საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს გაჰყვა - მიზნად ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას ვისახავთ" - ზახაროვა
"გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს გაჰყვა - მიზნად ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას ვისახავთ" - ზახაროვა

გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სე­თის მი­მართ პრაგ­მა­ტულ ხაზს გაჰ­ყვა, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, მა­რია ზა­ხა­რო­ვამ გა­ნა­ცხა­და.

"თა­ვის მხრივ, მათ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის რუ­სეთ­ში მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მეს, რო­მე­ლიც 2000 წლი­დან მოქ­მე­დებ­და და პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი აღად­გი­ნეს, რა­მაც ადა­მი­ა­ნებს შო­რის კონ­ტაქ­ტე­ბი­სა და სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას შე­უ­წყო ხელი. ჩვენ ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შემ­დგომ ნორ­მა­ლი­ზე­ბას ვი­სა­ხავთ მიზ­ნად, რა თქმა უნდა, თბი­ლი­სის მხრი­დან სა­პა­სუ­ხო ნა­ბი­ჯე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ზა­ხა­რო­ვამ.

მა­რია ზა­ხა­რო­ვამ 2023 წელს სა­ქარ­თვე­ლოს­თან და რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ რუ­სულ მე­დი­ას­თან ისა­უბ­რა.

"ჩვენ სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა­ში, უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის, სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა­ში ჩვე­ნი აფხა­ზი და ოსი მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბა გა­ვაგ­რძე­ლეთ. ჭეშ­მა­რი­ტი ალი­ან­სის სუ­ლის­კვე­თე­ბით, ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ახალ­გაზ­რდა რეს­პუბ­ლი­კე­ბი სპე­ცი­ა­ლურ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას მხარს თან­მიმ­დევ­რუ­ლად უჭერ­დნენ. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი რუს ჯა­რის­კა­ცებ­თან ერ­თად იბ­რძვი­ან, სო­ხუ­მი და ცხინ­ვა­ლი დონ­ბას­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას რე­გუ­ლა­რუ­ლად აგ­ზავ­ნის“, - აღ­ნიშ­ნა ზა­ხა­რო­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:D :D
0

თან დასავლური კურსი გვიჭირავს, თან ზახაროვა გვიქებს არჩეულ კურსს? რომელი იტყუება, ზახაროვა თუ ბიძინა? :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

ვახტანგი -72
4

ჩემი პირადი მოსაზრებით ნამდვილად მისასალმებელია იმ პრაგმატული პოლიტიკის გატარება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან!

ურთიერთ ხელსაყრელი ხელშეკრულებების დადება პოზიტივია ქვეყნის ეკონომიკისათვის და საერთო ჯამში სტაბილურობისათვისა და შემდგომი განვითარებისათვის...

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას

საუკეთესო გამოსავალი ჩვენი ქვეყნის მშვიდობისათვის არის ის, რომ არ უნდა შეუქმნა არავის და მათ შორის პირველ რიგში მოსაზღვრე ქვეყნებს პრობლემები მათი საკუთარი უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფაში!

ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანას აქვს ერთნაირი უფლება დაიცვას საკუთარი მიწა-წყალი, ანუ როცა გინდა შეხვიდე „ნატო“-ში და გსურს საკუთარ ტერიტორიაზე განათავსო უცხო ქვეყნის ჯარები, რომლებიც რუსეთისათვის წარმოადგენენ მტრულ ძალას - ეს პირდაპირი მინიშნებაა მისთვის განახორციელოს საპასუხო უკუქმედებები, რომლებიც სავსებით შესაძლებელია იყოს არაპროპორციული...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს გაჰყვა - მიზნად ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას ვისახავთ" - ზახაროვა

"გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს გაჰყვა - მიზნად ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას ვისახავთ" - ზახაროვა

გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს გაჰყვა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

"თავის მხრივ, მათ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობის სავიზო რეჟიმი გააუქმეს, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და პირდაპირი ფრენები აღადგინეს, რამაც ადამიანებს შორის კონტაქტებისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებას შეუწყო ხელი. ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას ვისახავთ მიზნად, რა თქმა უნდა, თბილისის მხრიდან საპასუხო ნაბიჯების გათვალისწინებით“, - განაცხადა ზახაროვამ.

მარია ზახაროვამ 2023 წელს საქართველოსთან და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებთან ურთიერთობების განვითარების შედეგების შესახებ რუსულ მედიასთან ისაუბრა.

"ჩვენ სახელმწიფოს მშენებლობაში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებაში ჩვენი აფხაზი და ოსი მეგობრების დახმარება გავაგრძელეთ. ჭეშმარიტი ალიანსის სულისკვეთებით, ამიერკავკასიის ახალგაზრდა რესპუბლიკები სპეციალურ სამხედრო ოპერაციას მხარს თანმიმდევრულად უჭერდნენ. ადგილობრივი მოხალისეები რუს ჯარისკაცებთან ერთად იბრძვიან, სოხუმი და ცხინვალი დონბასში ჰუმანიტარულ დახმარებას რეგულარულად აგზავნის“, - აღნიშნა ზახაროვამ.