სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინელი მფრინავი, მეტსახელად "ლურჯი ჩაფხუტი" ომში დაიღუპა - "შენ მხოლოდ 23 წლის იყავი... სამუდამოდ იფრინე, ჩემო ანგელოზო“
უკრაინელი მფრინავი, მეტსახელად "ლურჯი ჩაფხუტი" ომში დაიღუპა - "შენ მხოლოდ 23 წლის იყავი... სამუდამოდ იფრინე, ჩემო ანგელოზო“

23 წლის უკ­რა­ი­ნე­ლი მფრი­ნა­ვი ვლა­დის­ლავ ზა­ლის­ტოვ­სკი, მეტ­სა­ხე­ლად "ლურ­ჯი ჩა­ფხუ­ტი" ომში და­ი­ღუ­პა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პი­ლო­ტის თა­ნა­მებ­რძო­ლი ფი­ლი­პი ავ­რცე­ლებს.

”სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს პა­ტა­რა სა­ა­ვი­ა­ციო ოჯახ­ში, დავ­კარ­გეთ არა მხო­ლოდ მფრი­ნა­ვი, არა­მედ სა­ი­მე­დო ძმა, მე­გო­ბა­რი, შვი­ლი და უბ­რა­ლოდ, მშვე­ნი­ე­რი და ნა­თე­ლი ადა­მი­ა­ნი ვლა­დის­ლა­ვი!

ის იყო ერთ-ერთი, ვის­თა­ნაც ნე­ბის­მი­ერ და­ვა­ლე­ბას ვას­რუ­ლებ­დი იმ იმე­დით, რომ რთულ ვი­თა­რე­ბა­შიც არ დამ­ტო­ვებ­და, ასე იყო სამ­ხედ­რო საქ­მე­შიც და სა­ერ­თოდ ცხოვ­რე­ბა­ში! სამ­წუ­ხა­როდ, ვერ­ცერ­თი ჩვენ­გა­ნი ვე­ღარ იხი­ლავს ახალ ვი­დე­ო­ებს. ვლა­დის­ლა­ვი ჩვე­ნი ცის და­სა­ცა­ვად და­ი­ღუ­პა.

ის მხო­ლოდ 23 წლის იყო, უბ­რა­ლოდ, იფიქ­რეთ ამ რი­ცხვზე, რა არის 23 წელი. ის იყო MiG-29 საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვის მფრი­ნა­ვი და ათო­ბით საბ­რძო­ლო გაფ­რე­ნა მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მე ქედს ვიხ­რი მის წი­ნა­შე, პა­ტი­ვის­ცე­მა ნამ­დვილ მო­ი­ე­რი­შე პი­ლოტს, რო­მე­ლიც და­ი­ღუ­პა უკ­რა­ი­ნის და­სა­ცა­ვად!" - წერს გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი.

პი­ლო­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მის­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა ევ­გე­ნია ნეს­ტე­რენ­კო­მაც და­ა­დას­ტუ­რა.

"არას­დროს მი­ფიქ­რია, რომ ჩემს გვერ­დზე ასეთ პოსტს გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებ­დი. გიყ­ვარ­და შენი საქ­მე, შენი ცხოვ­რე­ბა, შენი ცა. შენ სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბი ჩემს გულ­ში, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო ბიჭი მსოფ­ლი­ო­ში. და არა მარ­ტო ჩემ­ში. უამ­რა­ვი შენი ნაც­ნო­ბი მე­უბ­ნე­ბა, რომ სა­უ­კე­თე­სო ხარ. ყვე­ლას მარ­თლა უყ­ვარ­ხარ! შენ მხო­ლოდ 23 წლის იყა­ვი... სა­მუ­და­მოდ იფ­რი­ნე, ჩემო ან­გე­ლო­ზო“, - წერს ქალი.

ცნო­ბი­ლია, რომ ვლა­დის­ლავ ზა­ლის­ტოვ­სკი და­ი­ბა­და ჟი­ტო­მი­რის ოლ­ქის მა­ლინ­ში. 2021 წელს და­ამ­თავ­რა ივან კო­ზე­დუ­ბის სა­ხე­ლო­ბის ხარ­კო­ვის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის საფ­რე­ნოს­ნო ფა­კულ­ტე­ტი, იყო MiG-29 საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვის პი­ლო­ტი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ, 7 იან­ვარს, ცნო­ბი­ლი გახ­და უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ე­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ, რივ­ნე მაქ­სი­მი კრივ­ცო­ვი­დან, ომში მო­ხა­ლი­სედ წა­ვი­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შე­მოჭ­რის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
2

რა სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსების ამბიციებს ეწირებიან ადამიანები-ღვთის შვილები,პოლიტიკოსები ისე იბრძვიან მსოფლიოს ხელახალი გადანაწილებისთვის,თითქოს სამუდამოდ რჩებოდნენ ამ წუთისოფელში.

ალექსი
3

სეპარატისტებს ნუ აქეზებთ!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

უკრაინელი მფრინავი, მეტსახელად "ლურჯი ჩაფხუტი" ომში დაიღუპა - "შენ მხოლოდ 23 წლის იყავი... სამუდამოდ იფრინე, ჩემო ანგელოზო“

უკრაინელი მფრინავი, მეტსახელად "ლურჯი ჩაფხუტი" ომში დაიღუპა - "შენ მხოლოდ 23 წლის იყავი... სამუდამოდ იფრინე, ჩემო ანგელოზო“

23 წლის უკრაინელი მფრინავი ვლადისლავ ზალისტოვსკი, მეტსახელად "ლურჯი ჩაფხუტი" ომში დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას პილოტის თანამებრძოლი ფილიპი ავრცელებს.

”სამწუხაროდ, ჩვენს პატარა საავიაციო ოჯახში, დავკარგეთ არა მხოლოდ მფრინავი, არამედ საიმედო ძმა, მეგობარი, შვილი და უბრალოდ, მშვენიერი და ნათელი ადამიანი ვლადისლავი!

ის იყო ერთ-ერთი, ვისთანაც ნებისმიერ დავალებას ვასრულებდი იმ იმედით, რომ რთულ ვითარებაშიც არ დამტოვებდა, ასე იყო სამხედრო საქმეშიც და საერთოდ ცხოვრებაში! სამწუხაროდ, ვერცერთი ჩვენგანი ვეღარ იხილავს ახალ ვიდეოებს. ვლადისლავი ჩვენი ცის დასაცავად დაიღუპა.

ის მხოლოდ 23 წლის იყო, უბრალოდ, იფიქრეთ ამ რიცხვზე, რა არის 23 წელი. ის იყო MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავის მფრინავი და ათობით საბრძოლო გაფრენა მისი დამსახურებაა. მე ქედს ვიხრი მის წინაშე, პატივისცემა ნამდვილ მოიერიშე პილოტს, რომელიც დაიღუპა უკრაინის დასაცავად!" - წერს გარდაცვლილის მეგობარი.

პილოტის გარდაცვალება მისმა შეყვარებულმა ევგენია ნესტერენკომაც დაადასტურა.

"არასდროს მიფიქრია, რომ ჩემს გვერდზე ასეთ პოსტს გამოვაქვეყნებდი. გიყვარდა შენი საქმე, შენი ცხოვრება, შენი ცა. შენ სამუდამოდ დარჩები ჩემს გულში, როგორც საუკეთესო ბიჭი მსოფლიოში. და არა მარტო ჩემში. უამრავი შენი ნაცნობი მეუბნება, რომ საუკეთესო ხარ. ყველას მართლა უყვარხარ! შენ მხოლოდ 23 წლის იყავი... სამუდამოდ იფრინე, ჩემო ანგელოზო“, - წერს ქალი.

ცნობილია, რომ ვლადისლავ ზალისტოვსკი დაიბადა ჟიტომირის ოლქის მალინში. 2021 წელს დაამთავრა ივან კოზედუბის სახელობის ხარკოვის საჰაერო ძალების ეროვნული უნივერსიტეტის საფრენოსნო ფაკულტეტი, იყო MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავის პილოტი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 7 იანვარს, ცნობილი გახდა უკრაინელი პოეტის გარდაცვალების შესახებ, რივნე მაქსიმი კრივცოვიდან, ომში მოხალისედ წავიდა რუსეთის ფედერაციაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღეებიდან.