საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი ის სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს" - ავლაბარში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ძმები დააკავეს: რას აცხადებს შსს
"ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი ის სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს" - ავლაბარში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ძმები დააკავეს: რას აცხადებს შსს

პო­ლი­ცი­ამ თბი­ლის­ში, ავ­ლა­ბარ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ძმე­ბი და­ა­კა­ვა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ორი პირი, ძმე­ბი: 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.ბ. და 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.გ. და­ა­კა­ვეს.

"მათ ბრა­ლად ედე­ბათ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა.

და­ნა­შა­უ­ლი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, მიმ­დი­ნა­რე წლის 11 თე­ბერ­ვალს, თბი­ლის­ში, ნაც­ნობ­ზე - 1977 წელს და­ბა­დე­ბულ ფ.კ. - ზე მათ შო­რის არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, მის­სა­ვე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რედ, ჯერ ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­დეს, შემ­დეგ კი ის სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით მოკ­ლეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - გა­დაჭ­რი­ლი სა­ნა­დი­რო თოფი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ჯგუ­ფუ­რად, უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის "ი" ქვე­პუნ­ქტი­თა და სსკ-ის 236-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინორე
6

მოგენატრათ ვანოს სპეცრაზმი და ახალაიები.? მართლები ხართ.ტყუიან თუ არ ტყუიან,ყველას ნეკნები უნდა ჩაულეწონ.7და 8 მარტს მოლოტოვის კოქტეილები ვინც ისროლა,ვანოს დროს მაგათ ცოცხლებს ვეღარ ნახავდნენ და სწორიც იქნებოდა.ასე რომ დააბრუნეთ ვანო მერაბიშვილი და ნახავთ თუ ვინმე გაბედავს ქუჩაში სროლას.

llcl
7

ბატონო ბიძგვინი და ბატონო ფიზკუტურის ინსტიტუტის კურსდამთავრებულო შსს მინისტრო! არ გვინდა არც პროევროპელობა და არც პრორუსობა, ნუ პროქართველობა ისედაც არ განიხილება პოზიცია-ოპოზიციაში, რეალურად როგორც ვართ, პროკოლუმბიური კურსი გამოვაცხადოთ ოფიციალურად და ჩვენ, ეს ხელფასებზე მომუშავე და გადასახადების გადამხდელებიც შევიარაღდებით არალეგალურად, რომ ვუზრუნველყოთ საკუთარი თავის და ოჯახების უსაფრთხოება!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი ის სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს" - ავლაბარში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ძმები დააკავეს: რას აცხადებს შსს

"ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი ის სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს" - ავლაბარში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ძმები დააკავეს: რას აცხადებს შსს

პოლიციამ თბილისში, ავლაბარში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ძმები დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი, ძმები: 1987 წელს დაბადებული ე.ბ. და 1985 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს.

"მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 11 თებერვალს, თბილისში, ნაცნობზე - 1977 წელს დაბადებულ ფ.კ. - ზე მათ შორის არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მისსავე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი ის სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - გადაჭრილი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.