კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისეთი ბავშვები იყვნენ, მაგათით მიხაროდა სკოლაში შესვლა..." - ნაპოვნია მამისა და მისი სამი შვილის ცხედრები: ნერგეეთის უდიდესი ტრაგედია
"ისეთი ბავშვები იყვნენ, მაგათით მიხაროდა სკოლაში შესვლა..." - ნაპოვნია მამისა და მისი სამი შვილის ცხედრები: ნერგეეთის უდიდესი ტრაგედია

წუ­ხელ, გვი­ან ღა­მით, ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სა­ზა­რე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. მე­წყრის ჩა­მო­წო­ლის შე­დე­გად, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ღუ­პუ­ლია 8 ადა­მი­ა­ნი. კი­დევ ერთს კი მაშ­ვე­ლე­ბი ამ დრომ­დე ეძე­ბენ.

სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში სტი­ქი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის არი­ან რო­ბა­ქი­ძე­ე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მაშ­ვე­ლებ­მა მა­მი­სა და მისი სამი შვი­ლის - უფ­რო­სი ვა­ჟი­სა და ტყუ­პი გო­გო­ნე­ბის ცხედ­რე­ბი იპო­ვეს.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა­ზე მე­ტად მათი სახ­ლი და­ზი­ან­და. რო­გორც ბავ­შვე­ბის პე­და­გო­გი გვიყ­ვე­ბა, ეზო სრუ­ლად გას­წო­რე­ბუ­ლი იყო, სახ­ლის სა­ხუ­რა­ვი კი მე­წყერ­მა მდი­ნა­რის მე­ო­რე მხა­რეს გა­და­ის­რო­ლა.

იმ ღა­მეს სახ­ლში გია რო­ბა­ქი­ძე და მისი შვი­ლე­ბი - ტყუ­პი დები, ანა და ქეთი და ძმა, და­ვი­თი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, დედა წლე­ბია, რაც სა­ზღვარ­გა­რეთ ემიგ­რა­ცი­ა­შია.

დათო რო­ბა­ქი­ძე

ანა და ქეთი მე­ცხრე კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ვნენ, და­ვი­თი მე­თერ­თმე­ტე კლა­სის მოს­წავ­ლე იყო. რო­გორც ბავ­შვე­ბის პე­და­გო­გი გვიყ­ვე­ბა, დედა ხში­რად ურე­კავ­და მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­და და შვი­ლე­ბის შე­სა­ხებ ყო­ველ­თვის კი­თხუ­ლობ­და ამ­ბებს.

ანა და ქეთი რო­ბა­ქი­ძე­ე­ბი

"მე­ხუ­თე კლას­ში იყ­ვნენ გო­გო­ნე­ბი, იტა­ლი­ა­ში რომ წა­ვი­და, მე­ზობ­ლე­ბი ვართ და ხში­რად მწერ­და ხოლ­მე. მათი სახ­ლის სა­ხუ­რა­ვი მდი­ნა­რის მე­ო­რე ნა­პირ­ზე გდია. გას­წო­რე­ბუ­ლია მა­გა­თი ეზო მი­წას­თან. ისე­თი კარ­გი ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ, მა­გა­თით მი­ხა­რო­და სკო­ლა­ში შეს­ვლა.“ - ამ­ბობს ხა­თუ­ნა ხი­ზა­ნე­იშ­ვი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბის პე­და­გო­გი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნერ­გე­ეთ­ში მე­წყრის სი­მაღ­ლე 30 მეტ­რია, მე­წყრუ­ლი მა­სის სა­ო­რი­ენ­ტა­ციო მო­ცუ­ლო­ბა კი 150 000 მ3-ს შე­ად­გენს. მი­წის მასა ჩა­მოშ­ლი­ლია გზის და­ახ­ლო­ე­ბით 200-მეტ­რი­ან მო­ნაკ­ვეთ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.....
0

ვაიმეე,როგორ მეცოდებით .

დავით
19

ივანიშვილი ხომ გამდიდრდა

ესაა დასკვნა და ყველაფერი

ჩვენ არა ვართ ერი!!!!!!

და ეს არც 21 საუკუნეში!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ისეთი ბავშვები იყვნენ, მაგათით მიხაროდა სკოლაში შესვლა..." - ნაპოვნია მამისა და მისი სამი შვილის ცხედრები: ნერგეეთის უდიდესი ტრაგედია

"ისეთი ბავშვები იყვნენ, მაგათით მიხაროდა სკოლაში შესვლა..." - ნაპოვნია მამისა და მისი სამი შვილის ცხედრები: ნერგეეთის უდიდესი ტრაგედია

წუხელ, გვიან ღამით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში საზარელი ტრაგედია დატრიალდა. მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 8 ადამიანი. კიდევ ერთს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

სოფელ ნერგეეთში სტიქიის დროს გარდაცვლილებს შორის არიან რობაქიძეების ოჯახის წევრები, მაშველებმა მამისა და მისი სამი შვილის - უფროსი ვაჟისა და ტყუპი გოგონების ცხედრები იპოვეს.

ჩვენი ინფორმაციით, ყველაზე მეტად მათი სახლი დაზიანდა. როგორც ბავშვების პედაგოგი გვიყვება, ეზო სრულად გასწორებული იყო, სახლის სახურავი კი მეწყერმა მდინარის მეორე მხარეს გადაისროლა.

იმ ღამეს სახლში გია რობაქიძე და მისი შვილები - ტყუპი დები, ანა და ქეთი და ძმა, დავითი იმყოფებოდნენ, დედა წლებია, რაც საზღვარგარეთ ემიგრაციაშია.

დათო რობაქიძე

ანა და ქეთი მეცხრე კლასის მოსწავლეები იყვნენ, დავითი მეთერთმეტე კლასის მოსწავლე იყო. როგორც ბავშვების პედაგოგი გვიყვება, დედა ხშირად ურეკავდა მასწავლებელს, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა და შვილების შესახებ ყოველთვის კითხულობდა ამბებს.

ანა და ქეთი რობაქიძეები

"მეხუთე კლასში იყვნენ გოგონები, იტალიაში რომ წავიდა, მეზობლები ვართ და ხშირად მწერდა ხოლმე. მათი სახლის სახურავი მდინარის მეორე ნაპირზე გდია. გასწორებულია მაგათი ეზო მიწასთან. ისეთი კარგი ბავშვები იყვნენ, მაგათით მიხაროდა სკოლაში შესვლა.“ - ამბობს ხათუნა ხიზანეიშვილი, გარდაცვლილი ბავშვების პედაგოგი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყრის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე.