სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიამ შარშან 50 000 ლარი გამოიტანა ბანკიდან და მთელი ზაფხული ამ სახლს არემონტებდა... 2023 წელს გეოლოგები მყავდა ნერგეეთში მიყვანილი" - რას ჰყვება მერის წარმომადგენელი?
"გიამ შარშან 50 000 ლარი გამოიტანა ბანკიდან და მთელი ზაფხული ამ სახლს არემონტებდა... 2023 წელს გეოლოგები მყავდა ნერგეეთში მიყვანილი" - რას ჰყვება მერის წარმომადგენელი?

ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში მე­წყე­რი 7 თე­ბერ­ვალს, ღა­მით ჩა­მოწ­ვა. მე­წყერ­მა 4 სახ­ლი მო­ი­ყო­ლა. მაშ­ვე­ლებ­მა ერთი ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს. სტი­ქი­ას 9 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნერ­გე­ეთ­ში მე­წყრის სი­მაღ­ლე 30 მეტ­რია, მე­წყრუ­ლი მა­სის სა­ო­რი­ენ­ტა­ციო მო­ცუ­ლო­ბა კი 150 000 მ3-ს შე­ად­გენს. მი­წის მასა ჩა­მოშ­ლი­ლია გზის და­ახ­ლო­ე­ბით, 200-მეტ­რი­ან მო­ნაკ­ვეთ­ზე.

მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში გოჩა გო­გო­ლა­ძე:

- სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში დას­რულ­და სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და ნა­პოვ­ნია ყვე­ლა გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი. უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს სო­ფელ­ში და მარ­თლა მი­ჭირს სა­უ­ბა­რი. სი­ტყვე­ბი არ მაქვს. რა უნდა ვთქვა, ამ მწა­რე რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვართ და სა­უ­ბე­დუ­როდ ვე­რა­ფერს შევ­ცვლით.

- ბა­ტო­ნო გოჩა, ხომ არ დაგ­ჭირ­დათ სოფ­ლი­დან სხვა ოჯა­ხე­ბის გა­სახ­ლე­ბა?

- დიახ, 8 ოჯა­ხი გა­ვიყ­ვა­ნეთ თა­ვი­ან­თი სახ­ლე­ბი­დან და ყვე­ლა და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლია. იქ არა­ვინ არის ამ წუ­თას, მიმ­დე­ბა­რედ ვინც იყო, ის ოჯა­ხე­ბი. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა რო­ბა­ქი­ძე­ე­ბი არი­ან, ერ­თია სო­სე­ლი­ას ოჯა­ხი. ამ უბან­ში ძი­რი­თა­დად რო­ბა­ქი­ძე­ე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ზო­გი­ერ­თი სახ­ლი და­ზი­ან­და, ხალ­ხი ისეა შე­ში­ნე­ბუ­ლი, რომ და­ტო­ვა იქა­უ­რო­ბა. ამ დრომ­დე კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა ავთო რო­ბა­ქი­ძე, რო­მე­ლიც მარ­თლა სას­წა­უ­ლად გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს. სამ­წუ­ხა­როდ, უბე­დურ შემ­თხვე­ვას შე­ე­წი­რა მისი 20 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნი­ა­კო და ავ­თოს მე­უღ­ლე. ავ­თოს სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, მას მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი აქვს, კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა და ჯერ არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­ღუპ­ვა­ზე. ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი მას დღეს უნდა უთხრან. დედა-შვი­ლის და ავ­თოს დე­დის დაკ­რძალ­ვა სამ­შა­ბათს არის გა­და­წყვე­ტი­ლი.

ნია რო­ბა­ქი­ძე და დე­და­მი­სი

გუ­შინ იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­ვი­და და­ღუ­პუ­ლი სამი არას­რულ­წლოვ­ნის დედა, რო­მელ­საც ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი დახ­ვდა. ოჯა­ხის ოთხი წევ­რი ჰყავს მას გარ­დაც­ვლი­ლი, მე­უღ­ლე და სამი უსაყ­ვარ­ლე­სი შვი­ლი. რა უნდა უთხრა ასეთ დროს ადა­მი­ანს. ცხედ­რე­ბი გვერ­დით სო­ფელ­ში, დიმ­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი, მა­მი­დის სახ­ლში და იქი­დან მოხ­დე­ბა გას­ვე­ნე­ბა. კი­დევ ორი გარ­დაც­ვლი­ლი დედა-შვი­ლია, ზოია ქა­ჯა­ია და მისი დედა, შუ­შა­ნა უკ­ლე­ბა. სამი ოჯა­ხი­დან 9 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი. მარ­თლა ძა­ლი­ან მი­ჭირს ამა­ზე სა­უ­ბა­რი. ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ.

- ბა­ტო­ნო გოჩა, თუ გქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია, რომ ეს სა­ში­ში ად­გი­ლი იყო? ამ­ბო­ბენ, რომ 2023 წლის ბი­უ­ლე­ტენ­ში ასა­ხუ­ლია, რომ მე­წყერ­სა­ში­ში ზონა იყო და ასე­თი სა­ში­ში ად­გი­ლე­ბი ბევ­რია თქვენს სო­ფელ­ში?

- არა­სო­დეს არ ყო­ფი­ლა კონ­კრე­ტუ­ლად ეს ად­გი­ლი გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მე­წყერ­სა­ში­ში ზო­ნად. გე­ო­ლო­გე­ბი ამოწ­მე­ბენ, მაგ­რამ ჩვენ ეს ინ­ფორ­მა­ცია არ გვქო­ნია. ასე­თი დას­კვნა არ მი­ნა­ხავს და არ გა­მი­გია, რომ მთას პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. მარ­თლა არა­ფე­რი ვიცი და სა­ი­დან წა­მო­ვი­და ეს სა­უ­ბა­რი არ ვიცი. რა­ი­მე პრობ­ლე­მა რომ ყო­ფი­ლი­ყო, რო­გორ ფიქ­რობთ, გია რო­ბა­ქი­ძე, რო­მე­ლიც ამ ტრა­გე­დი­ას შე­ე­წი­რა თა­ვი­სი სამი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლით, იმ სახ­ლს გა­ა­რე­მონ­ტებ­და? შარ­შან 50 000 ლარი გა­მო­ი­ტა­ნა ბან­კი­დან სეს­ხი და მთე­ლი ზა­ფხუ­ლი არე­მონ­ტებ­და. ყვე­ლა­ფე­რი მო­ა­წყო. საფრ­თხე რომ ყო­ფი­ლი­ყო და სა­ში­ში ად­გი­ლი, რე­მონტს გა­ა­კე­თებ­და? ახა­ლი გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი სახ­ლი ჰქონ­და, ამი­ტომ იყო მისი მე­უღ­ლე იტა­ლი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლი. ალ­ბათ ნა­ხეთ ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლი. რო­ბა­ქი­ძე­ე­ბის სახ­ლი­დან 30-40 მეტრშია ის მთა, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად მო­წყდა. ბავ­შვე­ბის მამა, გია სულ ადი­ო­და იმ მთა­ზე, სა­ქო­ნე­ლი ყავ­და, აბა­ლა­ხებ­და, ხომ შე­ხე­დავ­და, თუ იყო პრობ­ლე­მა, მაგ­რამ მოხ­და რა­ღაც სას­წა­უ­ლი მოწ­მენ­დილ ცაზე, ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია ჩვენ არ გვქონ­და.

- დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბი, ამ­ბო­ბენ, რომ 2023 წლის ბი­უ­ლე­ტენ­ში მო­ნიშ­ნუ­ლი იყო ეს ად­გი­ლი, რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ში­ში ზონა

- მარ­თლა არ ვიცი, სა­ი­დან წა­მო­ვი­და და ვინ დადო ეს დას­კვნე­ბი. ჩე­მამ­დე ეს ინ­ფორ­მა­ცია არ იყო მო­სუ­ლი. ნერ­გე­ე­თი მთლი­ა­ნად 2 კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი სო­ფე­ლია, მაგ­რამ ეს ად­გი­ლი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა სა­ეჭ­ვო. არც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­გან მსმე­ნია ასეთ სა­შიშ­რო­ე­ბა­ზე. მეც ვცხოვ­რობ ნერ­გე­ეთ­ში, სა­დაც სტი­ქია მოხ­და იქი­დან 400 მეტრში და არა­სო­დეს გა­მი­გია, რომ ჩემს სო­ფელს რა­ღაც პრობ­ლე­მა ჰქონ­და. 2023 წელს, შარ­შან, გე­ო­ლო­გე­ბი მყავ­და მიყ­ვა­ნი­ლი იმ ტე­რი­ტო­რი­ი­დან ცოტა ქვე­მოთ შე­სა­მოწ­მებ­ლად, რად­გან ქვე­მოთ მა­ცხოვ­რე­ბელ­მა და­წე­რა გან­ცხა­დე­ბა, შე­მოწ­მე­ბას ითხოვ­და, მო­ვიყ­ვა­ნეთ გე­ო­ლო­გე­ბი და მსგავ­სი რამ მათ არ უთ­ქვამთ. თქვეს, რომ ქვა­თაც­ვე­ნის სა­შიშ­რო­ე­ბა იყო და შე­იძ­ლე­ბო­და საყ­რდე­ნი კედ­ლის აშე­ნე­ბა, თო­რემ ასე­თი რამ არ ყო­ფი­ლა. არც მო­სახ­ლე­ო­ბას შე­მო­უ­ტა­ნია გან­ცხა­დე­ბა არას­დროს, რომ რამე სა­ში­ში იყო.

გია რო­ბა­ქი­ძე, შვი­ლებ­თან ერ­თად

- თქვენ აღ­ნიშ­ნეთ 8 ოჯა­ხი გა­ვა­სახ­ლეთ ამ ტრა­გე­დი­ის მე­რეო, მათი სახ­ლე­ბიც და­ზი­ან­და?

- ზო­გი­ერ­თი და­ზი­ან­და, ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა სო­ფელ­ში, რომ ხალ­ხი შე­ში­ნე­ბუ­ლია. აღარ უნდა იქ გა­ჩერ­დეს. ზო­გი­ერ­თი სახ­ლი გა­დარ­ჩა ისე, რომ არ და­მუქ­რე­ბია სა­შიშ­რო­ე­ბა. ძი­რი­თა­დად 4 სახ­ლი ჩა­ი­ტა­ნა მთლი­ა­ნად, აქე­დან სამ ოჯახ­ში ცხოვ­რობ­და ხალ­ხი, ერთ ოჯახს აგა­რა­კი აქვს, ხის სახ­ლი, ისი­ნი ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რო­ბენ, ზა­ფხულ­ში ამო­დი­ან სო­ფელ­ში, ვე­ნა­ხი ჰქონ­დათ, მე­ურ­ნე­ო­ბა და იქ არა­ვინ იყო. სა­ში­ნე­ლე­ბაა, გა­აზ­რე­ბაც მი­ჭირს ამ ტრა­გე­დი­ის. რა უნდა უთხრა დე­დას, რო­მე­ლიც შვი­ლე­ბის­თვის შრო­მობ­და და ამის­თვის იყო წა­სუ­ლი ქვეყ­ნი­დან. ეს ბავ­შვე­ბი ჩემს თვალ­წინ გა­ი­ზარ­დნენ. ჩემი შვი­ლი და დათო მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. მე­თერ­თმე­ტე კლას­ში სწავ­ლობ­და, მე­ო­რე დღეს და­ბა­დე­ბის დღე­ზე ერ­თად უნდა წა­სუ­ლიყ­ვნენ. ისე­თი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და საყ­ვა­რე­ლი ბიჭი იყო, რამ­ხე­ლა ვაჟ­კა­ცი, რომ შევ­ხე­დავ­დი, სულ ვე­ფე­რე­ბო­დი. ტყუ­პი გო­გო­ნე­ბი მე­ცხრე კლას­ში იყ­ვნენ.

2 სა­ათ­ზე გა­ვი­გე, რომ ეს სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და, რომ მი­ვე­დი ყვე­ლა­ფე­რი მი­წას­თან გას­წო­რე­ბუ­ლი დამ­ხვდა. მთე­ლი სო­ფე­ლი გა­მო­ვი­და, მაგ­რამ მწა­რე რე­ა­ლო­ბა დაგ­ვხვდა. დღი­სით რომ მომ­ხდა­რი­ყო, ვფიქ­რობ ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია არ იქ­ნე­ბო­და, ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში იქ­ნე­ბოდ­ნენ, გიაც შე­იძ­ლე­ბა გა­რეთ ყო­ფი­ლი­ყო, სხვე­ბიც გა­რეთ ყო­ფი­ლიყ­ვნენ და შე­იძ­ლე­ბო­და ეს უბე­დუ­რე­ბა აგ­ვე­ცი­ლე­ბი­ნა, გა­დარ­ჩე­ბოდ­ნენ. ბავ­შვებს სა­წოლ­ში ეძი­ნათ, ეს რომ მოხ­და. რომ ვნა­ხე მძი­ნა­რე, ლე­იბ­ში იყო გახ­ვე­უ­ლი. ერ­თად ვი­პო­ვეთ ყვე­ლა­ნი. გა­აზ­რე­ბაც კი არ მინ­და, ოღონდ გა­დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ ეს ბავ­შვე­ბი და ჩემ­თვის წა­ერ­თმია სი­ცო­ცხლე. კვი­რას არის დაკ­რძალ­ვა გიას და მისი სამი შვი­ლის. ხვალ კი დედა-შვილს დავ­კრძა­ლავთ. ნი­ა­კოს, მის დე­დას და ბე­ბი­ას სამ­შა­ბათს. ავთო რო­ბა­ქი­ძე გო­ნე­ბა­ზე იყო, ეტყო­ბა რა­ღაც ტალ­ღამ პირ­ვე­ლად ის გა­მო­აგ­დო სახ­ლი­დან და სას­წა­უ­ლად გა­დარ­ჩა. მაშ­ვე­ლებ­მა მო­უს­წრეს და დამ­ტვრე­უ­ლი კლი­ნი­კა­ში ამ დრომ­დე რჩე­ბა. მან არ იცის ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი და დღეს უნდა უთხრან. მაშ­ვე­ლებ­მა მუ­შა­ო­ბა უკვე და­ას­რუ­ლეს. სა­უბ­რის ძა­ლაც არ მაქვს ახლა, მეტი რა უნდა გი­თხრათ.

  • AMBEBI.GE მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ნერ­გე­ეთ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო და უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
2

ცრემლის გარეშე ვერ ვკითხულობ, რა კარგი ხალხი და როგორი დანაკარგი ქვეყნისთვის. სუფთა, ლამაზი, სწორად აღზრდილი ბავშვები. პოლიტიკას და რატომ ვერავინ გათვალა ეს ამბავიო თავი დავანებოთ ხალხო, სანთელი ავუნთოთ მათ სულება და ვისაც ძალა შეგწევთ, გასვენებაში ჩადით. ამ დროს გვერდში დგომა საჭიროა 

ანი
8

ეს არის ქვეყანა და სახელმწიფო??? 30 წელი და დღესაც დაღმა მიექანება. 

რატომ?? --- ხალხის გაბათლებაზე და აღზრდაზე აღარ ფიქრობს მმართველები- 30 წელია ასე ხდება. შეჭამეს ვაჭრებმა, ბსნკირებმა საქარტველო!

ხომ ხედავთ მილიონერებით გავსებულ მოლაყბე პარლამენტს? ერთმანეტის ნაც- ქოცურ " ბრძოლას"? ვინ ზრუნავს ახალგაზრდების საქსრთველიში დაკავებაზე? ყველა გარბის! ცოდნის და კარგი კვალიფიკაციის მიღება შეუძლებელია!! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"გიამ შარშან 50 000 ლარი გამოიტანა ბანკიდან და მთელი ზაფხული ამ სახლს არემონტებდა... 2023 წელს გეოლოგები მყავდა ნერგეეთში მიყვანილი" - რას ჰყვება მერის წარმომადგენელი?

"გიამ შარშან 50 000 ლარი გამოიტანა ბანკიდან და მთელი ზაფხული ამ სახლს არემონტებდა... 2023 წელს გეოლოგები მყავდა ნერგეეთში მიყვანილი" - რას ჰყვება მერის წარმომადგენელი?

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, ღამით ჩამოწვა. მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყრის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით, 200-მეტრიან მონაკვეთზე.

მერის წარმომადგენელი სოფელ ნერგეეთში გოჩა გოგოლაძე:

- სოფელ ნერგეეთში დასრულდა სამძებრო სამუშაოები და ნაპოვნია ყველა გარდაცვლილის ცხედარი. უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს სოფელში და მართლა მიჭირს საუბარი. სიტყვები არ მაქვს. რა უნდა ვთქვა, ამ მწარე რეალობის წინაშე ვდგავართ და საუბედუროდ ვერაფერს შევცვლით.

- ბატონო გოჩა, ხომ არ დაგჭირდათ სოფლიდან სხვა ოჯახების გასახლება?

- დიახ, 8 ოჯახი გავიყვანეთ თავიანთი სახლებიდან და ყველა დაბინავებულია. იქ არავინ არის ამ წუთას, მიმდებარედ ვინც იყო, ის ოჯახები. მათი უმრავლესობა რობაქიძეები არიან, ერთია სოსელიას ოჯახი. ამ უბანში ძირითადად რობაქიძეები ცხოვრობენ. ზოგიერთი სახლი დაზიანდა, ხალხი ისეა შეშინებული, რომ დატოვა იქაურობა. ამ დრომდე კლინიკაში რჩება ავთო რობაქიძე, რომელიც მართლა სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. სამწუხაროდ, უბედურ შემთხვევას შეეწირა მისი 20 წლის ქალიშვილი ნიაკო და ავთოს მეუღლე. ავთოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მას მოტეხილობები აქვს, კლინიკაში რჩება და ჯერ არ აქვს ინფორმაცია ოჯახის წევრების დაღუპვაზე. ეს საშინელი ამბავი მას დღეს უნდა უთხრან. დედა-შვილის და ავთოს დედის დაკრძალვა სამშაბათს არის გადაწყვეტილი.

ნია რობაქიძე და დედამისი

გუშინ იტალიიდან ჩამოვიდა დაღუპული სამი არასრულწლოვნის დედა, რომელსაც ეს საშინელი ამბავი დახვდა. ოჯახის ოთხი წევრი ჰყავს მას გარდაცვლილი, მეუღლე და სამი უსაყვარლესი შვილი. რა უნდა უთხრა ასეთ დროს ადამიანს. ცხედრები გვერდით სოფელში, დიმშია გადასვენებული, მამიდის სახლში და იქიდან მოხდება გასვენება. კიდევ ორი გარდაცვლილი დედა-შვილია, ზოია ქაჯაია და მისი დედა, შუშანა უკლება. სამი ოჯახიდან 9 ადამიანია გარდაცვლილი. მართლა ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ძალიან ცუდად ვარ.

- ბატონო გოჩა, თუ გქონდათ ინფორმაცია, რომ ეს საშიში ადგილი იყო? ამბობენ, რომ 2023 წლის ბიულეტენში ასახულია, რომ მეწყერსაშიში ზონა იყო და ასეთი საშიში ადგილები ბევრია თქვენს სოფელში?

- არასოდეს არ ყოფილა კონკრეტულად ეს ადგილი გამოცხადებული მეწყერსაშიში ზონად. გეოლოგები ამოწმებენ, მაგრამ ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვქონია. ასეთი დასკვნა არ მინახავს და არ გამიგია, რომ მთას პრობლემები ჰქონდა. მართლა არაფერი ვიცი და საიდან წამოვიდა ეს საუბარი არ ვიცი. რაიმე პრობლემა რომ ყოფილიყო, როგორ ფიქრობთ, გია რობაქიძე, რომელიც ამ ტრაგედიას შეეწირა თავისი სამი არაჩვეულებრივი შვილით, იმ სახლს გაარემონტებდა? შარშან 50 000 ლარი გამოიტანა ბანკიდან სესხი და მთელი ზაფხული არემონტებდა. ყველაფერი მოაწყო. საფრთხე რომ ყოფილიყო და საშიში ადგილი, რემონტს გააკეთებდა? ახალი გარემონტებული სახლი ჰქონდა, ამიტომ იყო მისი მეუღლე იტალიაში სამუშაოდ წასული. ალბათ ნახეთ ტრაგედიის ადგილი. რობაქიძეების სახლიდან 30-40 მეტრშია ის მთა, რომელიც მთლიანად მოწყდა. ბავშვების მამა, გია სულ ადიოდა იმ მთაზე, საქონელი ყავდა, აბალახებდა, ხომ შეხედავდა, თუ იყო პრობლემა, მაგრამ მოხდა რაღაც სასწაული მოწმენდილ ცაზე, ამაზე ინფორმაცია ჩვენ არ გვქონდა.

- დარგის ექსპერტები, ამბობენ, რომ 2023 წლის ბიულეტენში მონიშნული იყო ეს ადგილი, როგორც განსაკუთრებულად საშიში ზონა

- მართლა არ ვიცი, საიდან წამოვიდა და ვინ დადო ეს დასკვნები. ჩემამდე ეს ინფორმაცია არ იყო მოსული. ნერგეეთი მთლიანად 2 კილომეტრიანი სოფელია, მაგრამ ეს ადგილი არასოდეს ყოფილა საეჭვო. არც ადგილობრივებისგან მსმენია ასეთ საშიშროებაზე. მეც ვცხოვრობ ნერგეეთში, სადაც სტიქია მოხდა იქიდან 400 მეტრში და არასოდეს გამიგია, რომ ჩემს სოფელს რაღაც პრობლემა ჰქონდა. 2023 წელს, შარშან, გეოლოგები მყავდა მიყვანილი იმ ტერიტორიიდან ცოტა ქვემოთ შესამოწმებლად, რადგან ქვემოთ მაცხოვრებელმა დაწერა განცხადება, შემოწმებას ითხოვდა, მოვიყვანეთ გეოლოგები და მსგავსი რამ მათ არ უთქვამთ. თქვეს, რომ ქვათაცვენის საშიშროება იყო და შეიძლებოდა საყრდენი კედლის აშენება, თორემ ასეთი რამ არ ყოფილა. არც მოსახლეობას შემოუტანია განცხადება არასდროს, რომ რამე საშიში იყო.

გია რობაქიძე, შვილებთან ერთად

- თქვენ აღნიშნეთ 8 ოჯახი გავასახლეთ ამ ტრაგედიის მერეო, მათი სახლებიც დაზიანდა?

- ზოგიერთი დაზიანდა, ამ ტრაგედიის შემდეგ ისეთი მდგომარეობაა სოფელში, რომ ხალხი შეშინებულია. აღარ უნდა იქ გაჩერდეს. ზოგიერთი სახლი გადარჩა ისე, რომ არ დამუქრებია საშიშროება. ძირითადად 4 სახლი ჩაიტანა მთლიანად, აქედან სამ ოჯახში ცხოვრობდა ხალხი, ერთ ოჯახს აგარაკი აქვს, ხის სახლი, ისინი ქუთაისში ცხოვრობენ, ზაფხულში ამოდიან სოფელში, ვენახი ჰქონდათ, მეურნეობა და იქ არავინ იყო. საშინელებაა, გააზრებაც მიჭირს ამ ტრაგედიის. რა უნდა უთხრა დედას, რომელიც შვილებისთვის შრომობდა და ამისთვის იყო წასული ქვეყნიდან. ეს ბავშვები ჩემს თვალწინ გაიზარდნენ. ჩემი შვილი და დათო მეგობრები იყვნენ. მეთერთმეტე კლასში სწავლობდა, მეორე დღეს დაბადების დღეზე ერთად უნდა წასულიყვნენ. ისეთი არაჩვეულებრივი და საყვარელი ბიჭი იყო, რამხელა ვაჟკაცი, რომ შევხედავდი, სულ ვეფერებოდი. ტყუპი გოგონები მეცხრე კლასში იყვნენ.

2 საათზე გავიგე, რომ ეს საშინელება მოხდა, რომ მივედი ყველაფერი მიწასთან გასწორებული დამხვდა. მთელი სოფელი გამოვიდა, მაგრამ მწარე რეალობა დაგვხვდა. დღისით რომ მომხდარიყო, ვფიქრობ ამხელა ტრაგედია არ იქნებოდა, ბავშვები სკოლაში იქნებოდნენ, გიაც შეიძლება გარეთ ყოფილიყო, სხვებიც გარეთ ყოფილიყვნენ და შეიძლებოდა ეს უბედურება აგვეცილებინა, გადარჩებოდნენ. ბავშვებს საწოლში ეძინათ, ეს რომ მოხდა. რომ ვნახე მძინარე, ლეიბში იყო გახვეული. ერთად ვიპოვეთ ყველანი. გააზრებაც კი არ მინდა, ოღონდ გადარჩენილიყვნენ ეს ბავშვები და ჩემთვის წაერთმია სიცოცხლე. კვირას არის დაკრძალვა გიას და მისი სამი შვილის. ხვალ კი დედა-შვილს დავკრძალავთ. ნიაკოს, მის დედას და ბებიას სამშაბათს. ავთო რობაქიძე გონებაზე იყო, ეტყობა რაღაც ტალღამ პირველად ის გამოაგდო სახლიდან და სასწაულად გადარჩა. მაშველებმა მოუსწრეს და დამტვრეული კლინიკაში ამ დრომდე რჩება. მან არ იცის ეს საშინელი ამბავი და დღეს უნდა უთხრან. მაშველებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. საუბრის ძალაც არ მაქვს ახლა, მეტი რა უნდა გითხრათ.

  • AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს ნერგეეთში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს

ნახეთ ასევე: