მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელმაც რუსთავში 4 ადამიანი მოკლა - "რამდენიმე კვირით ადრე მან სახლი გადაწვა, რომელიც ნაქირავები ჰქონდა"
ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელმაც რუსთავში 4 ადამიანი მოკლა - "რამდენიმე კვირით ადრე მან სახლი გადაწვა, რომელიც ნაქირავები ჰქონდა"

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და რუს­თავ­ში. ე.წ. სტამ­ბო­ლის ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პირი შე­იჭ­რა და ცე­ცხლი გახ­სნა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლია 4 პირი და დაჭ­რი­ლია ერთი. და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 36 წლის გი­ორ­გი ორ­ვე­ლაშ­ვი­ლია.

  • ბა­ზარ­ში მო­მუ­შა­ვე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მა­მა­კაცს, რო­მელ­მაც 4 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა, ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი ალ­კოჰოლს ხში­რად მო­იხ­მარ­და.

რო­გორც ბა­ზარ­ში მო­მუ­შა­ვე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა კაცი და­ახ­ლო­ე­ბით, ორი თვის წინ, ბა­ზარ­ში თა­ვა­დაც მუ­შა­ობ­და და ბი­ძას ეხ­მა­რე­ბო­და. მა­თი­ვე თქმით, და­კა­ვე­ბულს ფერ­მა ჰქონ­და, ბიძა კი ხორ­ცის გამ­ყიდ­ვე­ლი იყო.

ამას­თან, ად­გილ­ზე მო­მუ­შა­ვე­ე­ბი მოკ­ლულ ტაქ­სის მძღოლ­ზეც სა­უბ­რო­ბენ. რო­გორც ისი­ნი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ტაქ­სის მძღო­ლი ბა­ზარ­ში ხორ­ცის სა­ყიდ­ლად შე­ვი­და, რა დრო­საც გას­რო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და, ის მოკ­ლუ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბას შე­ე­ცა­და, რა დრო­საც ტყვია მა­საც მოხ­ვდა.

"ბიჭს ფერ­მა ჰქონ­და და მოკ­ლუ­ლი ბიძა ხორ­ცის გამ­ყიდ­ვე­ლია. ეს ბიჭი სვამ­და ხოლ­მე. ტაქ­სის მძღო­ლი დი­ლით ვნა­ხე, მო­მე­სალ­მა, წა­ვალ ხორცს ვი­ყი­დი და მო­ვა­ლო, მი­თხრა და მერე ეს ამ­ბა­ვი მოხ­და“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ზარ­ში მო­მუ­შა­ვემ.

ასე­ვე ირ­კვე­ვა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გა­დაწ­ვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, რო­მე­ლიც ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­და. ამის შემ­დეგ ის მო­ა­თავ­სეს ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში, თუმ­ცა რო­დის და­ტო­ვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

"თავ­დამსმხმე­ლი ჩემი ნათ­ლი­ის ძმის­შვი­ლია. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც 2 თვის წინ სახ­ლი გა­დაწ­ვა, ეს სახ­ლი ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­და, და­ტო­ვა ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი, გა­დაწ­ვა სახ­ლი და წა­ვი­და. შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ა­კე­თა" - ამ­ბობს ერთ- ერთ მოკ­ლუ­ლის შვი­ლი.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

თუ ვალი ააღებინეს და არ უხდიდნენ ნორმალჯრად ამ კაცს და საქმიდანაც ჩახსნეს გაგიჟდებოდა საწყალი კაცი აბა რა იქნებოდა! მთლად 100% ით .ტყუანი არ იქნება ეს კაცი ამ დონემდე რომ მიიყვანეს

გიო
0

მიგვაჩვიეს და "გაგებით " ვეკიდებით მკვლელობებს, პედოფილიას, ნარკოტიკებით ვაჭრობას, ღირსების შეურაცხყოფას, სიწმინდეების შებღალვას, ფსევდო ღირებულებების პროპაგანდას, ფეისებით ცხოვრებას და ტიკ-ტოკებით ყელყელავს, სულიერი და ფიზიკური სიშიშვლით თავის მოწონებას...ჰოდა, აიზილა ერთმანეთში მსხვერპლი და მოძალადე, ადვოკატი და მოსამართლე, ახალგაზრდა და ძველგაზრდა, ბოღმა და სიძულვილი, f..k me და f..k you, ნამგალი და ურო, ცნობილები და უცნობები, ფული და სიყვარული, ნაცი და ქოცი, სინდისი და უსინდისობა, არაბია და კიაბია, თურქი და ინდუსი, ქალი და კაცი, არაკაცი და კაცზე მაგარი ქალი, პრადვინუტები და გოიმები, ვაკელები და გლდანელები, ყოფილი და არარსებული, მოდელები და არც მაინცდამაინც , ორ ბანაკად გაყოფილი მომხრე და მოწინააღმდეგე, ერი და ბერი, მედია და სოცქსელები, ლანძღვა და გინება, ფარისევლობა და სიმართლე, წყევლა და ლოცვა, შინაური და გარეული, მტერი და მოყვარე..... ქართველი „პოლიტიკოსები“ ერის დეგრადაციას ვერ ამჩნევენ და ერთმანეთს „შპილკავენ“ - კობახიძე ვაშაძეს ამუნათებს, ვაშაძე - ღარიბაშვილს, „ჰამქარისტი „ ელისაშვილი - ყველას ერთად და გამორჩეულად კალაძეს, კალაძე - ავტობუსებს...პარლამენტარები ბიზნესს კრიშავენ, ბიზნესი ხალხს ამათხოვრებს...

ყველაფერს დავალაგებთ, ყველაფერი კარგად იქნება!..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელმაც რუსთავში 4 ადამიანი მოკლა - "რამდენიმე კვირით ადრე მან სახლი გადაწვა, რომელიც ნაქირავები ჰქონდა"

ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელმაც რუსთავში 4 ადამიანი მოკლა - "რამდენიმე კვირით ადრე მან სახლი გადაწვა, რომელიც ნაქირავები ჰქონდა"

უმძიმესი დანაშაული მოხდა რუსთავში. ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. შემთხვევის შედეგად მოკლულია 4 პირი და დაჭრილია ერთი. დანაშაულში ბრალდებული 36 წლის გიორგი ორველაშვილია.

  • ბაზარში მომუშავეების განცხადებით, მამაკაცს, რომელმაც 4 ადამიანი მოკლა, ფსიქიკური პრობლემები აქვს. მათივე ინფორმაციით, დაკავებული ალკოჰოლს ხშირად მოიხმარდა.

როგორც ბაზარში მომუშავეები ამბობენ, მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავების მიერ დაკავებული ახალგაზრდა კაცი დაახლოებით, ორი თვის წინ, ბაზარში თავადაც მუშაობდა და ბიძას ეხმარებოდა. მათივე თქმით, დაკავებულს ფერმა ჰქონდა, ბიძა კი ხორცის გამყიდველი იყო.

ამასთან, ადგილზე მომუშავეები მოკლულ ტაქსის მძღოლზეც საუბრობენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, ტაქსის მძღოლი ბაზარში ხორცის საყიდლად შევიდა, რა დროსაც გასროლა განხორციელდა, ის მოკლულების დახმარებას შეეცადა, რა დროსაც ტყვია მასაც მოხვდა.

"ბიჭს ფერმა ჰქონდა და მოკლული ბიძა ხორცის გამყიდველია. ეს ბიჭი სვამდა ხოლმე. ტაქსის მძღოლი დილით ვნახე, მომესალმა, წავალ ხორცს ვიყიდი და მოვალო, მითხრა და მერე ეს ამბავი მოხდა“, - განაცხადა ბაზარში მომუშავემ.

ასევე ირკვევა, რომ ბრალდებულმა რამდენიმე კვირის წინ გადაწვა საცხოვრებელი სახლი, რომელიც ნაქირავები ჰქონდა. ამის შემდეგ ის მოათავსეს ფსიქიატრიულ კლინიკაში, თუმცა როდის დატოვა დაწესებულება, ჯერჯერობით უცნობია.

"თავდამსმხმელი ჩემი ნათლიის ძმისშვილია. ადამიანი, რომელმაც 2 თვის წინ სახლი გადაწვა, ეს სახლი ნაქირავები ჰქონდა, დატოვა ჩართული ყველაფერი, გადაწვა სახლი და წავიდა. შეგნებულად გააკეთა" - ამბობს ერთ- ერთ მოკლულის შვილი.

ნახეთ ასევე: