საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ შევარდები მაინც და მაინც იმ რესტორანში, სადაც 45 ლარი ღირს ხაჭაპური" - ნინო ხაჟომია გუდაურის ფასებსა და ზამთრის კურორტებზე არსებულ სიტუაციაზე
"ნუ შევარდები მაინც და მაინც იმ რესტორანში, სადაც 45 ლარი ღირს ხაჭაპური" - ნინო ხაჟომია გუდაურის ფასებსა და ზამთრის კურორტებზე არსებულ სიტუაციაზე

გა­სულ კვი­რას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოჩ­ნდა პოს­ტე­ბი, სა­დაც გუ­და­ურ­ში მყო­ფი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი გაზ­რდილ ფა­სებ­ზე წუ­წუ­ნებ­დნენ. "პური - 10 ლარი, წყა­ლი - 5 ლარი, ხა­ჭა­პუ­რი - 45 ლარი...“ - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტუ­სებ­ში, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი წე­რენ, რომ სამ­თო კუ­რორტზე ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად დას­ვე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

კაფე CUB-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ნინო ხა­ჟო­მია Ambebi.ge-თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გუ­და­ურ­ში არ­სე­ბუ­ლი ფა­სე­ბის შე­სა­ხებ გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია და "ვერ ხვდე­ბა, ვის ამოძ­რა­ვებს სამ­თო კუ­რორტზე სე­ზო­ნის ჩაგ­დე­ბის სურ­ვი­ლი".

- ნინო, წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით მო­მა­რა­გე­ბის ხარ­ჯი რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტით არის გაზ­რდი­ლი და მი­უ­ხე­და­ვად ფა­სე­ბი­სა, ტუ­რის­ტე­ბი თუ არი­ან გუ­და­ურ­ში?

- მო­მა­რა­გე­ბა წელს მი­ნი­მუმ 30%-ით გა­ი­ზარ­და, რაც შე­ე­ხე­ბა ტუ­რის­ტებს, ძა­ლი­ან ბევ­რია. ტყუ­ი­ლია, რომ გუ­და­ურ­ში ხალ­ხი არ არის, მთას, გუ­და­ურს, მეს­ტი­ას გო­დერ­ძის სე­ზონ­ზე 2-კვი­რი­ა­ნი ჩა­ვარ­დნე­ბი ახა­სი­ა­თებს. მე რვა წე­ლია მთა­ში ვარ და სულ ასეა. 14 იან­ვრი­დან თვის ბო­ლომ­დე ნაკ­ლე­ბი ხალ­ხია. თე­ბერ­ვლის ბო­ლოს იქ­ნე­ბა ასე­ვე ათი დღე ნაკ­ლე­ბი ხალ­ხი და მარ­ტი­დან ისევ გა­ვივ­სე­ბით. ეს ყვე­ლამ ვი­ცით, ვინც მთა­ში ვო­პე­რი­რებთ. ვემ­ზა­დე­ბით იმის­თვის, რომ ისევ იყოს ისე­თი შე­მო­ტე­ვა, რო­გო­რიც გვქონ­და ახა­ლი წლის პე­რი­ოდ­ში.

- ნინო, ძი­რი­თა­დად, რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან არი­ან ტუ­რის­ტე­ბი?

- არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი­დან არი­ან, თუმ­ცა არ არი­ან არა­ბე­ბი. ესე­ნი არი­ან ევ­რო­პე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც არაბ­თა სა­ა­მი­რო­ებ­ში გა­და­ი­ტა­ნეს ბიზ­ნე­სი სა­გა­და­სა­ხა­დო ლი­ბე­რა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის გამო და რაც არ უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, მი­უ­ხე­და­ვად ომი­სა, ძა­ლი­ან ბევ­რია ის­რა­ე­ლი­დან. სა­ოც­რე­ბაა და რუ­სე­ბი არი­ან ძა­ლი­ან ცოტა, შარ­შან­დე­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით. სა­ვა­რა­უ­დოდ, ვინც აქ დარ­ჩა, ფული აღარ აქვს და ვერ ის­ვე­ნებს, ან თა­ვად გახ­სნეს რა­ღა­ცე­ბი და თა­ვი­ანთ ხალ­ხთან და­დი­ან.

- ად­გილ­ზე თუ გი­ნა­ხავთ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ფა­სე­ბის გამო და რა ღირს რე­ა­ლუ­რად გუ­და­ურ­ში ხა­ჭა­პუ­რი.

- ჩემ­თან, მა­გა­ლი­თად, ღირს 36 ლარი, ეს არის რვა ნაჭ­რი­ა­ნი სა­მე­ფო ხა­ჭა­პუ­რი, იმე­რუ­ლი სულ­გუ­ნით. ისე­თია, სამი კაცი დაჯ­დე­ბა და იქე­ი­ფებს. სხვე­ბის ფა­სე­ბი არ ვიცი, მე ვარ მთა­ში და იქ რომ ავ­დი­ვარ, ჩა­მოს­ვლის სურ­ვი­ლი აღარ მაქვს.

- სა­უბ­რო­ბენ მო­მა­რა­გე­ბის სირ­თუ­ლე­ზეც, თქვენ რო­გორ ახერ­ხებთ?

- გე­ტყვით მე რო­გორ ვა­კე­თებ და წყალ­ზე რომ წუ­წუ­ნე­ბენ, ხუთი ლარი რა ამ­ბა­ვი­აო. მთა­ში წყა­ლი არ არის. საჭ­მლის­თვის და ყვე­ლაფ­რის­თვის თბი­ლი­სი­დან მი­მაქვს. ჯერ მი­ვი­ტან "გა­რა­ჟე­ბამ­დე“, იქი­დან ხან "კეს­ბო­რელ­ზე“ ვტვირ­თავ და ამაქვს, თუ "კეს­ბო­რე­ლი“ არ არის, ბორ­ნით გა­და­მაქვს "კა­ნატ­კამ­დე", სა­დაც ვცლი და იქი­დან ხე­ლით მი­ვათ­რევ კა­ფემ­დე.

- ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე გკი­თხავთ, ხში­რად გვეს­მის, რომ უცხო­ურ კუ­რორ­ტებს რომ ადა­რებთ ფა­სებს, იქ სა­უ­კე­თე­სო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­აო...

- მო­დით, ვი­სა­უბ­როთ რო­გორც მო­თხი­ლა­მუ­რე­ე­ბი აფა­სე­ბენ კუ­რორ­ტს, რას ვგუ­ლის­ხმობთ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ში? - მე ვარ მო­თხი­ლა­მუ­რე, მჭირ­დე­ბა კარ­გი ტრა­სა, სა­პირ­ფა­რე­შო და კვე­ბის ობი­ექ­ტი მთა­ზე. ტრა­სე­ბი სა­უ­კე­თე­სოა, ევ­რო­პულ ბევრ კუ­რორ­ტს ვჯო­ბი­ვართ იმით, რომ იქ ტრა­სე­ბი გა­დატ­ვირ­თუ­ლია. ალ­პებ­ში 80 ევ­როს რომ იხდი, შე­იძ­ლე­ბა იმ პე­რი­ოდ­ში მხო­ლოდ ორ­ჯერ მო­ა­ხერ­ხო ჩა­მოს­რი­ა­ლე­ბა, იმ­დე­ნად დიდი რი­გე­ბია. ამ მხრივ ჩვენ­თან სა­მო­თხეა, ტრა­სე­ბი არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა ალ­პე­ბი­სას, სა­ბა­გი­რო­ე­ბი და­ე­მა­ტა და ეს ძა­ლი­ან კარ­გია.

- სა­შუ­ა­ლოდ, რა და­უჯ­დე­ბა ერთ ადა­მი­ანს გუ­და­ურ­ში დას­ვე­ნე­ბა?

- ასე ვერ და­გით­ვლით, რად­გან სა­თხი­ლა­მუ­რო სპორ­ტი იმ­დე­ნად ძვი­რია, რომ მი­ნი­მუმ ეკი­პი­რე­ბა ჯდე­ბა 5-7 ათა­სი ლარი. მეს­მის, სტუ­დენ­ტსაც უნდა ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა თხი­ლა­მუ­რე­ბით ის­რი­ა­ლოს, მაგ­რამ მე რომ სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი და ვერ­მუნდში მივ­დი­ო­დი სა­თხი­ლა­მუ­როდ, ვი­ცო­დი, ვერ შევწვდე­ბო­დი ფე­შე­ნე­ბე­ლურ რეს­ტო­რანს და ჩემი ლან­ჩით დავ­დი­ო­დი.

გუ­და­უ­რი აძ­ლევს ყვე­ლას იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ყვე­ლა "ფენ­სი“ რეს­ტო­რან­ში არ შე­ვი­დეს. არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა მარ­თლა ღირ­დეს სად­მე 45 ლარი, მაგ­რამ იქ ისე­თი მომ­სა­ხუ­რე­ბა იქ­ნე­ბო­და, ღირ­და. უამ­რავ არ­ჩე­ვანს სთა­ვა­ზობს, მთა­ზე ამო­დი, სა­დაც უფრო ია­ფია და ფასს ბიზ­ნე­სი ად­გენს, ასე ვი­ცო­დი აქამ­დე.

- რო­გორ ფიქ­რობთ ეს აჟი­ო­ტა­ჟი იმოქ­მე­დებს დამ­სვე­ნებ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე?

- არა, არა­ნა­ი­რად არ იმოქ­მე­დებს, ეს მარ­თუ­ლი პრო­ცე­სია და ვერ ვხვდე­ბი, ვის­გან. შარ­შან ხომ უთოვ­ლო­ბის გამო გავ­სწორ­დით მი­წას­თან და წელს თი­თი­დან გა­მო­წუ­რუ­ლი თე­მე­ბით უნ­დათ იგი­ვე. ნუ შე­ვარ­დე­ბი მა­ინც და მა­ინც იმ რეს­ტო­რან­ში, სა­დაც 45 ლარი ღირს ხა­ჭა­პუ­რი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 97 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

2 კაცს ვეძებ 8 ნაჭრიან ხაჭაპურზე უნდა დავჯდე და ვიქეიფო ნინოსთან, 36 ლარს მე ვიხდი დაგასწარით.

თამაზი
0

ძველი ანეგდოტი გამახსენდა: ტიპი შედის კაფეში და ხაჭაპურს შეუკვეთავს. მიმტანი ეკითხება, 4 ნაჭრად გავჭრა თუ 8 ნაჭრადო? 4 ნაჭრად კაცო, 8 ნაჭერს რა შემაჭმევსო.

რა ხაჭაპურია ასეთი, 36 ან 45 ლარი რომ ღირს? დევმა რომ ნაცარქექიას გამოუცხო ისა? მე ბეჩავს კიდევ 20 ლარიანი ხაჭაპურიც ძვირი მეგონა :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ნუ შევარდები მაინც და მაინც იმ რესტორანში, სადაც 45 ლარი ღირს ხაჭაპური" - ნინო ხაჟომია გუდაურის ფასებსა და ზამთრის კურორტებზე არსებულ სიტუაციაზე

"ნუ შევარდები მაინც და მაინც იმ რესტორანში, სადაც 45 ლარი ღირს ხაჭაპური" - ნინო ხაჟომია გუდაურის ფასებსა და ზამთრის კურორტებზე არსებულ სიტუაციაზე

გასულ კვირას სოციალურ ქსელში გამოჩნდა პოსტები, სადაც გუდაურში მყოფი დამსვენებლები გაზრდილ ფასებზე წუწუნებდნენ. "პური - 10 ლარი, წყალი - 5 ლარი, ხაჭაპური - 45 ლარი...“ - ვკითხულობთ სტატუსებში, სადაც მოქალაქეები წერენ, რომ სამთო კურორტზე ხელმისაწვდომ ფასად დასვენება შეუძლებელია.

კაფე CUB-ის დამფუძნებელი, ნინო ხაჟომია Ambebi.ge-თან საუბარში ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია გუდაურში არსებული ფასების შესახებ გაზვიადებულია და "ვერ ხვდება, ვის ამოძრავებს სამთო კურორტზე სეზონის ჩაგდების სურვილი".

- ნინო, წინა წლებთან შედარებით მომარაგების ხარჯი რამდენი პროცენტით არის გაზრდილი და მიუხედავად ფასებისა, ტურისტები თუ არიან გუდაურში?

- მომარაგება წელს მინიმუმ 30%-ით გაიზარდა, რაც შეეხება ტურისტებს, ძალიან ბევრია. ტყუილია, რომ გუდაურში ხალხი არ არის, მთას, გუდაურს, მესტიას გოდერძის სეზონზე 2-კვირიანი ჩავარდნები ახასიათებს. მე რვა წელია მთაში ვარ და სულ ასეა. 14 იანვრიდან თვის ბოლომდე ნაკლები ხალხია. თებერვლის ბოლოს იქნება ასევე ათი დღე ნაკლები ხალხი და მარტიდან ისევ გავივსებით. ეს ყველამ ვიცით, ვინც მთაში ვოპერირებთ. ვემზადებით იმისთვის, რომ ისევ იყოს ისეთი შემოტევა, როგორიც გვქონდა ახალი წლის პერიოდში.

- ნინო, ძირითადად, რომელი ქვეყნებიდან არიან ტურისტები?

- არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან არიან, თუმცა არ არიან არაბები. ესენი არიან ევროპელები, რომლებმაც არაბთა საამიროებში გადაიტანეს ბიზნესი საგადასახადო ლიბერალური პოლიტიკის გამო და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მიუხედავად ომისა, ძალიან ბევრია ისრაელიდან. საოცრებაა და რუსები არიან ძალიან ცოტა, შარშანდელისგან განსხვავებით. სავარაუდოდ, ვინც აქ დარჩა, ფული აღარ აქვს და ვერ ისვენებს, ან თავად გახსნეს რაღაცები და თავიანთ ხალხთან დადიან.

- ადგილზე თუ გინახავთ უკმაყოფილება ფასების გამო და რა ღირს რეალურად გუდაურში ხაჭაპური.

- ჩემთან, მაგალითად, ღირს 36 ლარი, ეს არის რვა ნაჭრიანი სამეფო ხაჭაპური, იმერული სულგუნით. ისეთია, სამი კაცი დაჯდება და იქეიფებს. სხვების ფასები არ ვიცი, მე ვარ მთაში და იქ რომ ავდივარ, ჩამოსვლის სურვილი აღარ მაქვს.

- საუბრობენ მომარაგების სირთულეზეც, თქვენ როგორ ახერხებთ?

- გეტყვით მე როგორ ვაკეთებ და წყალზე რომ წუწუნებენ, ხუთი ლარი რა ამბავიაო. მთაში წყალი არ არის. საჭმლისთვის და ყველაფრისთვის თბილისიდან მიმაქვს. ჯერ მივიტან "გარაჟებამდე“, იქიდან ხან "კესბორელზე“ ვტვირთავ და ამაქვს, თუ "კესბორელი“ არ არის, ბორნით გადამაქვს "კანატკამდე", სადაც ვცლი და იქიდან ხელით მივათრევ კაფემდე.

- ინფრასტრუქტურაზე გკითხავთ, ხშირად გვესმის, რომ უცხოურ კურორტებს რომ ადარებთ ფასებს, იქ საუკეთესო ინფრასტრუქტურააო...

- მოდით, ვისაუბროთ როგორც მოთხილამურეები აფასებენ კურორტს, რას ვგულისხმობთ ინფრასტრუქტურაში? - მე ვარ მოთხილამურე, მჭირდება კარგი ტრასა, საპირფარეშო და კვების ობიექტი მთაზე. ტრასები საუკეთესოა, ევროპულ ბევრ კურორტს ვჯობივართ იმით, რომ იქ ტრასები გადატვირთულია. ალპებში 80 ევროს რომ იხდი, შეიძლება იმ პერიოდში მხოლოდ ორჯერ მოახერხო ჩამოსრიალება, იმდენად დიდი რიგებია. ამ მხრივ ჩვენთან სამოთხეა, ტრასები არ ჩამოუვარდება ალპებისას, საბაგიროები დაემატა და ეს ძალიან კარგია.

- საშუალოდ, რა დაუჯდება ერთ ადამიანს გუდაურში დასვენება?

- ასე ვერ დაგითვლით, რადგან სათხილამურო სპორტი იმდენად ძვირია, რომ მინიმუმ ეკიპირება ჯდება 5-7 ათასი ლარი. მესმის, სტუდენტსაც უნდა ჰქონდეს საშუალება თხილამურებით ისრიალოს, მაგრამ მე რომ სტუდენტი ვიყავი და ვერმუნდში მივდიოდი სათხილამუროდ, ვიცოდი, ვერ შევწვდებოდი ფეშენებელურ რესტორანს და ჩემი ლანჩით დავდიოდი.

გუდაური აძლევს ყველას იმის საშუალებას, რომ ყველა "ფენსი“ რესტორანში არ შევიდეს. არ ვიცი, შეიძლება მართლა ღირდეს სადმე 45 ლარი, მაგრამ იქ ისეთი მომსახურება იქნებოდა, ღირდა. უამრავ არჩევანს სთავაზობს, მთაზე ამოდი, სადაც უფრო იაფია და ფასს ბიზნესი ადგენს, ასე ვიცოდი აქამდე.

- როგორ ფიქრობთ ეს აჟიოტაჟი იმოქმედებს დამსვენებლების შემცირებაზე?

- არა, არანაირად არ იმოქმედებს, ეს მართული პროცესია და ვერ ვხვდები, ვისგან. შარშან ხომ უთოვლობის გამო გავსწორდით მიწასთან და წელს თითიდან გამოწურული თემებით უნდათ იგივე. ნუ შევარდები მაინც და მაინც იმ რესტორანში, სადაც 45 ლარი ღირს ხაჭაპური.

წაიკითხეთ ასევე: