საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აცხადებს 13 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული 23 წლის სამხედროს ადვოკატი
რას აცხადებს 13 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული 23 წლის სამხედროს ადვოკატი

23 წლის სამ­ხედ­რო, რო­მე­ლიც 13 წლის გო­გო­ნას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­ყო­ფის, სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბის იძუ­ლე­ბი­სა და გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის­თვის და­ა­კა­ვეს, დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე სა­უბ­რობს, ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ბრალ­დე­ბა მხო­ლოდ მო­საზ­რე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზეა წარ­დგე­ნი­ლი.

კო­ბა­ი­ძის თქმით, მძი­მე ბრალ­დე­ბე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი არას­რულ­წლო­ვანს არ იც­ნობ­და, არც მისი ასა­კი იცო­და და მის მი­მართ არც მუ­ქა­რა გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბა მხო­ლოდ მო­საზ­რე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აქვს წარ­დგე­ნი­ლი. ჩემი და­სა­ცა­ვი პირი ამ ეტაპ­ზე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს, რად­გან არას­რულ­წლოვ­ნის ჭეშ­მა­რიტ ინ­ტე­რეს­თან გვაქვს საქ­მე, ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე და დე­ტა­ლებ­ზე არ ვი­სა­უბ­რებ, ვფიქ­რობ, ეს გა­მარ­თლე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა. როცა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს გა­მო­ვიკ­ვლევთ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­სა­მარ­თლო ბრალ­დე­ბის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს არ გა­ი­ზი­ა­რებს, ვი­ნა­ი­დან ყოვ­ლად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მო­საზ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ადა­მი­ა­ნი ამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ში მის­ცე... ეს ყო­ვე­ლი­ვე ზო­გა­დი ინ­ფორ­მა­ცი­აა, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბის მხა­რემ გა­ავ­რცე­ლა. მე გე­უბ­ნე­ბით, თუ დე­ტა­ლებ­ში ჩა­ვალთ, მი­მო­წე­რა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა ში­ნა­არ­სი­საა, ნება ორ­მხრი­ვია“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ი­ძემ.

კი­თხვა­ზე, თუ რას უპა­სუ­ხებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ბრალ­დე­ბულ­მა არას­რულ­წლო­ვა­ნი მუ­ქა­რით აი­ძუ­ლა, კბი­ლის ჯაგ­რი­სის გა­მო­ყე­ნე­ბით სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვა­დას­ხვა მოქ­მე­დე­ბა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა და ამის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი მის­თვის გა­და­ეგ­ზავ­ნა, ად­ვო­კა­ტი პა­სუ­ხობს, რომ ეს"ძა­ლი­ან სენ­სი­ტი­უ­რი თე­მაა“.

"არ მინ­და ბავ­შვი, რო­მე­ლიც ამ საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რამე ფორ­მით და­ზა­რალ­დეს, იქ იყო ზო­გა­დი და სხვა­დას­ხვა ხა­სი­ა­თის სა­უბ­რე­ბი, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, ნება რამ­დე­ნად იყო გა­მო­ხა­ტუ­ლი, უნ­დო­და, არ უნ­დო­და, ვინ­მემ და­ა­ძა­ლა, თუ არა, ამას სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­ვიკ­ვლევთ. მთა­ვა­რი ის არის, ჩემ­მა და­სა­ცავ­მა პირ­მა რამ­დე­ნად იცო­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის წლო­ვა­ნე­ბა. არ იცო­და, აბა რა“,- გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

კი­თხვა­ზე, ემუქ­რე­ბო­და თუ არა ბრალ­დე­ბუ­ლი 13 წლის გო­გო­ნას ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით, კო­ბა­ი­ძე უარ­ყო­ფით პა­სუხს სცემს.

"არა, მუ­ქა­რა არ იყო და ვერც იქ­ნე­ბო­და, არც იც­ნობ­და ფი­ზი­კუ­რად, არც იცო­და ვინ იყო. თუ მუ­ქა­რა რე­ა­ლუ­რი იყო, ეს ურ­თი­ერ­თო­ბა 3-4 თვე გრძელ­დე­ბო­და, მა­შინ აქამ­დე რა­ტომ არ მი­მარ­თა სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებს? გე­ტყვით რა­ტო­მაც, ამ ადა­მი­ანს, და­ზა­რა­ლე­ბულს არ ჰქონ­და გან­ცდა, რომ ვინ­მე ემუქ­რე­ბო­და, მას შე­ეძ­ლო აქამ­დეც მი­ე­მარ­თა სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბის­თვის. 18 წლის არ შე­იძ­ლე­ბო­და სკო­ლის მოს­წავ­ლე ყო­ფი­ლი­ყო? სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბის­თვის გო­გო­ნას არ მი­უ­მარ­თავს, დე­დამ მი­მარ­ტა, როცა შე­ი­ტყო, რომ მის გო­გო­ნას სხვა უცხო მა­მა­კა­ცი წერ­და, ამის გამო მი­ე­ცა საქ­მეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მსვლე­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 23 წლის ჯა­რის­კა­ცი და­ა­კა­ვეს, რო­მელ­საც ბრა­ლი 13 წლის გო­გო­ნას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­ყო­ფის, სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბის იძუ­ლე­ბი­სა და გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის­თვის წა­რუდ­გი­ნეს.

მა­მა­კა­ცი ქუ­თა­ი­სის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. მას სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა არას­რულ­წლო­ვა­ნი 2023 წლის სექ­ტემ­ბერ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­იც­ნო, რო­მელ­საც Facebook-ით სა­უბ­რი­სას, შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლის ამ­სახ­ველ ფოტო/ვი­დეო კად­რე­ბის გა­და­ღე­ბა და გაგ­ზავ­ნა მოს­თხო­ვა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში სკო­ლას­თან დახ­ვედ­რით და ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით და­ე­მუქ­რა.

ბრალ­დე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში ნა­ნა­ხი იქნა არას­რულ­წლოვ­ნის ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ფოტო/ვი­დეო მა­სა­ლა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰოოოო
0

მითუმეტეს, თუ არ იცნობს ახლოს, მიმოწერა უნდა იყოს თავშეკავებული....ისე, გოგოებს მიხედეთ მშობლებო (ბიჭებსაც), მეტი ყურადღება თავიდანვე.

ლავრენტა
3

საინტერესოა შენი გოგო რომ ყოფილიყო რას იზავდი,საერთოდ ამ ნა......არს ადვიკატი უნდა?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რას აცხადებს 13 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული 23 წლის სამხედროს ადვოკატი

რას აცხადებს 13 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული 23 წლის სამხედროს ადვოკატი

23 წლის სამხედრო, რომელიც 13 წლის გოგონას პირადი ცხოვრების ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს, დუმილის უფლებას იყენებს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდართან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს და მტკიცებულებებზე საუბრობს, ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდება მხოლოდ მოსაზრებების საფუძველზეა წარდგენილი.

კობაიძის თქმით, მძიმე ბრალდებებით დაკავებული მამაკაცი არასრულწლოვანს არ იცნობდა, არც მისი ასაკი იცოდა და მის მიმართ არც მუქარა განუხორციელებია.

"აღნიშნული ბრალდება მხოლოდ მოსაზრებების საფუძველზე აქვს წარდგენილი. ჩემი დასაცავი პირი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, რადგან არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესთან გვაქვს საქმე, ფაქტობრივ გარემოებებზე და დეტალებზე არ ვისაუბრებ, ვფიქრობ, ეს გამართლებული არ იქნება. როცა მტკიცებულებებს გამოვიკვლევთ, დარწმუნებული ვარ, სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ გაიზიარებს, ვინაიდან ყოვლად წარმოუდგენელია, მოსაზრების საფუძველზე ადამიანი ამხელა პასუხისმგებლობაში მისცე... ეს ყოველივე ზოგადი ინფორმაციაა, რომელიც ბრალდების მხარემ გაავრცელა. მე გეუბნებით, თუ დეტალებში ჩავალთ, მიმოწერა აბსოლუტურად სხვა შინაარსისაა, ნება ორმხრივია“, - განაცხადა კობაიძემ.

კითხვაზე, თუ რას უპასუხებს საგამოძიებო უწყების ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულმა არასრულწლოვანი მუქარით აიძულა, კბილის ჯაგრისის გამოყენებით სექსუალური ხასიათის სხვადასხვა მოქმედება განეხორციელებინა და ამის ამსახველი კადრები მისთვის გადაეგზავნა, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს"ძალიან სენსიტიური თემაა“.

"არ მინდა ბავშვი, რომელიც ამ საქმეში მონაწილეობდა, რამე ფორმით დაზარალდეს, იქ იყო ზოგადი და სხვადასხვა ხასიათის საუბრები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ნება რამდენად იყო გამოხატული, უნდოდა, არ უნდოდა, ვინმემ დააძალა, თუ არა, ამას სასამართლოში გამოვიკვლევთ. მთავარი ის არის, ჩემმა დასაცავმა პირმა რამდენად იცოდა დაზარალებულის წლოვანება. არ იცოდა, აბა რა“,- განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, ემუქრებოდა თუ არა ბრალდებული 13 წლის გოგონას ფიზიკური ანგარიშსწორებით, კობაიძე უარყოფით პასუხს სცემს.

"არა, მუქარა არ იყო და ვერც იქნებოდა, არც იცნობდა ფიზიკურად, არც იცოდა ვინ იყო. თუ მუქარა რეალური იყო, ეს ურთიერთობა 3-4 თვე გრძელდებოდა, მაშინ აქამდე რატომ არ მიმართა საგამოძიებო უწყებებს? გეტყვით რატომაც, ამ ადამიანს, დაზარალებულს არ ჰქონდა განცდა, რომ ვინმე ემუქრებოდა, მას შეეძლო აქამდეც მიემართა საგამოძიებო უწყებებისთვის. 18 წლის არ შეიძლებოდა სკოლის მოსწავლე ყოფილიყო? საგამოძიებო უწყებებისთვის გოგონას არ მიუმართავს, დედამ მიმარტა, როცა შეიტყო, რომ მის გოგონას სხვა უცხო მამაკაცი წერდა, ამის გამო მიეცა საქმეს საგამოძიებო მსვლელობა“, - განაცხადა კობაიძემ.

ცნობისთვის, სპეციალური საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა 23 წლის ჯარისკაცი დააკავეს, რომელსაც ბრალი 13 წლის გოგონას პირადი ცხოვრების ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის წარუდგინეს.

მამაკაცი ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა არასრულწლოვანი 2023 წლის სექტემბერში სოციალური ქსელით გაიცნო, რომელსაც Facebook-ით საუბრისას, შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო/ვიდეო კადრების გადაღება და გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლასთან დახვედრით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა არასრულწლოვნის ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალა.

ასევე იხილეთ: