კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"11 წლის გოგონას გაუპატიურებაში მამინაცვალს ბავშვის დედა პირადად ეხმარებოდა" - თბილისში მომხდარი უმძიმესი დანაშაული: რა დეტალები ხდება ცნობილი?
"11 წლის გოგონას გაუპატიურებაში მამინაცვალს ბავშვის დედა პირადად ეხმარებოდა" - თბილისში მომხდარი უმძიმესი დანაშაული: რა დეტალები ხდება ცნობილი?

"კუ­რი­ე­რი" თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას. კერ­ძოდ, მათი ცნო­ბით, მა­მი­ნაც­ვალს 11 წლის გო­გო­ნას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბავ­შვის დედა პი­რა­დად ეხ­მა­რე­ბო­და. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, რაც მე­ზო­ბელ­მა პო­ლი­ცი­ა­ში და­რე­კა, რად­გან სახ­ლი­დან ყვი­რი­ლის ხმა ის­მო­და. რო­გორც ირ­კვე­ვა, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ იყო, როცა სახ­ლი­დან ხმა­უ­რი ის­მო­და და მე­ზობ­ლებს იქი­დან ბავ­შვის ტი­რი­ლის ხმა სხვა დრო­საც გა­უ­გი­ათ.

  • გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 33 წლის მა­მი­ნაც­ვა­ლი მო­ზარდს სის­ტე­მა­ტუ­რად აუ­პა­ტი­უ­რებ­და, მათ შო­რის, სა­ვა­რა­უ­დოდ, დე­დის თან­დას­წრე­ბით.

ბრალ­დე­ბულ ქალს გუ­შინ სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ძა­ლა­დე მა­მი­ნაც­ვალს, მას 19 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­უ­ფარ­დეს, თუმ­ცა "კუ­რი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, პე­დო­ფი­ლი­ა­ში მხი­ლე­ბულ კაცს მალე ბრალს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­უმ­ძი­მე­ბენ, ამ­ჯე­რად, ტრე­ფი­კინ­გის მუხ­ლით.

  • ასე­ვე ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ კაცი სა­კუ­თარ გერს ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მუ­ქა­რით თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში მა­თხოვ­რო­ბა­საც აი­ძუ­ლებ­და. 11 წლის ბავ­შვის მიერ მო­წყა­ლე­ბით გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ თან­ხას კი მთლი­ა­ნად მა­მი­ნაც­ვა­ლი გან­კარ­გავ­და. არას­რულ­წლო­ვა­ნი სო­ცი­ა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ თავ­შე­სა­ფარ­ში გა­და­იყ­ვა­ნა, სა­დაც მას­თან ფსი­ქო­ლო­გე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

ბრალ­დე­ბუ­ლი ქა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი ამ­ბობს, რომ უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლი დედა და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს და დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. ბრალ­დე­ბუ­ლი ქა­ლის საქ­მის არ­სე­ბით გან­ხილ­ვას სა­სა­მარ­თლო, სა­ვა­რა­უ­დოდ, თე­ბერ­ვალ­ში და­ი­წყებს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოსო
2

დადგა დრო სიკვდილით დასჯა ახსდგეს.

ნინო
9

ხალხი არის ფსიქიურად აშლილი,ეს რატომ მოხდა ასე რატომ შეირყა საზოგადოება იცით?! გაუნათლებლობა,ნარკომანია,ალკოჰოლი,პლანი, უსექსობა,ზედმეტი პორნო და სიშიშვლე,უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, აზარტული თამაშები.აი ეს თემებია მისახედი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"11 წლის გოგონას გაუპატიურებაში მამინაცვალს ბავშვის დედა პირადად ეხმარებოდა" - თბილისში მომხდარი უმძიმესი დანაშაული: რა დეტალები ხდება ცნობილი?

"11 წლის გოგონას გაუპატიურებაში მამინაცვალს ბავშვის დედა პირადად ეხმარებოდა" - თბილისში მომხდარი უმძიმესი დანაშაული: რა დეტალები ხდება ცნობილი?

"კურიერი" თბილისში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. კერძოდ, მათი ცნობით, მამინაცვალს 11 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბავშვის დედა პირადად ეხმარებოდა. მომხდარის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მეზობელმა პოლიციაში დარეკა, რადგან სახლიდან ყვირილის ხმა ისმოდა. როგორც ირკვევა, ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა სახლიდან ხმაური ისმოდა და მეზობლებს იქიდან ბავშვის ტირილის ხმა სხვა დროსაც გაუგიათ.

  • გამოძიებით დადგინდა, რომ 33 წლის მამინაცვალი მოზარდს სისტემატურად აუპატიურებდა, მათ შორის, სავარაუდოდ, დედის თანდასწრებით.

ბრალდებულ ქალს გუშინ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება მოძალადე მამინაცვალს, მას 19 წლიანი პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეუფარდეს, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, პედოფილიაში მხილებულ კაცს მალე ბრალს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაუმძიმებენ, ამჯერად, ტრეფიკინგის მუხლით.

  • ასევე ცნობილი ხდება, რომ კაცი საკუთარ გერს ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით თბილისის ქუჩებში მათხოვრობასაც აიძულებდა. 11 წლის ბავშვის მიერ მოწყალებით გამომუშავებულ თანხას კი მთლიანად მამინაცვალი განკარგავდა. არასრულწლოვანი სოციალურმა სამსახურმა სპეციალიზებულ თავშესაფარში გადაიყვანა, სადაც მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

ბრალდებული ქალის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ უმძიმეს დანაშაულში მხილებული დედა დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ბრალდებული ქალის საქმის არსებით განხილვას სასამართლო, სავარაუდოდ, თებერვალში დაიწყებს.