მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის საზღვართან "თავდაცვის ხაზის“ შექმნას და ბუნკერების აშენებას იწყებენ - ახალი შეთანხმება, რომელიც ამ ქვეყნების თავდაცვის კონცეფციას სრულიად ცვლის
ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის საზღვართან "თავდაცვის ხაზის“ შექმნას და ბუნკერების აშენებას იწყებენ - ახალი შეთანხმება, რომელიც ამ ქვეყნების თავდაცვის კონცეფციას სრულიად ცვლის

ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბი შე­თან­ხმდნენ რუ­სე­თის სა­ზღვარ­თან "თავ­დაც­ვის ხა­ზის“ შექ­მნა­ზე. უკვე ცნო­ბი­ლია, რომ ეს­ტო­ნე­თი, ლატ­ვია და ლი­ე­ტუ­ვა ბუნ­კე­რებს აა­შე­ნე­ბენ. თავ­დაც­ვი­თი ზო­ნის შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა გა­მომ­დი­ნა­რე­ობს 2022 წელს ნა­ტოს სა­მიტ­ზე მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბი­დან.

პო­ტენ­ცი­უ­რი რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის მო­სა­გე­რი­ებ­ლად ეს­ტო­ნე­თი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ზღვარ­ზე აა­შე­ნებს და­ახ­ლო­ე­ბით 600 ბე­ტო­ნის ბუნ­კერს, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი პე­ი­პუ­სის ტბის მახ­ლობ­ლად გან­თავ­სდე­ბა, - წერს ეს­ტო­ნუ­რი გა­მო­ცე­მა Postimees.

ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრე­ბი 19 იან­ვარს, რი­გა­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე შე­თან­ხმდნენ, რომ ლატ­ვია და ლიტ­ვაც შექ­მნი­ან მსგავს თავ­დაც­ვით ზო­ნას აღ­მო­სავ­ლეთ სა­ზღვარ­ზე, - აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მა.

"უკ­რა­ი­ნის ომმა შე­ამ­ცი­რა რუ­სე­თის შე­ტე­ვი­თი ძალა, მაგ­რამ, სხვა­დას­ხვა შე­ფა­სე­ბით, იგი შე­საძ­ლოა აღიდ­გი­ნოს ორ-სამ წე­ლი­წად­ში. ჩვენ მზად უნდა ვი­ყოთ და რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად გა­ვუძ­ვი­როთ ეს­ტო­ნეთ­ზე თავ­დას­ხმის ღი­რე­ბუ­ლე­ბა რუ­სეთს“, - გა­ნა­ცხა­და ეს­ტო­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ვიცე-კან­ცლე­რის მრჩე­ველ­მა კა­ი­დო ტი­ი­ტუს­მა.

სა­ზღვარ­ზე ბუნ­კე­რე­ბი, რო­გორც მისი სი­ტყვე­ბი­დან ირ­კვე­ვა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმი­სათ­ვის, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ეს­ტო­ნე­თის ტე­რი­ტო­რია პირ­ვე­ლი­ვე მეტ­რი­დან იყოს და­ცუ­ლი.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ბალ­ტი­ის თავ­დაც­ვის ზო­ნის შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა გა­მომ­დი­ნა­რე­ობს 2022 წელს მად­რიდ­ში ნა­ტოს სა­მიტ­ზე მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბი­დან, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ალი­ან­სი და­ცუ­ლი უნდა იყოს პირ­ვე­ლი­ვე მეტ­რი­დან...

"მო­ბი­ლუ­რო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვი­თი და­ნად­გა­რე­ბის აშე­ნე­ბა არის კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, რომ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა გა­მომ­დი­ნა­რე­ობს უსაფრ­თხო­ე­ბის არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან. რუ­სე­თის ომმა უკ­რა­ი­ნა­ში აჩ­ვე­ნა, რომ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლი­სა და ცო­ცხა­ლი ძა­ლის გარ­და, სა­ჭი­როა სა­ზღვრე­ბის დაც­ვაც", - გა­ნა­ცხა­და ეს­ტო­ნე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ჰანო პევ­კურ­მა.

  • BBC-ის რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რის სამ­ხედ­რო დამ­კვირ­ვე­ბე­ლი პა­ველ აქ­სე­ნო­ვი ნა­ტოს "თავ­დაც­ვის ხაზ­ზე" გა­დას­ვლის შე­სა­ხებ:

"მჭიდ­რო მავ­თუ­ლის" სტრა­ტე­გი­ი­დან ეშე­ლო­ნი­რე­ბულ თავ­დაც­ვამ­დე - ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბის თავ­დაც­ვის კონ­ცეფ­ცია რუ­სე­თის პო­ტენ­ცი­უ­რი თავ­დას­ხმის საფრ­თხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სულ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში მკვეთ­რად შე­იც­ვა­ლა.

ნა­ტოს შე­ზღუ­დუ­ლი სა­გა­რეო ძა­ლე­ბის ამო­ცა­ნა ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნებ­ში იყო იმა­ზე აპე­ლი­რე­ბა, რომ ერთ ქვე­ყა­ნა­ზე თავ­დას­ხმა იქ­ნე­ბო­და თავ­დას­ხმა მთელ ბლოკ­ზე - ამას ეძახ­დნენ "მჭიდ­რო მავ­თუ­ლის" სტრა­ტე­გი­ას.

გარ­და ამი­სა, კონ­ტინ­გენ­ტებს მო­უ­წევ­დათ მტრის შე­კა­ვე­ბა ძი­რი­თა­დი ძა­ლე­ბის მის­ვლამ­დე. თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, ალი­ან­სში ბევ­რს ეჭვი ეპა­რე­ბო­და, რომ რუ­სე­თის შე­კა­ვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და.

ახლა ნა­ტოს ქვეყ­ნე­ბი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან თა­ვი­ანთ ძა­ლა­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში, შე­ა­კა­ვონ რუ­სუ­ლი არ­მია აღ­მო­სავ­ლეთ სა­ზღვრებ­ზე. თავ­დაც­ვი­თი ხა­ზის აშე­ნე­ბა ამის ნი­შა­ნია.

მიდ­გო­მის ცვლი­ლე­ბა­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია ორმა ფაქ­ტორ­მა.

ჯერ ერთი, რუ­სეთ­მა აჩ­ვე­ნა, რომ შე­უძ­ლია მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბა, ამი­ტომ "მჭიდ­რო მავ­თულ­მა“ შე­იძ­ლე­ბა არ იმუ­შა­ოს. მე­ო­რეც, უკ­რა­ი­ნის ომმა ასე­ვე აჩ­ვე­ნა, რომ კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი თავ­დაც­ვა შე­იძ­ლე­ბა იყოს ძა­ლი­ან ეფექ­ტი­ა­ნი".

ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბის თავ­დაც­ვის გეგ­მე­ბი გა­ნი­ხი­ლეს და და­ამ­ტკი­ცეს ნა­ტოს ბოლო სა­მიტ­ზე ვილ­ნი­უს­ში. წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Marvel
2

დაიცა კაცო,რუსეთი უკრაინაში ხო დამარცხდა? ხო დაუმთავრდათ ტანკებიც და რაკეტებიც? :)

ხაბე
20

ამათაც მოუნდათ ფულის კეთება ეგრეა მადა ჭამაში მოდისო 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის საზღვართან "თავდაცვის ხაზის“ შექმნას და ბუნკერების აშენებას იწყებენ - ახალი შეთანხმება, რომელიც ამ ქვეყნების თავდაცვის კონცეფციას სრულიად ცვლის

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის საზღვართან "თავდაცვის ხაზის“ შექმნას და ბუნკერების აშენებას იწყებენ - ახალი შეთანხმება, რომელიც ამ ქვეყნების თავდაცვის კონცეფციას სრულიად ცვლის

ბალტიისპირეთის ქვეყნები შეთანხმდნენ რუსეთის საზღვართან "თავდაცვის ხაზის“ შექმნაზე. უკვე ცნობილია, რომ ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ბუნკერებს ააშენებენ. თავდაცვითი ზონის შექმნის აუცილებლობა გამომდინარეობს 2022 წელს ნატოს სამიტზე მიღწეული შეთანხმებებიდან.

პოტენციური რუსული აგრესიის მოსაგერიებლად ესტონეთი აღმოსავლეთ საზღვარზე ააშენებს დაახლოებით 600 ბეტონის ბუნკერს, ზოგიერთი მათგანი პეიპუსის ტბის მახლობლად განთავსდება, - წერს ესტონური გამოცემა Postimees.

ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები 19 იანვარს, რიგაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ლატვია და ლიტვაც შექმნიან მსგავს თავდაცვით ზონას აღმოსავლეთ საზღვარზე, - აღნიშნავს გამოცემა.

"უკრაინის ომმა შეამცირა რუსეთის შეტევითი ძალა, მაგრამ, სხვადასხვა შეფასებით, იგი შესაძლოა აღიდგინოს ორ-სამ წელიწადში. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და რაც შეიძლება მეტად გავუძვიროთ ესტონეთზე თავდასხმის ღირებულება რუსეთს“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს ვიცე-კანცლერის მრჩეველმა კაიდო ტიიტუსმა.

საზღვარზე ბუნკერები, როგორც მისი სიტყვებიდან ირკვევა, აუცილებელია იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, ესტონეთის ტერიტორია პირველივე მეტრიდან იყოს დაცული.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბალტიის თავდაცვის ზონის შექმნის აუცილებლობა გამომდინარეობს 2022 წელს მადრიდში ნატოს სამიტზე მიღწეული შეთანხმებებიდან, რომლის თანახმადაც ალიანსი დაცული უნდა იყოს პირველივე მეტრიდან...

"მობილურობის საწინააღმდეგო თავდაცვითი დანადგარების აშენება არის კარგად გააზრებული პროექტი, რომლის საჭიროება გამომდინარეობს უსაფრთხოების არსებული სიტუაციიდან. რუსეთის ომმა უკრაინაში აჩვენა, რომ აღჭურვილობის, საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის გარდა, საჭიროა საზღვრების დაცვაც", - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა.

  • BBC-ის რუსული სამსახურის სამხედრო დამკვირვებელი პაველ აქსენოვი ნატოს "თავდაცვის ხაზზე" გადასვლის შესახებ:

"მჭიდრო მავთულის" სტრატეგიიდან ეშელონირებულ თავდაცვამდე - ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის კონცეფცია რუსეთის პოტენციური თავდასხმის საფრთხის გათვალისწინებით, სულ რამდენიმე წელიწადში მკვეთრად შეიცვალა.

ნატოს შეზღუდული საგარეო ძალების ამოცანა ბალტიისპირეთის ქვეყნებში იყო იმაზე აპელირება, რომ ერთ ქვეყანაზე თავდასხმა იქნებოდა თავდასხმა მთელ ბლოკზე - ამას ეძახდნენ "მჭიდრო მავთულის" სტრატეგიას.

გარდა ამისა, კონტინგენტებს მოუწევდათ მტრის შეკავება ძირითადი ძალების მისვლამდე. თუმცა, ამავდროულად, ალიანსში ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რომ რუსეთის შეკავება შესაძლებელი იქნებოდა.

ახლა ნატოს ქვეყნები დარწმუნებულნი არიან თავიანთ ძალასა და შესაძლებლობებში, შეაკავონ რუსული არმია აღმოსავლეთ საზღვრებზე. თავდაცვითი ხაზის აშენება ამის ნიშანია.

მიდგომის ცვლილებაზე გავლენა იქონია ორმა ფაქტორმა.

ჯერ ერთი, რუსეთმა აჩვენა, რომ შეუძლია მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყება, ამიტომ "მჭიდრო მავთულმა“ შეიძლება არ იმუშაოს. მეორეც, უკრაინის ომმა ასევე აჩვენა, რომ კარგად მომზადებული თავდაცვა შეიძლება იყოს ძალიან ეფექტიანი".

ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის გეგმები განიხილეს და დაამტკიცეს ნატოს ბოლო სამიტზე ვილნიუსში. წყარო