საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოლიგარქმა არ შეიძლება უფულობა დაასახელოს მიზეზად... მიზეზი იყო ის, რომ სოლოლაკი ვერ "ავიღეთ" - რატომ დატოვა მიშა ანდღულაძემ "ფორმულა" და რას ამბობს სიახლეზე?
"ოლიგარქმა არ შეიძლება უფულობა დაასახელოს მიზეზად... მიზეზი იყო ის, რომ სოლოლაკი ვერ "ავიღეთ" - რატომ დატოვა მიშა ანდღულაძემ "ფორმულა" და რას ამბობს სიახლეზე?

"კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ო­ბი მიშა ან­დღუ­ლა­ძე იხ­სე­ნებს, რო­გორ და­უ­ხუ­რეს მის გუნდს "ფორ­მუ­ლა­ზე" გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბი. რო­გორც მან გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძის "პოდ­კას­ტში" ისა­უბ­რა, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აბ­სურ­დუ­ლი მი­ზე­ზით ახ­სნა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ ამის შემ­დეგ გუნ­დმა გა­და­წყვი­ტა სა­კუ­თა­რი ტე­ლე­ვი­ზია გა­ეხ­სნა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ეტაპ­ზე შე­მო­სა­ვა­ლი ნაკ­ლე­ბი აქვთ, ამ­ბობს, რომ აქვთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

"ჩვენ რო­დე­საც გა­და­ვე­დით "ფორ­მუ­ლა­ზე", გა­ვი­და ერთი-ორი წელი და ერთ დღე­საც გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ყვე­ლა გა­და­ცე­მა, რო­მელ­საც ვა­კე­თებ­დით, და­ახ­ლო­ე­ბით ხუთ გა­და­ცე­მას ვა­კე­თებ­დით, ყვე­ლა ერ­თად და­ი­ხუ­რა.

ოლი­გარ­ქმა (და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი) არ შე­იძ­ლე­ბა უფუ­ლო­ბა და­ა­სა­ხე­ლოს მი­ზე­ზად. მი­ზე­ზი იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლი იყო, რომ მირ­ჩევ­ნია არ ვთქვა. ვერ და­ვი­ჯე­რეთ, რომ ამ­დენ გა­და­ცე­მას აკე­თებ უცებ და ასე­თი მი­ზე­ზით უცებ გი­ხუ­რა­ვენ. ისიც არ იყო, რომ რე­ი­ტინ­გი არ აქვს, მი­ზე­ზი იყო, კონ­კრე­ტუ­ლად, ნუ მოკ­ლედ - სო­ლო­ლა­კი რომ ვერ "ავი­ღეთ".

მე არც ვი­ცო­დი, რომ თურ­მე, სხვა მი­სია მქონ­და. მე რო­გორც კო­მე­დი­ან­ტი, ისე მი­ვე­დი და თურ­მე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა მი­სია მქო­ნია, უდი­დე­სი. ლა­მის მთე­ლი და­სავ­ლე­თი იყო ჩარ­თუ­ლი ამ ამ­ბავ­ში და ნუ ვერ აღ­მოვ­ჩნდით ჩვენ ის ხალ­ხი, სუს­ტე­ბი აღ­მოვ­ჩნდით. სა­ბო­ლოო ჯამ­ში ვე­უბ­ნე­ო­დი ხალ­ხს, რომ ყვე­ლა გან­საც­დე­ლი სა­სი­კე­თოა. ახლა გვაქვს ის ნა­ნატ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის დრო-თქო და ავი­ღეთ ჩვე­ნი კა­პი­ტა­ლი, რაც გვქონ­და, გავ­ხსე­ნით ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზია "TV C", კო­მე­დი­უ­რი არ­ხია ცოტა მრა­ვალპრო­ფი­ლი­ა­ნი. კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში ჰყავს კო­მე­დი არხი. ღა­და­ო­ბა ის არის, რომ ჩემი ახალ­გაზ­რდო­ბა ჩემი კონ­კუ­რენ­ტია. სა­ბო­ლო­ოო ჯამ­ში ეს გა­ვა­კე­თეთ და მად­ლო­ბა ჩვენს დამ­ხუ­რავს. ამას ვე­უბ­ნე­ო­დი თა­ნამ­შრო­მელ­საც, რომ გავა დრო და მად­ლო­ბას იტყვით-თქო. ნუ კუ­რი­ერს უფრო მეტი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს ვიდ­რე ჩვენ, მაგ­რამ რომ ვფიქ­რობ, თა­ვი­სუფ­ლე­ბა ეგ ჯდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მიშა ან­დღუ­ლა­ძემ.

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლილე
8

კომედიანტები არასოდეს ყოფილხართ, პოლიტიკურ-ნაცურს აწვებოდით ყოველთვის.

ნოდო
4

ვისაც გახსოვთ ძველი შაბათის შოუ სანამ დაიშლებოდნენ ჯანელა ვახტანგიშვილი გრამი პოლიტიკა რომ არ იყო დღეს რას უნდა შეადარო მძიმე დღის მერე პოლიტიკისგან მინდა დასვენება და არა ისევ პოლიტიკის მოსმენა თან სუბიექტურად მხოლოდ ერთი მხარის ოცნებას რამე თუ გაუკეტეებია ერტი სიტყვის ზედმტად თავისუფლებაა 4 ოპოზიციური არხია უკვე 11 წელია არც შექმნიათ მაუწყევლობის პრობლემა ეგრე მიშაზე რო გეხუმრა ბუნდღასაც ვეღარ იპოვიდნენ მომხუმარზე 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ოლიგარქმა არ შეიძლება უფულობა დაასახელოს მიზეზად... მიზეზი იყო ის, რომ სოლოლაკი ვერ "ავიღეთ" - რატომ დატოვა მიშა ანდღულაძემ "ფორმულა" და რას ამბობს სიახლეზე?

"ოლიგარქმა არ შეიძლება უფულობა დაასახელოს მიზეზად... მიზეზი იყო ის, რომ სოლოლაკი ვერ "ავიღეთ" - რატომ დატოვა მიშა ანდღულაძემ "ფორმულა" და რას ამბობს სიახლეზე?

"კომედი შოუს" მსახიობი მიშა ანდღულაძე იხსენებს, როგორ დაუხურეს მის გუნდს "ფორმულაზე" გასართობი გადაცემები. როგორც მან გიორგი ვარდოსანიძის "პოდკასტში" ისაუბრა, ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება აბსურდული მიზეზით ახსნა.

მისივე ინფორმაციით, სწორედ ამის შემდეგ გუნდმა გადაწყვიტა საკუთარი ტელევიზია გაეხსნა და მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე შემოსავალი ნაკლები აქვთ, ამბობს, რომ აქვთ თავისუფლება.

"ჩვენ როდესაც გადავედით "ფორმულაზე", გავიდა ერთი-ორი წელი და ერთ დღესაც გვეუბნებიან, რომ ყველა გადაცემა, რომელსაც ვაკეთებდით, დაახლოებით ხუთ გადაცემას ვაკეთებდით, ყველა ერთად დაიხურა.

ოლიგარქმა (დავით კეზერაშვილი) არ შეიძლება უფულობა დაასახელოს მიზეზად. მიზეზი იმდენად აბსურდული იყო, რომ მირჩევნია არ ვთქვა. ვერ დავიჯერეთ, რომ ამდენ გადაცემას აკეთებ უცებ და ასეთი მიზეზით უცებ გიხურავენ. ისიც არ იყო, რომ რეიტინგი არ აქვს, მიზეზი იყო, კონკრეტულად, ნუ მოკლედ - სოლოლაკი რომ ვერ "ავიღეთ".

მე არც ვიცოდი, რომ თურმე, სხვა მისია მქონდა. მე როგორც კომედიანტი, ისე მივედი და თურმე, აბსოლუტურად სხვა მისია მქონია, უდიდესი. ლამის მთელი დასავლეთი იყო ჩართული ამ ამბავში და ნუ ვერ აღმოვჩნდით ჩვენ ის ხალხი, სუსტები აღმოვჩნდით. საბოლოო ჯამში ვეუბნეოდი ხალხს, რომ ყველა განსაცდელი სასიკეთოა. ახლა გვაქვს ის ნანატრი თავისუფლების დრო-თქო და ავიღეთ ჩვენი კაპიტალი, რაც გვქონდა, გავხსენით ჩვენი ტელევიზია "TV C", კომედიური არხია ცოტა მრავალპროფილიანი. კონკურენციაში ჰყავს კომედი არხი. ღადაობა ის არის, რომ ჩემი ახალგაზრდობა ჩემი კონკურენტია. საბოლოოო ჯამში ეს გავაკეთეთ და მადლობა ჩვენს დამხურავს. ამას ვეუბნეოდი თანამშრომელსაც, რომ გავა დრო და მადლობას იტყვით-თქო. ნუ კურიერს უფრო მეტი შემოსავალი აქვს ვიდრე ჩვენ, მაგრამ რომ ვფიქრობ, თავისუფლება ეგ ჯდება", - განაცხადა მიშა ანდღულაძემ.

ნახეთ ვიდეო: