აქართველოს საპატრიარქო კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლების ფაქტს ეხმიანება.
როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უნდა მოხდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მოქალაქეებს საცხოვრებლიდან გამოსახლებისგან დაიცავს.
"გულისტკივილით ვადევნებდით თვალს კეკელიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს.
აღნიშნული შემთხვევა ნამდვილად ტრაგიკულია და საცხოვრებელი სახლით სასესხო უზრუნველყოფის საკითხის საკანონმდებლო დარეგულირების აუცილებლობაზე მეტყველებს.
იმედია, მოხდება კანონის შესაბამისი ცვლილება, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად დაცული იყვნენ საცხოვრებლიდან გამოსახლებისა და ქუჩაში დარჩენისაგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, კეკელიძის N1-ში, აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა მარინა ხატიაშვილის ოჯახი გამოასახლა, რასაც სამართალდამცავებსა და ოჯახის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
ზოგადად ნებისმიერ კანონს მიზანი გააჩნია , მიზნიდან გამოდინარე კანონი აჩენს პრიორიტეტს, და არა პარიტეტს, გამსესხებელ მსესხებელი ჩვენთან არათანაბარ მდგომარეობაში იყვნენ თავიდანვე, აქ რისკები 99/1 % -ზეა მევახშის სასარგებლოდ, 50/50 %-ზე რად არ არის ? მერე ვითომ ბახტაძემ რაღაცეები და გახარიამ კიდევ წვრილმანი მევახშესაც უწილადა , მაგალითად რად არ არის მევახშე ვალდებული მორიგი გასესხების გაფორმებისას საგადასახადოს ცნობა მაიტანოს , რომ წინა გარიგებიდან სახელმწიფოს გადასახადი გადაუხადა ?! რად არ არის ვალდებული დააზღვიოს და გადააზღვიოს ვალის ვერ დაბრუნების რისკი ? რატომ არ არის სადაზღვევო სოლიდარული ალიანსის წევრობა მსესხებლებისათვის სავალდებულო ? რა, ახალი მთვარის აღმოჩენაა ? აქ მარტო გამორჩენაა, ვინც ასეთ ხვრეტილ კანონს ღებულობს, როგორ ქვია გამოსყიდვა სესხებითო ? ის გამორჩენაზეა ! მანდ ოლიმპზე და უგრო მაღლა იმიტომა სხედან, რომ ხვრეტილში ნაბანი წყალი და ბავშვი ერთად არ გაყვნენ ნაკადს ! საოცარია სახელმწიფოს ინტერესსაც არ იცავს კანონი რომელიც მევახშეობას არეგულირებს, ანუ მიიღებს თუ არა მისსას სახელმწიფო, არავის ანაღვლებს, არადა ასეთი გადასახადის ნაწილით მაინც შეიძლებოდა ხომ რაღაც სარეზევრო ფონდის ქონა, რომ ობიექტური მიზეზის გადაულახავის დადგომისას გარკვეული წილი პრობლემის დაძლევის , მაგალითად ეკისრა გარანტია ბანკის წინაშე მევახშის გამოჭერილი მსესხებლის თავდასასხსნელად ბანკის მსუბუქი კრედიტის მისაღებად ? ხელი გაანძრიეთ და დაგეხმარებათ ღმერთი, აბა თავს არ არხევთ თქვენა!
მამალაძეზე არა გწყდებათ გული?ან მის ოჯახზე?