თბილისის პირველ საჯარო ბაგა-ბაღში მასწავლებელმა მცირეწლოვან ბიჭს სცემა. მშობლებმა ფაქტის შესახებ ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგ გაიგეს, სადაც ჩანს, რომ აღმზრდელი ბავშვს ხელს რამდენჯერმე ურტყამს. შესაბამისი კადრები "TV პირველმა" გაავრცელა. კადრების გავრცელების შემდეგ, მასწავლებელმა სააღმზრდელო დაწესებულება საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
კომენტარისათვის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დავუკავშირდით, სადაც განგვიცხადეს:
"თბილისის N1 საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, ბაღის ადმინისტრაციისა და ბაღების მართვის სააგენტოს მხრიდან მოხდენილია სათანადო რეაგირება. განაგრძეთ კითხვა
მოძალადე უნდა დაისაჯოს. სამაგალითოდ ისე რომ შემდგომში ვერავინ გაბედოს.
რა თქმა უნდა, ბავშვს და თანაც სხვის შვილს როგორ უნდა შეეხო, მაგრამ ზოგიერთი ისეთი გაუზრდელი მოდის სახლიდან, სიტყვით ვერაფერს შეასმენ, ასეთი ბავშვის მშობლის მიმართაც რაღაც მეთოდები უნდა იყოს დასაშვები, ყველაფრის პედაგოგზე გადაბრალებაც არაა გამოსავალი.