მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ გაძლებდა შხაპის გარეშე ყველაზე დიდხანს... ბრედს დიდხანს შეეძლო შხაპის გარეშე გაძლება" - რას იხსენებს ბრედ პიტის მეგობარი
"ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ გაძლებდა შხაპის გარეშე ყველაზე დიდხანს... ბრედს დიდხანს შეეძლო შხაპის გარეშე გაძლება" - რას იხსენებს ბრედ პიტის მეგობარი

კა­ნა­დე­ლი მსა­ხი­ო­ბი და პრო­დი­უ­სე­რი ჯე­ი­სონ პრისტლი ბრედ პიტ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბის აქამ­დე უც­ნობ დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჯე­ი­სონ­მა ბრედ პიტ­თან ერ­თად, ერთ სახ­ლში ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მე­მუ­ა­რებ­შიც და­წე­რა.

როცა ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ, იმ პე­რი­ოდ­ში ჯერ კი­დევ უც­ნო­ბე­ბი იყ­ვნენ და თვი­დან თვემ­დე გა­ჭირ­ვე­ბით გაჰ­ქონ­დათ თავი.

  • მსა­ხი­ო­ბი გა­და­ცე­მა Live! With Kelly and Mark-ში მი­იწ­ვი­ეს და ბრედ­თან ერთ სახ­ლში ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ჰკი­თხეს.

"ერთი თა­მა­ში გვქონ­და, ერ­თმა­ნეთს იმა­ში ვე­ჯიბ­რე­ბო­დით, თუ ვინ გაძ­ლებ­და შხა­პის გა­რე­შე ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს. ახლა ამას რომ ვიხ­სე­ნებ, სა­კუ­თარ თავს ვე­კი­თხე­ბი, ნეტა რაზე ვფიქ­რობ­დით მა­შინ?!"

გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა, კელი რი­პამ ჯე­ი­სონს ჰკი­თხა, რო­მე­ლი იმარ­ჯვებ­და ხოლ­მე შე­ჯიბრში, რა­ზეც მსა­ხი­ობ­მა მყი­სი­ე­რად უპა­სუ­ხა:

"ბრე­დი, ყო­ველ­თვის ბრე­დი იყო გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. ვფიქ­რობ, ახლა ამას აღარ აკე­თებს, მაგ­რამ მა­შინ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ეძ­ლო შხა­პის გა­რე­შე გაძ­ლე­ბა."

გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბი იმი­თიც და­ინ­ტე­რეს­დნენ, თუ რა ეგუ­ლე­ბო­დათ ჯერ კი­დევ დამ­წყებ მსა­ხი­ო­ბებს თა­ვი­ანთ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, რა­ზეც პრისტლიმ მოკ­ლედ მო­უჭ­რა: "ლუდი".

"მა­შინ ორი­ვე ღა­ტა­კე­ბი ვი­ყა­ვით. ძი­რი­თა­დად სუ­პით, ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ლუ­დით და სი­გა­რე­ტით ვცხოვ­რობ­დით."

თუმ­ცა ჯე­ი­სო­ნის და ბრე­დის ასე ცხოვ­რე­ბა დიდ­ხანს აღარ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა, რად­გან 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ორი­ვეს კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა ელო­და: "ჩვე­ნი კა­რი­ე­რა იმ­დე­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და, რომ ერ­თმა­ნეთ­თან კავ­ში­რი გაგ­ვი­წყდა",- ამ­ბობ­და პრისტლი 2017 წელს.

"ბრე­დი მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო მოგ­ზა­უ­რობ­და ფილ­მე­ბის გა­და­სა­ღე­ბად, მე კი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუს გა­და­ღე­ბებ­ზე ერთ ად­გი­ლას ვი­ყა­ვი ჩარ­ჩე­ნი­ლი. იმა­ნაც ითა­მა­შა როლი", - ამ­ბობს ჯე­ი­სო­ნი.

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ქართველი
6

აყროლებული ბრედ პიტი,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ გაძლებდა შხაპის გარეშე ყველაზე დიდხანს... ბრედს დიდხანს შეეძლო შხაპის გარეშე გაძლება" - რას იხსენებს ბრედ პიტის მეგობარი

"ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ გაძლებდა შხაპის გარეშე ყველაზე დიდხანს... ბრედს დიდხანს შეეძლო შხაპის გარეშე გაძლება" - რას იხსენებს ბრედ პიტის მეგობარი

კანადელი მსახიობი და პროდიუსერი ჯეისონ პრისტლი ბრედ პიტთან ერთად ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს. როგორც ცნობილია, ჯეისონმა ბრედ პიტთან ერთად, ერთ სახლში ცხოვრების შესახებ მემუარებშიც დაწერა.

როცა ერთად ცხოვრობდნენ, იმ პერიოდში ჯერ კიდევ უცნობები იყვნენ და თვიდან თვემდე გაჭირვებით გაჰქონდათ თავი.

  • მსახიობი გადაცემა Live! With Kelly and Mark-ში მიიწვიეს და ბრედთან ერთ სახლში ცხოვრების შესახებ ჰკითხეს.

"ერთი თამაში გვქონდა, ერთმანეთს იმაში ვეჯიბრებოდით, თუ ვინ გაძლებდა შხაპის გარეშე ყველაზე დიდხანს. ახლა ამას რომ ვიხსენებ, საკუთარ თავს ვეკითხები, ნეტა რაზე ვფიქრობდით მაშინ?!"

გადაცემის წამყვანმა, კელი რიპამ ჯეისონს ჰკითხა, რომელი იმარჯვებდა ხოლმე შეჯიბრში, რაზეც მსახიობმა მყისიერად უპასუხა:

"ბრედი, ყოველთვის ბრედი იყო გამარჯვებული. ვფიქრობ, ახლა ამას აღარ აკეთებს, მაგრამ მაშინ დიდი ხნის განმავლობაში შეეძლო შხაპის გარეშე გაძლება."

გადაცემის წამყვანები იმითიც დაინტერესდნენ, თუ რა ეგულებოდათ ჯერ კიდევ დამწყებ მსახიობებს თავიანთ სამზარეულოში, რაზეც პრისტლიმ მოკლედ მოუჭრა: "ლუდი".

"მაშინ ორივე ღატაკები ვიყავით. ძირითადად სუპით, იაფფასიანი ლუდით და სიგარეტით ვცხოვრობდით."

თუმცა ჯეისონის და ბრედის ასე ცხოვრება დიდხანს აღარ გაგრძელებულა, რადგან 90-იანი წლების დასაწყისში ორივეს კარიერული წინსვლა ელოდა: "ჩვენი კარიერა იმდენად განსხვავებული მიმართულებით წავიდა, რომ ერთმანეთთან კავშირი გაგვიწყდა",- ამბობდა პრისტლი 2017 წელს.

"ბრედი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა ფილმების გადასაღებად, მე კი სატელევიზიო შოუს გადაღებებზე ერთ ადგილას ვიყავი ჩარჩენილი. იმანაც ითამაშა როლი", - ამბობს ჯეისონი.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა