კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აბიტურიენტების კლუბის პირველი ადგილობრივი ცენტრი ყვარელში გაიხსნა
აბიტურიენტების კლუბის პირველი ადგილობრივი ცენტრი ყვარელში გაიხსნა

"ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტი“ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­ზე ზრუნ­ვას აგ­რძე­ლებს და ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა სე­რი­ას მათ­თვის უკვე ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­შიც იწყებს. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის კლუბ­მა, რო­მე­ლიც უკვე ერთ წელ­ზე მე­ტია "ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ ბა­ზა­ზე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და აბი­ტუ­რი­ენ­ტებს სხვა­დას­ხვა სერ­ვისს სთა­ვა­ზობს, ყვა­რელ­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი ცენ­ტრი გახ­სნა.

აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის კლუ­ბის რე­გი­ო­ნუ­ლი ცენ­ტრი ყვარ­ლის ევ­როკ­ლუ­ბის ბა­ზა­ზე ნო­ემ­ბერ­ში გა­იხ­სნა, 27 იან­ვარს 14:00 სა­ათ­ზე კი პირ­ველ ად­გი­ლობ­რივ ღო­ნის­ძი­ე­ბას უმას­პინ­ძლებს. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის თემა იქ­ნე­ბა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა და კა­რი­ე­რის და­გეგ­მვა, რო­მელ­საც ტრე­ნე­რი და გა­ე­რო-ს ასო­ცი­ა­ცი­ა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი გი­ორ­გი ექ­სე­უ­ლი­ძე წა­რუ­ძღვე­ბა. რო­გორც და­გეგ­მილ, ისე სა­მო­მავ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­სა და აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თვა კლუბ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბულ ნე­ბის­მი­ერ მოს­წავ­ლეს შე­ეძ­ლე­ბა.

აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის კლუ­ბის ყვარ­ლის ად­გი­ლობ­რი­ვი ცენ­ტრის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ვა­ლე­რი ტო­ჩი­ლაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ კლუ­ბის გახ­სნა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მცხოვ­რე­ბი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია. ვა­ლე­რი თა­ვად მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლეა და აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის კლუბ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ის ყვარ­ლის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ცენ­ტრის სუ­პერ­ვა­ი­ზე­რია.

ვა­ლე­რი გან­მარ­ტავს, რომ მისი მთა­ვა­რი ფუნ­ქცია აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბის ინი­ცი­რე­ბა და "ალტე უნი­ვერ­სი­ტეტ­თან“ ერ­თად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იქ­ნე­ბა. ყვარ­ლის ად­გი­ლობ­რი­ვი ცენ­ტრის პირ­ვე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაც სწო­რედ ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლურ თე­მას, პრო­ფე­სი­ის სწო­რად შერ­ჩე­ვას ამი­ტომ ეხე­ბა:

"ალტე უნი­ვერ­სი­ტეტ­თან“ ამ­გვარ ფორ­მატ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის­თვის, რად­გან ად­გი­ლობ­რივ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს გვაძ­ლევს უნი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მი­ვი­ღოთ რაც შე­იძ­ლე­ბა ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე და ეს რთუ­ლი პე­რი­ო­დი შე­ვიმ­სუ­ბუ­ქოთ. ვფიქ­რობ, რომ კონ­კრე­ტუ­ლად მო­ზარ­დე­ბის­თვის ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­გო­რიც აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის კლუ­ბის ფარ­გლებ­შია და­გეგ­მი­ლი, ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბა მათ რო­გორც პრო­ფე­სი­ის სწო­რად შერ­ჩე­ვა­ში, ასე­ვე გა­მოც­დე­ბის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბა­სა და სხვა­დას­ხვა სფე­როს­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სფე­ცი­ფი­კის გაც­ნო­ბა­ში. სწო­რედ ამი­ტომ, ჩემ­თვის პა­ტი­ვია, რომ ამ გუნ­დის წევ­რი ვარ“, - აღ­ნიშ­ნა ვა­ლე­რიმ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის კლუ­ბის ყვარ­ლის ად­გი­ლობ­რი­ვი ცენ­ტრი სა­მო­მავ­ლოდ გეგ­მავს ისეთ აქ­ტი­ვო­ბებს, რო­გო­რი­ცაა ინ­გლი­სუ­რი და ქარ­თუ­ლი ენე­ბის ვორ­ქშო­ფე­ბი, პირ­ვე­ლა­დი გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ტრე­ნინ­გე­ბი, პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სე­მი­ნა­რე­ბი და სხვა. პა­რა­ლე­ლუ­რად, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის, გა­მოც­დე­ბი­სა და სხვა აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის გარ­შე­მო და­ი­გეგ­მე­ბა.

"ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის, ანი ამი­რა­ნაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ისი­ნი წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე სტუმ­რო­ბენ სხვა­დას­ხვა რე­გი­ონს და მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბულ ტრე­ნინ­გებ­სა და ვორ­ქშო­ფებს ატა­რე­ბენ. ყვა­რელ­ში აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის კლუ­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი ცენ­ტრის გახ­სნა კი სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემთ, უფრო ეფექ­ტი­ა­ნად შე­უ­წყონ ხელი აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი შეხ­ვდნენ სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბას და სწო­რად და­გეგ­მონ კა­რი­ე­რა.

"ჩვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის ერ­თგვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა, სას­კო­ლო გა­რე­მო­დან უცებ სტუ­დენ­ტურ რე­ჟიმ­ზე გა­და­წყო­ბა და სრუ­ლი­ად უცხო გა­რე­მო­ში მოხ­ვედ­რა. რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, ეს პრო­ცე­სი სტრეს­თან და შფოთ­ვას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რა­საც თან ერ­თვის გა­მოც­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მღელ­ვა­რე­ბა და ბუნ­დო­ვა­ნი წარ­მოდ­გე­ნა მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ა­ზე. ჩვენ გვჯე­რა, რომ უნი­ვერ­სი­ტეტს აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს და­ეხ­მა­როს რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის სწო­რად გა­კე­თე­ბა­ში, ისე აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის თან­მდევ სტრეს­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში და მო­ამ­ზა­დოს ისი­ნი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბის­თვის:

"გა­სულ წელს ფაქ­ტობ­რი­ვად, 50-მდე ვი­ზი­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც ვხვდე­ბო­დით უშუ­ა­ლოდ მოს­წავ­ლე­ებს და მას­წავ­ლებ­ლებს. შეხ­ვედ­რე­ბის ძი­რი­თა­დი თე­მა­ტი­კა იყო პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცია, კა­რი­ე­რის და­გეგ­მვა. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ტრე­ნინ­გებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ატა­რებ­დნენ. ყვარ­ლის მა­გა­ლით­ზე, რე­გი­ო­ნუ­ლი ცენ­ტრე­ბის გახ­სნა შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს, უფრო ინ­ტენ­სი­უ­რად დავ­გეგ­მოთ ამ­გვა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ფი­ზი­კურ სივ­რცე­ებ­ში, რაც ად­გი­ლობ­რივ მოს­წავ­ლე­ებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს მნიშ­ვნე­ლო­ვან სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს“, - გან­მარ­ტა ანი ამი­რა­ნაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ყვა­რელ­ში აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის კლუ­ბის გახ­სნა მხო­ლოდ და­სა­წყი­სი და პირ­ვე­ლი ეტა­პია იმ გეგ­მე­ბი­სა, რაც "ალტე უნი­ვერ­სი­ტეტ­მა“ 2024 წლის და­სა­წყის­ში და­ი­სა­ხა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­მო­მავ­ლოდ, რე­გი­ო­ნებ­ში ის კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად გა­აგ­რძე­ლებს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო სი­ახ­ლე­ე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას.

აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის კლუ­ბის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი სრუ­ლად და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია "ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ მიერ. ამას­თან, სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სი­სა და აქ­ტი­ვო­ბის და­გეგ­მვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­ტრი­ბუ­ცია შე­აქვთ უნი­ვერ­სი­ტე­ტის პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს.

რო­გორც თბი­ლის­ში, ისე ყვა­რელ­ში არ­სე­ბუ­ლი კლუ­ბე­ბის აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თვის მსურ­ვე­ლე­ბი მიჰ­ყე­ვით ბმულს და გა­წევ­რი­ან­დით აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის კლუბ­ში:

https://www.facebook.com/groups/491778306300661

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

აბიტურიენტების კლუბის პირველი ადგილობრივი ცენტრი ყვარელში გაიხსნა

აბიტურიენტების კლუბის პირველი ადგილობრივი ცენტრი ყვარელში გაიხსნა

"ალტე უნივერსიტეტი“ აბიტურიენტებზე ზრუნვას აგრძელებს და ღონისძიებათა სერიას მათთვის უკვე ყვარლის მუნიციპალიტეტშიც იწყებს. უფრო კონკრეტულად, აბიტურიენტების კლუბმა, რომელიც უკვე ერთ წელზე მეტია "ალტე უნივერსიტეტის“ ბაზაზე ფუნქციონირებს და აბიტურიენტებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს, ყვარელში პირველი ადგილობრივი ცენტრი გახსნა.

აბიტურიენტების კლუბის რეგიონული ცენტრი ყვარლის ევროკლუბის ბაზაზე ნოემბერში გაიხსნა, 27 იანვარს 14:00 საათზე კი პირველ ადგილობრივ ღონისძიებას უმასპინძლებს. პირველი შეხვედრის თემა იქნება პროფესიის არჩევა და კარიერის დაგეგმვა, რომელსაც ტრენერი და გაერო-ს ასოციაციაში სპეციალური პროექტების მენეჯერი გიორგი ექსეულიძე წარუძღვება. როგორც დაგეგმილ, ისე სამომავლო ღონისძიებებსა და აქტივობებში ჩართვა კლუბში გაწევრიანებულ ნებისმიერ მოსწავლეს შეეძლება.

აბიტურიენტების კლუბის ყვარლის ადგილობრივი ცენტრის კოორდინატორი ვალერი ტოჩილაშვილი აღნიშნავს, რომ კლუბის გახსნა მუნიციპალიტეტში მცხოვრები აბიტურიენტების ცნობიერების ასამაღლებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ვალერი თავად მე-11 კლასის მოსწავლეა და აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. აბიტურიენტების კლუბთან თანამშრომლობის პარალელურად, ის ყვარლის ევროატლანტიკური ცენტრის სუპერვაიზერია.

ვალერი განმარტავს, რომ მისი მთავარი ფუნქცია აბიტურიენტების საჭიროების გათვალისწინებით სხვადასხვა აქტივობის ინიცირება და "ალტე უნივერსიტეტთან“ ერთად განხორციელება იქნება. ყვარლის ადგილობრივი ცენტრის პირველი ღონისძიებაც სწორედ ყველაზე აქტუალურ თემას, პროფესიის სწორად შერჩევას ამიტომ ეხება:

"ალტე უნივერსიტეტთან“ ამგვარ ფორმატში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, რადგან ადგილობრივ აბიტურიენტებს გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მივიღოთ რაც შეიძლება ამომწურავი ინფორმაცია ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე და ეს რთული პერიოდი შევიმსუბუქოთ. ვფიქრობ, რომ კონკრეტულად მოზარდებისთვის ისეთი აქტივობების განხორციელება, როგორიც აბიტურიენტების კლუბის ფარგლებშია დაგეგმილი, ძალიან დაეხმარება მათ როგორც პროფესიის სწორად შერჩევაში, ასევე გამოცდების წარმატებით ჩაბარებასა და სხვადასხვა სფეროსთვის დამახასიათებელი სფეციფიკის გაცნობაში. სწორედ ამიტომ, ჩემთვის პატივია, რომ ამ გუნდის წევრი ვარ“, - აღნიშნა ვალერიმ.

მისივე ინფორმაციით, აბიტურიენტების კლუბის ყვარლის ადგილობრივი ცენტრი სამომავლოდ გეგმავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა ინგლისური და ქართული ენების ვორქშოფები, პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგები, პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული სემინარები და სხვა. პარალელურად, ღონისძიებები აბიტურიენტების საჭიროების, გამოცდებისა და სხვა აქტუალური საკითხების გარშემო დაიგეგმება.

"ალტე უნივერსიტეტის“ ვიცე-პრეზიდენტის, ანი ამირანაშვილის განმარტებით, ისინი წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობენ სხვადასხვა რეგიონს და მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებსა და ვორქშოფებს ატარებენ. ყვარელში აბიტურიენტების კლუბის ადგილობრივი ცენტრის გახსნა კი საშუალებას მისცემთ, უფრო ეფექტიანად შეუწყონ ხელი აბიტურიენტებს, მომზადებულები შეხვდნენ სტუდენტურ ცხოვრებას და სწორად დაგეგმონ კარიერა.

"ჩვენი დაკვირვებით, აბიტურიენტებისთვის ერთგვარი გამოწვევაა, სასკოლო გარემოდან უცებ სტუდენტურ რეჟიმზე გადაწყობა და სრულიად უცხო გარემოში მოხვედრა. რიგ შემთხვევებში, ეს პროცესი სტრესთან და შფოთვასთან არის დაკავშირებული, რასაც თან ერთვის გამოცდებთან დაკავშირებული მღელვარება და ბუნდოვანი წარმოდგენა მომავალ პროფესიაზე. ჩვენ გვჯერა, რომ უნივერსიტეტს აქვს ვალდებულება, აბიტურიენტებს დაეხმაროს როგორც პროფესიული არჩევანის სწორად გაკეთებაში, ისე აბიტურიენტობის თანმდევ სტრესთან გამკლავებაში და მოამზადოს ისინი საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის:

"გასულ წელს ფაქტობრივად, 50-მდე ვიზიტი განვახორციელეთ რეგიონებში, სადაც ვხვდებოდით უშუალოდ მოსწავლეებს და მასწავლებლებს. შეხვედრების ძირითადი თემატიკა იყო პროფესიული ორიენტაცია, კარიერის დაგეგმვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტრენინგებს პროფესიონალები ატარებდნენ. ყვარლის მაგალითზე, რეგიონული ცენტრების გახსნა შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო ინტენსიურად დავგეგმოთ ამგვარი ღონისძიებები ფიზიკურ სივრცეებში, რაც ადგილობრივ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს“, - განმარტა ანი ამირანაშვილმა.

მისივე თქმით, ყვარელში აბიტურიენტების კლუბის გახსნა მხოლოდ დასაწყისი და პირველი ეტაპია იმ გეგმებისა, რაც "ალტე უნივერსიტეტმა“ 2024 წლის დასაწყისში დაისახა. შესაბამისად, სამომავლოდ, რეგიონებში ის კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს აბიტურიენტებისთვის სასარგებლო სიახლეების შეთავაზებას.

აბიტურიენტების კლუბის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები სრულად დაფინანსებულია "ალტე უნივერსიტეტის“ მიერ. ამასთან, სხვადასხვა კონკურსისა და აქტივობის დაგეგმვასა და განხორციელებაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვთ უნივერსიტეტის პარტნიორ ორგანიზაციებს.

როგორც თბილისში, ისე ყვარელში არსებული კლუბების აქტივობებში ჩართვის მსურველები მიჰყევით ბმულს და გაწევრიანდით აბიტურიენტების კლუბში:

https://www.facebook.com/groups/491778306300661

R