სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტიქიის ხელის შემწყობი ფაქტორია მყინვარული ტბები" - კავკასიონის რომელ მყინვარებთანაა წარმოქმნილი დიდი ზომის მყინვარული ტბები და რა ჩანს თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე?
"სტიქიის ხელის შემწყობი ფაქტორია მყინვარული ტბები" - კავკასიონის რომელ მყინვარებთანაა წარმოქმნილი დიდი ზომის მყინვარული ტბები და რა ჩანს თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე?

კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად, კავ­კა­სი­ონ­ზე მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბი­სა და სტი­ქი­ე­ბის რის­კი თან­და­თან მა­ტუ­ლობს. რო­გორც ჩემი რეს­პონ­დენ­ტი, გლა­ცი­ო­ლო­გი (მყინ­ვა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი), ავ­სტრა­ლი­ის მო­ნა­შის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რი და ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი ლე­ვან ტი­ე­ლი­ძე მე­უბ­ნე­ბა, "2000-2010 წლებ­ში, კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის სის­ქე­ში შემ­ცი­რე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 50სმ. იყო, ხოლო 2010-2020 წლებ­ში 75 სმ. სის­ქე­ში შემ­ცი­რე­ბა ნიშ­ნავს, რომ მყინ­ვა­რე­ბი ნაკ­ლე­ბად სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნე­ბი ხდე­ბი­ან, ყი­ნუ­ლი თხელ­დე­ბა და სიმ­ტკი­ცეს კარ­გავს, შე­სა­ბა­მი­სად, ირ­ღვე­ვა მათი სტა­ბი­ლუ­რო­ბა და სტი­ქი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის მი­მართ სა­ში­ში ხდე­ბი­ან. რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა - დნო­ბის მა­ღა­ლი ტემ­პი გა­მოწ­ვე­უ­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბით“.

გლა­ცი­ო­ლო­გი ამ ეტაპ­ზე ორ საფრ­თხის შემ­ცველ მყინ­ვარს გვი­სა­ხე­ლებს, რო­მელ­თა მიმ­დე­ბა­რედ საკ­მა­ოდ დიდი ტბე­ბია წარ­მოქ­მნი­ლი და რაც მო­ნი­ტო­რინგს აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ებს. მკვლე­ვა­რი ასე­ვე ვა­რა­უ­დობს, რომ მყინ­ვა­რე­ბის ასე­თი ტემ­პით დნო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 2100 წლის­თვის აღ­მო­სავ­ლეთ კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი სა­ერ­თოდ გაქ­რე­ბა.

  • ლე­ვან ტი­ე­ლი­ძე:

- გა­სულ წელს ჩა­ტა­რე­ბულ­მა მყინ­ვა­რე­ბის გე­ო­დე­ზი­უ­რი მა­სის ბა­ლან­სის კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ კავ­კა­სი­ონ­ზე მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა ძა­ლი­ან მო­მა­ტე­ბუ­ლია. მა­სის ბა­ლან­სი იმის მი­ხედ­ვით იც­ვლე­ბა, თუ რო­გო­რია მყინ­ვა­რე­ბის ფარ­თო­ბის და მათი სის­ქე­ში შემ­ცი­რე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა. 2000-2010 წლებ­ში, კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის სის­ქე­ში შემ­ცი­რე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 50სმ. იყო, ხოლო 2010-2020 წლებ­ში 75 სმ. სის­ქე­ში შემ­ცი­რე­ბა ნიშ­ნავს, რომ მყინ­ვა­რე­ბი ნაკ­ლე­ბად სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნე­ბი ხდე­ბი­ან, ყი­ნუ­ლი თხელ­დე­ბა და სიმ­ტკი­ცეს კარ­გავს, შე­სა­ბა­მი­სად, ირ­ღვე­ვა მათი სტა­ბი­ლუ­რო­ბა და სტი­ქი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის მი­მართ სა­ში­ში ხდე­ბი­ან. რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა - დნო­ბის მა­ღა­ლი ტემ­პი გა­მოწ­ვე­უ­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბით.

ამ დროს გარ­და იმი­სა, რომ მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბა მა­ტუ­ლობს, მათ გარ­შე­მო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ყი­ნუ­ლი ფერ­დო­ბე­ბიც იწყებს ლღო­ბას და კარ­გავს სიმ­ტკი­ცეს. ე.ი. მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ლღვე­ბა კავ­კა­სი­ო­ნის ფერ­დო­ბე­ბიც, რომ­ლე­ბიც ადრე მუდ­მი­ვად გა­ყი­ნულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. გე­ოგ­რა­ფი­ულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ეს მოვ­ლე­ნა "მუდ­მი­ვი მზრა­ლო­ბის“ სა­ხელ­წო­დე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი. თა­ნა­მედ­რო­ვე კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად მუდ­მი­ვი მზრა­ლო­ბა უკვე აღა­რაა მუდ­მი­ვი და სე­ზო­ნუ­რო­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, რაც სტი­ქი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის ერთ-ერთი ხე­ლის შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რია.

ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა, რო­დე­საც ცხე­ლი ამინ­დის პი­რო­ბებ­ში გამლღვა­ლი ფერ­დო­ბე­ბი სიმ­ტკი­ცეს კარ­გავს და მათი ჩა­მოქ­ცე­ვა ხდე­ბა. სტი­ქი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის კი­დევ ერთი ხე­ლის შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რია მყინ­ვა­რუ­ლი ტბე­ბის არ­სე­ბო­ბა. ასე­თი ტბე­ბი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მყინ­ვა­რე­ბის ენებ­თან ახ­ლოს წარ­მო­იქ­მნე­ბა და იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მყინ­ვა­რულ ყი­ნულ­თან უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტში არი­ან, დნო­ბის ტემპს კი­დევ უფრო აჩ­ქა­რე­ბენ. ასე­ვე, აქვთ წყლის დიდი მო­ცუ­ლო­ბის უეც­რად გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი, რაც, შე­საძ­ლოა, მყინ­ვა­რულ წყალ­მო­ვარ­დნებ­ში, ან ღვარ­ცო­ფებ­ში გარ­და­იქ­მნან.

ეს პრო­ცე­სი სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ცნო­ბი­ლია რო­გორც Glacial LakeOutburst Flood (GLOF). კლი­მა­ტის თა­ნა­მედ­რო­ვე ცვლი­ლე­ბის ფონ­ზე მყინ­ვა­რუ­ლი ტბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ფარ­თო­ბი გაზ­რდი­ლია მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა მთი­ან რე­გი­ონ­ში და მათ შო­რის კავ­კა­სი­ა­შიც.

ბოლო თვე­ე­ბის სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბით კავ­კა­სი­ო­ნის ისეთ დიდ მყინ­ვა­რებ­ზე, რო­გო­რი­ცაა წა­ნე­რი და ლეხ­ზი­რი, საკ­მა­ოდ დიდი ზო­მის ასე­თი ტბე­ბი შე­ი­ნიშ­ნე­ბა, რაც აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ებს მო­ნი­ტო­რინგს.

- სხვა რა პრო­ცე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა ახ­ლდეს მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბას?

- მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბის შე­დე­გად, პირ­ველ რიგ­ში, მცირ­დე­ბა მტკნა­რი წყლის მა­რა­გი, შე­სა­ბა­მი­სად, იკ­ლებს მდი­ნა­რე­უ­ლი ჩა­მო­ნა­დე­ნიც. კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის ფარ­თო­ბი და მასა უკვე იმ­დე­ნად შემ­ცირ­და, მომ­დევ­ნო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა ვე­ლო­დოთ, რომ მყინ­ვა­რულ აუ­ზებ­ში გარ­კვე­ულ­წი­ლად მო­იკ­ლებს მდი­ნა­რე­უ­ლი ჩა­მო­ნა­დე­ნი.

- რა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტი­ქი­ის პრე­ვენ­ცი­ის­თვის?

- ამის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბაა სა­ჭი­რო. სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ვი­უ­ში ეს უკვე ვახ­სე­ნე და აქაც გა­ვი­მე­ო­რებ, რომ სა­ხელ­მწი­ფომ ამა­ში არა­ნა­ი­რი რე­სურ­სი არ უნდა და­ზო­გოს - არც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, არც ადა­მი­ა­ნუ­რი და არც - ფი­ნან­სუ­რი. პრე­ვენ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლია ის, რომ არა­ნა­ი­რი ჰიდ­რო­ტექ­ნი­კუ­რი თუ არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი არ უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ისეთ სა­შიშ ზო­ნებ­ში, სა­დაც მო­მა­ვალ­ში შე­იძ­ლე­ბა მსგავ­სი სტი­ქი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი და­ფიქ­სირ­დეს.

ამის ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია ყაზ­ბე­გის რა­ი­ონ­ში მყინ­ვარ დევ­დო­რა­კის ძირ­ში აშე­ნე­ბუ­ლი ჰესი. სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ცნო­ბი­ლია, რომ ჯერ კი­დევ მე-19 და მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში დევ­დო­რა­კის მყინ­ვარს ახა­სი­ა­თებ­და გლა­ცი­ა­ლუ­რი ღვარ­ცო­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც თერ­გის ხე­ო­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო გზას მთლი­ა­ნად კე­ტავ­და, ახა­ლი ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ად­გი­ლი ჰქონ­და დაგ­რო­ვი­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ცოდ­ნის სრულ უგუ­ლე­ბელ­ყო­ფას, რაც ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას სვა­ნეთ­ში მეს­ტი­ა­ჭა­ლა­ზე მშე­ნე­ბა­რე ჰე­სის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად უად­გი­ლო ად­გი­ლას შენ­დე­ბა და დიდი რის­კის ქვე­შაა. გარ­და ამი­სა, რო­დე­საც პრე­ვენ­ცი­ა­ზე ვსა­უბ­რობთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვახ­სე­ნოთ მო­ნი­ტო­რინ­გის და წი­ნას­წა­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მე­ბი. რამ­დე­ნა­დაც მე ვიცი, ასე­თი სის­ტე­მა ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ დევ­დო­რაკ­ზე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, მაგ­რამ ეს საკ­მა­რი­სი ნამ­დვი­ლად არაა და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მო­ნი­ტო­რინ­გის ნამ­დვი­ლი ქსე­ლი შე­იქ­მნას. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ კეთ­დე­ბო­დეს მო­დე­ლი­რე­ბა, რომ­ლის დრო­საც მოხ­დე­ბა სხვა­დას­ხვა სცე­ნა­რე­ბის გათ­ვლა - რა რა­ო­დე­ნო­ბის წყა­ლი შე­იძ­ლე­ბა დაგ­როვ­დეს ამა თუ იმ მყინ­ვა­რულ ტბა­ში და გარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში რა ფარ­თო­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ფა­როს ღვარ­ცოფ­მა, რა დრო შე­იძ­ლე­ბა დას­ჭირ­დეს ღვარ­ცო­ფულ მა­სას ხე­ო­ბა­ში გა­სავ­ლე­ლად და რო­მე­ლი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს სტი­ქი­ის ზო­ნა­ში და სხვა.

პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, პრე­ვენ­ცი­ის­თვის კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა მი­ნი­მუმ იმის­თვის, რომ სტი­ქი­ის შემ­თხვე­ვა­ში მათ შე­ეძ­ლოთ დრო­უ­ლი ევა­კუ­ა­ცია. შო­ვის სტი­ქი­ამ გვაჩ­ვე­ნა, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ქვე­ყა­ნა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, რომ ამ სა­მუ­შა­ო­ებ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა.

გლა­ცი­ო­ლო­გი - ლე­ვან ტი­ე­ლი­ძე

- რამ­დე­ნი მყინ­ვა­რია კავ­კა­სი­ონ­ზე და რამ­დე­ნად დი­დია მათი მნიშ­ვნე­ლო­ბა?

- ბოლო ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცია გა­სულ წელს გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ, რო­მე­ლიც 2020 წლის სა­ტე­ლი­ტურ სუ­რა­თებ­ზე დაყ­რდნო­ბით იყო შედ­გე­ნი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, კავ­კა­სი­ონ­ზე 2200-მდე მყინ­ვა­რი იყო სა­ერ­თო ფარ­თო­ბით1060 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რი. დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ეს ფარ­თო­ბი კი­დევ უფრო შემ­ცი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მყინ­ვა­რე­ბის არ­სე­ბო­ბა მრა­ვალ­მხრივ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის­თვის, იქ­ნე­ბა ეს მტკნა­რი წყლის მა­რა­გი, ეკო­ლო­გი­უ­რი და ლან­დშაფ­ტუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა, წარ­სუ­ლი კლი­მა­ტის და გა­რე­მოს რე­კონ­სტრუქ­ცია და ა.შ.

- შე­საძ­ლოა, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში კავ­კა­სი­ო­ნი მყინ­ვა­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩეს?

ალ­ბათ ბევ­რს არ მო­ე­წო­ნე­ბა რა­საც ვი­ტყვი, მაგ­რამ 2018 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში ეს უკვე დავ­წე­რეთ და აქ უბ­რა­ლოდ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ მყინ­ვა­რე­ბის ასე­თი ტემ­პით დნო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 2100 წლის­თვის აღ­მო­სავ­ლეთ კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი სა­ერ­თოდ გაქ­რე­ბა. ეს თა­ვის­თა­ვად კარ­გი ამ­ბა­ვი არაა, და ჩვენ გვე­ვა­ლე­ბა ვი­ცო­დეთ, რომ მყინ­ვა­რე­ბის გაქ­რო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ად­გი­ლი ექ­ნე­ბა მთელ რიგ პრო­ცე­სებს, მათ შო­რის - სტი­ქი­ურს. შე­სა­ბა­მი­სად, გა­რე­მოს ასე­თი სწრა­ფი გარ­და­სახ­ვის პი­რო­ბებ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­ვახ­დი­ნოთ ამ ყვე­ლა­ფერ­თან გო­ნივ­რუ­ლი ადაპ­ტა­ცია. ეს, პირ­ველ რიგ­ში, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სწო­რად და­სახ­ვით და ბუ­ნე­ბის სწო­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბით გა­მოვ­ლინ­დე­ბა, რაც ბუ­ნე­ბის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჟორა
0

საქმე ისე მიყავს დღევანდელი მსოფლიოს მამებს, რომ 2100 წლისათვის კაცობრიობას აღარც მყინვარები დაჭირდება და აღაც წყალი, რადგან ეს კაცობრიობა უკვე დიდი ხნის განადგურებული იქნება.

გოგა
16

კიდევ ერთი ნაცი და ჰესების მოწინაღმდეგე გამოჩდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"სტიქიის ხელის შემწყობი ფაქტორია მყინვარული ტბები" - კავკასიონის რომელ მყინვარებთანაა წარმოქმნილი დიდი ზომის მყინვარული ტბები და რა ჩანს თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე?

"სტიქიის ხელის შემწყობი ფაქტორია მყინვარული ტბები" - კავკასიონის რომელ მყინვარებთანაა წარმოქმნილი დიდი ზომის მყინვარული ტბები და რა ჩანს თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე?

კლიმატის ცვლილებასთან ერთად, კავკასიონზე მყინვარების დნობისა და სტიქიების რისკი თანდათან მატულობს. როგორც ჩემი რესპონდენტი, გლაციოლოგი (მყინვარების სპეციალისტი), ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მეცნიერი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლევან ტიელიძე მეუბნება, "2000-2010 წლებში, კავკასიონის მყინვარების სისქეში შემცირება ყოველწლიურად დაახლოებით 50სმ. იყო, ხოლო 2010-2020 წლებში 75 სმ. სისქეში შემცირება ნიშნავს, რომ მყინვარები ნაკლებად სიცოცხლისუნარიანები ხდებიან, ყინული თხელდება და სიმტკიცეს კარგავს, შესაბამისად, ირღვევა მათი სტაბილურობა და სტიქიური პროცესების მიმართ საშიში ხდებიან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კლიმატის ცვლილებას უკავშირდება - დნობის მაღალი ტემპი გამოწვეულია ტემპერატურის მატებით“.

გლაციოლოგი ამ ეტაპზე ორ საფრთხის შემცველ მყინვარს გვისახელებს, რომელთა მიმდებარედ საკმაოდ დიდი ტბებია წარმოქმნილი და რაც მონიტორინგს აუცილებლად საჭიროებს. მკვლევარი ასევე ვარაუდობს, რომ მყინვარების ასეთი ტემპით დნობის შემთხვევაში, 2100 წლისთვის აღმოსავლეთ კავკასიონის მყინვარების ძირითადი ნაწილი საერთოდ გაქრება.

  • ლევან ტიელიძე:

- გასულ წელს ჩატარებულმა მყინვარების გეოდეზიური მასის ბალანსის კვლევამ აჩვენა, რომ კავკასიონზე მყინვარების დნობის ინტენსივობა ძალიან მომატებულია. მასის ბალანსი იმის მიხედვით იცვლება, თუ როგორია მყინვარების ფართობის და მათი სისქეში შემცირების ინტენსივობა. 2000-2010 წლებში, კავკასიონის მყინვარების სისქეში შემცირება ყოველწლიურად დაახლოებით 50სმ. იყო, ხოლო 2010-2020 წლებში 75 სმ. სისქეში შემცირება ნიშნავს, რომ მყინვარები ნაკლებად სიცოცხლისუნარიანები ხდებიან, ყინული თხელდება და სიმტკიცეს კარგავს, შესაბამისად, ირღვევა მათი სტაბილურობა და სტიქიური პროცესების მიმართ საშიში ხდებიან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კლიმატის ცვლილებას უკავშირდება - დნობის მაღალი ტემპი გამოწვეულია ტემპერატურის მატებით.

ამ დროს გარდა იმისა, რომ მყინვარების დნობა მატულობს, მათ გარშემო წლების განმავლობაში გაყინული ფერდობებიც იწყებს ლღობას და კარგავს სიმტკიცეს. ე.ი. მყინვარების დნობის პარალელურად, ლღვება კავკასიონის ფერდობებიც, რომლებიც ადრე მუდმივად გაყინულ მდგომარეობაში იყო. გეოგრაფიულ ლიტერატურაში ეს მოვლენა "მუდმივი მზრალობის“ სახელწოდებითაა ცნობილი. თანამედროვე კლიმატის ცვლილების შედეგად მუდმივი მზრალობა უკვე აღარაა მუდმივი და სეზონურობას ექვემდებარება, რაც სტიქიური პროცესების ერთ-ერთი ხელის შემწყობი ფაქტორია.

ეს განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში შეინიშნება, როდესაც ცხელი ამინდის პირობებში გამლღვალი ფერდობები სიმტკიცეს კარგავს და მათი ჩამოქცევა ხდება. სტიქიური პროცესების კიდევ ერთი ხელის შემწყობი ფაქტორია მყინვარული ტბების არსებობა. ასეთი ტბები ხშირ შემთხვევაში მყინვარების ენებთან ახლოს წარმოიქმნება და იმ შემთხვევაში თუ მყინვარულ ყინულთან უშუალო კონტაქტში არიან, დნობის ტემპს კიდევ უფრო აჩქარებენ. ასევე, აქვთ წყლის დიდი მოცულობის უეცრად გამოთავისუფლების პოტენციალი, რაც, შესაძლოა, მყინვარულ წყალმოვარდნებში, ან ღვარცოფებში გარდაიქმნან.

ეს პროცესი სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია როგორც Glacial LakeOutburst Flood (GLOF). კლიმატის თანამედროვე ცვლილების ფონზე მყინვარული ტბების რაოდენობა და ფართობი გაზრდილია მსოფლიოს ყველა მთიან რეგიონში და მათ შორის კავკასიაშიც.

ბოლო თვეების სატელიტური სურათებით კავკასიონის ისეთ დიდ მყინვარებზე, როგორიცაა წანერი და ლეხზირი, საკმაოდ დიდი ზომის ასეთი ტბები შეინიშნება, რაც აუცილებლად საჭიროებს მონიტორინგს.

- სხვა რა პროცესები შეიძლება ახლდეს მყინვარების დნობას?

- მყინვარების დნობის შედეგად, პირველ რიგში, მცირდება მტკნარი წყლის მარაგი, შესაბამისად, იკლებს მდინარეული ჩამონადენიც. კავკასიონის მყინვარების ფართობი და მასა უკვე იმდენად შემცირდა, მომდევნო წლების განმავლობაში უნდა ველოდოთ, რომ მყინვარულ აუზებში გარკვეულწილად მოიკლებს მდინარეული ჩამონადენი.

- რა არის მნიშვნელოვანი სტიქიის პრევენციისთვის?

- ამისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებაა საჭირო. სხვადასხვა ინტერვიუში ეს უკვე ვახსენე და აქაც გავიმეორებ, რომ სახელმწიფომ ამაში არანაირი რესურსი არ უნდა დაზოგოს - არც მატერიალური, არც ადამიანური და არც - ფინანსური. პრევენციის საშუალებების ამოსავალი წერტილია ის, რომ არანაირი ჰიდროტექნიკური თუ არქიტექტურული პროექტი არ უნდა განხორციელდეს ისეთ საშიშ ზონებში, სადაც მომავალში შეიძლება მსგავსი სტიქიური პროცესები დაფიქსირდეს.

ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ყაზბეგის რაიონში მყინვარ დევდორაკის ძირში აშენებული ჰესი. სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია, რომ ჯერ კიდევ მე-19 და მე-20 საუკუნეში დევდორაკის მყინვარს ახასიათებდა გლაციალური ღვარცოფები, რომლებიც თერგის ხეობას და საქართველოს სამხედრო გზას მთლიანად კეტავდა, ახალი ჰესის მშენებლობის შემთხვევაში კი ადგილი ჰქონდა დაგროვილი სამეცნიერო ცოდნის სრულ უგულებელყოფას, რაც ნორმალურ ქვეყანაში სრულიად წარმოუდგენელია.

იგივე შეიძლება ითქვას სვანეთში მესტიაჭალაზე მშენებარე ჰესის შემთხვევაში, რომელიც სრულიად უადგილო ადგილას შენდება და დიდი რისკის ქვეშაა. გარდა ამისა, როდესაც პრევენციაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია ვახსენოთ მონიტორინგის და წინასწარი შეტყობინების სისტემები. რამდენადაც მე ვიცი, ასეთი სისტემა ჯერჯერობით მხოლოდ დევდორაკზე ფუნქციონირებს, მაგრამ ეს საკმარისი ნამდვილად არაა და აუცილებელია, რომ მონიტორინგის ნამდვილი ქსელი შეიქმნას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კეთდებოდეს მოდელირება, რომლის დროსაც მოხდება სხვადასხვა სცენარების გათვლა - რა რაოდენობის წყალი შეიძლება დაგროვდეს ამა თუ იმ მყინვარულ ტბაში და გარღვევის შემთხვევაში რა ფართობი შეიძლება დაფაროს ღვარცოფმა, რა დრო შეიძლება დასჭირდეს ღვარცოფულ მასას ხეობაში გასავლელად და რომელი დასახლებული პუნქტი შეიძლება მოხდეს სტიქიის ზონაში და სხვა.

პარალელურ რეჟიმში, პრევენციისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობა მინიმუმ იმისთვის, რომ სტიქიის შემთხვევაში მათ შეეძლოთ დროული ევაკუაცია. შოვის სტიქიამ გვაჩვენა, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ სამუშაოებში აუცილებელია კვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობა.

გლაციოლოგი - ლევან ტიელიძე

- რამდენი მყინვარია კავკასიონზე და რამდენად დიდია მათი მნიშვნელობა?

- ბოლო ინვენტარიზაცია გასულ წელს გამოვაქვეყნეთ, რომელიც 2020 წლის სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით იყო შედგენილი. აღნიშნული კვლევის მიხედვით, კავკასიონზე 2200-მდე მყინვარი იყო საერთო ფართობით1060 კვადრატული კილომეტრი. დღეის მონაცემებით, ეს ფართობი კიდევ უფრო შემცირებული იქნება. მყინვარების არსებობა მრავალმხრივ მნიშვნელოვანია კავკასიის რეგიონისთვის, იქნება ეს მტკნარი წყლის მარაგი, ეკოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნება, ტურიზმის განვითარება, წარსული კლიმატის და გარემოს რეკონსტრუქცია და ა.შ.

- შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში კავკასიონი მყინვარების გარეშე დარჩეს?

ალბათ ბევრს არ მოეწონება რასაც ვიტყვი, მაგრამ 2018 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ეს უკვე დავწერეთ და აქ უბრალოდ გავიმეორებ, რომ მყინვარების ასეთი ტემპით დნობის შემთხვევაში, 2100 წლისთვის აღმოსავლეთ კავკასიონის მყინვარების ძირითადი ნაწილი საერთოდ გაქრება. ეს თავისთავად კარგი ამბავი არაა, და ჩვენ გვევალება ვიცოდეთ, რომ მყინვარების გაქრობის პარალელურად ადგილი ექნება მთელ რიგ პროცესებს, მათ შორის - სტიქიურს. შესაბამისად, გარემოს ასეთი სწრაფი გარდასახვის პირობებში აუცილებელია მოვახდინოთ ამ ყველაფერთან გონივრული ადაპტაცია. ეს, პირველ რიგში, პრევენციული ღონისძიებების სწორად დასახვით და ბუნების სწორი ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური განვითარებით გამოვლინდება, რაც ბუნების მდგრადი განვითარების სახელწოდებითაა ცნობილი.