იაპონური კოსმოსური კვლევის სააგენტო Jaxa-ს მთვარემავალმა ერთკვირიანი შესვენების შემდეგ მუშაობა განაახლა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გამორთვის მიზეზი ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა გახდა.
იაპონიის საჰაერო კოსმოსური კვლევის სააგენტომ განაცხადა, რომ მათ მთვარემავალთან კონტაქტი კვირას ღამით განაახლეს, რაც მიანიშნებს, რომ პრობლემა მოგვარებულია.
"მას შემდეგ, რაც მზის სხივებზე წვდომა განახლდა, მისი მზის ელემენტები კვლავ ამუშავდა",- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
აშშ-ს, ყოფილი საბჭოთა კავშირის, ჩინეთის და ინდოეთის შემდეგ იაპონია რიგით მეხუთე ქვეყანაა, რომელმაც მთვარეზე რბილი დაშვება განახორციელა. იაპონური სააგენტოს თქმით, მათი მთვარემავალი, სახელად Slim-ი მთვარის ქანების შემადგენლობას შეისწავლის, რათა ჩვენი პლანეტის თანამგზავრის წარმოშობის შესახებ ინფორმაცია შეაგროვოს.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
დედამიწაზე რა ხდება ის არ იციან და ეხლა ვითომ მთვარესაც იკვლევენ, მთვარეს არა.................... ოკეანის ფსკერზე ვერ ჩადიან წესიერათ ....ოხოოხ მთვარეზე გაფრინდნენ :-))) რასაც უნდა ატყუებენ ხალხსს
აბა ამო?!!