თბილისში ამფითეატრის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით შესყიდვა უკვე გამოცხადებულია. კერძოდ, შესყიდვა გასული წლის მიწურულს შპს "სპორტმშენსერვისმა“ გამოაცხადა, რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრეც სახელმწიფოა.
ტენდერი თბილისში, გიორგი გურამიშვილის (ყოფილი გორგასლის) ქუჩა N10-ში მდებარე 1 სართულიანი შენობის რეაბილიტაციასა და მის მიმდებარედ ღია ამფითეატრის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვას გულისხმობს.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 20 იანვარს დაიწყება და 25 იანვარს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 784 580 ლარია. გააგრძელეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები
ყოფილი გორგასალის ქუჩა რას ნიშნავს? აღარ ჰქვია ეგ სახელი? გიორგი გურამიშვილი უფრო ამაგდარი და დიდი ქართველია?!p.s. გიორგი გურამიშვილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მით უმეტეს, რომ არც კი ვიცი , ვინ არის
ნახევარი ატკატია იცოდეთ!