მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაქვს სურვილი, რომ ჩამოვიდე მოსკოვში და მანდ ვცადო ფილმში ბედი, ან მე თავად დავდგა სპექტაკლი" - რას წერს ბესო ზანგური
"მაქვს სურვილი, რომ ჩამოვიდე მოსკოვში და მანდ ვცადო ფილმში ბედი, ან მე თავად დავდგა სპექტაკლი" - რას წერს ბესო ზანგური

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ბესო ზან­გუ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას მოს­კოვ­ში გეგ­მავს. მსა­ხი­ო­ბი გან­ცხა­დე­ბას ერთ-ერთ ჯგუფ­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით "ქარ­თვე­ლე­ბი მოს­კოვ­ში“ აქ­ვეყ­ნებს.

  • ბესო ზან­გუ­რი:

მო­გე­სალ­მე­ბით, ქარ­თვე­ლე­ბო, დიდი სიყ­ვა­რუ­ლით და პა­ტი­ვის­ცე­მით. ვინც არ მიც­ნობთ, ვარ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ბესო ზან­გუ­რი. მაქვს სურ­ვი­ლი, რომ ჩა­მო­ვი­დე მოს­კოვ­ში და მანდ ვცა­დო ფილმში ბედი, ან მე თა­ვად დავ­დგა სპექ­ტაკ­ლი. რუ­სუ­ლი და ინ­გლი­სუ­რი კარ­გად ვიცი. მინ­და მი­ვი­ტა­ნო ჩემი პორ­ტფო­ლიო მოს­ფილ­მსა და სხვა­დას­ხვა სა­ა­გენ­ტო­ებ­ში.

მინ­და და­მაკ­ვა­ლი­ა­ნოთ, რა და რო­გორ გა­ვა­კე­თო, რად­გან გას­ტროლ­ზე რომ ჩა­მოვ­დი­ო­დი, ყვე­ლა­ფე­რი მზად მხვდე­ბო­და. ახლა კი ყვე­ლა­ფე­რი ჩემი გა­სა­კე­თე­ბე­ლია. იქ­ნებ იც­ნობთ ვინ­მე აგენტს, ვინც მსა­ხი­ო­ბებს ასაქ­მებს და ამა­ში იღებს თან­ხას. რა თქმა უნდა, ისე არა­ვინ და არა­ფე­რი მოძ­რა­ობს უკვე. ჰა­ერ­შიც კი ფულს ვიხ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე მგო­ნია!

მაქვს იმე­დი თქვე­ნი კე­თილ­გან­წყო­ბის და ჩემი სურ­ვი­ლის გულ­თან მი­ტა­ნის. არ და­გა­ღა­ლა­ტებთ, რად­გან ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მგო­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ­ტის­ტის სა­ხე­ლი მაქვს და მინ­და მან­დაც ვცა­დო ბედი, რად­გან აქ იყო კარ­გი მსა­ხი­ო­ბი, მხო­ლოდ სა­ხელს ნიშ­ნავს, რომ კარ­გი მსა­ხი­ო­ბი ხარ, სხვა არა­ნა­ი­რი გა­სა­ქა­ნი არ გაქვს.

ამ მოკ­ლე სტა­ტუ­სით იქ­ნებ დიდი საქ­მე გა­კეთ­დეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რომ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლეც ის ადა­მი­ა­ნი გახ­დე­ბა, ვინც და­მეხ­მა­რე­ბა! პა­ტი­ვის­ცე­მით და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით სა­ქარ­თვე­ლო­დან, ბესო ზან­გუ­რი", - წერს მსა­ხი­ო­ბი.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
??
1

ხელში რა უკავია- დანაა, თუ ყაისნაღი?

dudu
0

რა კომენტარებიაააა?! როგორ უჭირს ხალხს ,რა დღეში აქვთ ნერვები,მშვიდობა ყველას!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მაქვს სურვილი, რომ ჩამოვიდე მოსკოვში და მანდ ვცადო ფილმში ბედი, ან მე თავად დავდგა სპექტაკლი" - რას წერს ბესო ზანგური

"მაქვს სურვილი, რომ ჩამოვიდე მოსკოვში და მანდ ვცადო ფილმში ბედი, ან მე თავად დავდგა სპექტაკლი" - რას წერს ბესო ზანგური

რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური სოციალურ ქსელში წერს, რომ მუშაობის გაგრძელებას მოსკოვში გეგმავს. მსახიობი განცხადებას ერთ-ერთ ჯგუფში, სახელწოდებით "ქართველები მოსკოვში“ აქვეყნებს.

  • ბესო ზანგური:

მოგესალმებით, ქართველებო, დიდი სიყვარულით და პატივისცემით. ვინც არ მიცნობთ, ვარ რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური. მაქვს სურვილი, რომ ჩამოვიდე მოსკოვში და მანდ ვცადო ფილმში ბედი, ან მე თავად დავდგა სპექტაკლი. რუსული და ინგლისური კარგად ვიცი. მინდა მივიტანო ჩემი პორტფოლიო მოსფილმსა და სხვადასხვა სააგენტოებში.

მინდა დამაკვალიანოთ, რა და როგორ გავაკეთო, რადგან გასტროლზე რომ ჩამოვდიოდი, ყველაფერი მზად მხვდებოდა. ახლა კი ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია. იქნებ იცნობთ ვინმე აგენტს, ვინც მსახიობებს ასაქმებს და ამაში იღებს თანხას. რა თქმა უნდა, ისე არავინ და არაფერი მოძრაობს უკვე. ჰაერშიც კი ფულს ვიხდი საქართველოში, ასე მგონია!

მაქვს იმედი თქვენი კეთილგანწყობის და ჩემი სურვილის გულთან მიტანის. არ დაგაღალატებთ, რადგან ჩვენს ქვეყანაში მგონი წარმატებული არტისტის სახელი მაქვს და მინდა მანდაც ვცადო ბედი, რადგან აქ იყო კარგი მსახიობი, მხოლოდ სახელს ნიშნავს, რომ კარგი მსახიობი ხარ, სხვა არანაირი გასაქანი არ გაქვს.

ამ მოკლე სტატუსით იქნებ დიდი საქმე გაკეთდეს ჩემს ცხოვრებაში, რომლის თანამონაწილეც ის ადამიანი გახდება, ვინც დამეხმარება! პატივისცემით და დიდი სიყვარულით საქართველოდან, ბესო ზანგური", - წერს მსახიობი.