საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაიცვალა ცნობილი ბრაზილიელი მსახიობი, ლეგენდარული სერიალის "კლონის" ვარსკვლავი ჟანდირა მარტინი
გარდაიცვალა ცნობილი ბრაზილიელი მსახიობი, ლეგენდარული სერიალის "კლონის" ვარსკვლავი ჟანდირა მარტინი

78 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ბრა­ზი­ლი­ე­ლი სცე­ნა­რის­ტი, რე­ჟი­სო­რი, პრო­დი­უ­სე­რი და მსა­ხი­ო­ბი ჟან­დი­რა მარ­ტი­ნი. ის ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის ცნო­ბი­ლია ზო­რა­ი­დეს რო­ლით ლე­გენ­და­რუ­ლი სე­რი­ა­ლი­დან "კლო­ნი", .

"მან დღეს დაგვტო­ვა, ჩემი მა­რა­დი­უ­ლი ზო­რა­ი­დე, იმ­ხე­ლა პრი­ვი­ლე­გია იყო შენ­თან მუ­შა­ო­ბა", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში TV Globo-ს სცე­ნა­რის­ტი გლო­რია პე­რე­სი.

ის ბრა­ზი­ლი­ის ქა­ლაქ სან­ტოს­ში და­ი­ბა­და. ახალ­გაზ­რდო­ბა­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო თე­ატ­რში თა­მა­შით, რა­მაც სა­მუ­და­მოდ გან­სა­ზღვრა მისი მო­მა­ვა­ლი. სან პა­უ­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლის შემ­დეგ, თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, დრა­მის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რი­ცხა.

თავ­და­პირ­ვე­ლად ცნო­ბი­ლი გახ­და რო­გორც მწე­რა­ლი, ნი­ჭი­ე­რი სცე­ნა­რის­ტი და დრა­მა­ტურ­გი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში რე­ჟი­სუ­რას და­ე­უფ­ლა. ის არ ოც­ნე­ბობ­და დი­დე­ბა­ზე.

ჟან­დი­რას, რო­გორც კინო მსა­ხი­ო­ბის დე­ბი­უ­ტი 1977 წელს შედ­გა, რო­დე­საც ითა­მა­შა ფილმში "Será Que Ela Agüenta?". ამის შემ­დეგ, ოც წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, პე­რი­ო­დუ­ლად ჩნდე­ბო­და ეკ­რან­ზე. ძი­რი­თა­დად მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან რო­ლებს თა­მა­შობ­და. ის სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ანი­ჭებ­და და რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, არც თუ ისე ცნო­ბი­ლი იყო, სა­ნამ სე­რი­ალ "კლონ­ში“ არ ითა­მა­შა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

გარდაიცვალა ცნობილი ბრაზილიელი მსახიობი, ლეგენდარული სერიალის "კლონის" ვარსკვლავი ჟანდირა მარტინი

გარდაიცვალა ცნობილი ბრაზილიელი მსახიობი, ლეგენდარული სერიალის "კლონის" ვარსკვლავი ჟანდირა მარტინი

78 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრაზილიელი სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი და მსახიობი ჟანდირა მარტინი. ის ქართველი მაყურებლისთვის ცნობილია ზორაიდეს როლით ლეგენდარული სერიალიდან "კლონი", .

"მან დღეს დაგვტოვა, ჩემი მარადიული ზორაიდე, იმხელა პრივილეგია იყო შენთან მუშაობა", - წერს სოციალურ ქსელში TV Globo-ს სცენარისტი გლორია პერესი.

ის ბრაზილიის ქალაქ სანტოსში დაიბადა. ახალგაზრდობაში დაინტერესებული იყო თეატრში თამაშით, რამაც სამუდამოდ განსაზღვრა მისი მომავალი. სან პაულოში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, თეატრალურ უნივერსიტეტში, დრამის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

თავდაპირველად ცნობილი გახდა როგორც მწერალი, ნიჭიერი სცენარისტი და დრამატურგი. დროთა განმავლობაში რეჟისურას დაეუფლა. ის არ ოცნებობდა დიდებაზე.

ჟანდირას, როგორც კინო მსახიობის დებიუტი 1977 წელს შედგა, როდესაც ითამაშა ფილმში "Será Que Ela Agüenta?". ამის შემდეგ, ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პერიოდულად ჩნდებოდა ეკრანზე. ძირითადად მეორეხარისხოვან როლებს თამაშობდა. ის სამსახიობო კარიერას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა და როგორც მსახიობი, არც თუ ისე ცნობილი იყო, სანამ სერიალ "კლონში“ არ ითამაშა.