მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაღდათის სოფლებში მეწყერს გარემოს ეროვნული სააგენტო ჯერ კიდევ 2022 წელს პროგნოზირებდა - რა დოკუმენტს აქვეყნებს "რადიო თავისუფლება"?
ბაღდათის სოფლებში მეწყერს გარემოს ეროვნული სააგენტო ჯერ კიდევ 2022 წელს პროგნოზირებდა - რა დოკუმენტს აქვეყნებს "რადიო თავისუფლება"?

ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში მე­წყრულ პრო­ცე­სებს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ჯერ კი­დევ 2022 წელს პროგ­ნო­ზი­რებ­და. ამის შე­სა­ხებ გე­ო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ბი­უ­ლე­ტენ­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც 2023 წელს არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი და მო­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლო­ში 2022 წლის სტი­ქი­უ­რი გე­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის შე­დე­გებს და 2023 წლის პროგ­ნო­ზებს. დო­კუ­მენტს "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა" ავ­რცე­ლებს.

იუ­ლე­ტინ­ში და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია ბა­ღა­თის რა­ი­ო­ნის რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი და მათ შო­რის ნერ­გე­ე­თი, სა­დაც გამ­თე­ნი­ი­სას მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი გან­ვი­თარ­და. ასე­ვე სოფ­ლე­ბი ობჩა, დიმი, წი­ლე­თხე­ვი, ფერ­სა­თი, შუ­ბა­ნი და ზე­გა­ნი... ამა­ვე დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ასე­ვე მო­სა­ლოდ­ნე­ლია ქვა­თაც­ვე­ნე­ბის და ნა­პირ­გა­რე­ცხვი­თი პრო­ცე­სე­ბის წარ­მოქ­მნა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ბაღ­და­თი-ზე­კა­რის მშე­ნე­ბა­რე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გას­წვრივ, მდ. ხა­ნის­წყლის და მისი შე­ნა­კა­დე­ბის ხე­ო­ბებ­ში გა­მა­ვა­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის გას­წვრივ... ვრცლად წა­ი­კი­თხეთ "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" გვერ­დზე

ცნო­ბის­თვის, გამ­თე­ნი­ი­სას ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა. მი­წის მა­სამ 4 სახ­ლი მო­ყო­ლა. მაშ­ვე­ლებ­მა ამ დრო­ის­თვის ოთხი ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვეს. მიმ­დი­ნა­რე­ობს 5 ადა­მი­ა­ნის ძებ­ნა-შვე­ლის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

იმე­რეთ­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის, ზვი­ად შა­ლამ­ბე­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­წის მა­სის ქვეშ არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბიც არი­ან მო­ყო­ლი­ლი. მი­სი­ვე ცნო­ბით, მი­წის მა­სის ქვეშ მო­ყო­ლილ­თა შო­რის არის მამა და მისი სამი შვი­ლი. შა­ლამ­ბე­რი­ძის თქმით, სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი მეტ­რი მი­წაა ჩა­მო­სუ­ლი და გზა 200 მეტ­რის სიგ­რძე­ზეა გა­და­კე­ტი­ლი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Lou
0

რაჭასაც პროგნოზირებდნენ

არსენა
6

რა მერე რომ პროგნოზირებდნენ შოეცვალა რამე ? გააკეთეს რამე ან გასამაგრბელი სამუშაო? ეხა იტყვიან გამოძოება იქნება მარა არავის არ დაიჭერენ რეალურად უ და გადააყენო დმერრ გამოძიება და თუ დასაჭერია დაიჭირო მარა უკვე ფანტასტიკაში გადავდივართ ერთმანეთს ხომ არ დაიჭერენ?! 😂😂😂😂არჩევნებში ხმები დააკლდებათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ბაღდათის სოფლებში მეწყერს გარემოს ეროვნული სააგენტო ჯერ კიდევ 2022 წელს პროგნოზირებდა - რა დოკუმენტს აქვეყნებს "რადიო თავისუფლება"?

ბაღდათის სოფლებში მეწყერს გარემოს ეროვნული სააგენტო ჯერ კიდევ 2022 წელს პროგნოზირებდა - რა დოკუმენტს აქვეყნებს "რადიო თავისუფლება"?

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყრულ პროცესებს გარემოს ეროვნული სააგენტო ჯერ კიდევ 2022 წელს პროგნოზირებდა. ამის შესახებ გეოლოგიის დეპარტამენტის ბიულეტენშია ნათქვამი, რომელიც 2023 წელს არის მომზადებული და მოიცავს საქართველოში 2022 წლის სტიქიური გეოლოგიური პროცესების შედეგებს და 2023 წლის პროგნოზებს. დოკუმენტს "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

იულეტინში დასახელებულია ბაღათის რაიონის რამდენიმე სოფელი და მათ შორის ნერგეეთი, სადაც გამთენიისას მეწყრული პროცესები განვითარდა. ასევე სოფლები ობჩა, დიმი, წილეთხევი, ფერსათი, შუბანი და ზეგანი... ამავე დოკუმენტის თანახმად, ასევე მოსალოდნელია ქვათაცვენების და ნაპირგარეცხვითი პროცესების წარმოქმნა-გააქტიურება ბაღდათი-ზეკარის მშენებარე საავტომობილო გზის გასწვრივ, მდ. ხანისწყლის და მისი შენაკადების ხეობებში გამავალი საავტომობილო გზების გასწვრივ... ვრცლად წაიკითხეთ "რადიო თავისუფლების" გვერდზე

ცნობისთვის, გამთენიისას ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასამ 4 სახლი მოყოლა. მაშველებმა ამ დროისთვის ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მიმდინარეობს 5 ადამიანის ძებნა-შველის სამუშაოები. ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, მიწის მასის ქვეშ არასრულწლოვანი ბავშვებიც არიან მოყოლილი. მისივე ცნობით, მიწის მასის ქვეშ მოყოლილთა შორის არის მამა და მისი სამი შვილი. შალამბერიძის თქმით, სოფელ ნერგეეთში რამდენიმე მილიონი კუბური მეტრი მიწაა ჩამოსული და გზა 200 მეტრის სიგრძეზეა გადაკეტილი.

წაიკითხეთ ასევე: