კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვს 39 გრადუსამდე სიცხის დამწევი საშუალებაც არ სჭირდება, თუ გამომწვევი მიზეზი ცნობილია და სწორედ არის მართული" - რას ამბობს ცნობილი პედიატრი ბავშვებში გავრცელებულ გრიპის ვირუსებზე?
"ბავშვს 39 გრადუსამდე სიცხის დამწევი საშუალებაც არ სჭირდება, თუ გამომწვევი მიზეზი ცნობილია და სწორედ არის მართული"  - რას ამბობს ცნობილი პედიატრი ბავშვებში გავრცელებულ გრიპის ვირუსებზე?

უფ­რო­სებ­ში 38 გრა­დუს­ზე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, 5 დღე­ზე მეტ­ხან­საც გაგ­რძელ­დეს, თა­ვის, სახ­სრე­ბის, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი და სა­ერ­თო სი­სუს­ტე, ბავ­შვებ­ში - მო­თენ­თი­ლო­ბა, ხან­გრძლი­ვი ძილი, საკ­ვებ­ზე უა­რის თქმა - ეს არის ძი­რი­თა­დი სიმპტო­მე­ბი, რაც წელს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გრი­პის ვირუ­სე­ბის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი ივა­ნე ჩხა­ი­ძე მე­დი­ას­თან ამ­ბობს, რომ ამ­ჟა­მად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია გრი­პის ორი ტი­პის ვირუ­სი - H1N1 და H1N2. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა პიკს იან­ვრის ბოლო ორ კვი­რა­ში მი­აღ­წევს.

პე­დი­ატ­რე­ბი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა საგ­რძნობ­ლად გაზ­რდი­ლია, ასე­ვე შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ შე­საძ­ლოა, მალე სა­წოლ­ფონ­დი გა­და­იტ­ვირ­თოს, რად­გან ბავ­შვე­ბის დიდი ნა­წი­ლის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია სტა­ცი­ო­ნარ­ში მკურ­ნა­ლო­ბა.

შეშ­ფო­თე­ბას არ იზი­ა­რებს ცნო­ბი­ლი პე­დი­ატ­რი თე­მურ მი­ქე­ლა­ძე. ის Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ მარ­თა­ლია, პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა გაზ­რდი­ლია, მაგ­რამ სა­ერ­თო სუ­რა­თი არ შეც­ვლი­ლა, რად­გან იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა ყო­ველ წელს, რაც ზო­მი­ე­რი კლი­მა­ტის ქვეყ­ნე­ბის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

თე­მურ მი­ქე­ლა­ძე:

- დიახ, გა­ი­ზარ­და მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა, მაგ­რამ ამ სე­ზონ­ზე ყო­ველ­თვის იმა­ტებს ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად, გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბი. ასე იყო 5 წლის წი­ნაც და შემ­დე­გი ხუთი წე­ლიც ასე იქ­ნე­ბა. არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ხდე­ბა.

წელს, უფრო მე­ტად ცირ­კუ­ლი­რებს H1N1 ტი­პის ვირუ­სი, რო­მელ­საც ახა­სი­ა­თებს მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბა, ზო­გა­დი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ნიშ­ნე­ბი, ხვე­ლა, ყე­ლის ტკი­ვი­ლი. სი­ცხე გრძელ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 5-7 დღე. შემ­დეგ ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. მაგ­რამ, შე­საძ­ლოა იყოს რიგი გარ­თუ­ლე­ბე­ბე­ბიც, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვებ­ში. ამის­თვის მათ უნდა ჩა­უ­ტარ­დეთ გრი­პის ვაქ­ცი­ნა­ცია.

- ხში­რად გვეს­მის, რომ წელს ვირუ­სი ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით რთულ­დე­ბა.

- ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით რთულ­დე­ბა გრი­პის ყვე­ლა ვირუ­სი, ამას სჭირ­დე­ბა მო­ნი­ტო­რინ­გი, რომ ვირუსს თან არ ახ­ლდეს ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცია. რაც მო­ი­თხოვს ან­ტი­ბი­ო­ტი­კის ჩარ­თვას მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში. რთულ­დე­ბა ისე, რო­გორც რთულ­დე­ბო­და აქამ­დეც, გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას­თან არ გვაქვს საქ­მე.

- თუმ­ცა ვკი­თხუ­ლობთ შეშ­ფო­თე­ბულ კო­მენ­ტა­რებს, რომ შე­საძ­ლოა სა­წოლ­ფონ­დი გა­და­იტ­ვირ­თოს, რად­გან ბავ­შვე­ბის დიდი ნა­წი­ლი კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა. თქვე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ბევ­რს და­ჭირ­და სტა­ცი­ო­ნარ­ში მო­თავ­სე­ბა?

- ამ სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ასე­ულ პა­ცი­ენტს ვუმ­კურ­ნა­ლე და მათ­გან მხო­ლოდ ორი-სამი ბავ­შვი მო­ვა­თავ­სეთ კლი­ნი­კა­ში. პნევ­მო­ნი­ით არა­ვინ და­მიწ­ვე­ნია, რად­გან ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა იმარ­თე­ბა ბი­ნის პი­რო­ბებ­ში, ასე­თი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი შემ­თხვე­ვა მქონ­და.

ზო­გა­დად, ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბაა, რომ ცხე­ლე­ბის გამო არ უნდა და­აწ­ვი­ნო პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კა­ში. და ის სა­წოლ­ფონ­დი უნდა შე­ვი­ნა­ხოთ მძი­მე პა­ცი­ნე­ტე­ბის­თვის. ორი და ოთხდღი­ა­ნი ცხე­ლე­ბის გამო არ უნდა ხდე­ბო­დეს პა­ცი­ენ­ტის მო­თავ­სე­ბა კლი­ნი­კა­ში, თუ ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ცხე­ლე­ბა არის ორ­გა­ნიზ­მის დამ­ცვე­ლო­ბი­თი რე­აქ­ცია, თუ გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ცნო­ბი­ლია და სწო­რედ არის მარ­თუ­ლი, სი­ცხის დამ­წე­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაც არ სჭირ­დე­ბა ბავ­შვს 39 გრა­დუ­სამ­დე.

თუ პა­ცი­ენტს ანამ­ნეზ­ში აქვს რა­ი­მე ქრო­ნი­კუ­ლი პა­თო­ლო­გია, გულყრა ან ნევ­რო­ლო­გი­უ­რი დარ­ღვე­ვე­ბი, უფრო ნაკ­ლებ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზეც ვი­ყე­ნებთ დამ­წევ სა­შუ­ა­ლე­ბას.

მთა­ვა­რია სიმ­შვი­დე, როცა მშო­ბე­ლი მშვი­დად არის და არ აყ­ვე­ბა პა­ნი­კას, ბავ­შვიც ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის სე­ზონ­ზე დრო­უ­ლად მორ­ჩე­ბა. ამი­ტომ ჯო­ბია სახ­ლში ვუმ­კურ­ნა­ლოთ, ვიდ­რე სტრე­სულ გა­რე­მო­ში, ორ კვად­რა­ტულ სივ­რცე­ში. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, თუ არ გვაქვს კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბით გარ­თუ­ლე­ბა, ნევ­რო­ლო­გი­უ­რი დარ­ღვე­ვე­ბი, რო­მელ­საც თან ახ­ლავს ლე­თარ­გია, გო­ნე­ბის და­ბინ­დვა და ბავ­შვი კონ­ტაქ­ტში ვერ შე­მო­დის. ამ დროს მშო­ბელ­მა დრო­უ­ლად უნდა მი­მარ­თოს კლი­ნი­კას და ექი­მი გა­და­წყვეტს, სა­ჭი­როა თუ არა მისი სტა­ცი­ო­ნარ­ში მო­თავ­სე­ბა.

გრი­პის ვირუ­სის დროს, თუ გა­მო­ხა­ტუ­ლია სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბის ნიშ­ნე­ბი, რაც მერ­ყე­ობს 40-60-მდე, ამ დრო­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია დრო­უ­ლი ჰოს­პი­ტა­ლიცაზია. მდგო­მა­რე­ო­ბას შე­საძ­ლოა თან ახ­ლდეს ნაწ­ლავ­თა გახ­ში­რე­ბუ­ლი მოქმდე­ბა, ღე­ბი­ნე­ბა, სის­ხლი­ა­ნი დი­ა­რეა, ამ დროს გა­უ­წყლოვ­ნე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, რა თქმა უნდა, მშობ­ლე­მა ექიმს უნდა მი­მარ­თოს.

- ბა­ტო­ნო თე­მურ, ამ­ბო­ბენ, რომ კონ­კრე­ტუ­ლად ამ ვირუ­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ან­თე­ბა ფილ­ტვებ­ში არ ის­მი­ნე­ბა, რო­დის დგე­ბა რენტგე­ნის გა­და­ღე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა?

- ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა, ძი­რი­თა­დად ვირუ­სუ­ლი ეტი­მო­ლო­გი­ის არის ხოლ­მე, ისიც უნდა იმარ­თოს ბი­ნის პი­რო­ბებ­ში. რო­დე­საც სა­ხე­ზეა რეტ­რაქ­ცია, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბის ნიშ­ნე­ბი, ამის შემ­დეგ ვა­კე­თებთ რენტგე­ნო­ლო­გი­ურ კვლე­ვას და შემ­დეგ ვწყვეტთ, სად იმ­კურ­ნა­ლებს პა­ცი­ენ­ტი.

- მშო­ბელ­თა ჯგუ­ფებ­ში ხში­რად წე­რენ ქა­ლე­ბი, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბავ­შვს ექიმ­მა ან­ტი­ბი­ო­ტი­კი და­უ­ნიშ­ნა, არ ას­მე­ვენ, რად­გან თით­ქოს შიში გაჩ­ნდა ან­ტი­ბი­ო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბის მი­მართ.

- ბოლო დროს ძა­ლი­ან მო­ი­მა­ტა ან­ტი­ბი­ო­ტი­კურ­მა რე­ზის­ტენ­ტო­ბამ, რაც ბევ­რად უფრო უა­რე­სია და შე­იძ­ლე­ბა აღ­მოვ­ჩნდეთ პრე­ან­ტი­ბი­ო­ტი­კურ ერა­ში, რაც ხდე­ბო­და მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს და მე-20 - ის და­სა­წყის­ში. თუ ექი­მი ნიშ­ნავს ან­ტი­ბი­ო­ტიკს, მა­შინ უნდა მივ­ცეთ, მაგ­რამ ხვე­ლას არ სჭირ­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, თუ გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ცნო­ბი­ლია. ამ დროს მთა­ვა­რია ბავ­შვის სი­თხე­ე­ბით დატ­ვირ­თვა და ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბა. სა­ერ­თოდ ვირუ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში უმ­ჯო­ბე­სია, მდგო­მა­რე­ო­ბა ერთხელ მა­ინც შე­ა­ფა­სოს ექიმ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემიდა
0

არაა მართებული რჩევა,ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია,ბავშვს რომელსაც 38 გრადუსზე გულყრა ემართება რა უნდა გააკეთოს მშობელმა??რას ემსახურება ასეთი არაპროფესიონალური;დანაშაულებრივი განცხადება??

gzp
0

მაღალმა სიცხემ 38 და ზემოთ შეიძლება შეუქცევადი დაზიანებები გამოიყვიოს თავის ტვინში მითუმეტეს ბავშვებში.

ასევე დაბალი 37-ის ირგვლივ და მუდმივი სიცხეები სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს

ფრთხილად და ყურადღებით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ბავშვს 39 გრადუსამდე სიცხის დამწევი საშუალებაც არ სჭირდება, თუ გამომწვევი მიზეზი ცნობილია და სწორედ არის მართული" - რას ამბობს ცნობილი პედიატრი ბავშვებში გავრცელებულ გრიპის ვირუსებზე?

"ბავშვს 39 გრადუსამდე სიცხის დამწევი საშუალებაც არ სჭირდება, თუ გამომწვევი მიზეზი ცნობილია და სწორედ არის მართული"  - რას ამბობს ცნობილი პედიატრი ბავშვებში გავრცელებულ გრიპის ვირუსებზე?

უფროსებში 38 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა, რომელიც შესაძლოა, 5 დღეზე მეტხანსაც გაგრძელდეს, თავის, სახსრების, კუნთების ტკივილი და საერთო სისუსტე, ბავშვებში - მოთენთილობა, ხანგრძლივი ძილი, საკვებზე უარის თქმა - ეს არის ძირითადი სიმპტომები, რაც წელს გავრცელებული გრიპის ვირუსებისთვის არის დამახასიათებელი.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ივანე ჩხაიძე მედიასთან ამბობს, რომ ამჟამად გავრცელებულია გრიპის ორი ტიპის ვირუსი - H1N1 და H1N2. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ვირუსის გავრცელება პიკს იანვრის ბოლო ორ კვირაში მიაღწევს.

პედიატრები, სოციალურ ქსელში წერენ, რომ პაციენტების მიმართვიანობა საგრძნობლად გაზრდილია, ასევე შეშფოთებულები არიან, რომ შესაძლოა, მალე საწოლფონდი გადაიტვირთოს, რადგან ბავშვების დიდი ნაწილის შემთხვევაში აუცილებელია სტაციონარში მკურნალობა.

შეშფოთებას არ იზიარებს ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე. ის Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მართალია, პაციენტების მომართვიანობა გაზრდილია, მაგრამ საერთო სურათი არ შეცვლილა, რადგან იგივე მდგომარეობაა ყოველ წელს, რაც ზომიერი კლიმატის ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.

თემურ მიქელაძე:

- დიახ, გაიზარდა მომართვიანობა, მაგრამ ამ სეზონზე ყოველთვის იმატებს ვირუსული ინფექციის და განსაკუთრებულად, გრიპის შემთხვევები. ასე იყო 5 წლის წინაც და შემდეგი ხუთი წელიც ასე იქნება. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.

წელს, უფრო მეტად ცირკულირებს H1N1 ტიპის ვირუსი, რომელსაც ახასიათებს მაღალი ცხელება, ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები, ხველა, ყელის ტკივილი. სიცხე გრძელდება დაახლოებით 5-7 დღე. შემდეგ ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება. მაგრამ, შესაძლოა იყოს რიგი გართულებებებიც, განსაკუთრებულად ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებში. ამისთვის მათ უნდა ჩაუტარდეთ გრიპის ვაქცინაცია.

- ხშირად გვესმის, რომ წელს ვირუსი ფილტვების ანთებით რთულდება.

- ფილტვების ანთებით რთულდება გრიპის ყველა ვირუსი, ამას სჭირდება მონიტორინგი, რომ ვირუსს თან არ ახლდეს ბაქტერიული ინფექცია. რაც მოითხოვს ანტიბიოტიკის ჩართვას მკურნალობის პროცესში. რთულდება ისე, როგორც რთულდებოდა აქამდეც, განსაკუთრებულ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე.

- თუმცა ვკითხულობთ შეშფოთებულ კომენტარებს, რომ შესაძლოა საწოლფონდი გადაიტვირთოს, რადგან ბავშვების დიდი ნაწილი კლინიკაში რჩება. თქვენი პაციენტების შემთხვევაში, ბევრს დაჭირდა სტაციონარში მოთავსება?

- ამ სეზონის განმავლობაში რამდენიმე ასეულ პაციენტს ვუმკურნალე და მათგან მხოლოდ ორი-სამი ბავშვი მოვათავსეთ კლინიკაში. პნევმონიით არავინ დამიწვენია, რადგან ფილტვების ანთება იმართება ბინის პირობებში, ასეთი რამდენიმე ათეული შემთხვევა მქონდა.

ზოგადად, ჩემი შეხედულებაა, რომ ცხელების გამო არ უნდა დააწვინო პაციენტი კლინიკაში. და ის საწოლფონდი უნდა შევინახოთ მძიმე პაცინეტებისთვის. ორი და ოთხდღიანი ცხელების გამო არ უნდა ხდებოდეს პაციენტის მოთავსება კლინიკაში, თუ ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ცხელება არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია, თუ გამომწვევი მიზეზი ცნობილია და სწორედ არის მართული, სიცხის დამწევი საშუალებაც არ სჭირდება ბავშვს 39 გრადუსამდე.

თუ პაციენტს ანამნეზში აქვს რაიმე ქრონიკული პათოლოგია, გულყრა ან ნევროლოგიური დარღვევები, უფრო ნაკლებ ტემპერატურაზეც ვიყენებთ დამწევ საშუალებას.

მთავარია სიმშვიდე, როცა მშობელი მშვიდად არის და არ აყვება პანიკას, ბავშვიც ვირუსული ინფექციების სეზონზე დროულად მორჩება. ამიტომ ჯობია სახლში ვუმკურნალოთ, ვიდრე სტრესულ გარემოში, ორ კვადრატულ სივრცეში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ არ გვაქვს კლინიკური ნიშნებით გართულება, ნევროლოგიური დარღვევები, რომელსაც თან ახლავს ლეთარგია, გონების დაბინდვა და ბავშვი კონტაქტში ვერ შემოდის. ამ დროს მშობელმა დროულად უნდა მიმართოს კლინიკას და ექიმი გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა მისი სტაციონარში მოთავსება.

გრიპის ვირუსის დროს, თუ გამოხატულია სუნთქვის უკმარისობის ნიშნები, რაც მერყეობს 40-60-მდე, ამ დროსაც აუცილებელია დროული ჰოსპიტალიცაზია. მდგომარეობას შესაძლოა თან ახლდეს ნაწლავთა გახშირებული მოქმდება, ღებინება, სისხლიანი დიარეა, ამ დროს გაუწყლოვნების თავიდან ასაცილებლად, რა თქმა უნდა, მშობლემა ექიმს უნდა მიმართოს.

- ბატონო თემურ, ამბობენ, რომ კონკრეტულად ამ ვირუსების შემთხვევაში ანთება ფილტვებში არ ისმინება, როდის დგება რენტგენის გადაღების საჭიროება?

- ფილტვების ანთება, ძირითადად ვირუსული ეტიმოლოგიის არის ხოლმე, ისიც უნდა იმართოს ბინის პირობებში. როდესაც სახეზეა რეტრაქცია, სუნთქვის უკმარისობის ნიშნები, ამის შემდეგ ვაკეთებთ რენტგენოლოგიურ კვლევას და შემდეგ ვწყვეტთ, სად იმკურნალებს პაციენტი.

- მშობელთა ჯგუფებში ხშირად წერენ ქალები, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს ექიმმა ანტიბიოტიკი დაუნიშნა, არ ასმევენ, რადგან თითქოს შიში გაჩნდა ანტიბიოტიკის მოხმარების მიმართ.

- ბოლო დროს ძალიან მოიმატა ანტიბიოტიკურმა რეზისტენტობამ, რაც ბევრად უფრო უარესია და შეიძლება აღმოვჩნდეთ პრეანტიბიოტიკურ ერაში, რაც ხდებოდა მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 - ის დასაწყისში. თუ ექიმი ნიშნავს ანტიბიოტიკს, მაშინ უნდა მივცეთ, მაგრამ ხველას არ სჭირდება განსაკუთრებული მკურნალობა, თუ გამომწვევი მიზეზი ცნობილია. ამ დროს მთავარია ბავშვის სითხეებით დატვირთვა და ზოგადი მდგომარეობის შეფასება. საერთოდ ვირუსის მიმდინარეობის პერიოდში უმჯობესია, მდგომარეობა ერთხელ მაინც შეაფასოს ექიმმა.