საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძველ სახლში რემონტს რომ ვაკეთებდით, რადიატორის უკან წერილი ვიპოვე, პატარაობისას საკუთარი თავისთვის მიმიწერია... ჭოლას იმიტომ მეძახიან, რომ..." - ლევან წულაძის ბლიცი
"ძველ სახლში რემონტს რომ ვაკეთებდით, რადიატორის უკან წერილი ვიპოვე, პატარაობისას საკუთარი თავისთვის მიმიწერია... ჭოლას იმიტომ მეძახიან, რომ..." - ლევან წულაძის ბლიცი

"- მე, ლე­ვან წუ­ლა­ძე, ვარ ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი.

მო­გო­ნე­ბა ბავ­შვო­ბი­დან...

- მახ­სოვს, რო­გორ მომ­ნათ­ლეს სვე­ტი­ცხო­ველ­ში, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, 3-4 თვის. შე­იძ­ლე­ბა არ მახ­სოვს და და­მე­სიზ­მრა. იე­სოს ხატი მახ­სოვს და ორი ბავ­შვი, რო­მე­ლიც იქ თა­მა­შობ­და. ტი­რი­ლი არ მინ­დო­და, მაგ­რამ მა­ინც და­ვი­წყე და ნათ­ლი­ა­ჩე­მის ხმა გა­ვი­გო­ნე - აი, და­ი­წყო ახლა ტი­რი­ლიო. ეს რა­ტომ­ღაც ასე მახ­სოვს...

ჩემი სუ­პერ ძალა...

- ჩემი წონა, რო­მე­ლიც ახლა ცოტა შე­ვამ­ცი­რე, მაგ­რამ 6 თვის წინ რომ დავ­ტა­კე­ბო­დი ამ კარს, გა­ვან­გრევ­დი. სხვა სუ­პერ ძა­ლე­ბი არ მაქვს. კე­თი­ლი ღი­მი­ლი მაქვს (იცი­ნის).

ჭოლა...

- ჭო­ლას იმი­ტომ მე­ძა­ხი­ან, რომ მა­მა­ჩემ­საც ჭო­ლას ეძახ­დნენ, პას­პორ­ტში სხვა სა­ხე­ლი ეწე­რა. სკო­ლა­ში რა­ღაც პე­რი­ო­დი მა­მის სა­ხე­ლებს ვე­ძახ­დით ბი­ჭე­ბი ერ­თმა­ნეთს და მე შემ­რჩა, რად­გან მომ­წონ­და ეს სა­ხე­ლი. მერე მამა გარ­და­იც­ვა­ლა და მე­ა­მა­ყე­ბა, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად ვაგ­რძე­ლებ მის არ­სე­ბო­ბას.

რო­დე­საც ბა­ბუა გავ­ხდი...

- უიმე, აი­რია ყვე­ლა­ფე­რი. ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი ჩემ­თან რომ მო­დის, ვშეშ­დე­ბი. მო­რი­დე­ბუ­ლი, მში­შა­რა ბა­ბუა ვარ.

მე­ნატ­რე­ბა...

- ჩემი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც აღარ არი­ან ცო­ცხლე­ბი, ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი. სამ­ყა­როს მე­ო­რე ნა­წილ­ზე არი­ან, დროს ატა­რე­ბენ და ვიცი, რომ ერთ დღეს მეც შე­ვუ­ერ­თდე­ბი მათ, ამი­ტომ ძა­ლი­ან ტკი­ვი­ლით არ გან­ვიც­დი ამ ამ­ბავს, რად­გან ვიცი, რომ მო­მა­ვალ­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვი შეხ­ვედ­რა გვე­ლო­დე­ბა.

რე­ჟი­სო­რო­ბა მე­გო­ნა...

- რაც მე­გო­ნა რე­ჟი­სო­რო­ბა, ის აღ­მოჩ­ნდა, ოღონდ ამას 15 წლის მერე მივ­ხვდი. რთუ­ლი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი პრო­ფე­სია.

მარ­ტო მე ვიცი...

- ვიცი კი სა­ერ­თოდ რამე? სოკ­რა­ტეს მი­ხედ­ვით, მე ვიცი ის, რომ არა­ფე­რი არ ვიცი.

ძველ სახ­ლში რე­მონტს რომ ვა­კე­თებ­დით, რა­დი­ა­ტო­რის უკან წე­რი­ლი ვი­პო­ვე, პა­ტა­რა­ო­ბი­სას სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის მი­მი­წე­რია: „ლე­ვან, იცო­დე, მე ყვე­ლა­ფე­რი მეს­მის“. ეს მარ­ტო მე ვიცი.

ჩემი თავ­გა­და­სა­ვა­ლი იწყე­ბა...

- არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა, ყვე­ლა­ფე­რი წინ მაქვს. შე­იძ­ლე­ბა ზეგ მე­კობ­რე გავ­ხდე, ბავ­შვო­ბი­სას ვოც­ნე­ბობ­დი, გემ­ზე ვიქ­ნე­ბო­დი ცნო­ბი­ლი კორ­სა­რი ლე­ვა­ნა. შე­იძ­ლე­ბა ამ თე­ატ­რი­დან და­ი­წყო, ან პირ­ვე­ლი, მე­ო­რე ან მე­სა­მე თე­ატ­რი­დან... ყო­ველ პი­ე­სას­თან ერ­თად, ახა­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი იწყე­ბა.

შთა­გო­ნე­ბა რომ მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი იყოს...

- მე­უღ­ლე, ჩემი შვი­ლი და დე­და­ჩე­მი, რო­მე­ლიც ზე­მო­დან გვი­ყუ­რებს... რო­მე­ლია, არ ვიცი. სა­მი­ვე იქ­ნე­ბო­და ერთ პი­როვ­ნე­ბა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი.

არ მინ­და, რომ და­მა­ვი­წყდეს...

- დი­ლით რომ ავ­დგე­ბო­დი ხოლ­მე, დე­და­ჩემს ცოტა ისე თუ ჩა­ვუვ­ლი­დი - შენ ხომ არ და­გა­ვი­წყდა ვინ ხარო, - მე­ტყო­და, არა­ვი­ნაც არა ხარო (იცი­ნის). ალ­ბათ ეს არ მინ­და და­მა­ვი­წყდეს. ყვე­ლა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ძველ სახლში რემონტს რომ ვაკეთებდით, რადიატორის უკან წერილი ვიპოვე, პატარაობისას საკუთარი თავისთვის მიმიწერია... ჭოლას იმიტომ მეძახიან, რომ..." - ლევან წულაძის ბლიცი

"ძველ სახლში რემონტს რომ ვაკეთებდით, რადიატორის უკან წერილი ვიპოვე, პატარაობისას საკუთარი თავისთვის მიმიწერია... ჭოლას იმიტომ მეძახიან, რომ..." - ლევან წულაძის ბლიცი

"- მე, ლევან წულაძე, ვარ ქართული თეატრის ქართველი რეჟისორი.

მოგონება ბავშვობიდან...

- მახსოვს, როგორ მომნათლეს სვეტიცხოველში, ძალიან პატარა ვიყავი, 3-4 თვის. შეიძლება არ მახსოვს და დამესიზმრა. იესოს ხატი მახსოვს და ორი ბავშვი, რომელიც იქ თამაშობდა. ტირილი არ მინდოდა, მაგრამ მაინც დავიწყე და ნათლიაჩემის ხმა გავიგონე - აი, დაიწყო ახლა ტირილიო. ეს რატომღაც ასე მახსოვს...

ჩემი სუპერ ძალა...

- ჩემი წონა, რომელიც ახლა ცოტა შევამცირე, მაგრამ 6 თვის წინ რომ დავტაკებოდი ამ კარს, გავანგრევდი. სხვა სუპერ ძალები არ მაქვს. კეთილი ღიმილი მაქვს (იცინის).

ჭოლა...

- ჭოლას იმიტომ მეძახიან, რომ მამაჩემსაც ჭოლას ეძახდნენ, პასპორტში სხვა სახელი ეწერა. სკოლაში რაღაც პერიოდი მამის სახელებს ვეძახდით ბიჭები ერთმანეთს და მე შემრჩა, რადგან მომწონდა ეს სახელი. მერე მამა გარდაიცვალა და მეამაყება, რომ რაღაცნაირად ვაგრძელებ მის არსებობას.

როდესაც ბაბუა გავხდი...

- უიმე, აირია ყველაფერი. ჩემი შვილიშვილი ჩემთან რომ მოდის, ვშეშდები. მორიდებული, მშიშარა ბაბუა ვარ.

მენატრება...

- ჩემი მეგობრები, რომლებიც აღარ არიან ცოცხლები, ბავშვობის მეგობრები. სამყაროს მეორე ნაწილზე არიან, დროს ატარებენ და ვიცი, რომ ერთ დღეს მეც შევუერთდები მათ, ამიტომ ძალიან ტკივილით არ განვიცდი ამ ამბავს, რადგან ვიცი, რომ მომავალში შესანიშნავი შეხვედრა გველოდება.

რეჟისორობა მეგონა...

- რაც მეგონა რეჟისორობა, ის აღმოჩნდა, ოღონდ ამას 15 წლის მერე მივხვდი. რთული და შესანიშნავი პროფესია.

მარტო მე ვიცი...

- ვიცი კი საერთოდ რამე? სოკრატეს მიხედვით, მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი.

ძველ სახლში რემონტს რომ ვაკეთებდით, რადიატორის უკან წერილი ვიპოვე, პატარაობისას საკუთარი თავისთვის მიმიწერია: „ლევან, იცოდე, მე ყველაფერი მესმის“. ეს მარტო მე ვიცი.

ჩემი თავგადასავალი იწყება...

- არ ვიცი, შეიძლება ჯერ არ დაწყებულა, ყველაფერი წინ მაქვს. შეიძლება ზეგ მეკობრე გავხდე, ბავშვობისას ვოცნებობდი, გემზე ვიქნებოდი ცნობილი კორსარი ლევანა. შეიძლება ამ თეატრიდან დაიწყო, ან პირველი, მეორე ან მესამე თეატრიდან... ყოველ პიესასთან ერთად, ახალი თავგადასავალი იწყება.

შთაგონება რომ მხოლოდ ერთი ადამიანი იყოს...

- მეუღლე, ჩემი შვილი და დედაჩემი, რომელიც ზემოდან გვიყურებს... რომელია, არ ვიცი. სამივე იქნებოდა ერთ პიროვნებაში გაერთიანებული.

არ მინდა, რომ დამავიწყდეს...

- დილით რომ ავდგებოდი ხოლმე, დედაჩემს ცოტა ისე თუ ჩავუვლიდი - შენ ხომ არ დაგავიწყდა ვინ ხარო, - მეტყოდა, არავინაც არა ხარო (იცინის). ალბათ ეს არ მინდა დამავიწყდეს. ყველა ჩვეულებრივი, პატარა ადამიანები ვართ. განაგრძეთ კითხვა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"