კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელია სტალინის 5 აგარაკი აფხაზეთში და ცდილობენ თუ არა რუსები მათ დასაკუთრებას
რომელია სტალინის 5 აგარაკი აფხაზეთში და ცდილობენ თუ არა რუსები მათ დასაკუთრებას

ნა­ა­ხალ­წლევს აფხა­ზეთ­ში სტა­ლი­ნის მო­რიგ აგა­რაკ­ზე მო­რი­გი სკან­და­ლი ატყდა. ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღაშ­ფო­თა ინ­ტერ­ნეტ­სა და ზო­გი­ერთ Telegram-არხზე გავ­რცე­ლე­ბულ­მა ვი­დე­ომ, რო­მელ­შიც უც­ნო­ბი რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი "ბე­ლა­დის“ რი­წის ტბის აგა­რა­კის ფონ­ზე მისი შეს­ყიდ­ვი­სა და გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს.

ზო­გა­დად, სტა­ლი­ნის აგა­რა­კე­ბი აფხა­ზურ რე­ა­ლო­ბა­ში დრო­დად­რო ხმა­უ­რი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბის თე­მად იქცა. ეს უფრო მგრძნო­ბი­ა­რე მას შემ­დეგ გახ­და, რაც 2022 წლის ივ­ლის­ში, აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტში ბიჭ­ვინ­თის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კი­სა და მიმ­დე­ბა­რე სა­ზღვაო აკ­ვა­ტო­რი­ის რუ­სე­თის სა­კუთ­რე­ბა­ში 49 წლით გა­და­ცე­მის შე­თან­ხმე­ბა ჯერ რა­ტი­ფი­კა­ცი­ის­თვის შე­ვი­და, ხოლო გა­სუ­ლი წლის 26 დე­კემ­ბერს რა­ტი­ფი­კა­ცი­ით დას­რულ­და.

2015 წელს დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ტუ­რის­ტე­ბის­თვის აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე სტა­ლი­ნის 5 აგა­რა­კი გახ­სნა. ეს ობი­ექ­ტე­ბი, ერ­თის მხრივ, დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ამას მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი სახე აქვს.

...და მა­ინც, სტა­ლი­ნის რა აგა­რა­კე­ბია აფხა­ზეთ­ში და ეუფ­ლე­ბი­ან თუ არა მათ რუ­სე­ბი ეტა­პობ­რი­ვად.

რი­წის ტბის აგა­რა­კი

რი­წის ტბის შო­რე­ულ, ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე სტა­ლი­ნის აგა­რა­კი 1947 წელს აშენ­და. ის მხო­ლოდ დას­ვე­ნე­ბის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი და მა­შინ­დე­ლი უახ­ლე­სი ტექ­ნი­კით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ამას­თან, რი­წის აგა­რაკ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი იყო ორი თეთრკე­ცი­ა­ნი კე­რა­მი­კის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი აბა­ზა­ნა, რო­მელ­შიც წყა­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი არ ცივ­დე­ბო­და. აგა­რაკს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და 50-მდე ადა­მი­ა­ნი: მზა­რე­უ­ლი, დამ­ლა­გე­ბე­ლი, პა­რიკ­მა­ხე­რი, მედ­და, მე­ბა­ღე, მძღო­ლი და ტოქ­სი­კო­ლო­გი, რო­მე­ლიც "ბე­ლა­დის­თვის“ დამ­ზა­დე­ბულ ყვე­ლა საკ­ვებს ამოწ­მებ­და.

ცნო­ბი­ლია, რომ სტა­ლი­ნი აგა­რაკ­ზე სულ ხუთ­ჯერ იმ­ყო­ფე­ბო­და, ხოლო მისი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ აგა­რა­კით ნი­კი­ტა ხრუ­შო­ვი და ლე­ო­ნიდ ბრეჟნე­ვი სარ­გებ­ლობ­დნენ. ამ­ჟა­მად ის სა­ექ­სკურ­სიო ობი­ექ­ტად აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. აგა­რა­კის გვერ­დით პა­ტა­რა ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სას­ტუმ­როც არის გახ­სნი­ლი, სა­დაც ოთა­ხე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი და უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის­თვის ქი­რავ­დე­ბა, ვი­საც ტბის ულა­მა­ზეს ტყი­ან გა­რე­მო­ში სე­ირ­ნო­ბა უყ­ვარს.

სწო­რედ არ­სე­ბუ­ლი სტუ­მარ­მას­პინ­ძლუ­რი ბიზ­ნე­საქ­ტი­ვო­ბის ფონ­ზე გაჩ­ნდა ინ­ტერ­ნეტ­ში ვი­დე­ორ­გო­ლი, რო­მელ­შიც უც­ნო­ბი რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი სტა­ლი­ნის აგა­რა­კის შე­ძე­ნა­ზე სა­უბ­რობს

"ჩვენს მიერ შე­ძე­ნი­ლი კი­დევ ერთი ქო­ნე­ბა სტა­ლი­ნის სახ­ლია, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში გა­მარ­თულ გა­კოტ­რე­ბის აუქ­ცი­ონ­ზე 850 ათას რუბ­ლად (თით­ქმის, 10 000 დო­ლა­რად) ვი­ყი­დეთ. ამ ულა­მა­ზე­სი, თვალ­წარმ­ტა­ცი ად­გი­ლი­დან მო­გე­ბის მი­სა­ღე­ბად სტა­ლი­ნის აგა­რაკ­ზე კუ­რორ­ტის მო­წყო­ბას ვგეგ­მავთ. აქ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 800 მლნ რუბ­ლის (მი­ნი­მუმ, 9 მლნ დო­ლა­რის) გა­მო­მუ­შა­ვე­ბას შევ­ძლებთ, როცა მის გა­ქი­რა­ვე­ბას მოს­კო­ვის VIP-კლი­ენ­ტებ­ზე და­ვი­წყებთ. აქ მე­ტად თვალ­წარმ­ტა­ცი შე­მო­გა­რე­ნია რი­წის ტბის ულა­მა­ზე­სი ხე­დით. მო­წყო­ბილ გა­რე­მოს ავ­თენ­ტუ­რად დავ­ტო­ვებთ. უახ­ლო­ე­სი მო­გე­ბა, 800 მლნ რუბ­ლის სა­ხით, ხუ­თწ­ლი­ან პე­რი­ოდ­ზე გვაქვს გა­წე­რი­ლი. ამ­ჟა­მად აქ ად­გი­ლის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად ვიმ­ყო­ფე­ბით,“ - აცხა­დებს ვი­დე­ო­ში ანო­ნი­მუ­რი ბიზ­ნეს­მე­ნი.

აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, ბეს­ლან კვი­ცი­ნია, ერ­თის მხრივ, უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას და აცხა­დებს, რომ "ამ აგა­რა­კის ირ­გვლივ ჭო­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა ახა­ლი ამ­ბა­ვი არ არის“ და ჯერ კი­დევ 2005 წელ­საც იგი­ვე მოხ­და, როცა მე­დია წერ­და, თით­ქოს რუს ბიზ­ნეს­მენ­სა და მი­ლი­არ­დერ ოლეგ დე­რი­პას­კას მისი შე­ძე­ნა 10 მლნ დო­ლა­რად სურ­და.

თუმ­ცა, მე­ო­რეს მხრივ, კვი­ცი­ნი­ას ეს გან­ცხა­დე­ბა კი­დევ უფრო მეტ ეჭვს იწ­ვევს, რად­გან 2005 წლის ანა­ლო­გი სტა­ლი­ნის რი­წის აგა­რაკს კი არა, მის კი­დევ ერთ აგარკს, "ცივ მდი­ნა­რეს“ ("ხო­ლოდ­ნა­ია რე­ჩკას“) შე­ე­ხე­ბა.

"ცივი მდი­ნა­რე“

ეს აგა­რა­კი გაგ­რი­დან 25 კი­ლო­მეტრში, მთის თავ­ზე, ფიჭვნარ­ში მდე­ბა­რე­ობს და მას ყვე­ლა­ზე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ აგა­რაკს ეძახ­დნენ. გად­მო­ცე­მით, ერთხელ "ბე­ლად­მა“ გე­მი­დან და­ი­ნა­ხა თვალ­წარმ­ტა­ცი ბუ­ნე­ბა და იქ სა­სახ­ლის აშე­ნე­ბა მო­ინ­დო­მა, რა­საც არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი არ ურ­ჩევ­დნენ, რად­გან თვლიდ­ნენ, რომ იმ ად­გილ­ზე შე­ნო­ბა 5 წე­ლი­წა­და­საც ვერ გაძ­ლებ­და. შე­დე­გად სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა უზარ­მა­ზა­რი აივ­ნით აშენ­და.

აგა­რაკ­ზე იყო სა­ბი­ლი­არ­დო და ცალ­კე კი­ნო­დარ­ბა­ზი, რად­გან სტა­ლი­ნი ფილ­მე­ბის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი ყო­ფი­ლა, ასე­ვე, თერ­მო­ა­ბა­ზა­ნა, სა­მუ­შაო კა­ბი­ნე­ტი უზარ­მა­ზა­რი მა­გი­დით და სამი სა­ძი­ნე­ბე­ლით. რო­გორც წესი, სტა­ლი­ნის ნე­ბის­მი­ე­რი აგა­რა­კის მშე­ნებ­ლო­ბის დროს უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ორი ან სამი სა­ძი­ნე­ბე­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა იყო არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი­სათ­ვის.

2005 წელს "კო­მსო­მოლ­სკა­ია პრავ­და“ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერ­და, რომ "ცივი მდი­ნა­რის“ შე­ძე­ნით ალუ­მი­ნის მაგ­ნა­ტი, ოლეგ დე­რი­პას­კა იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ხოლო აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტი ამ აგა­რა­კის ბედს მთე­ლი წელი გა­ნი­ხი­ლავ­და.

"სა­ბო­ლო­ოდ, მათ გა­და­წყვი­ტეს, ის 10 მლნ დო­ლა­რად მი­ე­ყი­დათ რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია Basic Element-ის­თვის, რო­მელ­საც ოლეგ დე­რი­პას­კა ხელ­მძღვა­ნე­ლობს,“ - წერ­და გა­მო­ცე­მა.

თუმ­ცა შემ­დეგ დე­რი­პას­კამ გა­და­ი­ფიქ­რა და ამ სა­კი­თხზე სა­უ­ბა­რი შე­ყწდა. "ცივი მდი­ნა­რის“ შე­სა­ხებ მა­შინ­დე­ლი აფხა­ზუ­რი პრე­საც აქ­ტი­უ­რად წერ­და და ობი­ექ­ტის მფლო­ბე­ლად მოს­კო­ვის მა­შინ­დელ მერს, იური ლუჟ­კოვ­საც ასა­ხე­ლებ­და.

ახა­ლი ათო­ნის აგა­რა­კი

ის ახა­ლი ათო­ნის მო­ნას­ტერ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს. მთე­ლი კომ­პლექ­სი 1947 წელს, სულ რა­ღაც ერთ წე­ლი­წად­ში აშენ­და. მშე­ნებ­ლო­ბა­ზე გერ­მა­ნე­ლი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბი და საბ­ჭო­თა მეტ­როს მშე­ნებ­ლე­ბი მუ­შა­ობ­დნენ. მას, ის­ტო­რი­კო­სე­ბის ცნო­ბით, კო­დუ­რი სა­ხე­ლი, "ობი­ექ­ტი N8 - მერ­ცხლის ბუდე“ ეწო­და და "ბე­ლა­დის“ რე­ზი­დენ­ცია იყო, სა­დაც ის არა მარ­ტო ის­ვე­ნებ­და, არა­მედ მუ­შა­ობ­და, შეხ­ვედ­რებ­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბებს მარ­თავ­და. ამ­ჟა­მად ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კი ტუ­რის­ტე­ბის­თვის არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი. აგა­რა­კი იმ­დრო­ინ­დე­ლი კარ­გად შე­მო­ნა­ხუ­ლი ინ­ტე­რი­ე­რით, ორი­გი­ნა­ლუ­რი ავე­ჯი­თა და ჭურ­ჭლით გა­მო­ირ­ჩე­ვა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

კნიაზ იმერეტინსკი
0

აცხონოს ᲦმერᲗმა, Შვილებს კი არა დაუტოვა, სახელმწიფოს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რომელია სტალინის 5 აგარაკი აფხაზეთში და ცდილობენ თუ არა რუსები მათ დასაკუთრებას

რომელია სტალინის 5 აგარაკი აფხაზეთში და ცდილობენ თუ არა რუსები მათ დასაკუთრებას

ნაახალწლევს აფხაზეთში სტალინის მორიგ აგარაკზე მორიგი სკანდალი ატყდა. ადგილობრივი საზოგადოება აღაშფოთა ინტერნეტსა და ზოგიერთ Telegram-არხზე გავრცელებულმა ვიდეომ, რომელშიც უცნობი რუსი ბიზნესმენი "ბელადის“ რიწის ტბის აგარაკის ფონზე მისი შესყიდვისა და გეგმების შესახებ საუბრობს.

ზოგადად, სტალინის აგარაკები აფხაზურ რეალობაში დროდადრო ხმაურისა და დაპირისპირების თემად იქცა. ეს უფრო მგრძნობიარე მას შემდეგ გახდა, რაც 2022 წლის ივლისში, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში ბიჭვინთის ე.წ. სახელმწიფო აგარაკისა და მიმდებარე საზღვაო აკვატორიის რუსეთის საკუთრებაში 49 წლით გადაცემის შეთანხმება ჯერ რატიფიკაციისთვის შევიდა, ხოლო გასული წლის 26 დეკემბერს რატიფიკაციით დასრულდა.

2015 წელს დე ფაქტო ხელისუფლებამ ტურისტებისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე სტალინის 5 აგარაკი გახსნა. ეს ობიექტები, ერთის მხრივ, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო აგარაკების სამმართველოს კონტროლს ექვემდებარება, თუმცა, როგორც ჩანს, ამას მხოლოდ ფორმალური სახე აქვს.

...და მაინც, სტალინის რა აგარაკებია აფხაზეთში და ეუფლებიან თუ არა მათ რუსები ეტაპობრივად.

რიწის ტბის აგარაკი

რიწის ტბის შორეულ, ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სტალინის აგარაკი 1947 წელს აშენდა. ის მხოლოდ დასვენებისთვის იყო განკუთვნილი და მაშინდელი უახლესი ტექნიკით გამოირჩეოდა. ამასთან, რიწის აგარაკზე დამონტაჟებული იყო ორი თეთრკეციანი კერამიკისგან დამზადებული აბაზანა, რომელშიც წყალი რამდენიმე საათი არ ცივდებოდა. აგარაკს ემსახურებოდა 50-მდე ადამიანი: მზარეული, დამლაგებელი, პარიკმახერი, მედდა, მებაღე, მძღოლი და ტოქსიკოლოგი, რომელიც "ბელადისთვის“ დამზადებულ ყველა საკვებს ამოწმებდა.

ცნობილია, რომ სტალინი აგარაკზე სულ ხუთჯერ იმყოფებოდა, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ აგარაკით ნიკიტა ხრუშოვი და ლეონიდ ბრეჟნევი სარგებლობდნენ. ამჟამად ის საექსკურსიო ობიექტად აქტიურად გამოიყენება. აგარაკის გვერდით პატარა ორსართულიანი სასტუმროც არის გახსნილი, სადაც ოთახები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის ქირავდება, ვისაც ტბის ულამაზეს ტყიან გარემოში სეირნობა უყვარს.

სწორედ არსებული სტუმარმასპინძლური ბიზნესაქტივობის ფონზე გაჩნდა ინტერნეტში ვიდეორგოლი, რომელშიც უცნობი რუსი ბიზნესმენი სტალინის აგარაკის შეძენაზე საუბრობს

"ჩვენს მიერ შეძენილი კიდევ ერთი ქონება სტალინის სახლია, რომელიც აფხაზეთში გამართულ გაკოტრების აუქციონზე 850 ათას რუბლად (თითქმის, 10 000 დოლარად) ვიყიდეთ. ამ ულამაზესი, თვალწარმტაცი ადგილიდან მოგების მისაღებად სტალინის აგარაკზე კურორტის მოწყობას ვგეგმავთ. აქ უახლოეს მომავალში, დაახლოებით, 800 მლნ რუბლის (მინიმუმ, 9 მლნ დოლარის) გამომუშავებას შევძლებთ, როცა მის გაქირავებას მოსკოვის VIP-კლიენტებზე დავიწყებთ. აქ მეტად თვალწარმტაცი შემოგარენია რიწის ტბის ულამაზესი ხედით. მოწყობილ გარემოს ავთენტურად დავტოვებთ. უახლოესი მოგება, 800 მლნ რუბლის სახით, ხუთწლიან პერიოდზე გვაქვს გაწერილი. ამჟამად აქ ადგილის დასათვალიერებლად ვიმყოფებით,“ - აცხადებს ვიდეოში ანონიმური ბიზნესმენი.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო აგარაკების სამმართველოს უფროსი, ბესლან კვიცინია, ერთის მხრივ, უარყოფს ინფორმაციას და აცხადებს, რომ "ამ აგარაკის ირგვლივ ჭორების გავრცელება ახალი ამბავი არ არის“ და ჯერ კიდევ 2005 წელსაც იგივე მოხდა, როცა მედია წერდა, თითქოს რუს ბიზნესმენსა და მილიარდერ ოლეგ დერიპასკას მისი შეძენა 10 მლნ დოლარად სურდა.

თუმცა, მეორეს მხრივ, კვიცინიას ეს განცხადება კიდევ უფრო მეტ ეჭვს იწვევს, რადგან 2005 წლის ანალოგი სტალინის რიწის აგარაკს კი არა, მის კიდევ ერთ აგარკს, "ცივ მდინარეს“ ("ხოლოდნაია რეჩკას“) შეეხება.

"ცივი მდინარე“

ეს აგარაკი გაგრიდან 25 კილომეტრში, მთის თავზე, ფიჭვნარში მდებარეობს და მას ყველაზე გასაიდუმლოებულ აგარაკს ეძახდნენ. გადმოცემით, ერთხელ "ბელადმა“ გემიდან დაინახა თვალწარმტაცი ბუნება და იქ სასახლის აშენება მოინდომა, რასაც არქიტექტორები არ ურჩევდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ იმ ადგილზე შენობა 5 წელიწადასაც ვერ გაძლებდა. შედეგად სამსართულიანი შენობა უზარმაზარი აივნით აშენდა.

აგარაკზე იყო საბილიარდო და ცალკე კინოდარბაზი, რადგან სტალინი ფილმების დიდი მოყვარული ყოფილა, ასევე, თერმოაბაზანა, სამუშაო კაბინეტი უზარმაზარი მაგიდით და სამი საძინებელით. როგორც წესი, სტალინის ნებისმიერი აგარაკის მშენებლობის დროს უსაფრთხოების მიზნით ორი ან სამი საძინებელი აუცილებელი პირობა იყო არქიტექტორებისათვის.

2005 წელს "კომსომოლსკაია პრავდა“ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ "ცივი მდინარის“ შეძენით ალუმინის მაგნატი, ოლეგ დერიპასკა იყო დაინტერესებული, ხოლო აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი ამ აგარაკის ბედს მთელი წელი განიხილავდა.

"საბოლოოდ, მათ გადაწყვიტეს, ის 10 მლნ დოლარად მიეყიდათ რუსული კომპანია Basic Element-ისთვის, რომელსაც ოლეგ დერიპასკა ხელმძღვანელობს,“ - წერდა გამოცემა.

თუმცა შემდეგ დერიპასკამ გადაიფიქრა და ამ საკითხზე საუბარი შეყწდა. "ცივი მდინარის“ შესახებ მაშინდელი აფხაზური პრესაც აქტიურად წერდა და ობიექტის მფლობელად მოსკოვის მაშინდელ მერს, იური ლუჟკოვსაც ასახელებდა.

ახალი ათონის აგარაკი

ის ახალი ათონის მონასტერთან ახლოს მდებარეობს. მთელი კომპლექსი 1947 წელს, სულ რაღაც ერთ წელიწადში აშენდა. მშენებლობაზე გერმანელი სამხედრო ტყვეები და საბჭოთა მეტროს მშენებლები მუშაობდნენ. მას, ისტორიკოსების ცნობით, კოდური სახელი, "ობიექტი N8 - მერცხლის ბუდე“ ეწოდა და "ბელადის“ რეზიდენცია იყო, სადაც ის არა მარტო ისვენებდა, არამედ მუშაობდა, შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს მართავდა. ამჟამად ყოფილი სახელმწიფო აგარაკი ტურისტებისთვის არის ხელმისაწვდომი. აგარაკი იმდროინდელი კარგად შემონახული ინტერიერით, ორიგინალური ავეჯითა და ჭურჭლით გამოირჩევა. განაგრძეთ კითხვა