საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად რა შეზღუდვები მოქმედებს უამინდობის გამო - გზების დეპარტამენტის უახლესი ინფორმაცია
სად რა შეზღუდვები მოქმედებს უამინდობის გამო - გზების დეპარტამენტის უახლესი ინფორმაცია

სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თო­ვის და ლი­პყი­ნუ­ლის გამო, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის მცხე­თა–სტე­ფან­წმინ­და–ლარ­სის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გუ­და­უ­რი(ფოს­ტა)-კო­ბის მო­ნაკ­ვეთ­ზე მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

"გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, მლე­თა-გუ­და­უ­რის და გუ­და­უ­რი(ფოს­ტა)–კო­ბის მო­ნაკ­ვე­თებ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­უ­ჩე­რებ­ლად გავ­ლის რე­ჟიმ­ში, გუ­და­უ­რი(ფოს­ტა)–კო­ბის მო­ნაკ­ვეთ­ზე მხო­ლოდ ზვავ­დამ­ცა­ვი გვი­რა­ბე­ბის გავ­ლით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ჟი­მით მოძ­რა­ო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის უშუ­ა­ლო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით და კო­ორ­დი­ნა­ცი­ით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თო­ვი­სა და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გამო, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ზუგ­დი­დი-ჯვა­რი-მეს­ტია-ლას­დი­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ178-კმ185 (კალა-უშ­გუ­ლი) მო­ნაკ­ვეთ­ზე ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამა­ვე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ70-კმ178 (ხა­ი­ში-კალა) მო­ნაკ­ვეთ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი, ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის და M3 კა­ტე­გო­რი­ის 22-ზე მეტი და­საჯ­დო­მი ად­გი­ლის (მძღო­ლის ად­გი­ლის გარ­და) მქო­ნე მგზავ­რთა გა­და­საყ­ვა­ნად გან­კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოძ­რა­ო­ბა.

"კმ100-კმ178 (ლა­ხა­მუ­ლა-კალა) მო­ნაკ­ვეთ­ზე, მსუ­ბუ­ქი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა და­საშ­ვე­ბია მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის (ორი და მეტი წამ­ყვა­ნი ხი­დის მქო­ნე) მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ1-კმ70 (ზუგ­დი­დი-ხა­ი­ში) მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ალექს
3

ეგ არის ლარსი ისევ დაიკეტება და რუსი დაიმშევა, საჭმლის ძიებაში ემანდ არ შემოგვეჭრას ! მაგრამ საფსე როა მაგათი სუპერმარკეტები ? სულოგულო ყოლიფერი, დოში, ხიზილალა, ზურგიელი, კარტოშკა ვ მუნდირე, ვისაც ლოგისტიკისა და მოთხოვნა მიწოდების არაფერი გაგეგებათ, მაგრამ ლარსისაკენ მიმავალი გზა გინახავთ , ხვლიკი უტორმუზოდ ვერ დადის და ვერც ორი ტრაილერი გვერდს ერთმანეთს ერთ ზოლში ვერ უქცევს და იქით ერთი ზოლი მიდის 5 მეტრ ნახევრიანი, ახლა ღვინოში ხომ ყველა ერკვევით ? წარმოიდგინეთ, რომ ეს რუსეთი დიდი შტოფია , 11 ათასი კილომეტრი სიმაღლე აქვს და ოთხი ათასი კილომეტრი დიამეტრი და თქვენ ლარსის ნაჩვრეტიდან ღვინოს ასხამთ შიგ შპრიცით, ბოთლენეკი ქვია მაგ ნაჩვრეტს , როგორა გგონიათ , რამდენ ხანში შეავსებთ მაგ შტოფს , სანამ არ შეავსებთ არ უნდა დაგალევინოთ კაცმა წვეთი?! 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სად რა შეზღუდვები მოქმედებს უამინდობის გამო - გზების დეპარტამენტის უახლესი ინფორმაცია

სად რა შეზღუდვები მოქმედებს უამინდობის გამო - გზების დეპარტამენტის უახლესი ინფორმაცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

"გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მათივე ინფორმაციით, ამავე საავტომობილო გზის კმ70-კმ178 (ხაიში-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.

"კმ100-კმ178 (ლახამულა-კალა) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.