საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის შეფასება დასტურია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი "ვივამედში“ ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია" - "ნაციონალური მოძრაობა“
"ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის შეფასება დასტურია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი "ვივამედში“ ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია" - "ნაციონალური მოძრაობა“

ევ­რო­პის წა­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კო­მი­ტე­ტის შე­ფა­სე­ბა კი­დევ ერთი დას­ტუ­რია იმი­სა, რომ პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში“ ვერ იღებს სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბას და უფრო მე­ტიც, ღირ­სე­ბის­თვის შემ­ლა­ხა­ვი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლია, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, "ძი­რი­თა­დი ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რო­ბა სა­ფუძ­ველ­ში­ვე სპობს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ 2024 წლის არ­ჩევ­ნებ­ში ქარ­თველ­მა ხალ­ხმა თა­ვი­სი ნება თა­ვი­სუ­ფალ, სა­მარ­თლი­ან და კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში გა­მო­ხა­ტოს“.

"პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რია. მის წი­ნა­აღ­მდეგ ოლი­გარ­ქმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა 2013 წელს საქ­მე­ე­ბის აღ­ძვრა და­ა­ა­ნონ­სა და საქ­მე­ე­ბის არა­ღ­ძვრის წი­ნა­პი­რო­ბად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­წყვე­ტა სა­ჯა­როდ მო­ი­თხო­ვა.

პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მე­ე­ბის ავ­ტო­რი ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კლა­ნის წევ­რი, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ოფიც­რო­ბის­თვის სან­ქცი­რე­ბუ­ლი, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეა. სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ებს სა­სა­მარ­თლო­ში წარ­მარ­თა­ვენ და/ან კუ­რი­რე­ბენ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ სან­ქცი­რე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი.

პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რო­ბი­დან და ამას ითხოვს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უმ­რავ­ლე­სო­ბა. ძი­რი­თა­დი ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რო­ბა სა­ფუძ­ველ­ში­ვე სპობს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ 2024 წლის არ­ჩევ­ნებ­ში ქარ­თველ­მა ხალ­ხმა თა­ვი­სი ნება თა­ვი­სუ­ფალ, სა­მარ­თლი­ან და კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში გა­მო­ხა­ტოს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბის თა­ვი­სუ­ფალ, სა­მარ­თლი­ან და კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში ჩა­ტა­რე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის წი­ნა­პი­რო­ბაა.

ის ფაქ­ტი, რომ პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა და იმ­ყო­ფე­ბა "ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კა­ში, სწო­რედ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რო­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი.

ევ­რო­პის წა­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კო­მი­ტე­ტის დას­კვნაა, რომ კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში“ არის "სი­ტუ­ა­ცია, რო­მე­ლიც არის რეპ­რე­სი­უ­ლი, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ხელ­საყ­რე­ლი მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.“

ევ­რო­პის წა­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კო­მი­ტე­ტი ითხოვს, რომ "ვი­ვა­მედ­ში“ პე­ნი­ტენ­ცი­ურ პა­ცი­ენ­ტებ­ზე მომ­ხდარ ძა­ლა­დო­ბა­ზე და­წყე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ე­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია. რო­გორც ცნო­ბი­ლია, "ვი­ვა­მედ­ში“ გა­დაყ­ვა­ნი­სას პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­ზე პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა იძა­ლა­დეს.

ევ­რო­პის წა­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კო­მი­ტე­ტი, ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ "ვი­ვა­მედ­ში“ სა­თა­ნა­დოდ არ კეთ­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში. ასე­ვე, არ არის მკურ­ნა­ლო­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გეგ­მა. უფრო მე­ტიც, პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, გარ­კვე­უ­ლი სიმპტო­მე­ბის სა­თა­ნა­დო კვლე­ვაც კი არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. კო­მი­ტე­ტის ან­გა­რი­ში­დან ირ­კვე­ვა, რომ სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცესს უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი წარ­მარ­თა­ვენ და არა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი.

ევ­რო­პის წა­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კო­მი­ტე­ტის შე­ფა­სე­ბა კი­დევ ერთი დას­ტუ­რია იმი­სა, რომ პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში“ ვერ იღებს სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბას და უფრო მე­ტიც, ღირ­სე­ბის­თვის შემ­ლა­ხა­ვი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლია.

ეს მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია ოლი­გარქ ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბით და იგი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი“, - ნათ­ქვა­მია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

მართალია ევროპის კომიტეტის შეფასება, ამიტომ გადაიყვანეთ საკანში!!! იქ ხომ საძინებელში კამერა არ დგას...

ალექს
1

ნაცების მორიგი პროვკაციაა, ეტყობა ტრანში მიიღეს, ფართო ფრონტით გამოდიან ! ჭოჭინას რომ წინ ასწრებს ის კადრები რა იქნა, ბუქნი ბიჭი ჭოჭინას კადრები, ჰა ?! ფაშატს ამაკებს , წამებით , კი !

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის შეფასება დასტურია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი "ვივამედში“ ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია" - "ნაციონალური მოძრაობა“

"ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის შეფასება დასტურია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი "ვივამედში“ ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია" - "ნაციონალური მოძრაობა“

ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის შეფასება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში“ ვერ იღებს სათანადო მკურნალობას და უფრო მეტიც, ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის პოლიტიკური პატიმრობა საფუძველშივე სპობს შესაძლებლობას, რომ 2024 წლის არჩევნებში ქართველმა ხალხმა თავისი ნება თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში გამოხატოს“.

"პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია. მის წინააღმდეგ ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წელს საქმეების აღძვრა დააანონსა და საქმეების არაღძვრის წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის მიერ პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტა საჯაროდ მოითხოვა.

პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული პოლიტიკური საქმეების ავტორი ყოფილი გენერალური პროკურორი, ბიძინა ივანიშვილის კლანის წევრი, შეერთებული შტატების მიერ რუსეთის უშიშროების სამსახურის ოფიცრობისთვის სანქცირებული, ოთარ ფარცხალაძეა. სააკაშვილის საქმეებს სასამართლოში წარმართავენ და/ან კურირებენ შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლეები.

პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრობიდან და ამას ითხოვს ქართველი ხალხის უმრავლესობა. ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის პოლიტიკური პატიმრობა საფუძველშივე სპობს შესაძლებლობას, რომ 2024 წლის არჩევნებში ქართველმა ხალხმა თავისი ნება თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში გამოხატოს. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარება ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის წინაპირობაა.

ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იმყოფება "ვივამედის“ კლინიკაში, სწორედ პოლიტიკური პატიმრობითაა გამოწვეული.

ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნაა, რომ კლინიკა "ვივამედში“ არის "სიტუაცია, რომელიც არის რეპრესიული, დამამცირებელი და არახელსაყრელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.“

ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ითხოვს, რომ "ვივამედში“ პენიტენციურ პაციენტებზე მომხდარ ძალადობაზე დაწყებულ გამოძიებებთან დაკავშირებით მიეწოდოს ინფორმაცია. როგორც ცნობილია, "ვივამედში“ გადაყვანისას პრეზიდენტ სააკაშვილზე პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა იძალადეს.

ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, ასევე აღნიშნავს, რომ "ვივამედში“ სათანადოდ არ კეთდება სამედიცინო ჩანაწერები, განსაკუთრებით პრეზიდენტ სააკაშვილის შემთხვევაში. ასევე, არ არის მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა. უფრო მეტიც, პრეზიდენტ სააკაშვილის შემთხვევაში, გარკვეული სიმპტომების სათანადო კვლევაც კი არ ჩატარებულა. კომიტეტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ სამედიცინო პროცესს უშიშროების სამსახურები წარმართავენ და არა სამედიცინო პერსონალი.

ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის შეფასება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში“ ვერ იღებს სათანადო მკურნალობას და უფრო მეტიც, ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია.

ეს მდგომარეობა გამოწვეულია ოლიგარქ ივანიშვილის პოლიტიკურ მართლმსაჯულებით და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, როგორც პოლიტიკური პატიმარი“, - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.