მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა" - ტყიბულის მერიის თანამშრომელს მეუღლეზე ძალადობის ბრალდება წარუდგინეს
"არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა" - ტყიბულის მერიის თანამშრომელს მეუღლეზე ძალადობის ბრალდება წარუდგინეს

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ტყი­ბულ­ში მომ­ხდა­რი ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე, ტყი­ბუ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მელს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 15 იან­ვარს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ქვეშ მყოფ­მა ბრალ­დე­ბულ­მა, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით მე­უღ­ლე­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126 პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ ოჯა­ხის სხვა წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი, ჩა­დე­ნი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნის თან­დას­წრე­ბით) წა­რედ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მო­თხოვ­ნით, სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
23

ყველა ქართველი კაცი ციხეში!ლიბერალების დევიზი.მიზეზები ეძიეთ და მერე შედეგი მოიკითხეთ,რატომ და რისთვის ხდება ეგ რაღაცეები.ქალები არ ძალადობენ ხომ კაცებზე ფსიქოლოგიურად? 

აოეეე
2

მაგათთვის ხსნილია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა" - ტყიბულის მერიის თანამშრომელს მეუღლეზე ძალადობის ბრალდება წარუდგინეს

"არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა" - ტყიბულის მერიის თანამშრომელს მეუღლეზე ძალადობის ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ტყიბულში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.