­ი­დარ­დო". გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბუბი
0

ვისი რა საქმეა ვინ სად წავა. კაცს გაუჩალიჩეს და იძულებული გახდა თავისი ქვეყანა დაეტოვებინა. მსახჯობი კაცი სასაფლაოზე მუშაობდა ოჯახის სარჩენათ

3

ჯაყო გახდება ჯაკო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ავდექი და მოსკოვში წავედი, საიდანაც არაერთი შემოთავაზება მივიღე" - რას ჰყვება ბესო ზანგური, რომლის თქმითაც რობერტ სტურუასთან ურთიერთობა "ბოროტმა ხმებმა" გაუფუჭეს?

"ავდექი და მოსკოვში წავედი, საიდანაც არაერთი შემოთავაზება მივიღე" - რას ჰყვება ბესო ზანგური, რომლის თქმითაც რობერტ სტურუასთან ურთიერთობა "ბოროტმა ხმებმა" გაუფუჭეს?

"ცნობილი ფაქტია და ყველა მოქმედ მსახიობს ახასიათებს ასეთი რამ - გული უჩქარდება და წნევა ეწევა სპექტაკლის დაწყების, სცენაზე გასვლის წინ და როდესაც ამ ყველაფერს ხელოვნურად გიჩერებენ, შენს წინააღმდეგ აგორებული ტალღის გამო შინაგანი ბრაზი ერთვის და წნევა ისედაც გაქვს. როდესაც შემოქმედი ადამიანი ხედავ, რომ უკვე რამდენიმე წელია ერთ ადგილას დგახარ, სხვა გზა არ გრჩება, უნდა იმოქმედო. მეც ავდექი და მოსკოვში წავედი, საიდანაც არაერთი შემოთავაზება მივიღე, "ფეისბუკჯგუფში" დაწერილი ჩემი პოსტის შემდეგ", - ამბობს მსახიობი ბესო ზანგური, რომელმაც ეს გადაწყვეტილება სულ ცოტა ხნის წინ მიიღო და საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა. მოსკოვური გეგმების გარდა, ბესო ზანგური რუსთაველის თეატრის სპექტაკლებსა და რობერტ სტურუასთან ურთიერთობაზე გვესაუბრება, რომელთანაც ორი ათეული საქმიანი წელი და უახლოესი მეგობრობა, ნათელმირონობა აკავშირებს, თუმცა როგორც ამბობს, "ბოროტმა ენებმა" რეჟისორს მასზე რაღაცები "უჩურჩულეს"...

- ბესო, რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც მოსკოვი? თქვენც იცით, რომ ეს საზოგადოებაში პირდაპირ იწვევს აგრესიას, რადგან რუსეთი ოკუპანტია. მზად ხართ ამ შემოტევისთვის?

- არც ამცდა კრიტიკა... ახლა შემოთავაზება საფრანგეთიდანაც მაქვს, მაგრამ როდესაც მე და ჩემმა აგენტმა როლი განვიხილეთ, არ მომეწონა. ერთი ცნობილი ფრანგი რეჟისორი იღებს ფილმს და მე ქართველი მამაკაცის განსახიერება შემომთავაზეს, რომელიც აფერისტია - იქ სავაჭროდ ჩააქვს ჩურჩხელა, ღვინო და ვიღაცები უნდა გადააგდოს... რაც შეეხება რუსეთს, დავფიქრდი, სად გვჭირდება ყველაზე მეტად ურთიერთობის დათბობა, მე რაში შეიძლება გამოვადგე ჩემს ქვეყანას - ისევ ჩემს საქმიანობაში და სად არ უნდა მივაქციო ყურადღება ხალხის აზრს. გავთიშე საკუთარ თავში ყველაფერი, ჩემი წარსული, ჩემი ამბიციები, და წავედი. მე ისევ ჩემი პროფესიით ვეცდები ფეხზე ავაყენო ადამიანი და ტაში დავაკვრევინო, როგორც ეს ამდენი წლის განმავლობაში ხდებოდა.

მოსკოვში ძალიან დიდი ქართული დიასპორაა და მას ბატონი დავით ცეცხლაძე ხელმძღვანელობს, ყველაფერს თავისი კეთილი ნებით, ენთუზიაზმით აკეთებს და არა ვიღაცის დაფინანსებით. იქ უბრალო ადამიანები დამხვდნენ, რომელთაც სახეზე ეწერათ, ჩვენ გვიყვარს და გვენატრება საქართველო და აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებთ იქიდან ჩამოსული ადამიანისთვის, ოღონდ ჩვენი ქვეყანა ასახელოს. მე ჩავიტანე ჩემი მიზანი, ჩემი სიტყვა. თავიდან გადაღებაზე იყო საუბარი - ალექსანდრე ინშაკოვი, რომელმაც "ბრიგადა" გადაიღო, ახლა სხვა სერიალზე მუშაობს, სადაც მთავარ როლს კვლავ სერგეი ბეზრუკოვი შეასრულებს, მე კი მიმიწვიეს იტალიელი პერსონაჟის განსასახიერებლად... იქ რომ ჩავალ, სულ გადაღებები ხომ არ იქნება, მე კი უქმად ჯდომა არ შემიძლია, ამიტომ ასეთი აზრი მომივიდა - თბილისში ხომ გვაქვს გრიბოედოვის თეატრი, რუსეთში კი ქართული თეატრი არ არის და შევთავაზე, გავაკეთოთ-მეთქი. ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ და გავხსენით სტუდია "არ დაიდარდო". გააგრძელეთ კითხვა