ბელგოროდში ილ-76-ის ჩამოვარდა შესაძლოა რუსეთის განზრახ ქმედებებზე მეტყველებდეს. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“დღეს ტყვეების გაცვლა უნდა მომხდარიყო, რომელიც არ შედგა. რუსული მხარის მტკიცებით, ეს იმის შედეგად მოხდა, რომ რუსული თვითმფრინავი ილ-76 იქნა ჩამოგდებული, რომელსაც ვითომ ჩვენი ტყვეები გადაჰყავდა. ახლა არ გვაქვს სანდო და ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე და რა რაოდენობით”, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის დაზვერვა აღნიშნავს, რომ თავის მხრიდან უკრაინამ ყველა შეთანხმება შეასრულა ტყვეები გაცვლის მოსამზადებლად და რუსი ტყვეები დროზე იყვნენ მიყვანილი გაცვლის წინასწარ შეთანხმებულ ადგილას, სადაც უსაფრთხოდ იყვნენ.
“ამავდროულად, უკრაინული მხარე არ იყო ინფორმირებული ქალაქ ბელგოროდის რაიონში საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროების შესახებ, როგორც ეს წარსულში არაერთხელ მომხდარა. უკრაინა არ იყო ინფორმირებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობაზე, მარშრუტებსა და ტყვეების მიყვანის ფორმებზე. ცნობილია, რომ ტყვეები მიყვანა ხდება როგორც საავიაციო, ასევე რკინიგზისა და საავტომობილო ტრანსპორტით. ეს შეიძლება რუსეთის განზრახ ქმედებებზე მეტყველებდეს, რომლებიც ტყვეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნისკენ იყო მიმართული”, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ საბრძოლო ქმედებების 30-კილომეტრიან ზონაში სატრანსპორტო თვითმფრინავის დასმა არ შეიძლება იყოს უსაფრთხო და ნებისმიერ შემთხვევაში ორივე მხარის მიერ უნდა იქნას განხილული, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ეს საფრთხის ქვეშ აყენებს გაცვლის მთელ პროცესს.
“აქედან გამომდინარე, შესაძლოა საუბარი იყოს რუსეთის დაგეგმილ და განზრახ ქმედებებზე უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციისა და ჩვენი სახელმწიფოს საერთაშორისო მხარდაჭერის დასუსტების მიზნით” , - ნათქვამია განცხადებაში.
იხილეთ ასევე:
უკრაინელები ჩამოგდებიდან პირველივე წუთებში ტრაბახობდნენ ს 300 ის რაკეტებით დატვირთული ტუ-76 ჩამოვაგდეთო მერე რომ გაირკვა რა ს..აც გააკეთეს აღარ აღიარებენ ,
სამწუხარო ფაქტია, რომ უკრაინელები სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოგდებაში პროფესიონალები არიან!!!
მაგალითები:
- უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ დაშვებული შეცდომების შედეგად 2001 წელს (კუჩმას პრეზიდენტობის დროს) შავ ზღვაში, სოჭთან ახლოს ჩამოგდებულ იქნა ისრაელიდან რუსეთში მიმავალი თვითმფრინავი ტუ-154, რომელსაც შეეწირა 78 ადამიანის სიცოცხლე...
კონპენსაციის სახით უკრაინამ თითოეულ დაღუპულზე გადაიხადა 200 ათასი აშშ დოლარი.
- 2014 წელს (პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს) ჩამოგდებულ იქნა მალაზიური თვითმფრინავი ბოინგ-777, რომლის შედეგად დაიღუპა 300-მდე ადამიანი. ეგონათ, რომ უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავი შეფრინდა.
დაღუპულების ოჯახის წევრებზე კონპენსაცია დღემდე გადაუხდელია, ვინაიდან უკრაინა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს და მომხდარ კატასტროფას ევროპული ქვეყნების დახმარებით რუსეთს აბრალებს...
- ახლაც უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა საზღვართან ახლოს, რუსეთის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76, რომლის შედეგად ბედის ირონიით დაიღუპა ბორტზე მყოფი 65 უკრაინელი ტყვე, რომელთა გაცვლაც უნდა მომხდარიყო რუს ტყვეებში...
პ.ს. პირადად ჩემი მოსაზრებით უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ხელმძღვანელობით, რომელიც გამოიკვლევს მომხდარ კატასტროფას და წერტილს დაუსვამს რუსული და უკრაინული მხარეების ურთიერთ ბრალდებებს...