მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაღდათში მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა: ადგილზე ნაპოვნია 3 ცხედარი - ეძებენ კიდევ 6 ადამიანს
ბაღდათში მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა: ადგილზე ნაპოვნია 3 ცხედარი - ეძებენ კიდევ 6 ადამიანს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გეთ­ში, სა­დაც მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა, 3 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რია ნა­პოვ­ნი. სტი­ქი­ის შე­სა­ხებ უწყე­ბა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს 6 პი­რის სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

"იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში მო­სუ­ლი უხვი ნა­ლე­ქის გამო, ჩა­მო­წო­ლი­ლია მე­წყე­რი, რის შე­დე­გა­დაც მი­წის მა­სა­ში მო­ყო­ლი­ლია 4 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი. ად­გილ­ზე უკვე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი, სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ.

ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გეთ­ში, მაშ­ვე­ლე­ბის მიერ ძებ­ნა-შვე­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ამ დრო­ის­თვის, გა­დარ­ჩე­ნი­ლი და უსაფრ­თხო ად­გილ­ზე გა­დაყ­ვა­ნი­ლია 1 მო­ქა­ლა­ქე, ნა­პოვ­ნია 3 ცხე­და­რი, ძებ­ნა-შვე­ლის სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა 6 პი­რის მი­მართ.

სტი­ქი­ის ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი თე­მურ მღებ­რიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ხელ­მძღვა­ნე­ლობს მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებს.

სტი­ქი­ის ად­გი­ლებ­ზე იმ­ყო­ფე­ბა 200-ზე მეტი მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კა, დრო­ნე­ბი, კი­ნო­ლოგ­თა ჯგუ­ფი და აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მუ­შა­ო­ე­ბი".

რო­გორც ერთ-ერთი ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი აცხა­დებს, შემ­თხვე­ვა ღა­მით მოხ­და, გა­მოს­წრე­ბა ვე­რა­ვინ მო­ას­წრო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იქ მყოფ­თა შო­როს რამ­დე­ნი­მე არას­რულ­წლო­ვა­ნია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
p.s.
10

გადადგეს ეს მთავრობა რო აღარ იქნას ბუნებრივი კატაკლიზმები..

p.s.
10

აი ეს მთავრობა რაც მოვიდნენ მეწყერის მეტი არაფერი მოდის...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ბაღდათში მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა: ადგილზე ნაპოვნია 3 ცხედარი - ეძებენ კიდევ 6 ადამიანს

ბაღდათში მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა: ადგილზე ნაპოვნია 3 ცხედარი - ეძებენ კიდევ 6 ადამიანს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, 3 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. სტიქიის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.

მათივე განმარტებით, მიმდინარეობს 6 პირის საძიებო სამუშაოები.

"იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ჩამოწოლილია მეწყერი, რის შედეგადაც მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 მოქალაქე, ნაპოვნია 3 ცხედარი, ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 6 პირის მიმართ.

სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს მიმდინარე სამუშაოებს.

სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები".

როგორც ერთ-ერთი ოჯახის ახლობელი აცხადებს, შემთხვევა ღამით მოხდა, გამოსწრება ვერავინ მოასწრო. არსებული ინფორმაციით, იქ მყოფთა შოროს რამდენიმე არასრულწლოვანია.