მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარიამი ხშირად მეტყვის ხოლმე, საერთოდ წამოდი ეკლესიიდანო. თავის დროზე მასზეც როგორი ბულინგი წამოვიდა, როცა 13 წლის ბავშვი ტუნიკით იდგა წყალში" -  მამა პეტრე
"მარიამი ხშირად მეტყვის ხოლმე, საერთოდ წამოდი ეკლესიიდანო. თავის დროზე მასზეც როგორი ბულინგი წამოვიდა, როცა 13 წლის ბავშვი ტუნიკით იდგა წყალში" -  მამა პეტრე

"შე­უძ­ლე­ბე­ლია უფრო დიდი რამ მი­ი­ღო ცხოვ­რე­ბის­გან, ვიდ­რე სიყ­ვა­რუ­ლის ნი­ჭია. სიყ­ვა­რუ­ლია, არ ვი­თხოვ­დე იმა­ვეს, როცა მე ვინ­მე მიყ­ვარს. მიყ­ვარ­დეს უპი­რო­ბოდ, უმი­ზე­ზოდ. მე მუდ­მი­ვად შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ. მე რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ვიყო ღმერ­თზე, წირ­ვა­ზე, რო­გორ გგო­ნი­ათ, აქ გავ­ჩერ­დე­ბო­დი? ჩემი ქვე­ყა­ნა და გა­რე­მო­ე­ბა ყვე­ლა პი­რო­ბას მიქ­მნის იმი­სათ­ვის, რომ აქე­დან წა­ვი­დე, მაგ­რამ რაც მიყ­ვარს, იმას ვერ ვუ­ღა­ლა­ტებ", - ამ­ბობს მამა პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია, რო­მე­ლიც გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას" გუ­ლახ­დი­ლად ესა­უბ­რა ცხოვ­რე­ბა­ზე, გან­ცდებ­ზე, ეკ­ლე­სი­ა­ზე, ოჯახ­ზე, იმ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ზე, რო­მელ­საც მისი მის­წრა­ფე­ბე­ბი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი უფრო ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნებს - მუ­სი­კა, პო­ე­ზია, ლი­ტე­რა­ტუ­რა, ფილ­მე­ბი... და რაც მთა­ვა­რია, ლოც­ვა, წირ­ვა, აღ­სა­რე­ბა... გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- თქვე­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბის ფო­ტო­ებს და თა­ვი­სუ­ფალ ჩაც­მუ­ლო­ბას არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, უმე­ტე­სო­ბა ძა­ლი­ან გაკ­რი­ტი­კებ­დათ... ამა­ზე რა რე­აქ­ცია გაქვთ? რას უპა­სუ­ხებ­დით მათ?

- არა­ფერს, ალ­ბათ, ისევ ფო­ტო­ე­ბით ვუ­პა­სუ­ხებ­დი. რო­დე­საც ლა­მაზ ფო­ტოს და­დებს ადა­მი­ა­ნი, თუ კარ­გის თქმა არ შე­გიძ­ლია, ცუდი მა­ინც არ თქვა. ეს ნი­ჭია, ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რაა, რო­მე­ლიც ზოგ­ში იმ­დე­ნად მორღვე­უ­ლია, რა­ღა­ზე უნდა ვი­ლა­პა­რა­კო? არ მომ­წონს უკულ­ტუ­რო, უზ­რდე­ლი და თავ­ხე­დი ადა­მი­ა­ნე­ბი. ვინც არ მომ­წონს და ურ­თი­ერ­თო­ბა არ მსი­ა­მოვ­ნებს, ლან­ძღვას არ ვუ­წყებ, უბ­რა­ლოდ, მას­თან არა­ვი­თა­რი კო­მუ­ნი­კა­ცია არა მაქვს.

რა არის ცუდი იმა­ში, ლონ­დო­ნის ლა­მა­ზი ხე­დე­ბის ფონ­ზე ფო­ტოს რომ და­ი­ნა­ხავ, თუნ­დაც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი­სას, ანა­ფო­რის გა­რე­შე. ესეც უწიგ­ნუ­რო­ბის ბრა­ლია, რჯუ­ლის კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, თეთრ სამ­ღვდე­ლო­ე­ბას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ანა­ფო­რის გა­რე­შე სი­ა­რუ­ლი არ ეკ­რძა­ლე­ბა. სხვას ის აკ­რი­ტი­კებს, ვი­საც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა არ გა­აჩ­ნია. თო­რემ მე რა და­მაკ­ლდა? მთე­ლი ინ­გლი­სი მო­ვი­ა­რე და სა­ო­ცა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით დავ­ბრუნდი. ლონ­დო­ნი იმ­დე­ნად მო­მე­წო­ნა, თავი შინ ვიგ­რძე­ნი, რად­გან იმ­დე­ნად ძლი­ე­რი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ვე­ლია, შე­მე­ხო და ში­ნა­გა­ნად მო­მიხ­და. თუმ­ცა დიდი ხნით ვერ­სად ვი­ცხოვ­რებ, მე სულ მოძ­რა­ო­ბა­ში უნდა ვიყო, უძ­რა­ო­ბა მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლია, და­გუ­ბე­ბულ წყალ­ში ბევ­რი ბაქ­ტე­რი­აა. ამი­ტომ არ უნდა დავ­გუბ­დეთ.

- აუზ­თან გა­და­ღე­ბულ­მა თქვენ­მა ვი­დე­ო­მაც დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია, ნე­გა­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რე­ბის ზღვა მო­დი­ო­და...

- ეგ ვი­დეო ჩემ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა, მა­რი­ამ­მა გა­და­ი­ღო, ტიკ-ტოკ­ზე რომ დადო, მა­მას­თან ერ­თად. ჩემი მე­გობ­რის სახ­ლში ვი­ყა­ვი შვი­ლებ­თან ერ­თად. იმ ღა­მეს­ვე ერთი ამ­ბა­ვი ატყდა, რის გა­მოც მა­რი­ამ­მა ძა­ლი­ან ინერ­ვი­უ­ლა, გა­ნი­ცა­და, არ მე­გო­ნა, თუ ასე­თი კრი­ტი­კა მოჰ­ყვე­ბო­დაო. ის სხვა თა­ო­ბაა. სი­სუ­ლე­ლეა ამის გამო ადა­მი­ა­ნის ლან­ძღვა, უამ­რა­ვი ეპის­კო­პო­სი ვიცი, რო­მე­ლიც აუზ­ზე და­დის. რა­საც ფა­ნა­ტი­კო­სე­ბი ეკ­ლე­სი­ის დაც­ვას უწო­დე­ბენ, ზუს­ტად იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გა­ნაა ეკ­ლე­სია და­სა­ცა­ვი. სწო­რედ ასე­თებ­მა შე­ა­ძუ­ლეს პროგ­რე­სულ ადა­მი­ა­ნებს ეკ­ლე­სი­ა­ში მოს­ვლა, ასეთ­მა აგ­რე­სი­ამ, ბოღ­მამ, შურ­მა, სი­ძულ­ვილ­მა, და­ბღვე­რილ­მა გა­მო­ხედ­ვამ, შე­წუ­ხე­ბუ­ლი სა­ხით სი­ა­რულ­მა, რა­საც ისი­ნი სუ­ლი­ე­რე­ბას უწო­დე­ბენ. ეს ფა­რი­სევ­ლო­ბაა, სი­ყალ­ბე. ქრის­ტე არის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ბედ­ნი­ე­რე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და ვის­შიც ქრის­ტეს­მი­ე­რი სი­ხა­რუ­ლი არ არის და მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას იბ­რა­ლებს, ან­ტიქ­რის­ტე­ზე უა­რე­სია.

- თქვენს შვი­ლებს რა რე­აქ­ცია აქვთ, როცა გაკ­რი­ტი­კე­ბენ?

- მა­რი­ა­მი ხში­რად მე­ტყვის ხოლ­მე, სა­ერ­თოდ წა­მო­დი ეკ­ლე­სი­ი­და­ნო. გახ­სოვთ, ალ­ბათ, თა­ვის დრო­ზე მას­ზეც რო­გო­რი ბუ­ლინ­გი წა­მო­ვი­და, როცა 13 წლის ბავ­შვი ტუ­ნი­კით იდგა წყალ­ში. სა­ში­ნელ გა­რე­მო­ში ვცხოვ­რობთ... ეს ხომ არც ერთ ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში არ მოხ­დე­ბა. დიდი იმე­დი მაქვს, რომ სწო­რი და ჯან­სა­ღი ბრძო­ლა ნა­ყოფს გა­მო­ი­ღებს. ყვე­ლა დროს თა­ვი­სი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი აქვს და დად­გე­ბა დრო, როცა ასეთ თე­მებ­ზე სა­უბ­რის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა აღარ იქ­ნე­ბა. ჩემი შვი­ლე­ბი მოზ­რდი­ლე­ბი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლე­ბი არი­ან და სა­კუ­თა­რი აზრი აქვთ. იმე­დია, სწო­რედ ეს თა­ო­ბა შეც­ვლის ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვალს.

გუ­ლახ­დი­ლად რომ გი­თხრათ, ამ ბოლო დროს ძა­ლი­ან და­ვით­რგუ­ნე, 2024 წელი დად­გა და ჩვენ კვლავ სტა­ლინ­ზე ვსა­უბ­რობთ... ეს ერის, ჩვე­ნი ღირ­სე­უ­ლი წი­ნაპ­რე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფაა. მო­ღა­ლა­ტეს მო­ღა­ლა­ტე უნდა ეწო­დოს და გმირს - გმი­რი. დრო ყვე­ლა­ზე და­უნ­დო­ბე­ლი კრი­ტი­კო­სია და ყვე­ლას სა­კად­რის პა­სუხს გას­ცემს. სტა­ლინს რომ ყვე­ლა­ფე­რი ეპა­ტი­ოს, 1937 წლის რეპ­რე­სი­ებს არ ვა­პა­ტი­ებ! მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილს, პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის თვით­მკვლე­ლო­ბას, ტი­ცი­ა­ნის საფ­ლა­ვის არარ­სე­ბო­ბას ვერ ვა­პა­ტი­ებ! შე­სა­ბა­მი­სად, მე აუ­ცი­ლებ­ლად გა­მიჩ­ნდე­ბა აგ­რე­სია, ხატ­ზე სტა­ლი­ნი იყოს გა­მო­სა­ხუ­ლი! ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის აღ­რე­ვა ხდე­ბა და სა­ნამ ეს არ და­ლაგ­დე­ბა, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რიც ზედ­მე­ტია, ართუ დიდი ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რო­ბა­ზე. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ყვაყვა
1

ტინგიცა

ნინორე
1

ეე პეტრე შენ დიდიხანია წამოსული ხარ ეკლესიიდან,უბრალოდ შენ არ იცი.ვინმე ახლობელს კითხე და გეტყვის.ის ადამიანი მაჩვენა,ვინც ამას აღსარებას აბარებს.ეშმაკს ეახლეთ აღსარების სათქმელად? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"მარიამი ხშირად მეტყვის ხოლმე, საერთოდ წამოდი ეკლესიიდანო. თავის დროზე მასზეც როგორი ბულინგი წამოვიდა, როცა 13 წლის ბავშვი ტუნიკით იდგა წყალში" -  მამა პეტრე

"მარიამი ხშირად მეტყვის ხოლმე, საერთოდ წამოდი ეკლესიიდანო. თავის დროზე მასზეც როგორი ბულინგი წამოვიდა, როცა 13 წლის ბავშვი ტუნიკით იდგა წყალში" -  მამა პეტრე

"შეუძლებელია უფრო დიდი რამ მიიღო ცხოვრებისგან, ვიდრე სიყვარულის ნიჭია. სიყვარულია, არ ვითხოვდე იმავეს, როცა მე ვინმე მიყვარს. მიყვარდეს უპირობოდ, უმიზეზოდ. მე მუდმივად შეყვარებული ვარ. მე რომ შეყვარებული არ ვიყო ღმერთზე, წირვაზე, როგორ გგონიათ, აქ გავჩერდებოდი? ჩემი ქვეყანა და გარემოება ყველა პირობას მიქმნის იმისათვის, რომ აქედან წავიდე, მაგრამ რაც მიყვარს, იმას ვერ ვუღალატებ", - ამბობს მამა პეტრე კვარაცხელია, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრას" გულახდილად ესაუბრა ცხოვრებაზე, განცდებზე, ეკლესიაზე, ოჯახზე, იმ ყოველდღიურობაზე, რომელსაც მისი მისწრაფებები და ინტელექტუალური ინტერესები უფრო ამრავალფეროვნებს - მუსიკა, პოეზია, ლიტერატურა, ფილმები... და რაც მთავარია, ლოცვა, წირვა, აღსარება... გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- თქვენი მოგზაურობის ფოტოებს და თავისუფალ ჩაცმულობას არაერთგვაროვანი კომენტარები მოჰყვა სოციალურ ქსელში, უმეტესობა ძალიან გაკრიტიკებდათ... ამაზე რა რეაქცია გაქვთ? რას უპასუხებდით მათ?

- არაფერს, ალბათ, ისევ ფოტოებით ვუპასუხებდი. როდესაც ლამაზ ფოტოს დადებს ადამიანი, თუ კარგის თქმა არ შეგიძლია, ცუდი მაინც არ თქვა. ეს ნიჭია, შინაგანი კულტურაა, რომელიც ზოგში იმდენად მორღვეულია, რაღაზე უნდა ვილაპარაკო? არ მომწონს უკულტურო, უზრდელი და თავხედი ადამიანები. ვინც არ მომწონს და ურთიერთობა არ მსიამოვნებს, ლანძღვას არ ვუწყებ, უბრალოდ, მასთან არავითარი კომუნიკაცია არა მაქვს.

რა არის ცუდი იმაში, ლონდონის ლამაზი ხედების ფონზე ფოტოს რომ დაინახავ, თუნდაც სასულიერო პირისას, ანაფორის გარეშე. ესეც უწიგნურობის ბრალია, რჯულის კანონის თანახმად, თეთრ სამღვდელოებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ანაფორის გარეშე სიარული არ ეკრძალება. სხვას ის აკრიტიკებს, ვისაც პირადი ცხოვრება არ გააჩნია. თორემ მე რა დამაკლდა? მთელი ინგლისი მოვიარე და საოცარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. ლონდონი იმდენად მომეწონა, თავი შინ ვიგრძენი, რადგან იმდენად ძლიერი ენერგეტიკული ველია, შემეხო და შინაგანად მომიხდა. თუმცა დიდი ხნით ვერსად ვიცხოვრებ, მე სულ მოძრაობაში უნდა ვიყო, უძრაობა მომაკვდინებელია, დაგუბებულ წყალში ბევრი ბაქტერიაა. ამიტომ არ უნდა დავგუბდეთ.

- აუზთან გადაღებულმა თქვენმა ვიდეომაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ნეგატიური კომენტარების ზღვა მოდიოდა...

- ეგ ვიდეო ჩემმა ქალიშვილმა, მარიამმა გადაიღო, ტიკ-ტოკზე რომ დადო, მამასთან ერთად. ჩემი მეგობრის სახლში ვიყავი შვილებთან ერთად. იმ ღამესვე ერთი ამბავი ატყდა, რის გამოც მარიამმა ძალიან ინერვიულა, განიცადა, არ მეგონა, თუ ასეთი კრიტიკა მოჰყვებოდაო. ის სხვა თაობაა. სისულელეა ამის გამო ადამიანის ლანძღვა, უამრავი ეპისკოპოსი ვიცი, რომელიც აუზზე დადის. რასაც ფანატიკოსები ეკლესიის დაცვას უწოდებენ, ზუსტად იმ ადამიანებისგანაა ეკლესია დასაცავი. სწორედ ასეთებმა შეაძულეს პროგრესულ ადამიანებს ეკლესიაში მოსვლა, ასეთმა აგრესიამ, ბოღმამ, შურმა, სიძულვილმა, დაბღვერილმა გამოხედვამ, შეწუხებული სახით სიარულმა, რასაც ისინი სულიერებას უწოდებენ. ეს ფარისევლობაა, სიყალბე. ქრისტე არის თავისუფლება, ბედნიერება, სიყვარული და ვისშიც ქრისტესმიერი სიხარული არ არის და მართლმადიდებლობას იბრალებს, ანტიქრისტეზე უარესია.

- თქვენს შვილებს რა რეაქცია აქვთ, როცა გაკრიტიკებენ?

- მარიამი ხშირად მეტყვის ხოლმე, საერთოდ წამოდი ეკლესიიდანო. გახსოვთ, ალბათ, თავის დროზე მასზეც როგორი ბულინგი წამოვიდა, როცა 13 წლის ბავშვი ტუნიკით იდგა წყალში. საშინელ გარემოში ვცხოვრობთ... ეს ხომ არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ მოხდება. დიდი იმედი მაქვს, რომ სწორი და ჯანსაღი ბრძოლა ნაყოფს გამოიღებს. ყველა დროს თავისი მოთხოვნილებები აქვს და დადგება დრო, როცა ასეთ თემებზე საუბრის მოთხოვნილება აღარ იქნება. ჩემი შვილები მოზრდილები, ჩამოყალიბებულები არიან და საკუთარი აზრი აქვთ. იმედია, სწორედ ეს თაობა შეცვლის ჩვენი ქვეყნის მომავალს.

გულახდილად რომ გითხრათ, ამ ბოლო დროს ძალიან დავითრგუნე, 2024 წელი დადგა და ჩვენ კვლავ სტალინზე ვსაუბრობთ... ეს ერის, ჩვენი ღირსეული წინაპრების შეურაცხყოფაა. მოღალატეს მოღალატე უნდა ეწოდოს და გმირს - გმირი. დრო ყველაზე დაუნდობელი კრიტიკოსია და ყველას საკადრის პასუხს გასცემს. სტალინს რომ ყველაფერი ეპატიოს, 1937 წლის რეპრესიებს არ ვაპატიებ! მიხეილ ჯავახიშვილს, პაოლო იაშვილის თვითმკვლელობას, ტიციანის საფლავის არარსებობას ვერ ვაპატიებ! შესაბამისად, მე აუცილებლად გამიჩნდება აგრესია, ხატზე სტალინი იყოს გამოსახული! ღირებულებების აღრევა ხდება და სანამ ეს არ დალაგდება, ქვეყნის განვითარებაზე საუბარიც ზედმეტია, ართუ დიდი ევროპული ოჯახის წევრობაზე. წაიკითხეთ სრულად