სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაღდათში მეწყერი განვითარდა მყისიერად, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო ამ მოვლენის თავიდან აცილება" - გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი
"ბაღდათში მეწყერი განვითარდა მყისიერად, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო ამ მოვლენის თავიდან აცილება" - გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­როს­მა, ვა­სილ გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­მა ღრმა მწუ­ხა­რე­ბა გა­მო­ხა­ტა ბაღ­დათ­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ოჯა­ხებს მი­უ­სამ­ძიმ­რა.

სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის გან­ცხა­დე­ბით, გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­დან გე­ო­ლო­გე­ბის რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი მუ­შა­ობს და მიმ­დი­ნა­რე­ობს დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლა, პო­ტენ­ცი­უ­რი საფრ­თხე­ე­ბის ანა­ლი­ზი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ხომ არ არ­სე­ბობს კი­დევ რა­ი­მე და­მა­ტე­ბი­თი სა­შიშ­რო­ე­ბა.

მისი თქმით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო დე­ტა­ლურ დას­კვნას გა­ავ­რცე­ლებს.

"რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ვე­ლად მო­ნა­ცე­მებს, რო­გორც ცნო­ბი­ლია, წუ­ხელ ღა­მით გან­ვი­თარ­და ქვეზ­ვა­ვუ­რი ტი­პის მე­წყე­რი, რომ­ლის შე­დე­გა­დაც, და­ახ­ლო­ე­ბით, 150 000 კუ­ბუ­რი მეტ­რის მასა ჩა­მო­ი­შა­ლა კლდი­დან, რა­მაც მო­ახ­დი­ნა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის დან­გრე­ვა და და­ზი­ა­ნე­ბა. მე­წყე­რი გან­ვი­თარ­და მყი­სი­ე­რად, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ამ მოვ­ლე­ნის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ვა­სი­კო გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­მა.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის გან­მარ­ტე­ბით, კლი­მა­ტურ ცვლი­ლე­ბებ­თან ერ­თად, საკ­მა­ოდ გახ­შირ­და სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­გორც მთელს მსოფ­ლი­ო­ში, ისე სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"ჩვენ ყო­ველ­წლი­უ­რად ვა­კე­თებთ საფრ­თხე­ე­ბის შე­ფა­სე­ბას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით. აღ­ვნიშ­ნავთ პო­ტენ­ცი­ურ საფრ­თხე­ებს გე­ო­ლო­გი­ის, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევ­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში და რამ­დე­ნი­მე ათე­ულ ათასს აღე­მა­ტე­ბა. კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, უშუ­ა­ლოდ ეს ფერ­დო­ბი არ ყო­ფი­ლა შე­ფა­სე­ბუ­ლი. სო­ფელ­ში უამ­რა­ვი ფერ­დო­ბი არ­სე­ბობს. საფრ­თხე­ე­ბი შე­ფა­სე­ბუ­ლი გვაქვს მთლი­ა­ნი სოფ­ლის მას­შტა­ბით. მომ­ზა­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში თქვენ ნა­ხავთ სხვა სოფ­ლებ­საც; ბუ­ნებ­რი­ვია, რის­კე­ბი არ­სე­ბობს და გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო უცხო­ელ ექ­სპერტთან ერ­თად აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს, რომ უფრო მეტი დე­ტა­ლი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნოს. სოფ­ლის დაც­ლის რე­კო­მენ­და­ცია არ ყო­ფი­ლა გა­ცე­მუ­ლი, იმი­ტომ რომ ასე­თი ტი­პის რე­კო­მენ­და­ცი­ას სჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბი, და­მა­ტე­ბი­თი საფრ­თხის შე­ფა­სე­ბა. სა­ა­გენ­ტო აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ შევ­ძლოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვახ­დი­ნოთ მე­წყრუ­ლად აქ­ტი­უ­რი უბ­ნე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რია ეს პრო­ცე­სე­ბი, საკ­მა­ოდ გახ­შირ­და ეს მოვ­ლე­ნე­ბი და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებ­თან ერ­თად იზ­რდე­ბა რის­კე­ბი, საკ­მა­ოდ რთუ­ლია ყვე­ლა კონ­კრე­ტუ­ლი ლო­კა­ცი­ის შეს­წავ­ლა“, - აღ­ნიშ­ნა ვა­სილ გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­მა.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბით, კონ­კრე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცია კონ­კრე­ტულ მე­წყერ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ მომ­ზა­დე­ბუ­ლა.

"პო­ტენ­ცი­ურ მე­წყრებს და საფრ­თხე­ებს სჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვა, და­მა­ტე­ბი­თი შეს­წავ­ლა იმი­სათ­ვის, რომ დად­გინ­დეს, რა რის­კე­ბი ახ­ლავს ამ საფრ­თხე­ებს; არ არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ო­ში სის­ტე­მა, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს, ზუს­ტად რო­დის, რა ლო­კა­ცი­ა­ზე გან­ვი­თარ­დე­ბა მე­წყე­რი. და­მა­ტე­ბით კვლე­ვებ­ში ვგუ­ლის­ხმობ თი­თო­ე­უ­ლი პო­ტენ­ცი­უ­რად მე­წყრულ არე­ა­ლის და­მა­ტე­ბით ანა­ლიზს იმის­თვის, რომ მო­ვახ­დი­ნოთ რის­კის შე­ფა­სე­ბა, თუმ­ცა, ესეც არ აზღვევს რისკს ბო­ლომ­დე. სამ­წუ­ხა­როდ, სტი­ქი­ას­თან ბრძო­ლა­ში უძ­ლუ­რე­ბი ვართ. ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ასე­თი რის­კე­ბი და­ვა­ზღვი­ოთ, რაც ძა­ლი­ან რთუ­ლია და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლიც“, - გა­ნა­ცხა­და ვა­სილ გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­მა.

რო­გორც სა­ა­გენ­ტოს უფ­როს­მა აღ­ნიშ­ნა, კონ­კრე­ტუ­ლად რა­ი­მე გან­ცხა­დე­ბა, შე­ტყო­ბი­ნე­ბა ოჯა­ხე­ბი­დან არ ყო­ფი­ლა შე­მო­სუ­ლი, არ­სე­ბობ­და მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც ქვა­თაც­ვე­ნას უკავ­შირ­დე­ბო­და. მისი თქმით, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კეთ­და დას­კვნა, გა­ი­ცა რე­კო­მენ­და­ცია, რო­მე­ლიც არის მიმ­დე­ბა­რე და არ უკავ­შირ­დე­ბა ამ ფერდს.

ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ბაღდათში მეწყერი განვითარდა მყისიერად, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო ამ მოვლენის თავიდან აცილება" - გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი

"ბაღდათში მეწყერი განვითარდა მყისიერად, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო ამ მოვლენის თავიდან აცილება" - გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა ღრმა მწუხარება გამოხატა ბაღდათში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.

სააგენტოს უფროსის განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტოდან გეოლოგების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს და მიმდინარეობს დეტალური შესწავლა, პოტენციური საფრთხეების ანალიზი იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არსებობს კიდევ რაიმე დამატებითი საშიშროება.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში გარემოს ეროვნული სააგენტო დეტალურ დასკვნას გაავრცელებს.

"რაც შეეხება პირველად მონაცემებს, როგორც ცნობილია, წუხელ ღამით განვითარდა ქვეზვავური ტიპის მეწყერი, რომლის შედეგადაც, დაახლოებით, 150 000 კუბური მეტრის მასა ჩამოიშალა კლდიდან, რამაც მოახდინა საცხოვრებელი სახლების დანგრევა და დაზიანება. მეწყერი განვითარდა მყისიერად, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო ამ მოვლენის თავიდან აცილება“, - განაცხადა ვასიკო გედევანიშვილმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის განმარტებით, კლიმატურ ცვლილებებთან ერთად, საკმაოდ გახშირდა სტიქიური მოვლენები, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე საქართველოში.

"ჩვენ ყოველწლიურად ვაკეთებთ საფრთხეების შეფასებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღვნიშნავთ პოტენციურ საფრთხეებს გეოლოგიის, რომელიც სამწუხაროდ, ძალიან ბევრია საქართველოში და რამდენიმე ათეულ ათასს აღემატება. კონკრეტულ შემთხვევაში, უშუალოდ ეს ფერდობი არ ყოფილა შეფასებული. სოფელში უამრავი ფერდობი არსებობს. საფრთხეები შეფასებული გვაქვს მთლიანი სოფლის მასშტაბით. მომზადებულ ინფორმაციაში თქვენ ნახავთ სხვა სოფლებსაც; ბუნებრივია, რისკები არსებობს და გარემოს ეროვნული სააგენტო უცხოელ ექსპერტთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ უფრო მეტი დეტალიზაცია მოახდინოს. სოფლის დაცლის რეკომენდაცია არ ყოფილა გაცემული, იმიტომ რომ ასეთი ტიპის რეკომენდაციას სჭირდება დამატებითი კვლევები, დამატებითი საფრთხის შეფასება. სააგენტო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, რომ შევძლოთ მაქსიმალურად მოვახდინოთ მეწყრულად აქტიური უბნების იდენტიფიცირება. გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ მასშტაბურია ეს პროცესები, საკმაოდ გახშირდა ეს მოვლენები და კლიმატის ცვლილებებთან ერთად იზრდება რისკები, საკმაოდ რთულია ყველა კონკრეტული ლოკაციის შესწავლა“, - აღნიშნა ვასილ გედევანიშვილმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, კონკრეტული რეკომენდაცია კონკრეტულ მეწყერთან დაკავშირებით არ მომზადებულა.

"პოტენციურ მეწყრებს და საფრთხეებს სჭირდება დამატებითი კვლევა, დამატებითი შესწავლა იმისათვის, რომ დადგინდეს, რა რისკები ახლავს ამ საფრთხეებს; არ არსებობს მსოფლიოში სისტემა, რომელიც განსაზღვრავს, ზუსტად როდის, რა ლოკაციაზე განვითარდება მეწყერი. დამატებით კვლევებში ვგულისხმობ თითოეული პოტენციურად მეწყრულ არეალის დამატებით ანალიზს იმისთვის, რომ მოვახდინოთ რისკის შეფასება, თუმცა, ესეც არ აზღვევს რისკს ბოლომდე. სამწუხაროდ, სტიქიასთან ბრძოლაში უძლურები ვართ. ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი რისკები დავაზღვიოთ, რაც ძალიან რთულია და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც“, - განაცხადა ვასილ გედევანიშვილმა.

როგორც სააგენტოს უფროსმა აღნიშნა, კონკრეტულად რაიმე განცხადება, შეტყობინება ოჯახებიდან არ ყოფილა შემოსული, არსებობდა მხოლოდ ერთადერთი განცხადება, რომელიც ქვათაცვენას უკავშირდებოდა. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით გაკეთდა დასკვნა, გაიცა რეკომენდაცია, რომელიც არის მიმდებარე და არ უკავშირდება ამ ფერდს.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.