კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მერაბი კაკულის სანახავად დეკემბერში იყო ჩასული, დამშვიდობებასავით გამოვიდა... ძმებივით იყვნენ, მამაჩემი ძალიან მძიმედ არის" - როგორ იხსენებს სანდრო სეფაშვილი ოჯახის ყველაზე დიდ მეგობარს?
"მერაბი კაკულის სანახავად დეკემბერში იყო ჩასული, დამშვიდობებასავით გამოვიდა... ძმებივით იყვნენ, მამაჩემი ძალიან მძიმედ არის" - როგორ იხსენებს სანდრო სეფაშვილი ოჯახის ყველაზე დიდ მეგობარს?

"დღეს მზის ჩას­ვლამ­დე უნდა და­ეკ­რძა­ლათ. ასე­თია წესი. აქე­დან ის­რა­ელ­ში ჩას­ვლა ვერ მო­ხერ­ხდა, იმის გამო, რომ ფრე­ნა არ არის და ვერც მო­ეს­წრე­ბო­და, მაგ­რამ შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში, რო­გორც კი სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მა, აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ვალთ" - გვი­თხრა სან­დრო სე­ფაშ­ვილ­მა, მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლის ვაჟ­მა, რო­მელ­მაც მომ­ღე­რალ კა­კუ­ლი გუ­რი­ე­ლაშ­ვი­ლის სა­ხით, მათი დიდი და სა­ერ­თო ოჯა­ხის ღირ­სე­უ­ლი წევ­რი და­კარ­გა.

ქარ­თვე­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი მომ­ღე­რა­ლი გუ­შინ, 59 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ბა­ტო­ნი კა­კუ­ლი სიმ­სივ­ნეს დიდ­ხანს ებ­რძო­და, ბოლო თვე­ში კი ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და.

- მა­მა­ჩე­მი და კა­კუ­ლი ძმე­ბი­ვით იყ­ვნენ - დღემ­დე ოჯა­ხის წევ­რე­ბი­ვით ვართ. ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი ცალ-ცალ­კე არ გა­ნი­ხი­ლე­ბა - ერთი მთლი­ა­ნია... კა­კუ­ლი ადა­მი­ა­ნებ­ზე, მე­გობ­რებ­ზე და ორ ქვე­ყა­ნა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კაცი იყო... მა­მა­ჩე­მი ძა­ლი­ან მძი­მედ არის, ძა­ლი­ან გა­ნიც­დის, მგლო­ვი­ა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და არა მარ­ტო მე­რა­ბი, მთე­ლი ჩემი ოჯა­ხი ასე ვართ. ძა­ლი­ან დამ­წუხ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ... კი ვი­ცო­დით, რომ ეს დღე დად­გე­ბო­და, მძი­მე სენს ებ­რძო­და, მაგ­რამ მა­ინც ვერ გა­ვი­აზ­რეთ ბო­ლომ­დე, რაც მოხ­და... ახ­ლაც არ მჯე­რა, რომ მას­ზე წარ­სულ დრო­ში ვლა­პა­რა­კობ... და­ახ­ლო­ე­ბით 4 წლის წინ და­უ­დას­ტურ­და მძი­მე სენი. იცო­და ყვე­ლა­ფე­რი, არც ერთი წამი არ და­ნე­ბე­ბუ­ლა და ბო­ლომ­დე ვაჟ­კა­ცუ­რად იბ­რძო­და, სი­ცო­ცხლე­ზე უზო­მოდ იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ის­რა­ელ­ში ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, მაგ­რამ თვი­თონ მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და მძი­მე. ეს 4 წელი გა­აძ­ლე­ბი­ნეს და აცო­ცხლეს. მას იმე­დი ჰქონ­და, რომ დაძ­ლევ­და და მო­ე­რე­ო­და. მკურ­ნა­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სცე­ნა­ზეც იდგა და მღე­რო­და. საქ­მი­ა­ნო­ბა ერთი წუთი არ გა­უ­ჩე­რე­ბია. გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბი­სა და იმ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, მა­ინც ახერ­ხებ­და სიმ­ღე­რას, ხალ­ხის გა­ხა­რე­ბას და მო­სიყ­ვა­რუ­ლე­ბას. სხვას არ აგ­რძნო­ბი­ნებ­და, რომ ცუ­დად იყო. მას სულ პო­ზი­ტი­უ­რად და კარგ ხა­სი­ათ­ზე ნა­ხავ­დი.

- რო­გორც გა­ვი­გეთ, ცოტა ხნის წინ, მე­რა­ბი სა­ნა­ხა­ვად ყო­ფი­ლა ჩა­სუ­ლი...

- კი, დე­კემ­ბერ­ში მე­რა­ბის სოლო კონ­ცერ­ტი რომ იყო, კა­კუ­ლიმ ვერ მო­ა­ხერ­ხა ჩა­მოს­ვლა, რად­გან მაგ პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით დამ­ძიმ­და. მა­მა­ჩე­მი, თა­ვი­სი კონ­ცერ­ტის მერე, პირ­ვე­ლი­ვე რე­ი­სით წა­ვი­და... დამ­შვი­დო­ბე­ბა­სა­ვით გა­მო­ვი­და, მო­ი­ნა­ხუ­ლა და მო­ე­სიყ­ვა­რუ­ლა. უკვე ცუ­დად იყო, სა­უ­ბა­რიც უჭირ­და, მაგ­რამ გო­ნე­ბა არ და­უ­კარ­გავს. ბო­ლომ­დე გო­ნე­ბა­ზე იყო.

- გახ­სოვს ის დღე, პირ­ვე­ლად რომ გა­ი­ცა­ნი კა­კუ­ლი და მისი ოჯა­ხი?

- კა­კუ­ლის ჰყავს მე­უღ­ლე, სამი შვი­ლი და 5 შვი­ლიშ­ვი­ლი - არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი, ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თე­სე­ბი... კარ­გად მახ­სოვს ის დღე, როცა პირ­ვე­ლად ჩვენ­თან ოჯა­ხით ჩა­მო­ვიდ­ნენ. პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბაც მახ­სოვს, - მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, უცხო­ე­თი­დან სტუ­მა­რი გვე­ყო­ლე­ბაო. 4 წლის ვი­ყა­ვი და კა­კუ­ლი იმ დრო­ი­დან ჩემი ძმა­კა­ცი იყო. ისე­თი ადა­მი­ა­ნი იყო, ბავ­შვთან ბავ­შვი და დიდ­თან დიდი. ყო­ველ­თვის იცო­და, ვის­თან რო­გორ მოქ­ცე­უ­ლი­ყო. იცო­და, რით ვე­სი­ა­მოვ­ნე­ბი­ნე, რა უნდა ეთ­ქვა. სულ ჩემ­ხე­ლა იყო, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა რაც თავი მახ­სოვს და რაც თვა­ლი გა­ვა­ხი­ლე.

მე­რაბ და სან­დრო სე­ფაშ­ვი­ლე­ბი

- ეს დიდი ადა­მი­ა­ნე­ბის თვი­სე­ბაა...

- დიდი ადა­მი­ა­ნი იყო და ყო­ველ­მხრივ ნი­ჭი­ე­რი. აქ სიმ­ღე­რას არ ვგუ­ლის­ხმობ. ურ­თი­ერ­თო­ბის და ბევ­რნა­ი­რი ნიჭი ჰქონ­და...

- თბი­ლის­ში ბინა ჰქონ­და?

- არა, ძი­რი­თა­დად ჩვენ­თან რჩე­ბოდ­ნენ, ჩვენც, როცა იქ ჩავ­დი­ვართ, ყო­ველ­თვის მათ ოჯახს ვსტუმ­რობთ. არც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ვინ­მეს სას­ტუმ­რო­ში წას­ვლა. ხომ ვამ­ბობ, ერთი ოჯა­ხი ვართ დღემ­დე. სა­ნამ ვიქ­ნე­ბით ჩვე­ნი შვი­ლე­ბით და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბით სულ ასე იქ­ნე­ბა. კა­კუ­ლის­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მელ ქვე­ყა­ნა­შიც არ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, სულ ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო... რო­გორ მი­ჭირს წარ­სულ დრო­ში მას­ზე ლა­პა­რა­კი... მას­თან ვი­საც 5 წუთი გა­უ­ტა­რე­ბია, არას­დროს ავი­წყდე­ბა. ჩემი მე­გობ­რე­ბი, 2 დღეა მი­რე­კა­ვენ, მათ­ზეც წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა. თუ კი რამე არ­სე­ბობს, ვიცი, რომ იმ­ქვეყ­ნად არა­ფე­რი გა­უ­ჭირ­დე­ბა, ისე­თი მად­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო.

- რო­გორ დარ­ჩე­ბა შენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში?

- მხი­ა­რუ­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, უერ­თგუ­ლე­სი და უპა­ტი­ოს­ნე­სი პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლას უყ­ვარ­და ასა­კის, ეროვ­ნე­ბის, სქე­სი­სა, რწმე­ნის და გე­მოვ­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად. ასე იქ­ნე­ბა ბო­ლომ­დე.

- მისი სიმ­ღე­რე­ბი­დან რო­მე­ლი გახ­სენ­დე­ბა ახლა?

- რო­გორც მა­მა­ჩე­მი სიმ­ღე­რე­ბი მიყ­ვარს, ასევ კა­კუ­ლის სიმ­ღე­რე­ბი. ერ­თია ჩემ­თვის. მისი ხმის ტემ­ბრი და შეს­რუ­ლე­ბის მა­ნე­რა სულ ახ­ლო­ბე­ლია და ასე იქ­ნე­ბა. მე­რა­ბი და კა­კუ­ლი ძმე­ბი იყ­ვნენ, უბ­რა­ლოდ სხვა­დას­ხვა გვა­რის.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
2

მაგარი კაცი იყო და როგორ ალალად უყვარდა საქართველო. თვითონ კი წავიდა, მაგრამ ისეთი სიმღერები დატოვა, რომ საუკუნეები გავა და საქართველოში ისევ იმღერებენ.

მაკა
5

ძალიან ვწუხვარ,უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი 😢 😢 😢 😢 

გამძლეობა ჭირისუფალს

პირადად არ ვიცნობდი მაგრამ ძალიან მიყვარდა და სიამოვნებით უსმენდი ყოველთვის 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მერაბი კაკულის სანახავად დეკემბერში იყო ჩასული, დამშვიდობებასავით გამოვიდა... ძმებივით იყვნენ, მამაჩემი ძალიან მძიმედ არის" - როგორ იხსენებს სანდრო სეფაშვილი ოჯახის ყველაზე დიდ მეგობარს?

"მერაბი კაკულის სანახავად დეკემბერში იყო ჩასული, დამშვიდობებასავით გამოვიდა... ძმებივით იყვნენ, მამაჩემი ძალიან მძიმედ არის" - როგორ იხსენებს სანდრო სეფაშვილი ოჯახის ყველაზე დიდ მეგობარს?

"დღეს მზის ჩასვლამდე უნდა დაეკრძალათ. ასეთია წესი. აქედან ისრაელში ჩასვლა ვერ მოხერხდა, იმის გამო, რომ ფრენა არ არის და ვერც მოესწრებოდა, მაგრამ შემდგომ პერიოდში, როგორც კი საშუალება მოგეცემა, აუცილებლად ჩავალთ" - გვითხრა სანდრო სეფაშვილმა, მერაბ სეფაშვილის ვაჟმა, რომელმაც მომღერალ კაკული გურიელაშვილის სახით, მათი დიდი და საერთო ოჯახის ღირსეული წევრი დაკარგა.

ქართველების საყვარელი მომღერალი გუშინ, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბატონი კაკული სიმსივნეს დიდხანს ებრძოდა, ბოლო თვეში კი ძალიან დამძიმდა.

- მამაჩემი და კაკული ძმებივით იყვნენ - დღემდე ოჯახის წევრებივით ვართ. ჩვენი ოჯახები ცალ-ცალკე არ განიხილება - ერთი მთლიანია... კაკული ადამიანებზე, მეგობრებზე და ორ ქვეყანაზე შეყვარებული კაცი იყო... მამაჩემი ძალიან მძიმედ არის, ძალიან განიცდის, მგლოვიარე მდგომარეობაშია და არა მარტო მერაბი, მთელი ჩემი ოჯახი ასე ვართ. ძალიან დამწუხრებულები ვართ... კი ვიცოდით, რომ ეს დღე დადგებოდა, მძიმე სენს ებრძოდა, მაგრამ მაინც ვერ გავიაზრეთ ბოლომდე, რაც მოხდა... ახლაც არ მჯერა, რომ მასზე წარსულ დროში ვლაპარაკობ... დაახლოებით 4 წლის წინ დაუდასტურდა მძიმე სენი. იცოდა ყველაფერი, არც ერთი წამი არ დანებებულა და ბოლომდე ვაჟკაცურად იბრძოდა, სიცოცხლეზე უზომოდ იყო შეყვარებული. ისრაელში ყველაფერს აკეთებდნენ მისი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ თვითონ მდგომარეობა ჰქონდა მძიმე. ეს 4 წელი გააძლებინეს და აცოცხლეს. მას იმედი ჰქონდა, რომ დაძლევდა და მოერეოდა. მკურნალობის პარალელურად სცენაზეც იდგა და მღეროდა. საქმიანობა ერთი წუთი არ გაუჩერებია. გაუსაძლისი ტკივილებისა და იმ ყველაფრის ფონზე, მაინც ახერხებდა სიმღერას, ხალხის გახარებას და მოსიყვარულებას. სხვას არ აგრძნობინებდა, რომ ცუდად იყო. მას სულ პოზიტიურად და კარგ ხასიათზე ნახავდი.

- როგორც გავიგეთ, ცოტა ხნის წინ, მერაბი სანახავად ყოფილა ჩასული...

- კი, დეკემბერში მერაბის სოლო კონცერტი რომ იყო, კაკულიმ ვერ მოახერხა ჩამოსვლა, რადგან მაგ პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა. მამაჩემი, თავისი კონცერტის მერე, პირველივე რეისით წავიდა... დამშვიდობებასავით გამოვიდა, მოინახულა და მოესიყვარულა. უკვე ცუდად იყო, საუბარიც უჭირდა, მაგრამ გონება არ დაუკარგავს. ბოლომდე გონებაზე იყო.

- გახსოვს ის დღე, პირველად რომ გაიცანი კაკული და მისი ოჯახი?

- კაკულის ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და 5 შვილიშვილი - არაჩვეულებრივი ადამიანები, ერთმანეთზე უკეთესები... კარგად მახსოვს ის დღე, როცა პირველად ჩვენთან ოჯახით ჩამოვიდნენ. პირველი შთაბეჭდილებაც მახსოვს, - მეუბნებოდნენ, უცხოეთიდან სტუმარი გვეყოლებაო. 4 წლის ვიყავი და კაკული იმ დროიდან ჩემი ძმაკაცი იყო. ისეთი ადამიანი იყო, ბავშვთან ბავშვი და დიდთან დიდი. ყოველთვის იცოდა, ვისთან როგორ მოქცეულიყო. იცოდა, რით ვესიამოვნებინე, რა უნდა ეთქვა. სულ ჩემხელა იყო, მთელი ცხოვრება რაც თავი მახსოვს და რაც თვალი გავახილე.

მერაბ და სანდრო სეფაშვილები

- ეს დიდი ადამიანების თვისებაა...

- დიდი ადამიანი იყო და ყოველმხრივ ნიჭიერი. აქ სიმღერას არ ვგულისხმობ. ურთიერთობის და ბევრნაირი ნიჭი ჰქონდა...

- თბილისში ბინა ჰქონდა?

- არა, ძირითადად ჩვენთან რჩებოდნენ, ჩვენც, როცა იქ ჩავდივართ, ყოველთვის მათ ოჯახს ვსტუმრობთ. არც განიხილებოდა ვინმეს სასტუმროში წასვლა. ხომ ვამბობ, ერთი ოჯახი ვართ დღემდე. სანამ ვიქნებით ჩვენი შვილებით და შვილიშვილებით სულ ასე იქნება. კაკულისთან ურთიერთობა, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვყოფილიყავი, სულ ბედნიერება იყო... როგორ მიჭირს წარსულ დროში მასზე ლაპარაკი... მასთან ვისაც 5 წუთი გაუტარებია, არასდროს ავიწყდება. ჩემი მეგობრები, 2 დღეა მირეკავენ, მათზეც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. თუ კი რამე არსებობს, ვიცი, რომ იმქვეყნად არაფერი გაუჭირდება, ისეთი მადლიანი ადამიანი იყო.

- როგორ დარჩება შენს მეხსიერებაში?

- მხიარული, მოსიყვარულე, უერთგულესი და უპატიოსნესი პიროვნება, რომელიც ყველას უყვარდა ასაკის, ეროვნების, სქესისა, რწმენის და გემოვნების მიუხედავად. ასე იქნება ბოლომდე.

- მისი სიმღერებიდან რომელი გახსენდება ახლა?

- როგორც მამაჩემი სიმღერები მიყვარს, ასევ კაკულის სიმღერები. ერთია ჩემთვის. მისი ხმის ტემბრი და შესრულების მანერა სულ ახლობელია და ასე იქნება. მერაბი და კაკული ძმები იყვნენ, უბრალოდ სხვადასხვა გვარის.

წაიკითხეთ ასევე: