მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიაში პირველად - ფიგურულ ციგურაობაში ქართველების სპორტული წყვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა
ისტორიაში პირველად - ფიგურულ ციგურაობაში ქართველების სპორტული წყვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა

ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად - ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში ქარ­თვე­ლე­ბის სპორ­ტუ­ლი წყვი­ლი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ვერ­ცხლის პრი­ზი­ო­რი გახ­და. ანას­ტა­სია მე­ტელ­კი­ნა და ლუკა ბე­რუ­ლა­ვა სულ ბო­ლოს გა­ვიდ­ნენ ყი­ნულ­ზე. მათ­ზე დიდი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წყვი­ლი მოკ­ლე პროგ­რა­მის შემ­დეგ ლი­დე­რობ­და, ახალ­გაზ­რდებ­მა შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვეს და სა­ბო­ლო­ოდ მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვიდ­ნენ, რაც ნამ­დვი­ლად კარ­გი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ისი­ნი ასე­თი დიდი ტურ­ნი­რის დე­ბი­უ­ტან­ტე­ბი არი­ან.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 10-დან 14 იან­ვრის ჩათ­ვლით ლი­ე­ტუ­ვას ქა­ლაქ კა­უ­ნას­ში იმარ­თე­ბა 2024 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში. ას­პა­რე­ზო­ბის პირ­ველ დღეს ყი­ნულ­ზე გა­ვიდ­ნენ სპორ­ტუ­ლი წყვი­ლე­ბი და ვა­ჟე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის სპორ­ტუ­ლი წყვი­ლი ანას­ტა­სია მე­ტელ­კი­ნა-ლუკა ბე­რუ­ლა­ვა შთამ­ბეჭ­და­ვად გა­მო­ვიდ­ნენ და მოკ­ლე პროგ­რა­მის შემ­დეგ 71,30 ქუ­ლით პირ­ველ ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს. ისი­ნი ლი­დე­რობ­დნენ 13 ქვეყ­ნის 18 სპორ­ტულ წყვილს შო­რის.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ანას­ტა­სი­ა­სა და ლუ­კას­თვის ევ­რო­პის ეს ჩემ­პი­ო­ნა­ტი სა­დე­ბი­უ­ტო იყო უფ­რო­სი ასა­კის კა­ტე­გო­რი­ა­ში ერ­თობ­ლი­ვი გა­მოს­ვლე­ბის ის­ტო­რი­ა­ში. ამას­თა­ნა­ვე, ჩვე­ნი წყვი­ლი 2023 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნებს, იტა­ლი­ელ სპორ­ტსმე­ნებს, სარა კონ­ტი­სა და ნი­კო­ლა მა­ჩის 10 ქუ­ლით უს­წრებ­დნენ თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მის წინ. თა­ვი­სუ­ფალ პროგ­რა­მა­ში ანას­ტა­სი­ამ და ლუ­კამ მე-5 შე­დე­გი აჩ­ვე­ნეს, თუმ­ცა ორი­ვე გა­მოს­ვლის ჯა­მით მე-2 ად­გილ­ზე გა­ვიდ­ნენ.

სა­ჩემ­პი­ო­ნო პე­დის­ტალ­ზე ანას­ტა­სია მე­ტელ­კი­ნა­სა და ლუკა ბე­რუ­ლა­ვას­თან ერ­თად ავიდ­ნენ: ოქ­როს­მე­და­ლო­სა­ნი ლუკ­რე­ცია ბე­კა­დი და მა­ტეო გუ­ა­რი­ზიე (იტა­ლია) და მე­სა­მე­ად­გი­ლო­სა­ნი რე­ბე­კა ჯი­ლარ­დი და ფი­ლი­პო ამ­ბრო­ზი­ნი.

10 იან­ვარს მოკ­ლე პროგ­რა­მე­ბით იას­პა­რე­ზეს მა­მა­კა­ცებ­მაც. 25 ქვეყ­ნის 32 სპორ­ტსმენს შო­რის მოკ­ლე პროგ­რა­მის შემ­დეგ ქარ­თვე­ლი მო­ცი­გუ­რა­ვე ნიკა ეგა­ძე 77.00 ქუ­ლით ჯერ­ჯე­რო­ბით მე - 10 ად­გილ­ზეა. თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მა გა­ი­მარ­თე­ბა 12 იან­ვარს.

11 იან­ვარს ყი­ნულ­ზე ასე­ვე გა­ვიდ­ნენ ქალ­თა კა­ტე­გო­რი­ის მო­ცი­გუ­რა­ვე­ე­ბი, მათ წარ­მო­ად­გი­ნეს მოკ­ლე პროგ­რა­მა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით იას­პა­რე­ზა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შარ­შან­დელ­მა გა­მარ­ჯვე­ბულ­მა და სა­ქარ­თვე­ლოს 2023 წლის სა­უ­კე­თე­სო ქალ­მა სპორ­ტსმენ­მა ანას­ტა­სია გუ­ბა­ნო­ვამ. ის მოკ­ლე პროგ­რა­მის შემ­დეგ მე-3 ად­გილს იკა­ვებს. კი­დევ ერთი მო­ცი­გუ­რა­ვე ალი­ნა ურუ­შა­ძე კი 33 სპორ­ტსმენს შო­რის შე­ვი­და იმ 24 მო­ცი­გუ­რა­ვე­თა რე­ი­ტინ­გში, ვინც იას­პა­რე­ზებს თა­ვი­სუ­ფალ პროგ­რა­მა­ში, რო­მე­ლიც გა­ი­მარ­თე­ბა შა­ბათს, 13 იან­ვარს.

  • ნა­ხეთ ანას­ტა­სი­ას და ლუ­კას მოკ­ლე პროგ­რა­მა
00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინე ბარამიძე
0

ძალიან მომეწონა ჩვენების გამოსვლა.ვულოცავ მათ და უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებ.

ვახტანგი -71
4

ვულოცავ ამ დიდ წარმატებას ანას­ტა­სი­ა­სა და ლუ­კას! 

შემდეგ ჩემპიონატზე ვუსურვებ ოქროს მედლებს!

შესანიშნავი წყვილია!! ბიჭიც კარგია და გოგოც!!

პ.ს. მათ­ზე დიდი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა რითი იყო გამოწვეული?

იმიტომ ხომ არა, რომ ანას­ტა­სი­ა­ ეროვნებით რუსია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ისტორიაში პირველად - ფიგურულ ციგურაობაში ქართველების სპორტული წყვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა

ისტორიაში პირველად - ფიგურულ ციგურაობაში ქართველების სპორტული წყვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა

ისტორიაში პირველად - ფიგურულ ციგურაობაში ქართველების სპორტული წყვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა. ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა სულ ბოლოს გავიდნენ ყინულზე. მათზე დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობდა, ახალგაზრდებმა შეცდომები დაუშვეს და საბოლოოდ მეორე ადგილზე გავიდნენ, რაც ნამდვილად კარგი მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი ასეთი დიდი ტურნირის დებიუტანტები არიან.

მოგეხსენებათ, 10-დან 14 იანვრის ჩათვლით ლიეტუვას ქალაქ კაუნასში იმართება 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. ასპარეზობის პირველ დღეს ყინულზე გავიდნენ სპორტული წყვილები და ვაჟები. საქართველოს ნაკრების სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავა შთამბეჭდავად გამოვიდნენ და მოკლე პროგრამის შემდეგ 71,30 ქულით პირველ ადგილი დაიკავეს. ისინი ლიდერობდნენ 13 ქვეყნის 18 სპორტულ წყვილს შორის.

როგორც აღვნიშნეთ, ანასტასიასა და ლუკასთვის ევროპის ეს ჩემპიონატი სადებიუტო იყო უფროსი ასაკის კატეგორიაში ერთობლივი გამოსვლების ისტორიაში. ამასთანავე, ჩვენი წყვილი 2023 წლის ევროპის ჩემპიონებს, იტალიელ სპორტსმენებს, სარა კონტისა და ნიკოლა მაჩის 10 ქულით უსწრებდნენ თავისუფალი პროგრამის წინ. თავისუფალ პროგრამაში ანასტასიამ და ლუკამ მე-5 შედეგი აჩვენეს, თუმცა ორივე გამოსვლის ჯამით მე-2 ადგილზე გავიდნენ.

საჩემპიონო პედისტალზე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავასთან ერთად ავიდნენ: ოქროსმედალოსანი ლუკრეცია ბეკადი და მატეო გუარიზიე (იტალია) და მესამეადგილოსანი რებეკა ჯილარდი და ფილიპო ამბროზინი.

10 იანვარს მოკლე პროგრამებით იასპარეზეს მამაკაცებმაც. 25 ქვეყნის 32 სპორტსმენს შორის მოკლე პროგრამის შემდეგ ქართველი მოციგურავე ნიკა ეგაძე 77.00 ქულით ჯერჯერობით მე - 10 ადგილზეა. თავისუფალი პროგრამა გაიმართება 12 იანვარს.

11 იანვარს ყინულზე ასევე გავიდნენ ქალთა კატეგორიის მოციგურავეები, მათ წარმოადგინეს მოკლე პროგრამა. საქართველოს სახელით იასპარეზა ევროპის ჩემპიონატის შარშანდელმა გამარჯვებულმა და საქართველოს 2023 წლის საუკეთესო ქალმა სპორტსმენმა ანასტასია გუბანოვამ. ის მოკლე პროგრამის შემდეგ მე-3 ადგილს იკავებს. კიდევ ერთი მოციგურავე ალინა ურუშაძე კი 33 სპორტსმენს შორის შევიდა იმ 24 მოციგურავეთა რეიტინგში, ვინც იასპარეზებს თავისუფალ პროგრამაში, რომელიც გაიმართება შაბათს, 13 იანვარს.

  • ნახეთ ანასტასიას და ლუკას მოკლე პროგრამა