მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნის გამო, ბექა ვარდოსანიძის ბინასა და ავტოფარეხში ჩხრეკა ჩატარდა - რას აცხადებენ სუს-ში?
ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნის გამო, ბექა ვარდოსანიძის ბინასა და ავტოფარეხში ჩხრეკა ჩატარდა - რას აცხადებენ სუს-ში?

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში ტე­რო­რიზ­მის შე­სა­ხებ ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბის ფაქ­ტზე სსკ-ის 331-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი გან­ჩი­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე კონ­ტრტე­რო­რის­ტულ­მა ცენ­ტრმა ბექა ვარ­დო­სა­ნი­ძის პი­რა­დი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნი­სა და ავ­ტო­ფა­რე­ხის ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

  • მა­თი­ვე ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში ბექა ვარ­დო­სა­ნი­ძე მოწ­მის სა­ხით გა­მო­ი­კი­თხე­ბა.

"კომ­პლექ­სუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით დგინ­დე­ბა, რომ დრო­ის გარ­კვე­უ­ლი ინ­ტერ­ვა­ლით, კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტი­დან, სხვა­დას­ხვა უწყე­ბა­ში გა­იგ­ზავ­ნა ტე­რო­რის­ტუ­ლი ში­ნა­არ­სის მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო აფეთ­ქე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, ასე­ვე, ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ ოფი­ცი­ა­ლურ მე­ილ­ზე აღ­ნიშ­ნულ­მა მომ­ხმა­რე­ბელ­მა გაგ­ზავ­ნა ტე­რო­რის­ტუ­ლი ში­ნა­არ­სის მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა. ტექ­სტში მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, რომ კლუბ­ში „ბა­სი­ა­ნი“, ბარ­ში „რა­ტის ბარ­ში“ და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გან­თავ­სე­ბულ სცე­ნა­ზე, ასე­ვე მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­სა და სხვა­დას­ხვა ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი იყო ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კე­ბის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი ტექ­ნი­კა, რა­ზეც ჩა­ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი მოქ­მე­დე­ბე­ბი და სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვე­ბი. საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა.

ბექა ვარ­დო­სა­ნი­ძე სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში მოწ­მის სა­ხით გა­მო­ი­კი­თხე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალეკო
3

ნაცი-ქოცი რამ გაყო?სიამის ტყუპებივით არიან

khj
11

მიდით ოცნება გაახარეთ ნაცები! ხარაკირი დაგეწყოთ დიდი ხანია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნის გამო, ბექა ვარდოსანიძის ბინასა და ავტოფარეხში ჩხრეკა ჩატარდა - რას აცხადებენ სუს-ში?

ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნის გამო, ბექა ვარდოსანიძის ბინასა და ავტოფარეხში ჩხრეკა ჩატარდა - რას აცხადებენ სუს-ში?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის პირადი, საცხოვრებელი ბინისა და ავტოფარეხის ჩხრეკა ჩაატარა.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

  • მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბექა ვარდოსანიძე მოწმის სახით გამოიკითხება.

"კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით, კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ მეილზე აღნიშნულმა მომხმარებელმა გაგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება. ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბში „ბასიანი“, ბარში „რატის ბარში“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენაზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები.

ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ტექნიკა, რაზეც ჩატარდება შესაბამისი მოქმედებები და საექსპერტო კვლევები. საქმეზე გრძელდება გამოძიება.

ბექა ვარდოსანიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით გამოიკითხება.