საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში დაბადებული, მოსკოვური სამხედრო განათლებით - ვინ არის ზალუჟნის შემცვლელი ოლექსანდრ სირსკი, რომელსაც რუსები ყასაბს უწოდებენ
რუსეთში დაბადებული, მოსკოვური სამხედრო განათლებით - ვინ არის ზალუჟნის შემცვლელი ოლექსანდრ სირსკი, რომელსაც რუსები ყასაბს უწოდებენ

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რი ვა­ლე­რი, ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და ის ოლექ­სან­დრ სირსკით ჩა­ა­ნაც­ვლა. სირსკი არის გე­ნე­რა­ლი, რო­მელ­მაც ბოლო 2 წე­ლი­წად­ში ზა­ლუ­ჟ­ნი­ზე არა­ნაკ­ლე­ბი დამ­სა­ხუ­რე­ბა მო­ი­პო­ვა.

გი­ამ­ბობთ, ვინ არის უკ­რა­ი­ნის ჯა­რის ახა­ლი მთა­ვარ­სარ­და­ლი და რა არის ცნო­ბი­ლი გე­ნე­რალ სირსკის შე­სა­ხებ:

  • ად­რე­უ­ლი წლე­ბი

ოლექ­სან­დრ სირსკი 1965 წლის 26 ივ­ლისს რუ­სე­თის ვლა­დი­მირსკის ოლ­ქში და­ი­ბა­და. 15 წლის ასაკ­ში უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და მას შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობს.

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში მან მოს­კო­ვის სა­ერ­თო სამ­ხედ­რო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ამ­თავ­რა. სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა 1986 წელს მო­ტომსრო­ლე­ლი ოცე­უ­ლის მე­თა­უ­რად და­ი­წყო.

1996 წელს უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის აკა­დე­მია ფრი­ად­ზე და­ას­რუ­ლა, ხოლო 2005 წელს უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის აკა­დე­მი­ის ოქ­როს მე­და­ლო­სა­ნი გახ­და. დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლის ახალ­გაზ­რდა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ სა­მე­თა­უ­რო ცენ­ტრში და­ა­საქ­მეს, სა­დაც ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და. ზუს­ტად იმ პე­რი­ოდ­ში უკ­რა­ი­ნის ჯა­რის ნა­ტოს სტან­დარ­ტებ­ზე გა­დას­ვლის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

  • ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცია/გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის ძა­ლე­ბი

რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში ჰიბ­რი­დუ­ლი შეჭ­რის დროს, სირსკი დონ­ბა­სის ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის შტა­ბის მე­თა­უ­რად და­ნიშ­ნეს. კერ­ძოდ, 2015 წლის ზამ­თარ­ში, დე­ბალ­ცე­ვოს ბრძო­ლა­ში, ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მე­თა­უ­რი იყო. ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მარ­თვა­ში უგ­ლე­გორსკის, სო­ფელ რედ­კო­დუ­ბი­სა და ლოგ­ვი­ნო­ვოს ბრძო­ლებ­ში.

დე­ბალ­ცე­ვოს პლაც­დარ­მის ბრძო­ლის­თვის სირსკიმ ბოგ­დან ხმელ­ნიც­კის მე­სა­მე ხა­რის­ხის ორ­დე­ნი და გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტის წო­დე­ბა მი­ი­ღო.

2016 წელს მარ­თავ­და უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ოპე­რა­ტი­ულ შტაბს, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნე­ლი ძა­ლე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბას ახ­დენ­და დონ­ბას­ში. 2017 წელს სირსკი აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნის ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის მე­თა­უ­რად და­ნიშ­ნეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს სამ­სა­ხუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის ძა­ლე­ბად გა­და­კეთ­და.

2019 წელს ოლექ­სან­დრ სირსკი უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ქვე­ი­თე­ბის მე­თა­უ­რად და­ნიშ­ნეს, ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2024 წლის 8 თე­ბერ­ვლამ­დე რჩე­ბო­და.

2020 წლის აგ­ვის­ტო­ში ის გე­ნე­რალ-პოლ­კოვ­ნი­კის წო­დე­ბამ­დე და­წი­ნა­ურ­და.

  • რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რა

სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან სირსკი კი­ე­ვის დაც­ვას მე­თა­უ­რობ­და. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ქა­ლა­ქის გარ­შე­მო დაც­ვის ორი წრე გა­კეთ­და, სექ­ტო­რე­ბად და­ი­ყო და ყვე­ლა სექ­ტორ­ზე მე­თა­უ­რე­ბი და­ნიშ­ნა. მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დე­და­ქა­ლა­ქის ირ­გვლივ რამ­დე­ნი­მე ხიდი და დამ­ბა აა­ფეთ­ქეს, რა­მაც რუ­სე­ბის კი­ევ­ში შეღ­წე­ვა კი­დევ უფრო გა­არ­თუ­ლა.

დე­და­ქა­ლა­ქის წარ­მა­ტე­ბუ­ლად დაც­ვის­თვის 2022 წლის 18 მარტს სირსკიმ ბოგ­დან ხმელ­ნიც­კის მე­ო­რე ხა­რის­ხის ორ­დე­ნი, ხოლო 5 აპ­რილს უკ­რა­ი­ნის გმი­რის ჯილ­დო მი­ი­ღო.

ამის შემ­დეგ აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნის ძა­ლებს მე­თა­უ­რობ­და, რომ­ლებ­მაც 2022 წლის ზა­ფხულ­ში ხარ­კო­ვი­დან რუ­სე­ბი გან­დევ­ნეს, შემ­დეგ კი ელ­ვი­სე­ბუ­რი კონ­ტრშე­ტე­ვა ჩა­ა­ტა­რეს, სა­დაც ოკუ­პა­ცი­უ­რი ძა­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უკან და­ხი­ეს.

2022 წლის შე­მოდ­გო­მი­დან 2023 წლის გა­ზა­ფხუ­ლამ­დე სირსკი სო­ლე­და­რი­სა და ბახ­მუ­ტის დაც­ვას მე­თა­უ­რობ­და. თუმ­ცა ორი­ვე ბრძო­ლა ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის "ვაგ­ნერ­მა“ მო­ი­გო.

2023 წლის ზა­ფხუ­ლი­დან ის ფრონ­ტის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ფლანგს გა­ნა­გებ­და - კუ­პი­ანსკის მი­მარ­თუ­ლე­ბის დაც­ვა­ზე პა­სუხს აგებ­და.

  • ოჯა­ხი

ოლექ­სან­დრ სირსკი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია თა­მა­რა ხარ­ჩენ­კო­ზე. მათ ორი ვაჟი - ან­ტო­ნი და ალექ­სან­დრე ჰყავთ.

  • რო­გორც მე­დია წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, უკ­რა­ი­ნის ჯარ­ში ბევ­რს არ გა­უ­ხარ­და ზა­ლუ­ჟ­ნის წას­ვლა და გე­ნე­რალ სირსკის და­ნიშ­ვნა. რო­გორც Financial Times წერს, პი­რად ჩა­თებ­ში ჯა­რის­კა­ცე­ბის ნა­წი­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამს. ისი­ნი თვლი­ან, რომ ზა­ლუ­ჟ­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სირსკი არ უფრთხილ­დე­ბა ჯა­რის­კა­ცე­ბის სი­ცო­ცხლეს. ერთ-ერთი უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო კი ღიად წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ში, რომ "სირსკის და­უ­დნო­ბე­ლი სწრაფ­ვა ტაქ­ტი­კუ­რი მიღ­წე­ვე­ბის­კენ ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნურ რე­სურსს ამ­ცი­რებს".

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გე­ნე­რალ სირსკის რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ყა­სა­ბი შე­არ­ქვეს.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

ნა­ხეთ ასე­ვე:

"ეს ღირ­სე­ბის სა­კი­თხია..." - რას ამ­ბობს უკ­რა­ი­ნელ­თა კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე კი­ე­ვის დაც­ვი­სა და ხარ­კო­ვის რე­გი­ონ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­ტე­ვის მე­თა­უ­რი ალექ­სან­დრე სირსკი?

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მასხარა
3

ხვიჩა ჰოდა თუ არაფერი აკავშირებს რუსეთტან როგორც შენ ბრძანებ--"ვერ დავიჯერებ-ო რომ ამ ტიპს დაბადების გარდა რაიმე არაკავშირებდეს მოსკოვთანო. ხოდა თუ არა აკავშირებს ზოგი პირიქით აკავშირებსო მოკლედ აიბლანდეთ რაღაც ქოცები შეთანხმდით ტროლებო, სირსკის კი თავი დაანებეთ მოღალატეები აგერ აქანა სხედან ვინც თქვენ ფულს გიხდით!

111
7

ამ ყლეს 2014 წელს დიბალცევოს ე/წ კატიოლი შეახსენეთ, როცა რუსეთმა ათეულ ათასობით ნაცისტებს დედა მოუტყნა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რუსეთში დაბადებული, მოსკოვური სამხედრო განათლებით - ვინ არის ზალუჟნის შემცვლელი ოლექსანდრ სირსკი, რომელსაც რუსები ყასაბს უწოდებენ

რუსეთში დაბადებული, მოსკოვური სამხედრო განათლებით - ვინ არის ზალუჟნის შემცვლელი ოლექსანდრ სირსკი, რომელსაც რუსები ყასაბს უწოდებენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სამხედრო ძალების მეთაური ვალერი, ვალერი ზალუჟნი გაათავისუფლა და ის ოლექსანდრ სირსკით ჩაანაცვლა. სირსკი არის გენერალი, რომელმაც ბოლო 2 წელიწადში ზალუჟნიზე არანაკლები დამსახურება მოიპოვა.

გიამბობთ, ვინ არის უკრაინის ჯარის ახალი მთავარსარდალი და რა არის ცნობილი გენერალ სირსკის შესახებ:

  • ადრეული წლები

ოლექსანდრ სირსკი 1965 წლის 26 ივლისს რუსეთის ვლადიმირსკის ოლქში დაიბადა. 15 წლის ასაკში უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად და მას შემდეგ უკრაინაში ცხოვრობს.

საბჭოთა კავშირის პერიოდში მან მოსკოვის საერთო სამხედრო უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა. სამხედრო კარიერა 1986 წელს მოტომსროლელი ოცეულის მეთაურად დაიწყო.

1996 წელს უკრაინის სამხედრო შეიარაღებული ძალების აკადემია ფრიადზე დაასრულა, ხოლო 2005 წელს უკრაინის თავდაცვის აკადემიის ოქროს მედალოსანი გახდა. დიდი პოტენციალის ახალგაზრდა შეიარაღებული ძალების მთავარ სამეთაურო ცენტრში დაასაქმეს, სადაც ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა. ზუსტად იმ პერიოდში უკრაინის ჯარის ნატოს სტანდარტებზე გადასვლის პროცესი მიმდინარეობდა.

  • ანტიტერორისტული ოპერაცია/გაერთიანებული ოპერაციის ძალები

რუსეთის უკრაინაში ჰიბრიდული შეჭრის დროს, სირსკი დონბასის ანტიტერორისტული ოპერაციების შტაბის მეთაურად დანიშნეს. კერძოდ, 2015 წლის ზამთარში, დებალცევოს ბრძოლაში, ის ერთ-ერთი მთავარი მეთაური იყო. ასევე მონაწილეობდა უკრაინელი ჯარისკაცების მართვაში უგლეგორსკის, სოფელ რედკოდუბისა და ლოგვინოვოს ბრძოლებში.

დებალცევოს პლაცდარმის ბრძოლისთვის სირსკიმ ბოგდან ხმელნიცკის მესამე ხარისხის ორდენი და გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიიღო.

2016 წელს მართავდა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ ოპერატიულ შტაბს, რომელიც უკრაინელი ძალების კოორდინირებას ახდენდა დონბასში. 2017 წელს სირსკი აღმოსავლეთ უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციების მეთაურად დანიშნეს, მოგვიანებით ეს სამსახური გაერთიანებული ოპერაციის ძალებად გადაკეთდა.

2019 წელს ოლექსანდრ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვეითების მეთაურად დანიშნეს, ამ თანამდებობაზე 2024 წლის 8 თებერვლამდე რჩებოდა.

2020 წლის აგვისტოში ის გენერალ-პოლკოვნიკის წოდებამდე დაწინაურდა.

  • რუსეთის უკრაინაში შეჭრა

სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველივე დღიდან სირსკი კიევის დაცვას მეთაურობდა. მისი ხელმძღვანელობით ქალაქის გარშემო დაცვის ორი წრე გაკეთდა, სექტორებად დაიყო და ყველა სექტორზე მეთაურები დანიშნა. მისი გადაწყვეტილებით, დედაქალაქის ირგვლივ რამდენიმე ხიდი და დამბა ააფეთქეს, რამაც რუსების კიევში შეღწევა კიდევ უფრო გაართულა.

დედაქალაქის წარმატებულად დაცვისთვის 2022 წლის 18 მარტს სირსკიმ ბოგდან ხმელნიცკის მეორე ხარისხის ორდენი, ხოლო 5 აპრილს უკრაინის გმირის ჯილდო მიიღო.

ამის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინის ძალებს მეთაურობდა, რომლებმაც 2022 წლის ზაფხულში ხარკოვიდან რუსები განდევნეს, შემდეგ კი ელვისებური კონტრშეტევა ჩაატარეს, სადაც ოკუპაციური ძალები მნიშვნელოვნად უკან დახიეს.

2022 წლის შემოდგომიდან 2023 წლის გაზაფხულამდე სირსკი სოლედარისა და ბახმუტის დაცვას მეთაურობდა. თუმცა ორივე ბრძოლა ევგენი პრიგოჟინის "ვაგნერმა“ მოიგო.

2023 წლის ზაფხულიდან ის ფრონტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფლანგს განაგებდა - კუპიანსკის მიმართულების დაცვაზე პასუხს აგებდა.

  • ოჯახი

ოლექსანდრ სირსკი დაქორწინებულია თამარა ხარჩენკოზე. მათ ორი ვაჟი - ანტონი და ალექსანდრე ჰყავთ.

  • როგორც მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, უკრაინის ჯარში ბევრს არ გაუხარდა ზალუჟნის წასვლა და გენერალ სირსკის დანიშვნა. როგორც Financial Times წერს, პირად ჩათებში ჯარისკაცების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს. ისინი თვლიან, რომ ზალუჟნისგან განსხვავებით, სირსკი არ უფრთხილდება ჯარისკაცების სიცოცხლეს. ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო კი ღიად წერს სოციალურ ქსელ X-ში, რომ "სირსკის დაუდნობელი სწრაფვა ტაქტიკური მიღწევებისკენ ძვირფას ადამიანურ რესურსს ამცირებს".

აღსანიშნავია, რომ გენერალ სირსკის რუსმა სამხედროებმა ყასაბი შეარქვეს.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე

ნახეთ ასევე:

"ეს ღირსების საკითხია..." - რას ამბობს უკრაინელთა კონტრშეტევაზე კიევის დაცვისა და ხარკოვის რეგიონში წარმატებული შეტევის მეთაური ალექსანდრე სირსკი?