საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიბერთიმ, ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული მასწავლებელთა კონკურსის - „ფინანსური განათლება სკოლაში“ გამარჯვებული დააჯილდოვა
ლიბერთიმ, ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული მასწავლებელთა კონკურსის - „ფინანსური განათლება სკოლაში“ გამარჯვებული დააჯილდოვა

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის, ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პორ­ტალ ფი­ნე­დუს (www.finedu.gov.ge), სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს და­ზღვე­ვის სა­ხელ­მწი­ფო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კონ­კურ­სის "ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბა სკო­ლა­ში" დას­კვნი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა, სა­დაც კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და­ჯილ­დოვ­დნენ.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან, ასე­ვე სა­ფი­ნან­სო და სა­და­ზღვე­ვო სექ­ტო­რებ­თან.

მას­წავ­ლე­ბელ­თა კონ­კურ­სი გა­სუ­ლი წლის ივ­ნის­ში გა­მო­ცხად­და. კონ­კურ­სის პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მას­წავ­ლებ­ლებს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­კი­თხე­ბის შე­სას­წავ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი უნდა შე­ექ­მნათ. კონ­კურ­სი მიზ­ნად ისა­ხავ­და მოს­წავ­ლე­ებ­ში ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბის გაზ­რდას, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­კი­თხებ­ზე დამ­ხმა­რე სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბის შექ­მნა­სა და სა­ბო­ლო­ოდ მოს­წავ­ლე­ებ­ში ამ სა­კი­თხე­ბის ეფექ­ტუ­რად სწავ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბას.

კონ­კურ­სში კერ­ძო და სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დენ და 65 სკო­ლი­დან ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე 20 მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­და­ვი­და. სა­ბო­ლო­ოდ, ჟი­უ­რიმ, რო­მე­ლიც კონ­კურ­სის პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან შედ­გე­ბო­და, 5 სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზის, ორი II ად­გი­ლი­სა და სამი I ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი გა­მო­ავ­ლი­ნა. კონ­კურ­სის მხარ­დამ­ჭე­რი და სპონ­სო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი იყ­ვნენ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუ­მი, სს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი", სს "თი­ბი­სი ბან­კი", სს "ბა­ზის­ბან­კი", სს "ლი­ბერ­თი ბან­კი", სს "კრე­დო ბან­კი", სს "პსპ და­ზღვე­ვა" და სს "სა­ქარ­თვე­ლოს სა­და­ზღვე­ვო ჯგუ­ფი".

ლი­ბერ­თის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ბექა გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა ბან­კის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი ჯილ­დო, მე­ო­რე ად­გი­ლის მფლო­ბელს, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხი­დის­თა­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელს მი­მო­ზა ღო­ლი­ჯაშ­ვილს გა­დას­ცა.

R

ნინო
1

წარმატებები💕💕პროფესიონალი და საყვარელი ადამიანია💕💕

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

ლიბერთიმ, ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული მასწავლებელთა კონკურსის - „ფინანსური განათლება სკოლაში“ გამარჯვებული დააჯილდოვა

ლიბერთიმ, ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული მასწავლებელთა კონკურსის - „ფინანსური განათლება სკოლაში“ გამარჯვებული დააჯილდოვა

ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს (www.finedu.gov.ge), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მასწავლებლებისათვის ორგანიზებული კონკურსის "ფინანსური განათლება სკოლაში" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც კონკურსის გამარჯვებული მასწავლებლები დაჯილდოვდნენ.

ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე საფინანსო და სადაზღვევო სექტორებთან.

მასწავლებელთა კონკურსი გასული წლის ივნისში გამოცხადდა. კონკურსის პირობების თანახმად, დაინტერესებულ მასწავლებლებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების საკითხების შესასწავლად საინტერესო სასწავლო აქტივობები უნდა შეექმნათ. კონკურსი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესების გაზრდას, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ფინანსური წიგნიერების საკითხებზე დამხმარე სასწავლო მასალების შექმნასა და საბოლოოდ მოსწავლეებში ამ საკითხების ეფექტურად სწავლების ხელშეწყობას.

კონკურსში კერძო და საჯარო სკოლების მასწავლებლები მონაწილეობდენ და 65 სკოლიდან ფინალურ ეტაპზე 20 მასწავლებელი გადავიდა. საბოლოოდ, ჟიურიმ, რომელიც კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგებოდა, 5 სპეციალური პრიზის, ორი II ადგილისა და სამი I ადგილის მფლობელი გამოავლინა. კონკურსის მხარდამჭერი და სპონსორი ორგანიზაციები იყვნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, სს "საქართველოს ბანკი", სს "თიბისი ბანკი", სს "ბაზისბანკი", სს "ლიბერთი ბანკი", სს "კრედო ბანკი", სს "პსპ დაზღვევა" და სს "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი".

ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ბექა გოგიჩაიშვილმა ბანკის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო, მეორე ადგილის მფლობელს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის მასწავლებელს მიმოზა ღოლიჯაშვილს გადასცა.

R