მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შესაძლებელია, წინ გველოდეს ეკლესიებში შევარდნა, დარბევა... ის, რაც 100 წლის წინ და უფრო ადრე, ბოლშევიკური რევოლუციის შემდგომ ხდებოდა" - ჯაღმაიძე
"შესაძლებელია, წინ გველოდეს ეკლესიებში შევარდნა, დარბევა... ის, რაც 100 წლის წინ და უფრო ადრე, ბოლშევიკური რევოლუციის შემდგომ ხდებოდა" - ჯაღმაიძე

ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა ის ფაქ­ტი, რომ ამ ვან­და­ლიზმს, რაც ეკ­ლე­სი­ა­ში მოხ­და, არ გა­მო­ეხ­მა­უ­რა არ­ცერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია და არ­ცერ­თმა სა­ელ­ჩომ არ ახ­სე­ნა ეს მოვ­ლე­ნა, რო­გორც ვან­და­ლიზ­მი - დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სხვა კონ­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით რომ მომ­ხდა­რი­ყო ეს, აუ­ცი­ლებ­ლად ატყდე­ბო­და დიდი აჟი­ო­ტა­ჟი, - შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, დე­კა­ნო­ზი ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში წმინ­და მატ­რო­ნა მოს­კო­ვე­ლის ხატ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

ჯაღ­მა­ი­ძის თქმით, სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ სკან­და­ლის აგო­რე­ბა­ში ფა­რუ­ლად თუ ხი­ლუ­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი.

დე­კა­ნო­ზი იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა მათ­გა­ნის სა­თა­ნა­დო მხი­ლე­ბა მოხ­დე­ბა.

ჯაღ­მა­ი­ძე ასე­ვე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­შიც სა­პატ­რი­არ­ქო მი­მარ­თავს წმინ­და მატ­რო­ნას ხა­ტის შე­მომ­წირ­ვე­ლებს, ხატ­ში სა­თა­ნა­დო ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნონ, ან ამას თა­ვად სა­პატ­რი­არ­ქო გა­ა­კე­თებს.

ჯაღ­მა­ი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­ში, რო­მელ­საც "სა­მარ­თლი­ა­ნი პრო­ტეს­ტი" ჰქონ­და „ვან­და­ლიზ­მის მი­მართ, გაჩ­ნდა ნაკ­ლუ­ლე­ვა­ნე­ბის გრძნო­ბა", რომ სა­პატ­რი­არ­ქოს დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბა­ში თით­ქოს უნდა ყო­ფი­ლი­ყო კონ­კრე­ტუ­ლი რო­მე­ლი­მე პი­რის დას­ჯის მო­თხოვ­ნა, რაც "სრუ­ლი­ად გა­მო­რი­ცხუ­ლია", რად­გან პატ­რი­არ­ქის სა­ხე­ლით ასე­თი გან­ცხა­დე­ბა ვერ გა­კეთ­დე­ბო­და.

"ჩვენ ვნა­ხეთ შო­ბის დღე­ებ­ში, რა სკან­და­ლის შექ­მნის მცდე­ლო­ბა იყო და პრინ­ციპ­ში, შექ­მნეს კი­დეც, მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს წა­არ­თვეს შო­ბის სი­ხა­რუ­ლი და მათი მსმე­ნე­ლის, აი, ამ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის თუ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მსმე­ნე­ლე­ბის და თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის გულ­ში ქრის­ტეს ნაც­ვლად იყო სტა­ლი­ნი. მათ ეს შე­მო­ი­ნა­ხეს შო­ბის დღის­თვის. პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა არ არის, რომ ცდი­ლო­ბენ, გა­და­ფა­რონ დღე­სას­წა­უ­ლი. ის, რაც დღეს ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკ­ლე­სი­ას­თან მი­მარ­თე­ბით, ეს არის თა­ნას­წო­რი ეკ­ლე­სი­ის დევ­ნი­სა, ეს არის სახე და გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იმი­სა, რაც ამ ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა გა­ა­კე­თა, ეს არის კრებ­სი­თი სახე იმ ხალ­ხი­სა, ვინც მას თა­ნა­უგ­რძნობს და მხარს უჭერს. შე­საძ­ლე­ბე­ლია, წინ ჩვენ გვე­ლო­დეს პირ­და­პირ ეკ­ლე­სი­ებ­ში შე­ვარ­დნა, დარ­ბე­ვა, ის, რაც 100 წლის წინ და ცოტა უფრო ადრე, ბოლ­შე­ვი­კუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დგომ ხდე­ბო­და.

ეს არის ნე­ო­ბოლ­შე­ვიზ­მი, ეს არის სახე, აი, ამი­სა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სულ ერ­თია, რო­მე­ლი ხა­ტია იქ, რო­მე­ლი წმინ­და­ნია გა­მო­სა­ხუ­ლი, ნე­ბის­მი­ერ ხატ­ზე ამის გამ­კე­თე­ბე­ლია ეს ხალ­ხი. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ სკან­და­ლის აგო­რე­ბა­ში ფა­რუ­ლად თუ ხი­ლუ­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი. იმე­დი მაქვს, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა მათ­გა­ნის სა­თა­ნა­დო მხი­ლე­ბა მოხ­დე­ბა.

ეს არის ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე თემა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის. ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ და­რე­გუ­ლირ­დეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით შე­უ­რა­ცხყო­ფა, რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა იყოს კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ში მოქ­ცე­უ­ლი. ასე რომ იყოს, რო­გორც ახ­ლაა, გა­ნუ­კი­თხა­ო­ბაა. ამის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ სამი წლის წინ, 2021 წელს, სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ ბრძა­ნა, რომ ეს თუ კა­ნო­ნით არ და­რე­გუ­ლირ­და, სულ მი­ვი­ღებთ პო­ლა­რი­ზა­ცი­ას ქვე­ყა­ნა­ში.

ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა ის ფაქ­ტი, რომ ამ ვან­და­ლიზმს, რაც ეკ­ლე­სი­ა­ში მოხ­და, არ გა­მო­ეხ­მა­უ­რა არ­ცერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია და არ­ცერ­თმა სა­ელ­ჩომ არ ახ­სე­ნა ეს მოვ­ლე­ნა, რო­გორც ვან­და­ლიზ­მი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სხვა კონ­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით რომ მომ­ხდა­რი­ყო ეს, აუ­ცი­ლებ­ლად ატყდე­ბო­და დიდი აჟი­ო­ტა­ჟი. რა­ტომ­ღაც სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია ამ ჯერ­ზეც დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა. ეს ძა­ლი­ან ცუ­დის ნი­შა­ნია ჩვე­ნი სა­მო­მავ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სათ­ვის.

გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­პატ­რი­არ­ქოს ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ვრცელ­დე­ბა, ყო­ველ­თვის პატ­რი­არ­ქთან არის უშუ­ა­ლოდ შე­თან­ხმე­ბუ­ლი ტექ­სტი. პირ­ვე­ლი­ვე გან­ცხა­დე­ბებ­ში ვთქვი, რომ მითი უფ­როა სტა­ლი­ნი­სა და წმინ­და მატ­რო­ნას შეხ­ვედ­რის, ვიდ­რე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტი. სწო­რედ ეს აი­სა­ხა ამ გან­ცხა­დე­ბა­ში, რომ კა­ნო­ნი­კუ­რი ტექ­სტი მატ­რო­ნას ცხოვ­რე­ბი­სა, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის მიერ არის წმინ­და­ნად შე­რა­ცხი­ლი, არ შე­ი­ცავს ამ მო­მენტს.

მო­სახ­ლე­ო­ბის იმ ნა­წილ­ში, რო­მელ­საც სა­მარ­თლი­ა­ნი პრო­ტეს­ტი ჰქონ­და ამ ვან­და­ლიზ­მის მი­მართ, გაჩ­ნდა ნაკ­ლუ­ლე­ვა­ნე­ბის გრძნო­ბა, რომ გან­ცხა­დე­ბა­ში თით­ქოს უნდა ყო­ფი­ლი­ყო მო­თხოვ­ნა კონ­კრე­ტუ­ლი რო­მე­ლი­მე პი­რის დას­ჯი­სა, რაც სრუ­ლი­ად გა­მო­რი­ცხუ­ლია, რად­გან პატ­რი­არ­ქის სა­ხე­ლით ასე­თი გან­ცხა­დე­ბა ვერ გა­კეთ­დე­ბო­და”,- აცხა­დებს ჯაღ­მა­ი­ძე.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირაკლი
2

თუ ასე გააგრძელეთ მართლა მოგიწევთ

ilo
4

ვითომ მამაოებო,კიდევ კარგი არიან მართლა მორწმუნე მამაოები რომლებიც ასე არ პოზიორობენ და საქმეს აკეთებენ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"შესაძლებელია, წინ გველოდეს ეკლესიებში შევარდნა, დარბევა... ის, რაც 100 წლის წინ და უფრო ადრე, ბოლშევიკური რევოლუციის შემდგომ ხდებოდა" - ჯაღმაიძე

"შესაძლებელია, წინ გველოდეს ეკლესიებში შევარდნა, დარბევა... ის, რაც 100 წლის წინ და უფრო ადრე, ბოლშევიკური რევოლუციის შემდგომ ხდებოდა" - ჯაღმაიძე

ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ ვანდალიზმს, რაც ეკლესიაში მოხდა, არ გამოეხმაურა არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და არცერთმა საელჩომ არ ახსენა ეს მოვლენა, როგორც ვანდალიზმი - დარწმუნებული ვარ, სხვა კონფესიასთან დაკავშირებით რომ მომხდარიყო ეს, აუცილებლად ატყდებოდა დიდი აჟიოტაჟი, - შესაბამისი განცხადებით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ჯაღმაიძის თქმით, სამწუხაროა, რომ ამ სკანდალის აგორებაში ფარულად თუ ხილულად მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეკლესიის ჯერ კიდევ მოქმედი სასულიერო პირები.

დეკანოზი იმედს გამოთქვამს, რომ დროთა განმავლობაში ყველა მათგანის სათანადო მხილება მოხდება.

ჯაღმაიძე ასევე ეხმაურება საპატრიარქოს განცხადებას, რომელშიც საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.

ჯაღმაიძე აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ნაწილში, რომელსაც "სამართლიანი პროტესტი" ჰქონდა „ვანდალიზმის მიმართ, გაჩნდა ნაკლულევანების გრძნობა", რომ საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებაში თითქოს უნდა ყოფილიყო კონკრეტული რომელიმე პირის დასჯის მოთხოვნა, რაც "სრულიად გამორიცხულია", რადგან პატრიარქის სახელით ასეთი განცხადება ვერ გაკეთდებოდა.

"ჩვენ ვნახეთ შობის დღეებში, რა სკანდალის შექმნის მცდელობა იყო და პრინციპში, შექმნეს კიდეც, მოსახლეობის დიდ ნაწილს წაართვეს შობის სიხარული და მათი მსმენელის, აი, ამ ტელევიზიების თუ ჟურნალისტების მსმენელების და თანამოაზრეების გულში ქრისტეს ნაცვლად იყო სტალინი. მათ ეს შემოინახეს შობის დღისთვის. პირველი მცდელობა არ არის, რომ ცდილობენ, გადაფარონ დღესასწაული. ის, რაც დღეს ხდება საქართველოში ეკლესიასთან მიმართებით, ეს არის თანასწორი ეკლესიის დევნისა, ეს არის სახე და გამოხატულება იმისა, რაც ამ ერთმა ქალბატონმა გააკეთა, ეს არის კრებსითი სახე იმ ხალხისა, ვინც მას თანაუგრძნობს და მხარს უჭერს. შესაძლებელია, წინ ჩვენ გველოდეს პირდაპირ ეკლესიებში შევარდნა, დარბევა, ის, რაც 100 წლის წინ და ცოტა უფრო ადრე, ბოლშევიკური რევოლუციის შემდგომ ხდებოდა.

ეს არის ნეობოლშევიზმი, ეს არის სახე, აი, ამისა. დარწმუნებული ვარ, სულ ერთია, რომელი ხატია იქ, რომელი წმინდანია გამოსახული, ნებისმიერ ხატზე ამის გამკეთებელია ეს ხალხი. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ სკანდალის აგორებაში ფარულად თუ ხილულად მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეკლესიის ჯერ კიდევ მოქმედი სასულიერო პირები. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ყველა მათგანის სათანადო მხილება მოხდება.

ეს არის ძალიან მგრძნობიარე თემა ჩვენი საზოგადოებისათვის. ჩვენ მივესალმებით ინიციატივას, რომ დარეგულირდეს კანონმდებლობა და რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იყოს კანონის ჩარჩოში მოქცეული. ასე რომ იყოს, როგორც ახლაა, განუკითხაობაა. ამის შესახებ ჯერ კიდევ სამი წლის წინ, 2021 წელს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ ბრძანა, რომ ეს თუ კანონით არ დარეგულირდა, სულ მივიღებთ პოლარიზაციას ქვეყანაში.

ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ ვანდალიზმს, რაც ეკლესიაში მოხდა, არ გამოეხმაურა არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და არცერთმა საელჩომ არ ახსენა ეს მოვლენა, როგორც ვანდალიზმი დარწმუნებული ვარ, სხვა კონფესიასთან დაკავშირებით რომ მომხდარიყო ეს, აუცილებლად ატყდებოდა დიდი აჟიოტაჟი. რატომღაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ამ ჯერზეც დისკრიმინაციულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ეს ძალიან ცუდის ნიშანია ჩვენი სამომავლო ურთიერთობებისათვის.

განცხადებები, რომლებიც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება, ყოველთვის პატრიარქთან არის უშუალოდ შეთანხმებული ტექსტი. პირველივე განცხადებებში ვთქვი, რომ მითი უფროა სტალინისა და წმინდა მატრონას შეხვედრის, ვიდრე დადასტურებული ფაქტი. სწორედ ეს აისახა ამ განცხადებაში, რომ კანონიკური ტექსტი მატრონას ცხოვრებისა, რომელიც რუსეთის ეკლესიის მიერ არის წმინდანად შერაცხილი, არ შეიცავს ამ მომენტს.

მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელსაც სამართლიანი პროტესტი ჰქონდა ამ ვანდალიზმის მიმართ, გაჩნდა ნაკლულევანების გრძნობა, რომ განცხადებაში თითქოს უნდა ყოფილიყო მოთხოვნა კონკრეტული რომელიმე პირის დასჯისა, რაც სრულიად გამორიცხულია, რადგან პატრიარქის სახელით ასეთი განცხადება ვერ გაკეთდებოდა”,- აცხადებს ჯაღმაიძე.

წაიკითხეთ ასევე: