სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
NASA-მ ახალი ახალი ზებგერითი თვითმფრინავი შექმნა - რა ხდება ცნობილი უსწრაფეს მოდელზე?
NASA-მ ახალი ახალი ზებგერითი თვითმფრინავი შექმნა - რა ხდება ცნობილი უსწრაფეს მოდელზე?

NASA-ს ახა­ლი ზებ­გე­რი­თი თვითმფრი­ნა­ვი ნიუ-იორ­კი­დან ლონ­დონ­ში სამ­სა­ათ­ნა­ხე­ვარ­ში ჩავა, ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვად NASA ავ­რცე­ლებს. ახალ თვითმფრი­ნავს შე­უძ­ლია სა­ათ­ში 1600 კმ (925 მილი) გა­ი­ა­როს და მისი თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნის წყა­ლო­ბით ნაკ­ლებ ხმა­უ­რი­ა­ნად იფ­რი­ნოს, ვიდ­რე სხვა ზებ­გე­რით­მა თვითმფრი­ნა­ვებ­მა.

30 მეტ­რის სიგ­რძის და 10 მეტ­რის სი­გა­ნის X-59 ზებ­გე­რი­თი თვითმფრი­ნა­ვი NASA-მ და Lockheed Martin-მა ერ­თობ­ლი­ვად შექ­მნეს

უკა­ნას­კნე­ლი 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აშშ-მ და სხვა ქვეყ­ნებ­მა ზებ­გე­რი­თი თვითმფრი­ნა­ვე­ბით ფრე­ნა აკ­რძა­ლეს, რად­გან როცა ისი­ნი გარ­კვე­ულ სიჩ­ქა­რეს აჭარ­ბე­ბენ, ფრე­ნას სა­ში­ნე­ლი ხმა­უ­რი ახ­ლავს თან. NASA-ს მი­ზა­ნია, რომ ახა­ლი გა­მო­გო­ნე­ბით მა­რე­გუ­ლი­რებ­ლებს ამ აკ­რძალ­ვის მოხ­სნის­კენ უბიძ­გონ.

"ეს არის ის მთა­ვა­რი მიღ­წე­ვა, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად NASA-ს და X-59-ის გუნ­დის შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის და გა­მომ­გო­ნებ­ლო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა",- გა­ნა­ცხა­და NASA-ს თა­ნამ­შრო­მელ­მა, პემ მელ­რო­იმ. "სულ რამ­დე­ნი­მე წელ­ში ჩვე­ნი ამ­ბი­ცი­უ­რი კონ­ცეფ­ცია რე­ა­ლო­ბად ვაქ­ცი­ეთ", - დას­ძი­ნე მელ­რო­იმ.

ამ­ჯე­რად, NASA-ს თა­ნა­მედ­რო­ვე ზებ­გე­რი­თი თვითმფრი­ნა­ვი ისეა აგე­ბუ­ლი, რომ მისი დახ­რი­ლი ცხვი­რი მას ხელს შე­უ­წყობს ნაკ­ლე­ბხ­მა­უ­რი­ა­ნად იფ­რი­ნოს. X-59-ს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თვითმფრი­ნა­ვის­გან კი­დევ ერთი რამ გა­ნას­ხვა­ვებს: მისი კა­ბი­ნე­ტი და­ახ­ლო­ე­ბით თვითმფრი­ნა­ვის შუ­ა­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ პი­ლო­ტე­ბი მის სა­მარ­თა­ვად კა­მე­რას უნდა და­ეყ­რდნონ.

ხმე­ლეთ­ზე უხ­მა­უ­რო და მშვი­დი ზებ­გე­რი­თი მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბით ვცდი­ლობთ, ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ახა­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი ბაზ­რე­ბი გავ­ხსნათ, რაც მოგ­ზა­უ­რებს სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს.

ნა­სამ დას­ძი­ნა, რომ X-59 არის "უნი­კა­ლუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი" და არა პრო­ტო­ტი­პი, რო­მე­ლიც კო­მერ­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ხე­ლახ­ლა შე­იქ­მნე­ბო­და. Bloomberg-ის ცნო­ბით, პრო­ექ­ტის მთლი­ა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 632 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაჟა
1

ამ თვითმფრინავის შექმნაზე ქართველი სტუდენტი მასაჩუსეტის უნივერსიტეტიდან მერაბ მჭედლიძე 

მონაწილეობდა

თევდორე
4

ამიხსენით, რას ნიშნავს ნიშ­ნავს - ,,რომ პი­ლო­ტე­ბი მის სა­მარ­თა­ვად კა­მე­რას უნდა და­ეყ­რდნონ".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

NASA-მ ახალი ახალი ზებგერითი თვითმფრინავი შექმნა - რა ხდება ცნობილი უსწრაფეს მოდელზე?

NASA-მ ახალი ახალი ზებგერითი თვითმფრინავი შექმნა - რა ხდება ცნობილი უსწრაფეს მოდელზე?

NASA-ს ახალი ზებგერითი თვითმფრინავი ნიუ-იორკიდან ლონდონში სამსაათნახევარში ჩავა, ინფორმაციას თავად NASA ავრცელებს. ახალ თვითმფრინავს შეუძლია საათში 1600 კმ (925 მილი) გაიაროს და მისი თანამედროვე დიზაინის წყალობით ნაკლებ ხმაურიანად იფრინოს, ვიდრე სხვა ზებგერითმა თვითმფრინავებმა.

30 მეტრის სიგრძის და 10 მეტრის სიგანის X-59 ზებგერითი თვითმფრინავი NASA-მ და Lockheed Martin-მა ერთობლივად შექმნეს

უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში აშშ-მ და სხვა ქვეყნებმა ზებგერითი თვითმფრინავებით ფრენა აკრძალეს, რადგან როცა ისინი გარკვეულ სიჩქარეს აჭარბებენ, ფრენას საშინელი ხმაური ახლავს თან. NASA-ს მიზანია, რომ ახალი გამოგონებით მარეგულირებლებს ამ აკრძალვის მოხსნისკენ უბიძგონ.

"ეს არის ის მთავარი მიღწევა, რომელიც მთლიანად NASA-ს და X-59-ის გუნდის შრომისმოყვარეობის და გამომგონებლობის დამსახურებაა",- განაცხადა NASA-ს თანამშრომელმა, პემ მელროიმ. "სულ რამდენიმე წელში ჩვენი ამბიციური კონცეფცია რეალობად ვაქციეთ", - დასძინე მელროიმ.

ამჯერად, NASA-ს თანამედროვე ზებგერითი თვითმფრინავი ისეა აგებული, რომ მისი დახრილი ცხვირი მას ხელს შეუწყობს ნაკლებხმაურიანად იფრინოს. X-59-ს ჩვეულებრივი თვითმფრინავისგან კიდევ ერთი რამ განასხვავებს: მისი კაბინეტი დაახლოებით თვითმფრინავის შუაშია განთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ პილოტები მის სამართავად კამერას უნდა დაეყრდნონ.

ხმელეთზე უხმაურო და მშვიდი ზებგერითი მოგზაურობის შესაძლებლობის დემონსტრირებით ვცდილობთ, ამერიკული კომპანიებისთვის ახალი კომერციული ბაზრები გავხსნათ, რაც მოგზაურებს სარგებელს მოუტანს.

ნასამ დასძინა, რომ X-59 არის "უნიკალური ექსპერიმენტული თვითმფრინავი" და არა პროტოტიპი, რომელიც კომერციული საქმიანობისთვის ხელახლა შეიქმნებოდა. Bloomberg-ის ცნობით, პროექტის მთლიანი ღირებულება 632 მილიონი დოლარია.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა