საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბინას ვკარგავდი, როცა ჭაბუამ ბიძინას წერილი მისწერა..." - ზაზა კოლელიშვილი რთულ დღეებზე, დღევანდელობაზე, დიდ ოჯახსა და ცხოვრების თანამგზავრზე, რომლის სიყვარულისთვის ბევრი იბრძოლა
"ბინას ვკარგავდი, როცა ჭაბუამ ბიძინას წერილი მისწერა..." - ზაზა კოლელიშვილი რთულ დღეებზე, დღევანდელობაზე, დიდ ოჯახსა და ცხოვრების თანამგზავრზე, რომლის სიყვარულისთვის ბევრი იბრძოლა

"60 წელს რომ გა­დავ­ცილ­დი, მერე მივ­ხვდი ბევრ რა­მეს. ახლა გე­სა­უბ­რე­ბათ 60 წლის შემ­დეგ შექ­მნი­ლი ზაზა, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბას სხვა­ნა­ი­რად და­უკ­ვირ­და - ჩემი სამ­ყა­რო რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლი­ლია. ყვე­ლა­ფე­რი გა­ვარ­კვიე სა­კუ­თარ თავ­ში", - ამ­ბობს ზაზა კო­ლე­ლიშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი, რე­ჟი­სო­რი, სცე­ნა­რის­ტი, პრო­დი­უ­სე­რი და დამ­დგმე­ლი მხატ­ვა­რი, რო­მე­ლიც თა­ვის მრა­ვალ­ფე­რო­ვან შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე გვიყ­ვე­ბა, დიდ ოჯახ­ზე, თუ რო­გორ აღ­ნიშ­ნა­ვენ ახალ წელს ერ­თად; მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე და იხ­სე­ნებს, თუ რო­გორ იხ­სნა ვა­ლის­გან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის წე­რი­ლის წყა­ლო­ბით და კუთ­ვნი­ლი სახ­ლის გა­მო­სახ­სნე­ლად სო­ლი­დუ­რი თან­ხა აჩუ­ქა...

11 იან­ვარს ზაზა კო­ლე­ლიშ­ვილს 67 წელი შე­უს­რულ­და, ვუ­ლო­ცავთ მას და დღეგ­რძე­ლო­ბას ვუ­სურ­ვებთ.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს მისი ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მე­ლიც და­ი­ბეჭ­და გა­ზეთ­ში "კვი­რის პა­ლიტ­რა" (8 იან­ვა­რი, N2)

- მინ­და მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ იმი­სათ­ვის, რომ ამ სა­ა­ხალ­წლოდ თქვე­ნი გა­ზე­თის ფურ­ცლებ­ზე ჩემს აზ­რებს იზი­ა­რებთ. ახალ წელს ჩვე­ნი ოჯა­ხი, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ერ­თად ვიკ­რი­ბე­ბით, შვი­ლე­ბი, თა­ვი­ან­თი მე­უღ­ლე­ე­ბით, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი და მხი­ა­რუ­ლად აღ­ვნიშ­ნავთ. ახლა პა­ტა­რა გვყავს, ჩემს უმ­ცროს გო­გო­ნას მე­სა­მე შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. უკვე 8 შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს. ვიტო საფ­რან­გეთ­შია და ისი­ნი იქი­დან გვერ­თვე­ბი­ან ხოლ­მე ინ­ტერ­ნე­ტით. ეს დღე­სას­წა­უ­ლი მთელ ოჯახს აერ­თი­ა­ნებს და ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ ოჯა­ხე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბას, უფ­ლის რწმე­ნას, ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი არ მოგ­ვშლო­დეს. დი­ლით პირ­ჯვარს რომ გა­და­ი­წერ, მზეს შე­ხე­დავ და ანა­თებს, სიმ­შვი­დეა და ხალ­ხი ფუს­ფუ­სებს, შრო­მობს - ამა­ზე დიდი სი­ხა­რუ­ლი ხომ არა­ფე­რია, ცო­ცხა­ლი ხარ და შან­სი გაქვს, კი­დევ რა­ღაც გა­ა­კე­თო. მეც ჩემს ასაკ­ში ძა­ლი­ან იმე­დი­ა­ნად ვარ, რომ რამე ისეთს გა­ვა­კე­თებ, რაც ქვე­ყა­ნა­სა და ჩემს სა­ხელს რა­ღა­ცას წა­მა­ტებს.

- რა სი­ახ­ლე­ე­ბი გაქვთ შე­მოქ­მე­დე­ბა­ში?

- რაც პენ­სი­ა­ზე გა­ვე­დი, ალ­ბათ, უფრო აქ­ტი­უ­რად ვაზ­როვ­ნებ შე­მოქ­მე­დე­ბი­თად, სულ რა­ღაც მინ­და გა­ვა­კე­თო, ახალ­გაზ­რდუ­ლი წლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რად­გან მა­შინ ვი­ცო­დი, რომ კი­ნო­ში უნდა გა­და­ვე­ღე და მე­ქე­ი­ფა, მეტი არა­ფე­რი იყო ჩემი საქ­მე. ქე­ი­ფის ხა­სი­ათ­ზე დად­გო­მას ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ, მაგ­რამ და­ლე­ვა დიდ დროს არ­თმევს ადა­მი­ანს. მა­შინ ისე­თი გა­რე­მო იყო, ბო­ჰე­მუ­რი... თუმ­ცა, იმავდრო­უ­ლად, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი. ამ­ჟა­მად რა­ღა­ცას ვა­კე­თებთ ისეთს, რისი გახ­მა­უ­რე­ბაც ჯერ არ მინ­და. ჩემი მე­უღ­ლე თბი­ლი­სის მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდო­ბის სახ­ლის დი­რექ­ტო­რია და მა­საც ვეხ­მა­რე­ბი.

- თქვენს რო­ლებ­ზე სა­უბ­რი­სას, არ შე­იძ­ლე­ბა არ აღ­ვნიშ­ნოთ, მურ­ტა­ლომ, "კუ­კარ­ა­ჩამ" ასე­ვე უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­გი­ტა­ნათ.

- ქეთი დო­ლი­ძეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან კარ­გი იყო, ისე­ვე, რო­გორც ნი­ნე­ლის­თან, ლე­ვან­თან. სა­ო­ცა­რი ჯგუ­ფი იყო, ქეთი აძ­ლევ­და სუნ­თქვას, მა­სა­ლას. ყვე­ლა­ზე დიდი პრე­მია "კუ­კარ­ა­ჩა­ში" ავი­ღე. 57-მა მი­ლი­ონ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ნახა და რუ­სებს რომ ის მო­ე­ცათ, რაც რე­ა­ლუ­რად გვე­კუთ­ვნო­და, მი­ლი­ო­ნე­ბი უნდა აგ­ვე­ღო. ცალ­კე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია შეხ­ვედ­რა და ურ­თი­ერ­თო­ბა ნო­დარ დუმ­ბა­ძეს­თან, ჭა­ბუა ამი­რე­ჯიბ­თან, რო­მე­ლიც ჩემი უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი იყო. ჩვენ "გორა მბორ­გალ­ზე" გვინ­დო­და კი­ნოს­ცე­ნა­რის და­წე­რა. და­ვი­წყეთ კი­დეც და მერე, ყელ­ზე პრობ­ლე­მა რომ შე­ექ­მნა და ხორ­ხი ამო­აჭ­რეს, ჩემს შე­კი­თხვებს წე­რი­ლო­ბით პა­სუ­ხობ­და ხოლ­მე. ის წე­რი­ლო­ბი­თი დი­ა­ლო­გე­ბი შე­ნა­ხუ­ლი მაქვს და მინ­და ავ­კინ­ძო. სწო­რედ ბა­ტო­ნი ჭა­ბუ­ას დახ­მა­რე­ბით და­ვაღ­წიე თავი დიდ პრობ­ლე­მას, მის­მა წე­რილ­მა ეს სახ­ლი შე­მი­ნარ­ჩუ­ნა....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
manana
0

ასეთი ინფორმაციის გახმაურებაზე ნებართვაა ასაღები

დათო
1

იმას ეხმარება ვინც აწყობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ბინას ვკარგავდი, როცა ჭაბუამ ბიძინას წერილი მისწერა..." - ზაზა კოლელიშვილი რთულ დღეებზე, დღევანდელობაზე, დიდ ოჯახსა და ცხოვრების თანამგზავრზე, რომლის სიყვარულისთვის ბევრი იბრძოლა

"ბინას ვკარგავდი, როცა ჭაბუამ ბიძინას წერილი მისწერა..." - ზაზა კოლელიშვილი რთულ დღეებზე, დღევანდელობაზე, დიდ ოჯახსა და ცხოვრების თანამგზავრზე, რომლის სიყვარულისთვის ბევრი იბრძოლა

"60 წელს რომ გადავცილდი, მერე მივხვდი ბევრ რამეს. ახლა გესაუბრებათ 60 წლის შემდეგ შექმნილი ზაზა, რომელიც ცხოვრებას სხვანაირად დაუკვირდა - ჩემი სამყარო რადიკალურად შეცვლილია. ყველაფერი გავარკვიე საკუთარ თავში", - ამბობს ზაზა კოლელიშვილი, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და დამდგმელი მხატვარი, რომელიც თავის მრავალფეროვან შემოქმედებით საქმიანობაზე გვიყვება, დიდ ოჯახზე, თუ როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ერთად; მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და იხსენებს, თუ როგორ იხსნა ვალისგან ბიძინა ივანიშვილმა ჭაბუა ამირეჯიბის წერილის წყალობით და კუთვნილი სახლის გამოსახსნელად სოლიდური თანხა აჩუქა...

11 იანვარს ზაზა კოლელიშვილს 67 წელი შეუსრულდა, ვულოცავთ მას და დღეგრძელობას ვუსურვებთ.

გთავაზობთ ამონარიდს მისი ინტერვიუდან, რომელიც დაიბეჭდა გაზეთში "კვირის პალიტრა" (8 იანვარი, N2)

- მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ამ საახალწლოდ თქვენი გაზეთის ფურცლებზე ჩემს აზრებს იზიარებთ. ახალ წელს ჩვენი ოჯახი, ტრადიციულად, ერთად ვიკრიბებით, შვილები, თავიანთი მეუღლეებით, შვილიშვილები და მხიარულად აღვნიშნავთ. ახლა პატარა გვყავს, ჩემს უმცროს გოგონას მესამე შვილი შეეძინა. უკვე 8 შვილიშვილი მყავს. ვიტო საფრანგეთშია და ისინი იქიდან გვერთვებიან ხოლმე ინტერნეტით. ეს დღესასწაული მთელ ოჯახს აერთიანებს და ყველას ვუსურვებ ოჯახების ერთიანობას, უფლის რწმენას, ერთმანეთის სიყვარული არ მოგვშლოდეს. დილით პირჯვარს რომ გადაიწერ, მზეს შეხედავ და ანათებს, სიმშვიდეა და ხალხი ფუსფუსებს, შრომობს - ამაზე დიდი სიხარული ხომ არაფერია, ცოცხალი ხარ და შანსი გაქვს, კიდევ რაღაც გააკეთო. მეც ჩემს ასაკში ძალიან იმედიანად ვარ, რომ რამე ისეთს გავაკეთებ, რაც ქვეყანასა და ჩემს სახელს რაღაცას წამატებს.

- რა სიახლეები გაქვთ შემოქმედებაში?

- რაც პენსიაზე გავედი, ალბათ, უფრო აქტიურად ვაზროვნებ შემოქმედებითად, სულ რაღაც მინდა გავაკეთო, ახალგაზრდული წლებისგან განსხვავებით, რადგან მაშინ ვიცოდი, რომ კინოში უნდა გადავეღე და მექეიფა, მეტი არაფერი იყო ჩემი საქმე. ქეიფის ხასიათზე დადგომას ყველას ვუსურვებ, მაგრამ დალევა დიდ დროს ართმევს ადამიანს. მაშინ ისეთი გარემო იყო, ბოჰემური... თუმცა, იმავდროულად, შემოქმედებითი. ამჟამად რაღაცას ვაკეთებთ ისეთს, რისი გახმაურებაც ჯერ არ მინდა. ჩემი მეუღლე თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორია და მასაც ვეხმარები.

- თქვენს როლებზე საუბრისას, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, მურტალომ, "კუკარაჩამ" ასევე უდიდესი პოპულარობა მოგიტანათ.

- ქეთი დოლიძესთან ურთიერთობა ძალიან კარგი იყო, ისევე, როგორც ნინელისთან, ლევანთან. საოცარი ჯგუფი იყო, ქეთი აძლევდა სუნთქვას, მასალას. ყველაზე დიდი პრემია "კუკარაჩაში" ავიღე. 57-მა მილიონმა მაყურებელმა ნახა და რუსებს რომ ის მოეცათ, რაც რეალურად გვეკუთვნოდა, მილიონები უნდა აგვეღო. ცალკე აღსანიშნავია შეხვედრა და ურთიერთობა ნოდარ დუმბაძესთან, ჭაბუა ამირეჯიბთან, რომელიც ჩემი უფროსი მეგობარი იყო. ჩვენ "გორა მბორგალზე" გვინდოდა კინოსცენარის დაწერა. დავიწყეთ კიდეც და მერე, ყელზე პრობლემა რომ შეექმნა და ხორხი ამოაჭრეს, ჩემს შეკითხვებს წერილობით პასუხობდა ხოლმე. ის წერილობითი დიალოგები შენახული მაქვს და მინდა ავკინძო. სწორედ ბატონი ჭაბუას დახმარებით დავაღწიე თავი დიდ პრობლემას, მისმა წერილმა ეს სახლი შემინარჩუნა....წაიკითხეთ სრულად