მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი შვილების ჯანმრთელობა ჩააბარეს ადამიანს, რომელსაც ექიმად მუშაობის უფლება არ აქვს" - რა მოხდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლაში?
"ჩვენი შვილების ჯანმრთელობა ჩააბარეს ადამიანს, რომელსაც ექიმად მუშაობის უფლება არ აქვს" - რა მოხდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლაში?

ზეს­ტა­ფო­ნის სო­ფელ პირ­ვე­ლი სვი­რის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორს და ზეს­ტა­ფო­ნის რე­სურსცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას სა­სა­მარ­თლო­ში ამა­ვე სოფ­ლის პე­დი­ატ­რი მა­ნა­ნა ცხა­და­ძე უჩი­ვის. ალ­ბათ, მალე და­ი­წყე­ბა ამ საქ­მის გან­ხილ­ვა. რო­გორც ირ­კვე­ვა, პე­დი­ატ­რი მა­ნა­ნა ცხა­და­ძე სკო­ლა­ში ექი­მის ვა­კან­სი­ა­ზე გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მაგ­რამ სკო­ლამ და რე­სურსცენ­ტრმა მას უარი უთხრეს და სკო­ლის ექი­მად სხვა კან­დი­და­ტი - გულ­თამ­ზე ოყუ­ჯა­ვა შე­არ­ჩი­ეს. თუმ­ცა მალე გა­ირ­კვა, რომ ის არ იყო კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მი, სწო­რედ ამი­ტომ ატყდა დიდი ხმა­უ­რი და დღეს არა­კა­ნო­ნი­ერ მოქ­მე­დე­ბებ­ში სკო­ლის დი­რექ­ტორს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბიც ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

მათ უკვე უჩივ­ლეს პირ­ვე­ლი სვი­რის სკო­ლის დი­რექ­ტორს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს აუ­დი­ტი­სა და ხა­რის­ხის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რებ­ში. ამ უწყე­ბე­ბის დას­კვნით კა­ნონ­დარ­ღვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და და სკო­ლის დი­რექ­ტო­რი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ექი­მად და­ნიშ­ნუ­ლი კად­რი, რო­მე­ლიც იქ 9 თვე მუ­შა­ობ­და, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა. ხმა­უ­რი მა­შინ და­ი­წყო, როცა მშობ­ლებ­მა შე­ი­ტყვეს, რომ სკო­ლა­ში სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე სკო­ლის ექი­მად კო­მი­სი­ამ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და­ნიშ­ნა და გა­მო­უც­დელ ადა­მი­ანს ანდო მათი შვი­ლე­ბის ბედი.

ზეს­ტა­ფო­ნის სო­ფელ პირ­ველ სვირ­ში მცხოვ­რე­ბი მა­დო­ნა ნი­კა­ჭა­ძე:

- სრუ­ლი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა ხდე­ბა ზეს­ტა­ფო­ნის სო­ფელ პირ­ვე­ლი სვი­რის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. ამ სკო­ლა­ში გა­მო­ცხად­და ექი­მის პო­ზი­ცი­ა­ზე ვა­კან­სია. ვი­ცო­დით, რომ ყვე­ლა სკო­ლა­ში ხდე­ბო­და ექი­მის და­ნიშ­ვნა და ისიც ვი­ცო­დით, რომ ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებ­და ჩვე­ნი სოფ­ლის ექიმ-პე­დი­ატ­რი მა­ნა­ნა ცხა­და­ძე. ჩა­ტარ­და კონ­კურ­სი, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვარ­კვი­ეთ, რომ სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა და რე­სურსცენ­ტრმა კონ­კურ­სან­ტი არას­წო­რად შე­არ­ჩი­ეს. ეჭ­ვე­ბი მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, როცა მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლე­ბის­გან გა­ვი­გეთ, რომ მე­ო­რე სვი­რის სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მიერ და­წუ­ნე­ბუ­ლი კან­დი­და­ტი ჩვენ­თან და­ნიშ­ნეს ექი­მად. ამის შემ­დეგ და­ვინ­ტე­რეს­დით დე­ტა­ლე­ბით, მაგ­რამ ჩვე­ნი სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა იზა ღიბ­რა­ძემ გა­მოგ­ვი­ცხა­და, რომ ეს იყო სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცია და არ გა­ა­სა­ჯა­რო­ვებ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად არც შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტის სა­ხე­ლი და გვა­რი გვი­თხრა, არც დიპ­ლო­მი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. ჩვენ თით­ქოს შე­ვე­გუ­ეთ ამ სი­ტუ­ა­ცი­ას, მაგ­რამ მა­ლე­ვე გა­ვი­გეთ, რომ ჩვენს სკო­ლა­ში ექი­მად და­ნიშ­ნულ პირს არ ჰქონ­და ექი­მის კვა­ლი­ფი­კა­ცია და ექი­მად მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა. მე­ო­რე სვი­რის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა ორ­ჯერ და­ი­წუ­ნა ის ადა­მი­ა­ნი სა­თა­ნა­დო კომ­პე­ტენ­ცი­ის არ ქო­ნის გამო. არ ჰქონ­და შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა, არც ექი­მად მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. ეს ინ­ფორ­მა­ცია, ბუ­ნებ­რი­ვია, შე­ი­ტყო მე­ო­რე კონ­კურ­სან­ტმა, ჩვე­ნი სოფ­ლის ცნო­ბილ­მა პე­დი­ატრმა ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნა ცხა­და­ძემ და გა­ა­სა­ჩივ­რა მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რე­სურსცენ­ტრში, სა­დაც ასე­ვე არ მი­აქ­ცი­ეს ყუ­რა­დღე­ბა, ამის შემ­დეგ კი მან სა­ჩივ­რით მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს. შე­ვიკ­რი­ბეთ ასე­ვე მშობ­ლე­ბი და შე­ვი­ტა­ნეთ იმ დღეს­ვე გან­ცხა­დე­ბა სკო­ლა­ში, რომ გვცოდ­ნო­და ვინ ინიშ­ნე­ბო­და ექი­მად, ვე­ლო­დე­ბო­დით ჩვენს გან­ცხა­დე­ბა­ზე პა­სუხს, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ეს გან­ცხა­დე­ბა სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა არც კი და­ა­რე­გის­ტრი­რა. ჩვენ კი უშე­დე­გოდ ვე­ლო­დე­ბო­დით პა­სუხს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბო­და გა­სუ­ლი წლის მა­ის­ში.

7 სექ­ტემ­ბერს კი სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბამ შე­ვაგ­რო­ვეთ ხელ­მო­წე­რე­ბი და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში შე­ვი­ტა­ნეთ გან­ცხა­დე­ბა, რომ ეს უწყე­ბა დაგ­ვხმა­რე­ბო­და იმის გარ­კვე­ვა­ში თუ რა სპე­ცი­ა­ლო­ბის პირი მუ­შა­ობ­და სკო­ლა­ში ექი­მად. მშობ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვრე­კავ­დით გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში, იქ გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ აშ­კა­რად იყო დარ­ღვე­ვე­ბი და საქ­მე წა­ვი­დო­და წარ­მო­ე­ბა­ში. სამი თვის შემ­დეგ უკვე გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან მოგ­ვი­ვი­და აუ­დი­ტის დას­კვნა. ამ პე­რი­ოდ­ში ჩვე­ნი სკო­ლა გა­დი­ო­და ასე­ვე ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას და ვაკ­ვირ­დე­ბო­დით ამ სა­კი­თხსაც. მა­ნამ­დე ორი წელი ვი­ყა­ვი ამ სკო­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევ­რი და გარ­კვე­ულ­წი­ლად ვი­ცო­დი, რა უფ­ლე­ბე­ბი ჰქონ­და მო­სახ­ლე­ო­ბას. ვაკ­ვირ­დე­ბო­დი ამ პრო­ცესს და გვქონ­და იმე­დი, რომ ხა­რის­ხის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი და­დებ­და ობი­ექ­ტურ დას­კვნას. 9 თვე მორ­ჩი­ლად, ყო­ველ­გვა­რი ხმა­უ­რის გა­რე­შე ვე­ლო­დე­ბით ამ დას­კვნას.

- რას ამ­ბობ­და სკო­ლის დი­რექ­ტო­რი?

- ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სკო­ლის დი­რექ­ტო­რი მშობ­ლებს გვიმ­ტკი­ცებ­და, რომ და­ნიშ­ნუ­ლი პირი იყო პრო­ფე­სი­ით პე­დი­ატ­რი. მე­ო­რე კონ­კურ­სანტს, მა­ნა­ნა ცხა­და­ძეს, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, სა­სა­მარ­თლო­ში აქვს სარ­ჩე­ლი შე­ტა­ნი­ლი, მაგ­რამ ჯერ გან­ხილ­ვაც არ და­წყე­ბუ­ლა. რად­გან უკვე ორი უწყე­ბა, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს აუ­დი­ტი და ხა­რის­ხის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი იძი­ებ­და საქ­მეს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, ამ უკა­ნო­ნო­ბა­ზე ისი­ნი თვალს არ და­ხუ­ჭავ­დნენ. მთე­ლი სოფ­ლის სა­ხე­ლით მად­ლი­ე­რე­ბა მინ­და გა­მოვ­ხა­ტო ამ სამ­სა­ხუ­რე­ბის მი­მართ, რად­გან და­ი­ნა­ხეს ის დარ­ღვე­ვე­ბი, რა­ზეც ვსა­უბ­რობ­დით. 12 ნო­ემ­ბერს და­ი­დო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ზუს­ტად ის პრობ­ლე­მე­ბია აღ­წე­რი­ლი, რაც მო­სახ­ლე­ო­ბამ და­ა­ყე­ნა. ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია აღ­მოჩ­ნდა სწო­რი, ექი­მად და­ნიშ­ნულ კან­დი­დატს არ აქვს და­მო­უ­კი­დებ­ლად ექი­მად მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა და ასე­თი კან­დი­და­ტი წე­სით მე­ო­რე ტურ­შიც ვერ უნდა გა­და­სუ­ლი­ყო თვი­თონ სკო­ლის გა­ნა­წე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასე­ვე ორი მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბა არ­სე­ბობს იმა­ზე, რო­გორ უნდა ჩა­ტარ­დეს კონ­კურ­სი. ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა ჩა­ა­ბა­რეს ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ექი­მად მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს.

- სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა არ აქვს?

- დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს თბი­ლი­სის სა­ე­რო ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი "მე­ტე­ხი", ჯან­დაც­ვის ფა­კულ­ტე­ტი და არ აქვს ექი­მის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. არა­სო­დეს და­მო­უ­კი­დე­ბელ ექი­მად არ უმუ­შა­ვია. არა­ვის დიპ­ლომს არ ვა­ყე­ნებ ეჭქვეშ, მაგ­რამ მას ჯერ­ჯე­რო­ბით აქვს ექთ­ნად მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ ის სკო­ლა­ში მო­ვი­და, რო­გორც ექი­მი. ეს ორი­ვე უწყე­ბამ აღი­ა­რა, აქ არა­ფე­რია სა­და­ვო, მაგ­რამ მი­დი­ო­და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ტყუ­ი­ლი და მთე­ლი სოფ­ლის გა­სა­გო­ნად სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ამ­ტკი­ცებ­და, რომ სკო­ლა­ში ექი­მად და­ნიშ­ნა პე­დი­ატ­რი.

ხა­რის­ხის მარ­თვის სამ­სა­ხურ­მა სკო­ლას მოს­თხო­ვა გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა ეს პირი სამ­სა­ხუ­რი­დან, არა­და, მან ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში 9 თვე სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოდ იმუ­შა­ვა ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ჩვე­ნი პრო­ტეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად, ის მა­ინც აგ­რძე­ლებ­და მუ­შა­ო­ბას და ვიდ­რე არ და­ი­დო ოფი­ცი­ა­ლუ­რი დას­კვნა, სპე­ცი­ა­ლუ­რად არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა იზა ღიბ­რა­ძემ. 28 დე­კემ­ბრის­თვის ხა­რის­ხის მარ­თვის სამ­სა­ხურ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი ოქ­მის სა­ფუძ­ველ­ზე მას უნდა ჰყო­ლო­და და­ნიშ­ნუ­ლი სერ­თი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ექი­მი, რო­მელ­საც ითხოვ­და მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბა.

28 დე­კემ­ბერს ქალ­ბა­ტონ იზა ღიბ­რა­ძეს ხე­ლახ­ლა კონ­კურ­სი უნდა გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა და მან დადო ვა­კან­სია შეც­ვლი­ლი პი­რო­ბე­ბით, უკვე და­წია ის სტან­დარ­ტი და მო­თხოვ­ნე­ბი, რა­საც ითხოვს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბა და თა­ვი­სი სტან­დარ­ტი მო­არ­გო იმ კან­დი­დატს, რო­მე­ლიც უკვე და­ნიშ­ნუ­ლი ყავ­და და რომ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლებ­საც ითხოვ­და მის­გან ახლა უკვე ზემ­დგო­მი უწყე­ბა. ეს და­წე­უ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი რომ ვნა­ხეთ, სას­წრა­ფოდ მივ­მარ­თეთ ისევ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს და ხა­რის­ხის მარ­თვის სამ­სა­ხურს, ად­გი­ლობ­რივ რე­სურსცენ­ტრს. მე­რი­ას­თან და საკ­რე­ბუ­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან მო­ვი­თხო­ვეთ შეხ­ვედ­რა. ამ ხმა­უ­რის შემ­დეგ სას­წრა­ფოდ აი­ღეს ის გა­ნა­ცხა­დი, რაც ედოთ ვა­კან­სი­ა­ზე და ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ თით­ქოს ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი იყო. ჩვენ ამის შემ­დეგ გა­და­ვა­მოწ­მეთ წინა ვა­კან­სი­ის პი­რო­ბე­ბი და წინა ვა­კან­სი­ის პი­რო­ბებ­ში, რო­მე­ლიც ადრე, 13 აპ­რილს იყო და­დე­ბუ­ლი და აღ­მოჩ­ნდა, რომ იქაც შეც­ვლი­ლი იყო პი­რო­ბე­ბი. ამა­ზე წვდო­მა ჰქონ­და მხო­ლოდ სკო­ლის დი­რექ­ტორს. მან პა­სუ­ხი უნდა აგოს. რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შე­ყავ­და შეც­დო­მა­ში და 9 თვე სკო­ლა­ში არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ყავ­და ექი­მად.

ხა­რის­ხის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მო­თხოვ­ნით 20 დე­კემ­ბერს და­ი­წე­რა მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბრძა­ნე­ბა, მაგ­რამ ის მა­ინც აგ­რძე­ლებ­და მუ­შა­ო­ბას. ექი­მის ხა­ლა­თით 28 დე­კემ­ბრამ­დე იყო სკო­ლა­ში. რო­გორც ჩანს, სკო­ლის დი­რექ­ტორს ჰქონ­და იმის იმე­დი, რომ ხე­ლახ­ლა გა­მო­ა­ცხა­დებ­და კონ­კურსს, იმა­ვე პი­როვ­ნე­ბას თა­ვი­დან და­ნიშ­ნავ­და და ამ ამ­ბავს ვე­რა­ვინ გა­ი­გებ­და. დო­კუ­მენ­ტე­ბით ირ­კვე­ვა, რომ ეს პი­როვ­ნე­ბა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი იყო სამ­სა­ხუ­რი­დან და ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია სკო­ლა­ში არც პე­და­გო­გებს ჰქონ­დათ და არც მშობ­ლებს. ამ ბრძო­ლით მო­ვე­დით აქამ­დე, გა­სა­ხა­რია, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ და ხა­რის­ხის მარ­თვის სამ­სა­ხურ­მა უკა­ნო­ნო­ბა­ზე თვა­ლი არ და­ხუ­ჭა და იმე­დი მაქვს, დამ­ნა­შა­ვე პა­სუხს აგებს ამ უკა­ნო­ნო­ბის­თვის. სო­ფელ­მა და­ვამ­ტკი­ცეთ, რომ ტყუ­ი­ლად არ ვიბ­რძო­ლეთ.

- თქვენ აღ­ნიშ­ნეთ, რომ სოფ­ლის პე­დი­ატრს სურს სკო­ლა­ში ექი­მად მუ­შა­ო­ბა, ის პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში იმუ­შა­ვებ­და?

- 20 მეტ­რის და­შო­რე­ბით არის ერ­თმა­ნე­თის­გან სკო­ლა და ამ­ბუ­ლა­ტო­რია, ასე ახ­ლოს სხვა სოფ­ლებ­ში არ არის, მაგ­რამ სოფ­ლის სკო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში და­საქ­მე­ბუ­ლია ად­გი­ლობ­რი­ვი პე­დი­ატ­რე­ბი. თან ამ სკო­ლა­ში მყო­ფი ბავ­შვე­ბის 80 პრო­ცენტზე მე­ტის ოჯა­ხის ექი­მია ეს ქალ­ბა­ტო­ნი და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის ის­ტო­რია, ანამ­ნე­ზი იცის. ამით კა­ნო­ნი არ ირ­ღვე­ვა. მთე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მას­შტა­ბით ასე მუ­შა­ო­ბენ ექი­მე­ბი. მა­ნა­ნა ცხა­და­ძე პირ­ვე­ლი სვი­რის სოფ­ლის პე­დი­ატ­რია და შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლიც არის, რად­გან არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და­ნიშ­ნეს და 35 წლის სტა­ჟის მქო­ნე ექიმ პე­დი­ატრს უარი უთხრეს სკო­ლა­ში ექი­მად მუ­შა­ო­ბა­ზე.

- ხომ არ გაქვთ ინ­ფორ­მა­ცია, რა ინ­ტე­რე­სი ჰქონ­და სკო­ლის დი­რექ­ტორს, რა­ტომ და­ნიშ­ნა არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი?

- ვერ და­ვამ­ტკი­ცებ ვინ­მეს პრო­ტეჟეა თუ არა ეს კან­დი­და­ტი, მაგ­რამ კი­თხვე­ბი ჩნდე­ბა, რად­გან ერთ მხა­რეს იდგა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ხოლო მე­ო­რე მხა­რეს გა­მო­უც­დე­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­გა­უვ­ლე­ლი კად­რი და სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, რე­სურს ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა და რე­სურსცენ­ტრის იუ­რის­ტმა არა­ფე­რი არ გა­ა­კე­თეს იმის­თვის, რომ სკო­ლა­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რი მოხ­ვედ­რი­ლი­ყო. ეს აჩენს ბუ­ნებ­რი­ვია, კი­თხვებს. რა დგას ამის უკან, ეს შე­სა­ბა­მის­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­მა უნდა და­ად­გი­ნონ.

- სკო­ლამ აკ­რე­დი­ტა­ცია გა­ი­ა­რა?

- რო­გორც გან­გვი­მარ­ტეს, ჩვენ­მა სკო­ლამ გა­ი­ა­რა აკ­რე­დი­ტა­ცია დათ­ქმით, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში გვი­თხრეს, მი­ვე­ცით სკო­ლას ამ გზით არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბაო და ბევ­რი რამ აქვს გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლიო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მე­ო­რე სვი­რის სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა ორ­ჯერ და­ი­წუ­ნა ეს კან­დი­და­ტი და ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვის დროს კო­მი­სი­ა­ში იყო რე­სურსცენ­ტრის იუ­რის­ტი ნო­დარ კამ­ლა­ძე, რო­მელ­მაც მე­ო­რე სკო­ლა­ში არ­და­ნიშ­ვნის მი­ზე­ზად სწო­რედ არა­სა­თა­ნა­დო კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­უ­თი­თა, მაგ­რამ იგი­ვე კად­რი ამ სკო­ლა­ში და­ნიშ­ნა იმა­ვე კო­მი­სი­ამ. აქ იყო თვა­ლის ახ­ვე­ვა. ჩვენ ვი­თხოვთ, პა­სუ­ხი აგონ.

ბუ­ნებ­რი­ვია და­ვუ­კავ­შირ­დი სკო­ლის დი­რექ­ტორს ქალ­ბა­ტონ იზა ღიბ­რა­ძეს, მას ავუხ­სე­ნით, რომ ვი­ყა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი, მაგ­რამ მო­უც­ლე­ლო­ბა მო­ი­მი­ზე­ზა და გვი­თხრა, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით დაგ­ვე­რე­კა, თუმ­ცა შემ­დეგ ტე­ლე­ფო­ნი სა­ერ­თოდ გა­თი­შა. შემ­დე­გაც ბევ­რჯერ ვცა­დეთ მას­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია, მაგ­რამ ნო­მე­რი, რომ­ლი­და­ნაც ვრე­კავ­დით, დაბ­ლო­კა. ასე­ვე და­ვუ­კავ­შირ­დი რე­სურსცენ­ტრის იუ­რისტს, ნო­დარ კამ­ლა­ძეს, რომ აეხ­სნა, ერთ სკო­ლა­ში კომ­პე­ტენ­ცი­ის არ­ქო­ნის გამო და­წუ­ნე­ბუ­ლი კად­რი რა­ტომ და­ნიშ­ნეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით პირ­ვე­ლი სვი­რის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, მაგ­რამ მა­ნაც არ ისურ­ვა ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა.

"სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მოგ­ცემთ ვე­რა­ნა­ირ კო­მენ­ტარს", - გვი­თხრა იუ­რის­ტმა.

ყვე­ლა­ზე გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი კი რე­სურსცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის კა­ხა­ბერ კუ­პა­ტა­ძის პა­სუ­ხი აღ­მოჩ­ნდა, როცა მას ავუხ­სე­ნი თუ რა სა­კი­თხზე ვუ­რე­კავ­დი, მი­თხრა: "მე თქვენ არ გიც­ნობთ პი­რა­დად და ამი­ტომ ვე­რა­ფერს გე­ტყვით!" როცა ვუ­თხა­რი, წარ­მო­გიდ­გენთ ჟურ­ნა­ლის­ტის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ სა­ბუთს-მეთ­ქი, მი­პა­სუ­ხა, რომ ეს მას არ აინ­ტე­რე­სებს. სა­ბო­ლო­ოდ კი, მა­ნაც ტე­ლე­ფო­ნი გა­მი­თი­შა. იმე­დია, ამ სა­კი­თხით შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან და ამ ადა­მი­ა­ნებს იქ მა­ინც მო­უ­წევთ გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 62 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ყოფილი მოსწავლე
1

მოგესალმებით :) მე ეს სკოლა დავამთავრე 2019 წელს. აქ წავიკითხე კომენტარი, რომ მოსწავლეებს უწევდათ ფიზიკური სამუშაოს შესრულება სასწავლო პროცესის დროს მინდა ავღნიშნო, რომ ეს ფაქტი რეალურიაა და მაღალი კლასის ბიჭებს ხშირად უწევდათ მსგავსი ფიზიკური მუშაობა ეს იქნებოდა შეშა, მერხების გადატანა და სხვა უამრავი რამ რაც მოსწავლეს არუნდა გაეკეთებინა, არმინდა არავის შეურაწყოფა მივაყენო მაგრამ სკოლაში ბევრი შეუსაბამო დარღვევები იყო რაც დღევანდელ დღეს მიუღებელია. რაც შეეხება მანანა ექიმს მე და ჩემი თაობის უმრავლესობის ექიმია და მის პროფესიონალიზმში არასდროს არავის შეუტანია ეჭვი არაერთხელ ყოფილა სკოლაში ბავშბის დასახმარებლად როცა ვინმეს რამე უჭირდა,ამიტომ მინდა წარმატება ვუსურვო სიმართლე ყოველთვის და ყველგან გაიმარჯვებე.

ეკას
2

რას ერჩით ამ ტალახაძეს,მანდ არ ტალახაძეა მთავარი პერსონა და არც მანანა ექიმი...მანანას იყენებენ პირადი წყენის და ამბიციებისთვის თორე მანანა ექიმს როგორც თვითონ აცხადებს საჯაროდ არასდროს უოცნებია სკოლის ექიმობაზე და ამ მხრივ არანაირი ამბიცია არ ჰქონია...ნუ,თუ იქნებოდა ხო კარგი,ვის დაადგება ზედმეტი ლუკმა ყელზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ჩვენი შვილების ჯანმრთელობა ჩააბარეს ადამიანს, რომელსაც ექიმად მუშაობის უფლება არ აქვს" - რა მოხდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლაში?

"ჩვენი შვილების ჯანმრთელობა ჩააბარეს ადამიანს, რომელსაც ექიმად მუშაობის უფლება არ აქვს" - რა მოხდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლაში?

ზესტაფონის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის დირექტორს და ზესტაფონის რესურსცენტრის ხელმძღვანელობას სასამართლოში ამავე სოფლის პედიატრი მანანა ცხადაძე უჩივის. ალბათ, მალე დაიწყება ამ საქმის განხილვა. როგორც ირკვევა, პედიატრი მანანა ცხადაძე სკოლაში ექიმის ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა, მაგრამ სკოლამ და რესურსცენტრმა მას უარი უთხრეს და სკოლის ექიმად სხვა კანდიდატი - გულთამზე ოყუჯავა შეარჩიეს. თუმცა მალე გაირკვა, რომ ის არ იყო კვალიფიციური ექიმი, სწორედ ამიტომ ატყდა დიდი ხმაური და დღეს არაკანონიერ მოქმედებებში სკოლის დირექტორს ადგილობრივებიც ადანაშაულებენ.

მათ უკვე უჩივლეს პირველი სვირის სკოლის დირექტორს განათლების სამინისტროს აუდიტისა და ხარისხის მართვის სამსახურებში. ამ უწყებების დასკვნით კანონდარღვევები გამოვლინდა და სკოლის დირექტორი იძულებული გახდა ექიმად დანიშნული კადრი, რომელიც იქ 9 თვე მუშაობდა, სამსახურიდან გაეთავისუფლებინა. ხმაური მაშინ დაიწყო, როცა მშობლებმა შეიტყვეს, რომ სკოლაში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე სკოლის ექიმად კომისიამ არაპროფესიონალი დანიშნა და გამოუცდელ ადამიანს ანდო მათი შვილების ბედი.

ზესტაფონის სოფელ პირველ სვირში მცხოვრები მადონა ნიკაჭაძე:

- სრული განუკითხაობა ხდება ზესტაფონის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლაში. ამ სკოლაში გამოცხადდა ექიმის პოზიციაზე ვაკანსია. ვიცოდით, რომ ყველა სკოლაში ხდებოდა ექიმის დანიშვნა და ისიც ვიცოდით, რომ ამ კონკურსში მონაწილეობას მიიღებდა ჩვენი სოფლის ექიმ-პედიატრი მანანა ცხადაძე. ჩატარდა კონკურსი, მაგრამ მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ სკოლის დირექტორმა და რესურსცენტრმა კონკურსანტი არასწორად შეარჩიეს. ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, როცა მეზობელი სოფლის მცხოვრებლებისგან გავიგეთ, რომ მეორე სვირის სკოლის დირექტორის მიერ დაწუნებული კანდიდატი ჩვენთან დანიშნეს ექიმად. ამის შემდეგ დავინტერესდით დეტალებით, მაგრამ ჩვენი სკოლის დირექტორმა იზა ღიბრაძემ გამოგვიცხადა, რომ ეს იყო საიდუმლო ინფორმაცია და არ გაასაჯაროვებდა. თავდაპირველად არც შერჩეული კანდიდატის სახელი და გვარი გვითხრა, არც დიპლომი გაასაჯაროვა. ჩვენ თითქოს შევეგუეთ ამ სიტუაციას, მაგრამ მალევე გავიგეთ, რომ ჩვენს სკოლაში ექიმად დანიშნულ პირს არ ჰქონდა ექიმის კვალიფიკაცია და ექიმად მუშაობის უფლება. მეორე სვირის საჯარო სკოლის დირექტორმა ორჯერ დაიწუნა ის ადამიანი სათანადო კომპეტენციის არ ქონის გამო. არ ჰქონდა შესაბამისი განათლება, არც ექიმად მუშაობის გამოცდილება. ეს ინფორმაცია, ბუნებრივია, შეიტყო მეორე კონკურსანტმა, ჩვენი სოფლის ცნობილმა პედიატრმა ქალბატონმა მანანა ცხადაძემ და გაასაჩივრა მიღებული გადაწყვეტილება რესურსცენტრში, სადაც ასევე არ მიაქციეს ყურადღება, ამის შემდეგ კი მან საჩივრით მიმართა სასამართლოს. შევიკრიბეთ ასევე მშობლები და შევიტანეთ იმ დღესვე განცხადება სკოლაში, რომ გვცოდნოდა ვინ ინიშნებოდა ექიმად, ველოდებოდით ჩვენს განცხადებაზე პასუხს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ გაირკვა, რომ ეს განცხადება სკოლის დირექტორმა არც კი დაარეგისტრირა. ჩვენ კი უშედეგოდ ველოდებოდით პასუხს. ეს ყველაფერი ხდებოდა გასული წლის მაისში.

7 სექტემბერს კი სოფლის მოსახლეობამ შევაგროვეთ ხელმოწერები და განათლების სამინისტროში შევიტანეთ განცხადება, რომ ეს უწყება დაგვხმარებოდა იმის გარკვევაში თუ რა სპეციალობის პირი მუშაობდა სკოლაში ექიმად. მშობლები რამდენიმე დღის განმავლობაში ვრეკავდით განათლების სამინისტროში, იქ გვეუბნებოდნენ, რომ აშკარად იყო დარღვევები და საქმე წავიდოდა წარმოებაში. სამი თვის შემდეგ უკვე განათლების სამინისტროდან მოგვივიდა აუდიტის დასკვნა. ამ პერიოდში ჩვენი სკოლა გადიოდა ასევე ავტორიზაციას და ვაკვირდებოდით ამ საკითხსაც. მანამდე ორი წელი ვიყავი ამ სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი და გარკვეულწილად ვიცოდი, რა უფლებები ჰქონდა მოსახლეობას. ვაკვირდებოდი ამ პროცესს და გვქონდა იმედი, რომ ხარისხის მართვის სამსახური დადებდა ობიექტურ დასკვნას. 9 თვე მორჩილად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე ველოდებით ამ დასკვნას.

- რას ამბობდა სკოლის დირექტორი?

- ამ ხნის განმავლობაში სკოლის დირექტორი მშობლებს გვიმტკიცებდა, რომ დანიშნული პირი იყო პროფესიით პედიატრი. მეორე კონკურსანტს, მანანა ცხადაძეს, როგორც აღვნიშნე, სასამართლოში აქვს სარჩელი შეტანილი, მაგრამ ჯერ განხილვაც არ დაწყებულა. რადგან უკვე ორი უწყება, განათლების სამინისტროს აუდიტი და ხარისხის მართვის სამსახური იძიებდა საქმეს, დარწმუნებული ვიყავით, ამ უკანონობაზე ისინი თვალს არ დახუჭავდნენ. მთელი სოფლის სახელით მადლიერება მინდა გამოვხატო ამ სამსახურების მიმართ, რადგან დაინახეს ის დარღვევები, რაზეც ვსაუბრობდით. 12 ნოემბერს დაიდო ეს გადაწყვეტილება და ზუსტად ის პრობლემებია აღწერილი, რაც მოსახლეობამ დააყენა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია აღმოჩნდა სწორი, ექიმად დანიშნულ კანდიდატს არ აქვს დამოუკიდებლად ექიმად მუშაობის უფლება და ასეთი კანდიდატი წესით მეორე ტურშიც ვერ უნდა გადასულიყო თვითონ სკოლის განაწესიდან გამომდინარე, ასევე ორი მინისტრის ბრძანება არსებობს იმაზე, როგორ უნდა ჩატარდეს კონკურსი. ჩვენი შვილების ჯანმრთელობა ჩააბარეს ადამიანს, რომელსაც ექიმად მუშაობის უფლება არ აქვს.

- სამედიცინო განათლება არ აქვს?

- დამთავრებული აქვს თბილისის საერო ეროვნული ინსტიტუტი "მეტეხი", ჯანდაცვის ფაკულტეტი და არ აქვს ექიმის კვალიფიკაცია მინიჭებული. არასოდეს დამოუკიდებელ ექიმად არ უმუშავია. არავის დიპლომს არ ვაყენებ ეჭქვეშ, მაგრამ მას ჯერჯერობით აქვს ექთნად მუშაობის უფლება, მაგრამ ის სკოლაში მოვიდა, როგორც ექიმი. ეს ორივე უწყებამ აღიარა, აქ არაფერია სადავო, მაგრამ მიდიოდა მიზანმიმართული ტყუილი და მთელი სოფლის გასაგონად სკოლის დირექტორი ამტკიცებდა, რომ სკოლაში ექიმად დანიშნა პედიატრი.

ხარისხის მართვის სამსახურმა სკოლას მოსთხოვა გაეთავისუფლებინა ეს პირი სამსახურიდან, არადა, მან ამ ხნის განმავლობაში 9 თვე სრულიად უკანონოდ იმუშავა ამ თანამდებობაზე. ჩვენი პროტესტის მიუხედავად, ის მაინც აგრძელებდა მუშაობას და ვიდრე არ დაიდო ოფიციალური დასკვნა, სპეციალურად არ გაათავისუფლა სკოლის დირექტორმა იზა ღიბრაძემ. 28 დეკემბრისთვის ხარისხის მართვის სამსახურთან შეთანხმებული ოქმის საფუძველზე მას უნდა ჰყოლოდა დანიშნული სერთიფიცირებული ექიმი, რომელსაც ითხოვდა მინისტრის ბრძანება.

28 დეკემბერს ქალბატონ იზა ღიბრაძეს ხელახლა კონკურსი უნდა გამოეცხადებინა და მან დადო ვაკანსია შეცვლილი პირობებით, უკვე დაწია ის სტანდარტი და მოთხოვნები, რასაც ითხოვს განათლების მინისტრის ბრძანება და თავისი სტანდარტი მოარგო იმ კანდიდატს, რომელიც უკვე დანიშნული ყავდა და რომლის გათავისუფლებსაც ითხოვდა მისგან ახლა უკვე ზემდგომი უწყება. ეს დაწეული მოთხოვნები რომ ვნახეთ, სასწრაფოდ მივმართეთ ისევ განათლების სამინისტროს და ხარისხის მართვის სამსახურს, ადგილობრივ რესურსცენტრს. მერიასთან და საკრებულოს ხელმძღვანელებთან მოვითხოვეთ შეხვედრა. ამ ხმაურის შემდეგ სასწრაფოდ აიღეს ის განაცხადი, რაც ედოთ ვაკანსიაზე და ამტკიცებდნენ, რომ თითქოს ტექნიკური ხარვეზი იყო. ჩვენ ამის შემდეგ გადავამოწმეთ წინა ვაკანსიის პირობები და წინა ვაკანსიის პირობებში, რომელიც ადრე, 13 აპრილს იყო დადებული და აღმოჩნდა, რომ იქაც შეცვლილი იყო პირობები. ამაზე წვდომა ჰქონდა მხოლოდ სკოლის დირექტორს. მან პასუხი უნდა აგოს. რადგან საზოგადოება მიზანმიმართულად შეყავდა შეცდომაში და 9 თვე სკოლაში არაპროფესიონალი ყავდა ექიმად.

ხარისხის მართვის სამსახურის მოთხოვნით 20 დეკემბერს დაიწერა მისი გათავისუფლების ბრძანება, მაგრამ ის მაინც აგრძელებდა მუშაობას. ექიმის ხალათით 28 დეკემბრამდე იყო სკოლაში. როგორც ჩანს, სკოლის დირექტორს ჰქონდა იმის იმედი, რომ ხელახლა გამოაცხადებდა კონკურსს, იმავე პიროვნებას თავიდან დანიშნავდა და ამ ამბავს ვერავინ გაიგებდა. დოკუმენტებით ირკვევა, რომ ეს პიროვნება გათავისუფლებული იყო სამსახურიდან და ამაზე ინფორმაცია სკოლაში არც პედაგოგებს ჰქონდათ და არც მშობლებს. ამ ბრძოლით მოვედით აქამდე, გასახარია, რომ განათლების სამინისტრომ და ხარისხის მართვის სამსახურმა უკანონობაზე თვალი არ დახუჭა და იმედი მაქვს, დამნაშავე პასუხს აგებს ამ უკანონობისთვის. სოფელმა დავამტკიცეთ, რომ ტყუილად არ ვიბრძოლეთ.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ სოფლის პედიატრს სურს სკოლაში ექიმად მუშაობა, ის პარალელურ რეჟიმში იმუშავებდა?

- 20 მეტრის დაშორებით არის ერთმანეთისგან სკოლა და ამბულატორია, ასე ახლოს სხვა სოფლებში არ არის, მაგრამ სოფლის სკოლების უმრავლესობაში დასაქმებულია ადგილობრივი პედიატრები. თან ამ სკოლაში მყოფი ბავშვების 80 პროცენტზე მეტის ოჯახის ექიმია ეს ქალბატონი და თითოეული მათგანის ისტორია, ანამნეზი იცის. ამით კანონი არ ირღვევა. მთელი რესპუბლიკის მასშტაბით ასე მუშაობენ ექიმები. მანანა ცხადაძე პირველი სვირის სოფლის პედიატრია და შეურაცხყოფილიც არის, რადგან არაპროფესიონალი დანიშნეს და 35 წლის სტაჟის მქონე ექიმ პედიატრს უარი უთხრეს სკოლაში ექიმად მუშაობაზე.

- ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რა ინტერესი ჰქონდა სკოლის დირექტორს, რატომ დანიშნა არაპროფესიონალი?

- ვერ დავამტკიცებ ვინმეს პროტეჟეა თუ არა ეს კანდიდატი, მაგრამ კითხვები ჩნდება, რადგან ერთ მხარეს იდგა პროფესიონალი, ხოლო მეორე მხარეს გამოუცდელი კვალიფიკაციაგაუვლელი კადრი და სკოლის დირექტორმა, რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა და რესურსცენტრის იურისტმა არაფერი არ გააკეთეს იმისთვის, რომ სკოლაში პროფესიონალი კადრი მოხვედრილიყო. ეს აჩენს ბუნებრივია, კითხვებს. რა დგას ამის უკან, ეს შესაბამისმა საგამოძიებო ორგანოებმა უნდა დაადგინონ.

- სკოლამ აკრედიტაცია გაიარა?

- როგორც განგვიმარტეს, ჩვენმა სკოლამ გაიარა აკრედიტაცია დათქმით, განათლების ხარისხის მართვის სამსახურში გვითხრეს, მივეცით სკოლას ამ გზით არსებობის უფლებაო და ბევრი რამ აქვს გამოსასწორებელიო. წარმოიდგინეთ, მეორე სვირის სკოლის დირექტორმა ორჯერ დაიწუნა ეს კანდიდატი და ამ საკითხის განხილვის დროს კომისიაში იყო რესურსცენტრის იურისტი ნოდარ კამლაძე, რომელმაც მეორე სკოლაში არდანიშვნის მიზეზად სწორედ არასათანადო კვალიფიკაცია მიუთითა, მაგრამ იგივე კადრი ამ სკოლაში დანიშნა იმავე კომისიამ. აქ იყო თვალის ახვევა. ჩვენ ვითხოვთ, პასუხი აგონ.

ბუნებრივია დავუკავშირდი სკოლის დირექტორს ქალბატონ იზა ღიბრაძეს, მას ავუხსენით, რომ ვიყავი ჟურნალისტი, მაგრამ მოუცლელობა მოიმიზეზა და გვითხრა, რომ მოგვიანებით დაგვერეკა, თუმცა შემდეგ ტელეფონი საერთოდ გათიშა. შემდეგაც ბევრჯერ ვცადეთ მასთან სატელეფონო კომუნიკაცია, მაგრამ ნომერი, რომლიდანაც ვრეკავდით, დაბლოკა. ასევე დავუკავშირდი რესურსცენტრის იურისტს, ნოდარ კამლაძეს, რომ აეხსნა, ერთ სკოლაში კომპეტენციის არქონის გამო დაწუნებული კადრი რატომ დანიშნეს მოგვიანებით პირველი სვირის საჯარო სკოლაში, მაგრამ მანაც არ ისურვა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება.

"სამწუხაროდ, ვერ მოგცემთ ვერანაირ კომენტარს", - გვითხრა იურისტმა.

ყველაზე გამაოგნებელი კი რესურსცენტრის დირექტორის კახაბერ კუპატაძის პასუხი აღმოჩნდა, როცა მას ავუხსენი თუ რა საკითხზე ვურეკავდი, მითხრა: "მე თქვენ არ გიცნობთ პირადად და ამიტომ ვერაფერს გეტყვით!" როცა ვუთხარი, წარმოგიდგენთ ჟურნალისტის დამადასტურებელ საბუთს-მეთქი, მიპასუხა, რომ ეს მას არ აინტერესებს. საბოლოოდ კი, მანაც ტელეფონი გამითიშა. იმედია, ამ საკითხით შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან და ამ ადამიანებს იქ მაინც მოუწევთ განმარტებების გაკეთება.