სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მახსოვს, როგორ ხოცავდნენ სოფელში ძაღლებს იმის გამო, რომ საბუდარში კვერცხი შეჭამეს... ადამიანი, ყველაზე წუწკი არსება დედამიწაზე, კლავდა სიწუწკისთვის" - რას წერს გიორგი კეკელიძე?
"მახსოვს, როგორ ხოცავდნენ სოფელში ძაღლებს იმის გამო, რომ საბუდარში კვერცხი შეჭამეს... ადამიანი, ყველაზე წუწკი არსება დედამიწაზე, კლავდა სიწუწკისთვის" - რას წერს გიორგი კეკელიძე?

მარ­ნე­უ­ლი­დან გავ­რცე­ლე­ბულ­მა კად­რებ­მა გუ­შინ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. ვი­დე­ო­ში ჩან­და, რო­გორ ძა­ლა­დობ­და მა­მა­კა­ცი ძაღლზე, რო­მე­ლიც ცე­მის შემ­დეგ და­ი­ღუ­პა. პო­ლი­ცი­ამ მა­მა­კა­ცი მა­ლე­ვე და­ა­კა­ვა. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 259-ე მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო.

გუ­შინ­დე­ლი­დან ცხო­ვე­ლებ­ზე და კერ­ძოდ, ძაღლზე ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე უამ­რა­ვი პოს­ტი იწე­რე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებს მი­მარ­თავს, რომ მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი სას­ტი­კად და­ი­სა­ჯონ.

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე ბავ­შვო­ბა­ში მომ­ხდარ ამ­ბებს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც რა­ი­ონ­ში ძაღ­ლის მოკ­ვლა კვერ­ცხის მო­პარ­ვის გამო, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო.

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე:

- მე მახ­სოვს, რო­გორ ხო­ცავ­დნენ სო­ფელ­ში ძაღ­ლებს, დამ­შე­ულ ძაღ­ლებს, იმის გამო, რომ სა­ბუ­დარ­ში კვერ­ცხი შე­ჭა­მეს. "გა­წუწკდა და მო­საკ­ლა­ვია” – ამ­ბობ­და ადა­მი­ა­ნი, გა­მოჰ­ქონ­და თოფი და უმიზ­ნებ­და.

ძაღ­ლი უყუ­რებ­და პატ­რონს და პატ­რო­ნი უმიზ­ნებ­და. ბე­ბი­ა­ჩე­მი ყუ­რებ­ზე ხე­ლებს მა­ფა­რებ­და, მაგ­რამ თი­თე­ბის ღრი­ჭო­ებ­ში მა­ინც აღ­წევ­და გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი წკმუ­ტუ­ნი. და კლავ­და ძაღლს ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლა­ზე წუწ­კი არ­სე­ბა დე­და­მი­წა­ზე, კლავ­და სი­წუწ­კის­თვის, მერე მარ­ხავ­და და თოფს წმენ­დდა ბინ­ძუ­რი მზე­რით.

იმ ცხოვ­რე­ბა­ში, ის ძაღ­ლი და ის კაცი აუ­ცი­ლებ­ლად შეხ­ვდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს და იმ სამ­ყა­რო­ში, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი უკუღ­მაა, უკუღ­მაა ან­და­ზე­ბიც და იმ სამ­ყა­რო­ში "პატ­რო­ნი ძაღლს ვერ ცნობს”, რად­გან ძაღ­ლი იქ­ნე­ბა თეთ­რი ფრთე­ბით და ძაღლს ლა­პა­რა­კი ეცო­დი­ნე­ბა და ძაღლს პატ­რო­ნი ეყ­ვა­რე­ბა, ძაღლს თავ­ში ტყვი­ით და ზურ­გზე ფრთე­ბით. სა­კუ­თა­რი მკვლე­ლი ეყ­ვა­რე­ბა, რად­გან ხომ გი­თხა­რით, ძაღლს რომ უყ­ვარს, ის სიყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის გა­უ­გე­ბა­რია და კი­დევ კარ­გი, რომ გა­უ­გე­ბა­რია. ამი­ტო­მაც არის ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი და ძაღ­ლი – ძაღ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!
9

ცოდოა ძაღლი, ბავშვები?! მოსახლეობა?! რომ გვგლეჯენ და აცრებზე ვართ ჩვენ ვინ გვიცავს მაგათგან?! შაქარი გამიჩდა ძაღლებით შეშინებულს, ვის ვუჩივლო?! რა აყევით ერთმანეთს, ძაღლების უფლება მეტია ვიდრე ადამიანის?! ვერ ხართ კარგად!!!!!!!

))))))
7

სისასტიკეს არ ვემხრობი, მაგრამ ამდენი ძაღლია ქუჩებში უპატრონოდ, ბავშვები რო შემიშინოს მოვკლავ კი არა ..............

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მახსოვს, როგორ ხოცავდნენ სოფელში ძაღლებს იმის გამო, რომ საბუდარში კვერცხი შეჭამეს... ადამიანი, ყველაზე წუწკი არსება დედამიწაზე, კლავდა სიწუწკისთვის" - რას წერს გიორგი კეკელიძე?

"მახსოვს, როგორ ხოცავდნენ სოფელში ძაღლებს იმის გამო, რომ საბუდარში კვერცხი შეჭამეს... ადამიანი, ყველაზე წუწკი არსება დედამიწაზე, კლავდა სიწუწკისთვის" - რას წერს გიორგი კეკელიძე?

მარნეულიდან გავრცელებულმა კადრებმა გუშინ მთელი ქვეყანა შეძრა. ვიდეოში ჩანდა, როგორ ძალადობდა მამაკაცი ძაღლზე, რომელიც ცემის შემდეგ დაიღუპა. პოლიციამ მამაკაცი მალევე დააკავა. მომხდარზე გამოძიება 259-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო.

გუშინდელიდან ცხოველებზე და კერძოდ, ძაღლზე ძალადობის ფაქტზე უამრავი პოსტი იწერება. საზოგადოების დიდი ნაწილი საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, რომ მსგავსი დანაშაულისთვის ბრალდებული პირები სასტიკად დაისაჯონ.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ბავშვობაში მომხდარ ამბებს იხსენებს, როდესაც რაიონში ძაღლის მოკვლა კვერცხის მოპარვის გამო, ჩვეულებრივი ამბავი იყო.

გიორგი კეკელიძე:

- მე მახსოვს, როგორ ხოცავდნენ სოფელში ძაღლებს, დამშეულ ძაღლებს, იმის გამო, რომ საბუდარში კვერცხი შეჭამეს. "გაწუწკდა და მოსაკლავია” – ამბობდა ადამიანი, გამოჰქონდა თოფი და უმიზნებდა.

ძაღლი უყურებდა პატრონს და პატრონი უმიზნებდა. ბებიაჩემი ყურებზე ხელებს მაფარებდა, მაგრამ თითების ღრიჭოებში მაინც აღწევდა გაკვირვებული წკმუტუნი. და კლავდა ძაღლს ადამიანი, ყველაზე წუწკი არსება დედამიწაზე, კლავდა სიწუწკისთვის, მერე მარხავდა და თოფს წმენდდა ბინძური მზერით.

იმ ცხოვრებაში, ის ძაღლი და ის კაცი აუცილებლად შეხვდებიან ერთმანეთს და იმ სამყაროში, რადგან ყველაფერი უკუღმაა, უკუღმაა ანდაზებიც და იმ სამყაროში "პატრონი ძაღლს ვერ ცნობს”, რადგან ძაღლი იქნება თეთრი ფრთებით და ძაღლს ლაპარაკი ეცოდინება და ძაღლს პატრონი ეყვარება, ძაღლს თავში ტყვიით და ზურგზე ფრთებით. საკუთარი მკვლელი ეყვარება, რადგან ხომ გითხარით, ძაღლს რომ უყვარს, ის სიყვარული ადამიანისთვის გაუგებარია და კიდევ კარგი, რომ გაუგებარია. ამიტომაც არის ადამიანი ადამიანი და ძაღლი – ძაღლი.