მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამერიკელებმა ბევრი საზიზღრობა ჩაიდინეს და ამ ლოგიკით მათი სპორტსმენები სამუდამოდ მოსაკვეთები იყვნენ... ვისურვებდი, რუსი სპორტსმენები საერთაშორისო არენაზე დაბრუნდნენ" - მალხაზ ასათიანი
"ამერიკელებმა ბევრი საზიზღრობა ჩაიდინეს და ამ ლოგიკით მათი სპორტსმენები სამუდამოდ მოსაკვეთები იყვნენ... ვისურვებდი, რუსი სპორტსმენები საერთაშორისო არენაზე დაბრუნდნენ" - მალხაზ ასათიანი

მოს­კო­ვის "ლო­კო­მო­ტი­ვი­სა" და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ყო­ფილ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა მალ­ხაზ ასა­თი­ან­მა matchtv-სთან ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ისა­უბ­რა.

- ახლა რუ­სულ ფეხ­ბურთს თვალს ადევ­ნებთ?

- რუ­სე­თის კლუ­ბე­ბის მატ­ჩებს იქამ­დე ვუ­ყუ­რებ­დი, ვიდ­რე ევ­რო­ტურ­ნი­რე­ბი­დან არ მოკ­ვე­თეს. სამ­წუ­ხა­როა, რომ ასე მოხ­და. ამი­ტომ ამ­ჟა­მად რუ­სულ ფეხ­ბურთს თვალს ნაკ­ლე­ბად ვა­დევ­ნებ.

ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ლუკა გაგ­ნი­ძე "დი­ნა­მო­ში" თა­მა­შობს. ის, ისე­ვე, რო­გორც მე, ქუ­თა­ი­სე­ლია. ერთი რა­ი­ო­ნი­დან ვართ. ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ მის ოჯახს, თა­ვად ლუკა ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბი­დან მახ­სოვს. გან­ვიც­დით და ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ მას.

ცუ­დია, რომ რუ­სულ კლუ­ბებს ევ­რო­პა­ში ას­პა­რე­ზო­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ. მი­მაჩ­ნია, რომ სპორ­ტში პო­ლი­ტი­კის ჩა­რე­ვა სა­მარ­თლი­ა­ნი არაა. აქამ­დე მრა­ვა­ლი ქვე­ყა­ნა იყო ჩარ­თუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტში, მაგ­რამ იმა­ვე ამე­რი­კელ სპორ­ტსმე­ნებს არა­სო­დეს არ უკ­რძა­ლავ­დნენ სა­ერ­თა­სო­რი­სო ტურ­ნი­რებ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ეს ხომ სპორ­ტია - ის ისე­თი­ვეა, რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბა, შე­უძ­ლია ქვეყ­ნე­ბი და ხალ­ხი და­ა­ახ­ლო­ოს და შე­ა­რი­გოს. ეს მშვი­დო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად უნდა იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

- ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის მი­მართ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა?

- რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რია აქვთ. ხალ­ხს შე­იძ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მთავ­რო­ბე­ბის მი­მართ პრე­ტენ­ზი­ე­ბი ჰქონ­დეს, თუმ­ცა არა - ერ­თმა­ნე­თი­სად­მი. ჩვენ გვა­ერ­თი­ა­ნებს მუ­სი­კა, რწმე­ნა, ხე­ლოვ­ნე­ბა, მე­გობ­რე­ბი. ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში პო­ლი­ტი­კამ მე­ო­რე პლან­ზე უნდა გა­და­ი­წი­ოს, ისე­ვე, რო­გორც სპორ­ტში...ინ­ტერ­ვიუ წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად sportall.ge

ვინ არის მალ­ხაზ ასა­თი­ა­ნი?

მალ­ხაზ ასა­თი­ან­მა კა­რი­ე­რა მშობ­ლი­უ­რი ქუ­თა­ი­სის და სა­ერ­თოდ ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ერთ–ერთ ფლაგ­მან ქუ­თა­ი­სის „ტორ­პე­დო­ში“ და­ი­წყო. თავ­და­პირ­ვე­ლად მალ­ხა­ზი გამ­თა­მა­შებ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე ირ­ჯე­ბო­და, თუმ­ცა „ტორ­პე­დოს“ მა­შინ­დე­ლი მწვრთნე­ლე­ბი და­ვით ყი­ფი­ა­ნი და რე­ვაზ ძო­ძუ­აშ­ვი­ლი სხვა პო­ზი­ცი­ა­ზეც ათა­მა­შებ­დნენ. ასა­თი­ან­მა 2000–2001 წლე­ბის სე­ზო­ნი ჩი­ნე­ბუ­ლად ჩა­ა­ტა­რა. „ტორ­პე­დოს­თან“ ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი გახ­და და ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე ას­პა­რე­ზო­ბის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა. პირ­ველ მატჩში ჩრდი­ლო ირ­ლან­დი­ურ „ლინ­ფილდთან“ მალ­ხა­ზი ჩი­ნე­ბუ­ლად გა­ი­სარ­ჯა, ხოლო მე­ო­რე ეტაპ­ზე და­ნი­ურ „კო­პე­ნ­ჰა­გენ­თან“ მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გოლი გა­ი­ტა­ნა. ის შეხ­ვედ­რა ფრედ, 1–1 დას­რულ­და, თუმ­ცა ორი მატ­ჩის ჯამ­ში „ტორ­პე­დო“ და­მარ­ცხდა და ას­პა­რე­ზო­ბას გა­მო­ე­თი­შა. 2002 წელს კი სწო­რედ ას­კას გოლ­მა თბი­ლი­სის „დი­ნა­მოს“ კარ­ში სა­კუ­თარ გუნდს ზე­დი­ზედ მე­სა­მე ჩემ­პი­ო­ნო­ბა მო­უ­ტა­ნა.

მალ­ხაზ ასა­თი­ა­ნი შემ­დეგ სე­ზონ­შიც აგ­რძე­ლებ­და წარ­მა­ტე­ბულ თა­მაშს და მალე მოს­კო­ვის „ლო­კო­მო­ტი­ვის“ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. 2003 წელს მალ­ხაზ­მა კა­რი­ე­რის რუ­სეთ­ში გაგ­რძე­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა. რკი­ნიგ­ზელ­თა იმ­დრო­ინ­დელ­მა მწვრთნელ­მა ნა­ხე­ვარმცველ მალ­ხაზ ასა­თი­ანს დაც­ვის ცენ­ტრში მი­უ­ჩი­ნა ად­გი­ლი, რა­საც ასა­თი­ან­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­არ­თვა თავი, იგი უნი­ვერ­სა­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. 2007–2008 წლებ­ში „ლო­კო­მო­ტი­ვის“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 10 მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა, ყვე­ლა­ში ყვი­თე­ლი ბა­რა­თი მი­ი­ღო, გა­ი­ტა­ნა 2 გოლი. 2008 წელს კლუბ­მა კი­ე­ვის „დი­ნა­მო­ში“ გა­ა­ნა­თხოვ­რა, 2008–2009 წლე­ბის სე­ზონ­ში ასა­თი­ან­მა „დი­ნა­მოს“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 16 მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა. 2009 წელს კი იგი ლო­კო­მო­ტივ­ში დაბ­რუნ­და და მოს­კო­ველ­თა მა­ი­სუ­რით 36 უგო­ლო მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა.წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
15

საქართველოსათვის დღეს ყველაზე დიდი მტერი არის რუსეთი შენ ძმაო როგორც ფეხბურთელს დიდ პატივს გცემდი მაგრმ ჩვენი სამშობლოს მტერის არც სპორტი მაინტერესებ და არც მისი დამცველები

 

W
20

ვაი შენს პატრონს ასათიანო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ამერიკელებმა ბევრი საზიზღრობა ჩაიდინეს და ამ ლოგიკით მათი სპორტსმენები სამუდამოდ მოსაკვეთები იყვნენ... ვისურვებდი, რუსი სპორტსმენები საერთაშორისო არენაზე დაბრუნდნენ" - მალხაზ ასათიანი

"ამერიკელებმა ბევრი საზიზღრობა ჩაიდინეს და ამ ლოგიკით მათი სპორტსმენები სამუდამოდ მოსაკვეთები იყვნენ... ვისურვებდი, რუსი სპორტსმენები საერთაშორისო არენაზე დაბრუნდნენ" - მალხაზ ასათიანი

მოსკოვის "ლოკომოტივისა" და საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მალხაზ ასათიანმა matchtv-სთან ვრცელ ინტერვიუში საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა.

- ახლა რუსულ ფეხბურთს თვალს ადევნებთ?

- რუსეთის კლუბების მატჩებს იქამდე ვუყურებდი, ვიდრე ევროტურნირებიდან არ მოკვეთეს. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. ამიტომ ამჟამად რუსულ ფეხბურთს თვალს ნაკლებად ვადევნებ.

ჩვენი მეგობარი ლუკა გაგნიძე "დინამოში" თამაშობს. ის, ისევე, როგორც მე, ქუთაისელია. ერთი რაიონიდან ვართ. ძალიან კარგად ვიცნობ მის ოჯახს, თავად ლუკა ჯერ კიდევ ბავშვობიდან მახსოვს. განვიცდით და ვგულშემატკივრობთ მას.

ცუდია, რომ რუსულ კლუბებს ევროპაში ასპარეზობის უფლებას არ აძლევენ. მიმაჩნია, რომ სპორტში პოლიტიკის ჩარევა სამართლიანი არაა. აქამდე მრავალი ქვეყანა იყო ჩართული შეიარაღებულ კონფლიქტში, მაგრამ იმავე ამერიკელ სპორტსმენებს არასოდეს არ უკრძალავდნენ საერთასორისო ტურნირებზე მონაწილეობას. ეს ხომ სპორტია - ის ისეთივეა, როგორც ხელოვნება, შეუძლია ქვეყნები და ხალხი დააახლოოს და შეარიგოს. ეს მშვიდობის შესანარჩუნებლად უნდა იქნეს გამოყენებული.

- ახლა საქართველოში რუსეთის მიმართ როგორი დამოკიდებულებაა?

- რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ხალხს შეიძლება სახელმწიფოების მთავრობების მიმართ პრეტენზიები ჰქონდეს, თუმცა არა - ერთმანეთისადმი. ჩვენ გვაერთიანებს მუსიკა, რწმენა, ხელოვნება, მეგობრები. ადამიანურ ურთიერთობებში პოლიტიკამ მეორე პლანზე უნდა გადაიწიოს, ისევე, როგორც სპორტში...ინტერვიუ წაიკითხეთ სრულად sportall.ge

ვინ არის მალხაზ ასათიანი?

მალხაზ ასათიანმა კარიერა მშობლიური ქუთაისის და საერთოდ ქართული ფეხბურთის ერთ–ერთ ფლაგმან ქუთაისის „ტორპედოში“ დაიწყო. თავდაპირველად მალხაზი გამთამაშებლის პოზიციაზე ირჯებოდა, თუმცა „ტორპედოს“ მაშინდელი მწვრთნელები დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი სხვა პოზიციაზეც ათამაშებდნენ. ასათიანმა 2000–2001 წლების სეზონი ჩინებულად ჩაატარა. „ტორპედოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. პირველ მატჩში ჩრდილო ირლანდიურ „ლინფილდთან“ მალხაზი ჩინებულად გაისარჯა, ხოლო მეორე ეტაპზე დანიურ „კოპენჰაგენთან“ მეტად მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. ის შეხვედრა ფრედ, 1–1 დასრულდა, თუმცა ორი მატჩის ჯამში „ტორპედო“ დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. 2002 წელს კი სწორედ ასკას გოლმა თბილისის „დინამოს“ კარში საკუთარ გუნდს ზედიზედ მესამე ჩემპიონობა მოუტანა.

მალხაზ ასათიანი შემდეგ სეზონშიც აგრძელებდა წარმატებულ თამაშს და მალე მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყურადღების ცენტრში მოექცა. 2003 წელს მალხაზმა კარიერის რუსეთში გაგრძელება გადაწყვიტა. რკინიგზელთა იმდროინდელმა მწვრთნელმა ნახევარმცველ მალხაზ ასათიანს დაცვის ცენტრში მიუჩინა ადგილი, რასაც ასათიანმა შესანიშნავად გაართვა თავი, იგი უნივერსალობით გამოირჩეოდა. 2007–2008 წლებში „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში 10 მატჩი ჩაატარა, ყველაში ყვითელი ბარათი მიიღო, გაიტანა 2 გოლი. 2008 წელს კლუბმა კიევის „დინამოში“ გაანათხოვრა, 2008–2009 წლების სეზონში ასათიანმა „დინამოს“ შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა. 2009 წელს კი იგი ლოკომოტივში დაბრუნდა და მოსკოველთა მაისურით 36 უგოლო მატჩი ჩაატარა.წყარო