მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქრისტეს ბიძინა ივანიშვილივით არჩევნებში ვერ გამოიყენებთ, ვინც ამას შეეცადა, მძიმედ დაამთავრა" - პაატა მანჯგალაძე
"ქრისტეს ბიძინა ივანიშვილივით არჩევნებში ვერ გამოიყენებთ, ვინც ამას შეეცადა, მძიმედ დაამთავრა" - პაატა მანჯგალაძე

ქრის­ტეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­ვით არ­ჩევ­ნებ­ში ვერ გა­მო­ი­ყე­ნებთ, ვინც ამას შე­ე­ცა­და, მძი­მედ და­ამ­თავ­რა და ალ­ბათ, ეს დრო დად­გა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვი­საც“, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა და­ამ­თავ­რონ,- ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ კამ­პა­ნი­ის თა­ო­ბა­ზე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მან­ჯგა­ლა­ძის შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი არის „ხე­ლოვ­ნუ­რი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან“.

„ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის იყე­ნებს ეკ­ლე­სი­ას, ქრის­ტეს, სა­ერ­თო არ აქვს არც ეკ­ლე­სი­ას­თან, არც ქრის­ტეს­თან. თუ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამა­ზე სა­უ­ბარს გა­აგ­რძე­ლებს, შე­მიძ­ლია უფრო ღრმად გავ­ყვე ამ სა­კი­თხებ­ში, რა მას­შტა­ბის მკრე­ხე­ლო­ბა და ფა­რი­სევ­ლო­ბაა, ქრის­ტე გა­მო­ი­ყე­ნო არ­ჩევ­ნებ­ში, რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. ქრის­ტეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­ვით არ­ჩევ­ნებ­ში ვერ გა­მო­ი­ყე­ნებთ, ვინც სხვა­დას­ხვა დროს ამას შე­ე­ცა­და, მძი­მედ და­ამ­თავ­რა და ალ­ბათ, ეს დრო დად­გა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვი­საც“, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა და­ამ­თავ­რონ“, - გა­ნა­ცხა­და მან­ჯგა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, პა­პუ­აშ­ვი­ლი და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბას აღ­ვი­ვე­ბენ.

„ვე­თან­ხმე­ბი „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, რომ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ერ­თია. მე ვარ სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის­კენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი? - არა! პა­პუ­აშ­ვი­ლი აღ­ვი­ვებს ამ და­პი­რის­პი­რე­ბას თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბით. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი აღ­ვი­ვე­ბენ იმი­ტომ, რომ არც ქრის­ტი­ა­ნე­ბი არი­ან, არც ტრა­დი­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი, არც 60% არ აქვთ. ერ­თიც, მე­ო­რეც და მე­სა­მეც ტყუ­ი­ლია და რა­ტომ, იცით? მეფე, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებს, რომ მე­ფეა, მეფე არ არის. შე­სა­ბა­მი­სად, არც მორ­წმუ­ნეა, არც ქრის­ტი­ა­ნია, არც ტრა­დი­ცი­ე­ბის დამ­ცვე­ლია და არც 60% აქვს, 60 კი არა 40%-იც კი არ აქვთ“,- გა­ნა­ცხა­და მან­ჯგა­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, „დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის, მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის და ის­ტე­რი­ის ის ნა­ზა­ვი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ეკ­ლე­სი­ა­ზე და მის მრევლზე თავ­დას­ხმი­სას იხი­ლა, გაც­და ეკ­ლე­სი­ა­ზე აქამ­დე ნა­ნა­ხი შე­ტე­ვე­ბის მას­შტაბს“.

მი­სი­ვე თქმით, კამ­პა­ნი­ის ერთ-ერთი აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე „სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან არ­სე­ბუ­ლი ტო­ლე­რან­ტო­ბის ცენ­ტრის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი ბექა მინ­დი­აშ­ვი­ლია და ის USAID-ის ერთ-ერთი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ფი­ნანსდე­ბა.

„პირ­ვე­ლად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში გავ­ხდით ეკ­ლე­სი­ა­ში ხა­ტის შე­უ­რა­ცხყო­ფის მოწ­მე. პირ­ვე­ლად, საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის დან­გრე­ვის შემ­დეგ, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მრევ­ლი გახ­და შე­ვიწ­რო­ე­ბის ობი­ექ­ტი შო­ბის აღ­ნიშ­ვნის გამო“,- გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
))
0

კი მარა ამათ რას ასმევენ ამისთანას ან რა სისხლს უსხავენ რომ ესე სხაპასხუპით იწყებენ ამ მარგალიტების დაბრეხვებას.

ბექა
1

ვითომ ფრთიანი ფრაზების დაბრეხვებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს:) ისეთს დააბრეხვებს და მერე ალბათ თავს იწონებს იი რა ვთქვიო. ვაი შენი იმედი ვისაც აქვს იმას ბატ. პაატ:)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ქრისტეს ბიძინა ივანიშვილივით არჩევნებში ვერ გამოიყენებთ, ვინც ამას შეეცადა, მძიმედ დაამთავრა" - პაატა მანჯგალაძე

"ქრისტეს ბიძინა ივანიშვილივით არჩევნებში ვერ გამოიყენებთ, ვინც ამას შეეცადა, მძიმედ დაამთავრა" - პაატა მანჯგალაძე

ქრისტეს ბიძინა ივანიშვილივით არჩევნებში ვერ გამოიყენებთ, ვინც ამას შეეცადა, მძიმედ დაამთავრა და ალბათ, ეს დრო დადგა „ქართული ოცნებისთვისაც“, რომ ხელისუფლება უნდა დაამთავრონ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მანჯგალაძის შეფასებით, აღნიშნული არის „ხელოვნური, მიზანმიმართული კამპანია ხელისუფლების მხრიდან“.

„ხელისუფლებას, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ეკლესიას, ქრისტეს, საერთო არ აქვს არც ეკლესიასთან, არც ქრისტესთან. თუ „ქართული ოცნება“ ამაზე საუბარს გააგრძელებს, შემიძლია უფრო ღრმად გავყვე ამ საკითხებში, რა მასშტაბის მკრეხელობა და ფარისევლობაა, ქრისტე გამოიყენო არჩევნებში, როგორც ბიძინა ივანიშვილი. ქრისტეს ბიძინა ივანიშვილივით არჩევნებში ვერ გამოიყენებთ, ვინც სხვადასხვა დროს ამას შეეცადა, მძიმედ დაამთავრა და ალბათ, ეს დრო დადგა „ქართული ოცნებისთვისაც“, რომ ხელისუფლება უნდა დაამთავრონ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, პაპუაშვილი და „ქართული ოცნების“ ლიდერები საკუთარი განცხადებებით სამოქალაქო დაპირისპირებას აღვივებენ.

„ვეთანხმები „ქართულ ოცნებას“, რომ ქრისტიანული და ევროპული ღირებულებები ერთია. მე ვარ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ ორიენტირებული? - არა! პაპუაშვილი აღვივებს ამ დაპირისპირებას თავისი განცხადებით. „ქართული ოცნების“ ლიდერები აღვივებენ იმიტომ, რომ არც ქრისტიანები არიან, არც ტრადიციული ღირებულებების დამცველები, არც 60% არ აქვთ. ერთიც, მეორეც და მესამეც ტყუილია და რატომ, იცით? მეფე, რომელიც ამტკიცებს, რომ მეფეა, მეფე არ არის. შესაბამისად, არც მორწმუნეა, არც ქრისტიანია, არც ტრადიციების დამცველია და არც 60% აქვს, 60 კი არა 40%-იც კი არ აქვთ“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „დეზინფორმაციის, მანიპულაციის და ისტერიის ის ნაზავი, რომელიც საზოგადოებამ ეკლესიაზე და მის მრევლზე თავდასხმისას იხილა, გაცდა ეკლესიაზე აქამდე ნანახი შეტევების მასშტაბს“.

მისივე თქმით, კამპანიის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე „სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილია და ის USAID-ის ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

„პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გავხდით ეკლესიაში ხატის შეურაცხყოფის მოწმე. პირველად, საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგ, მართლმადიდებელი მრევლი გახდა შევიწროების ობიექტი შობის აღნიშვნის გამო“,- განაცხადა პაპუაშვილმა.